გამოსახულების ცენტრშია "ამერიკული" არწივი, რომელსაც ნისკარტით უჭირავს ლენტი წარწერით: “E PLURIBUS UNUM” , რაც ასე ითარგმნება: "ერთის ბატონობა მრავალზე" ("Один над множеством"). ასევე თვალშისაცემია რიცხვ 13 ხშირი განმეორება, რომელიც კაბალისტიკურ სიმბოლიკაში ჭეშმარიტების წვდომის 13 საფეხურზე მიანიშნებს.
- 13 ფურცელი აკაციის ტოტში.
- 13 ხაზი მკერდზე გამოსახულ დროშაზე.
- 13 ხუთქიმიანი ვარსკვლავი არწივის თავზე.
- 13 ასო არწივის თავზე გამოსახულ წარწერაში.
საერთოდ, მსოფლიოს მართვის მთელი მასონური სისტემა წარმოადგენს ცოდნათა გადმობრუნებულ პირამიდას, სადაც მმართველობის სხვადასხვა დონეზე იძლევიან ცოდნის განსხვავებულ სისტემას და ჭეშმარიტებაში განდობის განსხვავებულ ხარისხებს. ხოლო, აკაცია, როგორც ცნობილია, არის მასონობის საღვთო და წმიდა ხემცენარე, რომელიც აღებს ხირამის საფლავს, მასონობის ლეგენდარულ დამაარსებელს (მასონთა ლეგენდის მიხედვით) და წარმოადგენს მასონური ტრადიციისა და ორგანიზაციის სიმტკიცის სიმბოლოს. ასევე, საიდუმლო ცოდნის, მკვდრეთით აღდგომისადმი უნარის ფლობისა და უკვდავების სიმბოლოს.
ისრები, რომელიც არწივს მარცხენა კლანჭში უპყრია, წარმოადგენს ცოდნისა და ძალის სიმბოლოს, მოწოდებას დაამშვიდონ მშფოთვარე, აუცილებლობის შემთხვევაში კი მოკლან აჯანყებული ქვეშევრდომნი. ამიტომაც, თითოეული ისარი ემუქრება ერთ-ერთს ცამეტი იარუსიდან, რომელიც დამონებული კაცობრიობის პირამიდას წარმოადგენს. თუ უფრო ვრცლად შევხედავთ, ისრები წარმოადგენენ ასევე წარმატების სიმბოლოს, რომელიც თან უნდა ახლდეს "ახალი მსოფლიო წესრიგის" საბოლოო მიზნისკენ წინსვლას. რას წარმოადგენს ეს მიზანი? ეს არის საზოგადოების დამონება, გლობალური მონური ცივილიზაციის მყარად შენარჩუნება, თავისუფლებისა და დემოკრატიის, ასევე ადამიანის უფლებების ყალბი ნიღბის ქვეშ.
საქმე იმაშია, რომ ძველ სამყაროში მონობა დაკანონებული იყო. კაცთათვის ის აშკარა და გამოცხადებულ ფაქტს წარმოადგენდა. ცხადია არსებობდნენ მონათმფლობელებიც. მათ ჰყავდათ მონები, რომლებიც თავიანთ ბატონებს უსიტყვოდ ემსახურებოდნენ. ასე გადიოდა ათასწლეულები. და თუმც კი მონები ცდილობდნენ თავი დაეღწიათ მონობისთვის, მათ არაფერი გამოსდიოდათ. რატომ? იმიტომ, რომ არ ჰქონდათ ცოდნა. მონათმფლობელები ფლობდნენ უფრო მაღალი დონის ცოდნას, ვიდრე მონები. ცოდნას იმის შესახებ თუ როგორ უნდა მართო ადამიანები, როგორ მართო მათი ცნობიერება, მსოფლმხედველობა, მართო ბუნებრივი პროცესები და საზოგადოება, რაც "ფუნდამენტალურად მეთოდოლოგიურ" ცოდნად იწოდება. მონებს გადაეცემოდათ მხოლოდ "საგნობრივ-პრაქტიკული" ცოდნა - როგორ დავთესოთ ბრინჯი და ავიღოთ მისი მოსავალი, როგორ მოვჭრათ ხე, როგორ გადავადნოთ მეტალი და ა. შ. ცოდნა, რომელიც აუცილებელია მონის როლში მყოფი ადამიანის ეფექტური საქმიანობისთვის.
მაგრამ ბრძოლა თავისუფლებისთვის გამძაფრდა და განსაზღვრულ ეტაპზე მაღალ ეშელონებში მყოფი მონათმფლობელები მიხვდნენ, რომ საუკეთესო მონა ის არის, ვისაც არც კი ესმის, რომ ის მონაა და მეტიც, თავისი ბორკილებისგან სიამოვნებასაც კი განიცდის. ამგვარად, ძველეგვიპტური მოგვობის ოკულტური ნაწილი აშკარა მონათმფლობელობიდან ფარულ მონათმფლობელობაზე გადავიდა.
ამისთვის შექმნეს სპეციალური იდეოლოგია და სარწმუნოებანი, სხვადასხვა სექტები. ბორკილები და ჯაჭვები დღეს ფულად სისტემაზე, მარადმწვანე დოლარის ჰეგემონიასა და კრედიტებზე გადავიდა. მეთოდი ღიაა და მარტივი - პრაქტიკულად დოლარის მასის 90% იქმნება როგორც საკრედიტო ვალი. ამასთან კრედიტები უნდა დაბრუნდეს პროცენტებით. მაგრამ ფული პროცენტის დასაბრუნებლად უბრალოდ არ არსებობს. ამიტომაც დოლარის მთელი ვალის დაბრუნება პრინციპში შეუძლებელია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ყველანი ვართ გამოცხადებული ბანკროტები. ჩვენ უკვე განვეკუთვნებით ჩვენს ბანკებს. საკითხი უბრალოდ იმაშია, თუ როდის მოისურვებენ ისინი ყველაფრის წართმევას.
მაგრამ არც ეს არ არის საინტერესო, საინტერესო ისაა, რომ დოლარის ამ დანიშნულებას არავინ უარყოფს და არავინ მალავს. THISE NOTE IS LEGAL TENDER FOR ALL DEBTS, PUBLIC AND PRIVATE - ღაღადებს კუპიურის წინა მხარეს არსებული წარწერა. სიტყვასიტყვით ეს ნიშნავს: "ეს ბანკნოტა არის ლეგალური საშუალება ყველა, საზოგადოებრივი და კერძო ვალის გადასახდელად".
გესმით რაზეა ლაპარაკი? დოლარი - ფულის ერთეული კი არ ყოფილა, რომელსაც საქონლის უზრუნველსაყოფად და მსოფლიო ბაზარზე მომსახურებისთვის ბეჭდავენ, - არამედ,მასონობის, იგივე ფედერალური სარეზერვო ბანკის მფლობელთა წინაშე არსებული ვალის გასასტუმრებელი საშუალება მთელი კაცობრიობისთვის.
მაშ, კიდევ მიგაჩნიათ დოლარის კუპიურები ფულად ერთეულებად, რომელიც გამოხატავს სასაქონლე გაცვლით ღირებულებას? კიდევ ფიქრობთ, რომ დოლარის დიზაინში არსებობს რაიმე საერთო ბიზნესთან ან ფინანსებთან?
არა, ჩემო ძვირფასებო! სინამდვილეში თქვენ ხედავთ, რომ "ჯოგზე, რომელიც მრავალსაუკუნოვანი უმეცრების უფსკრულში დანთქმულა, ბატონობს მსოფლიო მთავრობა, რომელმაც, მონათმფლობელთა მსგავსად, დაიმონა მთელი მსოფლიო".
მალავენ მხოლოდ პატარა საიდუმლოებებს, რადგან ყველაზე დიდ საიდუმლოს ბრბოს უმეცრება იცავს!