თავფურცელი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
მართლმადიდებლური საინფორმაციო-ანალიტიკური ვებ-საიტი "აპოკალიფსისი" არ ეკუთვნის ოფიციალურ საპატრიარქოს

24.08.2019

ენოქის წიგნის აპოლოგია


წმიდა ანტონი ბრძანებს: "ყოველ საქმეს და სიტყვას საღმრთო წერილი უნდა ადასტურებდეს" (Петр Дамаскин. Творения. С. 215), ამიტომაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია კვლავ დავადასტუროთ ენოქის წიგნის სახეებისა და იდეების აშკარა სულიერი კავშირი ქრისტეს სახარებასთან. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ სახარებისეული ტექსტები და ენოქის წიგნი წარმოგვიჩენენ სულიერ არნახულ ერთობას.




23.08.2019

უფლის იგავები გადმოცემულნი იოანეს სახარებაში

უფლის ყველა იგავი, რომლებიც ზემოთ გადმოვეცით, გამოკრებილია სინოპტიკოს მახარობელთაგან (მათე, ლუკა და მარკოზი). იოანესთან ეს იგავები არ არის. მაგრამ მის სახარებაში მოცემულია სხვა იგავები. მათი რაოდენობა მცირეა და ხასიათითაც ძლიერ განსხვავდებიან სინოპტიკოსთა იგავებისგან. საკუთრივ, სიტყვა "იგავის" სრული მნიშვნელობით იოანესთან მოიპოვება მხოლოდ ორი იგავი: "კეთილი მწყემსის" და "ვაზის შესახებ". სხვა იგავებს არ გააჩნიათ დასრულებული სიუჟეტი და წარმოადგენენ მხოლოდ სულიერი ჭეშმარიტებების მოკლე შედარებებს მიწიერ საგნებთან და ცნებებთან. ამ ცნებებს უფალი ხშირად იყენებდა თავის საუბრებში ღმრთის სასუფეველზე და მისკენ მისასვლელ გზაზე.

22.08.2019

ყოველთვის არის თუ არა მირონმდინარება ღმრთის სასწაული?

ბოლო წლებში, ზოგიერთ საეკლესიო ბეჭდვით ორგანოში ჩვეულებრივი მოვლენა გახდა პუბლიკაციები მირონმდინარების, ცრემლთდენისა და სისხლდენის შესახებ: მირონი სდის ათასობით და ათასობით ხატს, ქაღალდის რეპროდუქციებს და ა. შ.

15.08.2019

ენოქის წიგნის აპოლოგია


როგორც ცნობილია, მხოლოდ ორი მახარობელი ისახავდა მიზნად იესუ ქრისტეს გენეალოგიის შედგენას. ამასთან ერთი მათგანი, მოციქული მათე, ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევდა მოეტანა აბრაამისა და დავითისგან ქრისტეს წარმომავლობაზე მესიანურ წინასწარმეტყველებათა აღსრულების მტკიცებულებანი; ხოლო, მეორე მახარობელი, ლუკა, თავის გენეალოგიაში მიზნად ისახავდა სხვა პრიორიტეტებს - ის მოგვითხრობდა იესუ ქრისტეს, როგორც ღმერთის და როგორც კაცის სისრულეზე, და მისი გენეალოგია მიჰყავდა ადამამდე და თვით ღმერთამდე.




12.08.2019



"იყო ერთი მდიდარი კაცი, - თქვა ქრისტემ, - ძოწეული და ბისონი ეცვა და ყოველდღე შლიდა ბრწყინვალე სუფრას. იყო ერთი გლახაკიც, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან ეგდო, მთლიანად დაწყლულებული. ნატრობდა მდიდრის ნასუფრალით მოეკლა შიმშილი; ხოლო ძაღლები მოდიოდნენ და ლოკავდნენ მის წყლულებს..."

06.08.2019


ფილმის გარჩევა

"მე ვარ დედა" (ინგლ.: I Am Mother) ავსტრალიელი რეჟისორის გრანტ სპიუტორის (Grant Sputore) სადებიუტო ფილმია. ის გვაფიქრებს ეთიკურ საკითხებზე, ხელოვნების ნაწარმოებთა არქეტიპურ სტრუქტურებზე და თვით კონსპიროლოგიურ თეორიებზეც კი. ფილმი კიდევ ერთხელ ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ როგორ აპროეცირებს ადამიანი ღმერთის იდეას იმაზე, რაც ღმერთი არ არის, მოცემულ შემთხვევაში ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც ფილმებში იღებს ისეთ ღვთაებრივ ატრიბუტებს, როგორიცაა "ყველგანმყოფობა", "ყოვლისშემძლეობა", "სრულყოფილება" და ზოგჯერ მას "სამყაროს შექმნაც" კი მიეწერება.

TOP. GE
Назад к содержимому