ანტიერეტიკონი - გზამკვლევი. იეჰოვას მოწმეთა მხილება 3 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > ანტიერეტიკონი

გზამკვლევი

იეჰოვას მოწმეთა მხილება

იეღოვას მოწმეები

შინაარსი

სამი კითხვა იეჰოვას მოწმეებს პირველი მსოფლიო ომის დასაწყისის შესახებ



რა გახდა პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი? მიეცით იეჰოვას მოწმეებს ასეთი კითხვა და მოისმენთ ზღაპრებს "წარმართთა დროების" დასრულების შესახებ, რომლითაც, 1914 წელს დაიწყო ქრისტეს მეუფება, ასევე იგავ-არაკებს წითელ ცხენზე და მის მხედარზე, რომელსაც დიდი მახვილი ეპყრა, ასევე მიწაზე გადმოყრილ ანგელოზთა შესახებ.



და მაინც, თუ დაინტერესდებით და ჰკითხავთ სექტანტს: როდის დაიწყო, საკუთრივ, პირველი მსოფლიო ომი, აქ საქმე უფრო რთულად იქნება, და იეჰოვას მოწმე საქმის კურსშიც რომ იყოს 1914 წლის 28 ივლისის შესახებ, თქვენი შემდეგი ორი კითხვა მას უეჭველად ჩიხში შეიყვანს.

კითხვა: თქვენის აზრით როდის დაიწყო ქრისტეს მეუფება?


პასუხი (სწორი იეჰოვას მოწმის პოზიციიდან): 1914 წლის ოქტომბერში.


კითხვა: იესუს სუფევა თუ მხოლოდ ოქტომბერში დაიწყო, ხოლო პირველი მსოფლიო ომი 1914 წლის ივლისის მიწურულს, მაშინ, რა გახდა ამ ომის დაწყების მიზეზი?


შემდეგ შეიძლება წრეზე ვიაროთ ამ სამი-ოთხი კითხვის ირგვლივ და შთავაგონოთ იეჰოვას მოწმეს, რომ პირველი მსოფლიო ომის დაწყება, არანაირად არ არის დაკავშირებული "წარმართთა დროების" დასრულებასთნ", არც იესუს კორონაციასთან, არც წითელ მხედარტან, არც ომთან მიქაელ მთავარანგელოზისა დემონებთან და არც მათ (დემონთა) გადმოყრასთან დედამიწაზე. და მაინც თუ იეჰოვას მოწმეს უცებ "ნათელი" აზრი გაუნათებს თავში და გკითხავთ: კეთილი, მაგრამ რა გახდა თქვენი აზრით პირველი მსოფლიო ომის მიზზი, მაშინ დახმარებისთვის მიმართეთ ვიკიპედიას. ხოლო თუ არ გკითხავთ, მაშინ მაინც გაანათლეთ შეფიქრიანებული "მოწმე".

"კონფლიქტის წინაისტორია. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე ევროპაში იზრდებოდა წინააღმდეგობა ისეთ დიდ სახელმწიფოებს შორის, როგორიცაა - გერმანია, ავსტრო-უნგრეთი, იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი.

გერმანიის იმპერია, რომელიც 1870 წლის საფრანგეთ-პრუსიის ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, თავიდან არ ისწრაფვოდა პოლიტიკური და ეკონომიკური ბატონობისკენ ევროპის კონტინენტზე. მაგრამ ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით გამტკიცებული ქვეყანა 1880 წლის შუაწლებში უკვე იბრძვის ჰეგემონიისვის ევროპაში. გერმანია საკმაოდ გვიან შეუდგა კოლონიალურ ექსპანსიას და ამიტომაც პრაქტიკულად კოლონიების გარეშე დარჩა, რის გამოც გერმანული კაპიტალი გასაღების ბაზრების გარეშე დარჩა. ამასთან გერმანია თავისი სწრაფად მზარდი მოსახლეობისთვის განიცდიდა საციცოხლოდ საჭირო სივრცის მძაფრ უკმარობას და სურსათ-სანოვაგის დეფიციტს. ამ პრობლემების გადასაწყვეტად, საჭირო იყო მსოფლიოს ხელახალი გადაკეთება გერმანიის და გერმანული კაპიტალის სასარგებლოდ. ანუ გერმანიას უნდა მოეპოვებინა მსოფლიო ჰეგემონია გერმანიის და გერმანული კაპიტალის სასარგებლოდ. მოკლედ, გერმანიას უნდა დაეპყრო ჰეგემონია ევროპის კონტინენტზე, დაემარცხებინა დიდი სახლმწიფოების ბლოკი, რომლებმაც მსოფლიო უკვე გადაინაწილეს. ეს ქვეყნები იყო: რუსეთი, საფრანგეთი და ინგლისი.


19-ე საუკუნის მიწურულს გერმანიის აგრესიული გეგმები სულ უფრო ნათელი გახდა მისი მეზობლებისთვის. საპასუხოდ რუსეთმა და საფრანგეთმა 1890 წელს დადეს სამხედრო ხელშეკრულება, რომელსაც 1907 წელს ინგლისიც შეუერთდა. ამ ქვეყნებმა ჩამოაყალიბეს კავშირი, რომელსაც "გულითადი თანხმობა" ეწოდა - ანტანტა... ამ ქვეყნების წინააღმდეგობამ ერთის მხრივ გერმანიასთან და მეორეს მხრივ ავსტრო-უნგრეთთან გამოიწვია სწორედ პირველი მსოფლიო ომი, სადაც ანტანტის (რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი) და მისი მოკავშირეების მოწინააღმდეგეები იყვნენ ცენტრალური სახელმწიფოების ბლოკი (გერმანია, ავსტრო-უნგრეთი, ოსმანეთის იმპერია და ბულგარეთი), რომელშიც გერმანია წამყვან როლს თამაშობდა.

ასე, რომ არავითარი ვარდისფერი მარტორქები, წითელი ცხენები, ზეციური ბრძოლები და დაცემული ანგელოზები, რომელთაც მოულოდნელად მოახდინეს დიდი ომის პროვოცირება 1914 წელს არ ყოფილა. ეს კონფლიქტი, დიდი ხნის დაგეგმილი იყო და მწიფდებოდა ათეულობით და ასეულობით წინააღმდეგობების მეშვეობით, რომელიც დაკავშირებული იყო საკუთრებისა და გავლენის სფეროების გადანაწილებასთან.

ერთადერთი თანხვედრა (ო, "სასწაული!") არის ის, რომ ამ ომის დაწყება სრულიად შემთხვევით დაემთხვა ამერიკელი ვაი-მქადაგებლის წარუმატებელ წინასწარმეტყველებას, რომელიც 1914 წლის ოქტომბერს "სამყაროს აღსასრულს" და საკუთარ ზეცად ამაღლებას ელოდა.


მაგრამ, ეს თანხვდომაც, თუ მას უფრო ყურადღებით დავაკვირდებით, ნათლად მოწმობს იეჰოვას მოწმეთა სწავლების საწინააღმდეგოდ, რომელიც 1914 წელს უკავშირდება და რომლის მიხედვითაც ნიშანი მხოლოდ ქრისტეს კორონაციის შემდეგ უნდა გამოჩენილიყო, ხოლო წითელ ცხენს თავის სრბოლა მხოლოდ თეთრის შემდეგ უნდა დაეწყო, და არა პირიქით (გამოცხ. 6:1-4). იეჰოვას მოწმეთა დოგმატი 1914 წლის შესახებ აშკარად "ყურითაა მოთრეული" და მას არავითარი ისტორიული და ბიბლიური საფუძველი არ გააჩნია. ამავე თემაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

იერემია 29:10. "70 წელი ბაბილონისთვის".

"სიცრუის 100 წელი".


1914 წლის პარადოქსები: "წინასწარმეტყველური წელი"
.

ცრუწინასწარმეტყველბათა ესტაფეტა: მილერიდან რასელამდე.


(ამ სტატიებს მკითხველს შევთავაზებთ უახლოეს მომავალში - "აპოკალიფსისი" რედაქცია).

P. S. ისე, ცნობისთვის, იეჰოვას მოწმეთა სწავლებით:

1) იესუმ სამეფო ძალაუფლება მიიღო 1914 წლის ოქტომბერს:

"1914 წლის ოქტომბერში, ადამიანთა მზერისთვის უხილავად, ცაში მოხდა მოვლენა, რომელმაც მსოფლიო შეძრა. იესუ ქრისტემ, "დავითის საყდრის" მუდმივმა მემკვიდრემ, დაიწყო თავისი მეფობა კაცობრიობაზე" (Сторожевая Башня 1 Мая 1992 года стр. 6). - 2520 წელი დაიწყო 607 წლის ოქტომბერს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, როდესაც ბაბილონელებმა დაიპყრეს იერუსალიმი და დაამხეს მეფე დავითის მოდგმიდან. ეს პერიოდი დამთავრდა ჩვ. წ.-ის 1914 წელს. სწორედ მაშინ დასრულდა "წარმათთათვის დათმობილი დროება" და იესუ ქრისტე ცაში მეფედ შეიქნა" ( (Чему учит Библия стр. 217).

2) წითელი ცხენი (გამოცხ. 6:4) წარმოადგენს ომებს, დაწყებულს პირველი მსოფლიო ომიდან:

"უკვე 1914 წლამდე, ანუ იმ წლამდე, როდესაც თეთრმა ცხენმა მიიღო მეფობა, მრავალი ომი სწარმოებდა. მაგრამ ახლა მხედარს, რომელიც ცეცხლივით წითელი ფერის ცხენზეა ამხედრებული "მიეცა ... დიდი მახვილი". რას ნიშნავს ეს? პირველი მსოფლი ომიდან დაწყებული, სამხედრო კონფლიქტები უფრო სისხლისმღვრელნი და გამანადგურებელნი გახდნენ, ვიდრე ეს ოდესმე იყო. 1914 წლიდან 1918 წლამდე მასობრივი მკვლელობების პერიოდში ტანკები, მომწამვლელი აირები, თვითმფრინავები, წყალქვეშა ნავები, მძიმე არტილერია და ავტომატური იარაღი ან პირველად გამოიყენეს ან უპრეცედენტო მასშტაბით" ("Апогей Откровения" стр. 93).

3) დაცემული ანგელოზები გადმოიყარნენ დედამიწაზე სადღაც იესუს გამეფების დასაწყისისა და პირველი მსოფლი ომის დასასრულის პერიოდში:

"რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს "ომი ცაში" წმიდა ანგელოზებსა და ეშმაკურ დემონებს შორის ბიბლიაში არ წერია; მაგრამ შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ის გრძელდებოდა უფრო დიდ ხანს, ვიდრე პირველი მსოფლიო ომი, რომელიც 1918 წლის 11 ნოემბერს დასრულდა" (Сторожевая Башня 1 Октября 1974 года стр. 151). - "ბიბლია არ გვამცნობს ზუსტ დროს, როდესაც სატანა და მისი დემონები ციდან იქნენ გადმოგდებულნი. მიუხედავად ამისა არანაკლებ ნათელია, რომ ეს მოვლენა მოხდა უცებ იესუ ქრისტეს გამეფებისთანავე ცაში, ანუ 1914 წელს" (Сторожевая Башня 15 Мая 2009 года стр. 18).

წყარო: jw-org.info

გაგრძელება იქნება.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню