ანტიერეტიკონი - სამღვდელმთავრო კვერთხის შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
სამღვდელმთავრო კვერთხის შესახებ
სამღვდელმთავრო კვერთხი
ავტორი: მუზეუმთმცოდნე-ისტორიკოსი იულია მასლოვა.

ТАСС-ის ცნობით 22 სექტემბერს (2019 წ.) მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ადგილნაცვალ ეპისკოპოსებსა და მონასტრის იღუმენებს ძვირადღირებული კვერთხების ტარება აუკრძალა და მოუწოდა სანაცვლოდ შეუკვეთონ უბრალო ხის კვერთხები. იღუმენებისა და იღუმენიების შეკრებაზე, რომელიც ჩატარდა მოსკოვში ათონზე რუსულ მონასტერთა ყოფნის 1000 წლისთავთან დაკავშირებით, პატრიარქმა თქვა: "ყოველ იღუმენს სულიერი ძალაუფლების ფლობის ნიშნად ეძლევა კვერთხი. მე ვიყავი ინიციატორი იმისა, რათა იღუმენებსა და იღუმენიებს მიეღოთ კვერთხები, მაგრამ თავშიც არ მომსვლია აზრი, რომ ისინი ამ კვერთხებს გადააქცევდნენ საპატრიარქო კვერთხებად: მორთავდნენ მდიდრულად და ჯვარსაც დაუსვამდნენ. მე ამგვარი კვერთხები არ მიკურთხებია".

შემდეგ, მიმართა რა მონასტრების მოძღვრებს, რომლებიც შეკრებილნი იყვნენ ქრისტე მაცხოვრის ტაძარში, პატრიარქმა თქვა: "თქვენ უნდა გქონდეთ უბრალოდ საიღუმენო კვერთხი ყოველგვარი მორთულობის გარეშე, ყოველგვარი საიუველირო ზიზილ-პიპილებისა და ჯვრის გარეშე - ეს სამღვდელმთავრო მსახურების სიმბოლოა". "ამიტომაც, როდესაც ახლა სახლში დაბრუნდებით, პირველი, რასაც გააკეთებთ, არის ის, რომ შეუკვეთავთ თქვენთვის უბრალოდ, ხის კვერთხებს" (იხ. http://tass.ru/obschestvo/3643672).
რუსეთის პატრიარქი იობი
უწმიდესი იობი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ( «Царский титулярник» («Большая государева книга или Корень российских государей»), 1672. РГАДА)

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნუთუ მხოლოდ პატრიარქს აქვს უფლება ჰქონდეს ძვირადღირებული და ძირფასი ქვებით მოვარაყებული კვერთხი? არადა მან ჭორის დონეზე როდი იცის, რომ წმიდა მიტროპოლიტ პეტრე მოსკოველის კვერთხი საკმაოდ უბრალო იყო. 2009 წელს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის წეს-განგებაში იყო მომენტი, როდესაც მას გადასცეს წმიდა პეტრეს კვერთხი. შეგახსენებთ, რომ ეს კვერთხი რუსი ოსტატების მიერ დამზადებულია შავი ხისგან XIV ს-ის დასაწყისში. კვერთხის ტარი - რვაგრანულიანი ფორმისაა, სახელური მოვარაყებულია მოოქროვილი ვერცხლით, რგოლები, რომელიც მოიცავენ ხეს მთელ სიგრძეზე, მოკრძალებულია დეკორისაა. ხეზე, სახელურის ორივე მხრიდან ჩამოდის მოოქროვილი პლასტინები გოლგოთის ამოტვიფრული გამოსახულებით. კვერთხის თავზე არის წარწერა: "სრულიად რუსეთის მორჩილი მიტროპოლიტი პეტრე (რუს.: Смиренный Петр митрополитъ всея Руси). აი, ეს არის, საკუთრივ, წმ. მიტროპოლიტ პეტრეს კვერთხის მთელი "მორთულობა".
ძველი საპატრიარქო კვერთხი
მიტროპოლიტ პეტრე მოსკოველის კვერთხის ზედა ნაწილი

მაგრამ ცოტა ვინმე თუ აქცევს ყურადღებას იმ ფაქტს, რომ არა იმდენად მდიდრულ თუ ღარიბულ მორთულობას გააჩნია მნიშვნელობა, რამდენადაც სიმბოლიკას, რომელიც ჩადებულია კვერთხში. ხოლო სიმბოლიკა, რომელსაც დღეს, თანამედროვე კვერთხებში იყენებენ, ძალიან მრავალგვაროვანია და დრო და დრო იწვევს სერიზულ კითხვებს.
ეპისკოპოსის ხელდასხმა
არქიმანდრიტ სერაფიმეს (სებასტიანოვი) ხელდასხმა ტარუსის ეპისკოპოსად. აქ ვხედავთ საპატრიარქო კვერთხს საინტერესო სიმბოლიკით

ცნობილ თხზულებაში "პომორული სიტყვისგებანი" არსებობს ცალკეული თავი "სამღვდელმთავრო კვერთხის შესახებ", (1) რომელშიც ერთმანეთს არის შედარებული ძველრუსული და თანამედროვე, რეფორმის შემდგომდროინდელი კვერთხები. ძველი სარწმუნოების მომხრეებმა იმთავითვე მიაქციეს ყურადღება იმას, რომ მიმდინარეობს არა მარტო ქრისტიანული სარწმუნოების ვერბალური ფორმების ტოტალური შეცვლა, არამედ მახინჯდება რუსული ეკლესიის მატერიალური კულტურის საგნები, რომლებიც კურთხეულია არა ერთი ასწლეულით, და არა ერთი, არამედ წმინდანთა მთელი დასის მიერ. თხზულების ავტორები უთითებენ, რომ "ძველრუს" მღვდელმთავართა კვერთხებს "გველის თავები არა ჰქონდათ".

___________________________
 
1. "პომორული სიტყვისგებანი" (რუს.: "Поморские ответы") - ოფიციალური სახელწოდება მეუდაბნოვეთა პასუხები მღვდელმონაზონ ნეოფიტეს კითხვებზე - ყველა მიმართულების ძველმოწესეობისთვის ერთ-ერთი უმთავრესი აპოლოგეტური თხზულება, რომელიც გამოქვეყნდა 1723 წელს. მკვლევართა აზრით ეს წიგნი დაწერილია კოლექტიურად, მაგრამ გარკვეულ პირველობას მაინც აკუთვნებენ ანდრია დენისოვს. "პასუხების" მოცულობა 366 ფურცელია.

___________________________

ლუბოკური ნახატი
ლუბოკური (ხალხური) სურათის ფოტო ბეზპოპოვცური გამოცემიდან "Прежде и теперь. გამოქვეყნ.: Изборник народной газеты. 1906. ფერადი მინიატურები ილუსტრირებული კრებულიდან "თქმულებანი სხვადასხვა საღმრთო წერილთაგან" ("Сказание от разных божественных писаний"). შეიცავს ცალკეულ გამონათქვამებს ძველი და ახალი აღთქმიდან წმიდა იოანე ოქროპირისა და რომის პაპ იპოლიტეს განმარტებებით. გამოც. 19-ე ს-ში. (Сборник из собрания Егорова, НИОР РГБ). მარცხნივ - ძველმართლმადიდებლური სიმბოლიკა, მარჯვნივ - ახალმოწესეობრივი
ლუბოკური ნახატი
"საღვთისმსახურებო საგნები და სამღვდელმთავრო შესამოსელები: ძველმოწესეობრივი (მარცხნივ) და ახალმოწესეობრივი (მარჯვნივ)" (НИОР РГБ Ф. 98 (собрание Е.Е. Егорова) № 1670. Листы 25 и 40

ავტორიტეტულ ნიმუშად მოჰყავთ მოსკოველი საკვირველთმოქმედის მიტროპოლიტ პეტრეს და ნოვგოროდელ საკვირველთმოქმედ ნიკიტას კვერთხები.



მარცხნივ - ეპისკოპოს ნიკიტა ნოვგოროდელის კვერთხი. ხე, ჩუქურთმა, ძვალი. 16 ს. მარჯვნივ - პერმის ეპისკოპოს სტეფანეს კვერთხი

თავში მითითებულია ძველი კვერთხის სახეშეცვლილ ფორმაზე, რომელთა სახელურები ღუზისებრი დაბოლოებები აქვთ: "на версе крюки яко якори имеет, змиевых же глав не имеет" ("ზემოთ ღუზასავით არის მოკაკვული, გველის თავები კი არა აქვს"). ღუზისთავიან კვერთხებს ავტორები სიმეონ თესალონიკელის სიტყვებით განმარტავენ: "ძალაუფლება მოასწავებს სულიწმიდას, ერის დამამტკიცებელს, მღვდელმთავრობას, რათა შეძლოს დამწყემსვა, ურჩთა დასჯა და განშორებულთა მოქცევა" (სლავ.: "Власть знаменует Духа, и утвердительное народа, и пастырственное, и водити мощи, и наказати непослушных, и обращати к себе дальних").

მწყემსის უბრალო კვერთხი, რომელიც სამღვდელმთავრო ძალაუფლებისა და სიტყვიერ ცხოვართა დამწყემსვის სიმბოლოს წარმოადგენდა, პატრიარქ ნიკონის წყალობით წარმართული სიმბოლოებით, კერძოდ გველებით "დამშვენებულ" კვერთხად გადაიქცა, რომელსაც XVII ს-ში ანტიქრისტეს ძალაუფლების გამოვლინებად აღიქვამდნენ.
პატრიარქ ნიკონის პორტრეტი
პატრიარქ ნიკონის პორტრეტი

დღეს XXI საუკუნეა, ამიტომ მოდი კვერთხის სიმბოლიზმის პრობლემას თანამედროვე ადამიანის თვალით შევხედოთ. ამასთან წინდაწინ აღვნიშნავთ, რომ საეკლესიო რეფორმის შემდეგ გაჩენილ სიმბოლოთა ქვემოთ მოცემული განმარტება მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო ვერსიაა. ი. მ. ლოტმანი, სემიოტიკის ცნობილი მკვლევარი (სემიოტიკა - მეცნიერება სიმბოლოთა შესახებ კულტურაში), წერდა: "სიმბოლო არასოდეს ეკუთვნის კულტურის რომელიმე ერთ სინქრონულ ჭრილს - ის ყოველთვის გამსჭვალავს ამ ჭრილს ვერტიკალურად, - მოდის წარსულიდან და მიდის მომავალში. სიმბოლოს მეხსიერება ყოველთვის უფრო ძველია, ვიდრე მისი არასიმბოლური ტექსტური გარემოცვის მეხსიერება" . სამღვდელმთავრეო კვერთხს ეძღვნება კ. ა. შედრინას სტატია სტავროგრაფულ კრებულში (Щедрина К. А. Две змеи на архиерейском посохе XVII века: заметки о происхождении и символике //Ставрографический сборник. Книга III: Крест как личная святыня. Сб. статей. М.: Изд-во Московской Патриархии; Изд-во «Древлехранилище», 2005).

ავტორი სამართლიანად შენიშნავს, რომ პატრიარქ ნიკონის რეფორმამდე რუს მღვდელმთავართა კვერთხების თავი ტრადიციულად წარმოადგენდა ქვემოთ დახრილ ორ რქას (Там же. С. 315). მაგრამ შემდეგ შედრინა უცებ გადადის გველისთავიან კვერთხზე და არანაირ განმარტებას არ აძლევს რეფორმამდელ კვერთხებს.
საეკლესიო ატრიბუტების შედარება
XVIII ს-ის დასაწყისისა და XIX ს-ის დასასრულის ძველმოწესეობრივი ლუბოკი. სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი. მარცხნივ ძველმოწესეობრივი ჟესტები და საეკლესიო ატრიბუტები, მარჯვნივ - ახალმოწესეობრივი
სამღვდელმთავრო შესამოსელი
"სამღვდელმთავრო შესამოსელი: ძველმოწესეობრივი (მარცხნივ) და ახალმოწესეობრივი (მარჯვნივ)"
(НИОР РГБ Ф. 98 (собрание Е.Е. Егорова) № 1670. Листы 75 и 77)

ჯვრების ტიპების (ათონური, ეთიოპიური, სომხური) გარჩევისას კ. ა. შედრინა მხოლოდ სტატიის ბოლოში ახსენებს "ღმერთ" ჰერმესის გველისსახოვან კვერთხს - კადუცეას. სწორედ კადუცეადან დავიწყებთ ჩვენც საკუთარ განსჯას, როგორც თავდაპირველი სიმბოლოდან, რომელმაც შვა XVII ს-ისა და შემდგომი ასწლეულების სამღვდელმთავრო კვერთხის სიმბოლიკა.
ძველი გველიანი კვერთხი
მარცხნივ - კადუცეა, რომელიც აერთებს მამაკაცურ და ქალურ პრინციპებს - დიადი საქმის (magnum opus) სიმბოლო (გრავიურა. ფრანკფურტი. 1765). მარჯვნივ - პატრიარქ ნიკონის კვერთხი

მაგრამ, თავდაპირველად ჩავატაროთ მცირედი ისტორიული ექსკურსი სიმბოლიზმის სფეროში. მესოპოტამიური ტრადიციით გველები მკურნალი-ღმერთის განხორციელებად მიიჩნეოდნენ (შესაძლოა, აქედან მომდინარეობდეს სპილენძის გველის ბიბლიური სახე, რომელიც კურნავდა გველის ნაკბენს).

მცირეაზიურ ტრადიციაში ორივე გველი ნაყოფიერების სიმბოლო იყო. კადუცეის წინასახე შეიძლებოდა ყოფილიყო ასევე ორი გველის გამოსახულება მსოფლიო ხესთან (ლათ. Arbor mundi). ინდოეთში კადუცეის სიმბოლო წარმოადგენს კუნდალინის გაღვიძების სიმბოლოს. კუნდალინის, ანუ გველისსახება ცეცხლს, "ძინავს" ბაზისურ ჩაკრაში დაგრაგნილი გველის სახით, ხოლო როდესაც ევოლუციის შედეგად იღვიძებს, ხერხემლით ადის სამი გზით: ცენტრალურით, სუშუმნათი და ორი გვერდითათი, რომლებიც წარმოქმნიან ორ გადაწნულ სპირალს - პინგალს (ეს არის მარჯვენა, მამაკაცური და აქტიური სპირალი) და იდას (მარცხენა, ქალური და პასიური). სკანდინავიელები ეთაყვანებოდნენ ჰერმესს ოდინის სახელით, ტევტონები კი - ვოტანის სახელით. ძველი სპარსეთის კეთილი და ბოროტი პრინციპები - აჰურამაზდა და არიმანი ზოგჯერ ორი გველის სახით გამოისახებოდა, რომლებიც მიმართულნი იყვნენ ერთმანეთისკენ და ებრძოდნენ ერთმანეთს კვერცხ-დედამიწის გამო და ცდილობდნენ გამოტაცნათ იგი ერთი-მეორის პირიდან.

ალქიმიის სიმბოლოთა სამყაროში ორივე გველი წარმოადგენს წონასწორობაში მყოფ ქიმიურ ელემენტებს გოგირდს (Sulphur) და ვერცხლისწყალს (Mercurius), ანუ აღიქმებიან როგორც მდინარებისა და მხურვალების დუალურ სისტემად, თანაც ვერცხლისწყალს განასახიერებდა თვით "ღმერთი" მერკური (Энциклопедический словарь символов/ Авт.-сост. Н. А. Истомина. М.: ООО «Издательство АСТ»: ООО «Издательство Астрель», 2003. с. 334-335). ეგვიპტელები კაცობრიობას ცხვრის ფარას ადარებდნენ. უმაღლესი და მიუწვდომელი მამა მწყემსი იყო, ხოლო ჰერმესი - მისი ქოფაკი, მოდარაჯე ნაგაზი.

სამწყემსო ჯოხის რელიგიურ-სიმბოლური წარმომავლობა შეიძლება ვნახოთ ეგვიპტურ რიტუალებში: ეგვიპტის სამი სკიპეტრი მოიცავს მწყემსის ჯოხს, რომელიც არის ძალის სიმბოლო და, რომლის დახმარებითაც ინიცირებული ფარაონი თავისი ერის ბედ-იღბალს აღასრულებს.

ამრიგად, კადუცეა - ეს არის "ღმერთ" მერკურის ან ბერძნული ჰერმესის, ღმერთების დესპანის სიმბოლო. ის შედგება ჯადოსნური ანუ ჰერალდიკური ღეროსგან, რომლის გარშემოც სიმეტრიულად არის შემოხვეული ორი გველი ერთმანეთისკენ მიქცეული თავებით.
კადუცეა სიმეონ პოლოცკის წიგნიდან
მარცხნივ - ალქიმიური მერკური. ღვთაებრივი მერკურიანული წყლები (გრავიურა. ჰამბურგი, 1705 წ.). მარჯვნივ - ფურცელი სიმეონ პოლოცკის წიგნიდან " Жезл правления" (სამწყსო კვერთხი)

ჰერმესის, როგორც პერსონიფიცირებული აზროვნების გვიანდელი გაგების შუქზე, გველები უკვე სიბრძნის სიმბოლოები ხდებიან, კვერთხი კი იქცევა - ბუნებაზე ძალაუფლების სიმბოლოდ. ჰერმესის სახელი მომდინარეობს სიტყვიდან "ჰერმა", ჰირამის ფორმიდან, რომელიც არის ცხოვრების პერსონიფიცირებული უნივერსალური პრინციპი, ანუ ცხოვრებისეული პრინციპი, რომელსაც წარმოადგენს ცეცხლი. როდესაც მერკური-ჰერმესის კვერთხის სირღმისეულ სიმბოლიზმის განხილვისას ვაწყდებით ორ ცნებას - დუალიზმს და დიალექტიკას.

პლატონი თავის დიალოგებში "სოფისტი" და "პარმენიდე" აყალიბებს დიალექტურ დასკვნებს იმის შესახებ, რომ არსის უზენაესი მოდგმები შეიძლება მოიაზრებოდნენ მხოლოდ იმგვარად, რომ ყოველი მათგანი არსებობს და არც არსებობს, ტოლია საკუთარი თავისა და არატოლია, იგივეობს საკუთარ თავთან და გადადის თავის "სხვაში". შუასაუკუნეობრივი მოაზროვნე გ. ბეკლერი (1688) შენიშნავს, რომ ზოგიერთი ჰერმესის კვერთხს ადარებს დიალექტიკას, რომელიც თითქოსდა არეული თავებით წყვეტდა, თუ რა არის სამართლიანი და რა არა. დუალიზმი ასწავლის, რომ მატერიალური და სულიერი სუბსტანციები თანასწორ საწყისებს წარმოადგენენ. თუკი ძალიან გავამარტივებთ, ჰერმესის კვერთხი ამყარებს თანასწორობას სიკეთესა და ბოროტებას შორის.
მერკურის სკულპტურა
ისტორიამ იცის მრავალი გნოსტიკური სექტა, რომელიც სპეკულირებდა ქრისტიანობაზე, თესავდა მასში საკუთარ შხამიან მარცვლებს. ამასთან დაკავშირებით დიდ ინტერესს წარმოადგენს "ოფიტების" სექტა, რაც "გველის თაყვანისმცემლებს" ნიშნავს. იმავე ქრისტიანული სექტის შესახებ ცნობებმა ჩვენამდე მოაღწია "ნაასენთა" სახელწოდებითაც (ბერძნ.: Naasshnoi. ეს სიტყვა მომდინარეობს ებრ. სიტყვიდან "ნახაშ" - გველი). მათი სხვა სახელწოდებაა - "სეტიანელები". მათ მიუერთდნენ "კაინიტები" და "პერატიკები". რამოდენიმე ოფიტური ტექსტი, როგორც ვარაუდობენ, ნაპოვნია ნაგ ჰამადის ბიბლიოთეკაში.

ოფიტები (გველის თაყვანისმცემლები) ქრისტეს თაყვანს სცემდნენ, როგორც გველის ინკარნაციას, ეთაყვანებოდნენ მას, როგორც "კეთილ გველს", რომელიც სიბრძნეს განასახიერებს და რომელმაც ადამიანებს აჩუქა ჭეშმარიტი ცოდნა. მათ სწამდათ ქრისტეს მრავალგვაროვანი გარდასახვებისა. ამასთანავე ოფიტები ასწავლიდნენ სხვა გველების შესახებაც, რომლებიც კაცობრიობას მტრობდნენ. სხვათა შორის, ოფიტური გნოზისი განსაკუთრებულად იყო გავრცელებული ეგვიპტეში.

როგორც ვხედავთ, ორგველიან სამღვდელმთავრო კვერთხში შეიმჩნევა გნოსტიკურ სწავლებათა გავლენა, რომელთა თანახმადაც, - თუკი ბოლომდე მივიყვანთ XVII ს-ის რეფორმატორთა სიმბოლიკას, - იქადაგება თანასწორობა ქრისტესა და ანტიქრისტეს შორის. კატეგორიული განცხადებაა? მაგრამ, სხვაგვარად ძნელია გაიგო, რატომ მოახვიეს თავს ძველრუსული კულტურის ადამიანებს სწორედ ასეთი სიმბოლო. შუასაუკუნეობრივ ცნობიერებაშიც კი გველი ცალსახად ნეგატიური მნიშვნელობისაა: ღმერთმა დაწყევლა გველი, რომელიც ეშმაკის იარაღი გახდა.

ნათქვამის შეჯამებაში დავსვამთ კითხვას: ღირს თუ არა აღშფოთება სამღვდელმთავრო კვერთხების სხვა დეტალებზე, როდესაც მათ (და იღუმენებსაც) ხელში უჭირავთ ისეთი ძველი სიმბოლო, რომლის შეხედვაც კი ამაზრზენია? დიახ, დეკანოზ ამბაკუმის თქმით, გველი "ლამაზი და კარგი ცხოველი იყო, სანამ არ მოიტყუა". მაგრამ, ხომ მოიტყუა?...

წყარო: https://ruvera.ru/articles/jezl_spaseniya#3

TOP. GE
Назад к содержимому