გამოსახულებები ეკ-ს ოფიციალურ გამოცემებში
ევროპარლამენტის ყოფილი ჩრდილოირლანდიელი დეპუტატის, იენ პეიზლის ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული (თითქმის ოფიციალური) სურათი ევროკავშირისა არის დედაკაცის გამოსახულება, რომელიც ზის მხეცზე. მისი გამოსახულება და სკულპტურა იმყოფება კავშირის ოფიციალურ დაწესებულებებში (Pაისლეყ 1999). პეიზლის მოსაზრებით, მხატვართა და სკულპტორთა შემოქმედება შთაგონებულია წმ. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების მე-17 თავით, სადაც ნათქვამია: "და ვიხილე ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს, რომელსაც, გმობის სახელებით სავსეს, შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა. და მთვრალი იყო წმიდათა და იესუს მოწამეთა სისხლით" (გამოცხ. 17:3).
ასეთია მხოლოდ ზოგიერთი ფაქტი, რომელიც იმსახურებს ყურადღებას. მაგრამ ისინიც კი გვაძლევენ შესაძლებლობას გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები. პირველი, დასტურდება ევროკავშირსი რელიგიური კომპონენტების არსებობა. მეორე, აშკარად ჩანს ამ კომპონენტთა ანტიქრისტეანული მიმართულება. შემთხვევითობები აქ გამორიცხულია. მართლაც, ჰიმნის ვარიანტები მრავლად იყო, მაგრამ აირჩიეს წარმართული, ოკულტური ტექსტი. არქიტექტორებს შეეძლოთ წარმოედგინათ მრავალი პროექტი ევროპარლამენტის შენობის ასაშენებლად, მაგრამ არჩევანი რატომღაც ბაბილონის გოდოლზე შეჩერდა. დაბოლოს, სკულპტურები და სურათები მაინც შეიძლებოდა ოფიციალურ დაწესებულებებში ყოფილიყო ნეიტრალური (მთები, ყვავილები, ხეები და ა. შ.). მაგრამ არა, აქაც ვიღაცის უხილავი ხელი ჩაერია და პოლიტიკოსებისა და ქვეშევრდომების მზერას წარუდგინა მეძავი ქალის სიმბოლო, რომლის შესახებაც ბიბლიაში (აპოკალიპსისში) ნათქვამია, რომ ის "მთვრალი იყო წმიდათა და იესუს მოწამეთა სისხლით".
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ევროკავშირის რელიგიური სიმბოლიზმი გამომდინარეობს ევროპის მშენებლობის ღირებულებით-იდეოლოგიური მსოფლმხედველობით. ამაზეც უნდა ითქვას რამოდენიმე სიტყვა.
ევროკავშირის იდეოლოგია და ქრისტეანული ეკლესიები
მიგვაჩნია, რომ კონკრეტული ქმედებები, რომელსაც გაერთიანებული ევროპა მიმართავს იმ სფეროებში, რომელსაც ასე თუ ისე ეხება ეკლესია, არანაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე თვით ევროკავშირის რელიგიური სიმბოლიზმი. ზოგიერთი კანონი ქრისტეანებს ეხება პირდაპირ, სხვები ირიბად. მთელი რიგი გადაწყვეტილებების რელიგიური აზრი ყოველთვის როდია აშკარა, თუმცა ზოგჯერ ისინი ღებულობენ საკმაოდ მკაცრი მოთხოვნების სახეს.
ასე, მაგალითად, 2003 წელს ევროპის პარლამენტმა, ადამიანის უფლებების პრობლემასთან დაკავშირებით, მოითხოვა ათონის წმიდა მთა მისაწვდომი ყოფილიყო დედაკაცთათვის. შეგახსენებთ, რომ ათონი, ეს არის ავტონომიური, მართლმადიდებლური ბერ-მონაზვნური რესპუბლიკა საბერძნეთში. ამ ტერიტორიაზე დედაკაცების შესვლა აკრძალულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მცნებით, რომელიც მან მისცა ათონის მთას ათას ხუთასი წლის წინათ. იმ დროიდან ამ განკარგულებას ასრულებდნენ განუხრელად, მაშინაც კი, როდესაც საბერძნეთი იმყოფებოდა ოსმანთა იმპერიის ზეგავლენის ქვეშ.
ხსენებული რეზოლუციის მიღებით ევროპარლამენტი არა მარტო შეიჭრა საეკლესიო ინტერესების სფეროსი, არამედ თვალნათლივ აჩვენა თავისი ლიბერალურ-ათეისტური სული, რომელიც სუფევს ამ საკანონმდებლო ორგანოს კედლებში.
მეორე მაგალითი _ ეს არის დისკუსია ევროპის კონსტიტუციის გარშემო. 2003-2004 წლებში, როდესაც მიმდინარეობდა ძირითადი მუშაობა მისი ტექსტის შესათანხმებლად, აქტიურად განიხილებოდა საკითხი საჭირო იყო თუ არა ამ დოკუმენტში ღმრთისა და ევროპის ქრისტეანული წარსულისა და საფუძვლების მოხსენიება. საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ვალერი ჟისკარ დ' ესტენმა (პროექტის ავტორი) აღიარა, რომ მან არაწინასწარგანზრახულად დატოვა ეს საკითხი ღიად. "მე გადავწყვიტე არ დამემოწმებინა ქრისტეანული ღირებულებები, _ განაცხადა ჟისკარ დ ესტენმა. ვამჯობინებ მოგმართოთ თქვენ წინადადებით დამარწმუნოთ, რომ ეს აუცილებელია".
თეორიულად, დოკუმენტის ავტორს შეეძლო მოქცეულიყო სხვაგვარად, კერძოდ: წარედგინა პრეამბულის ტექსტი იმის აღიარებით, რომ ევროპას ქრისტეანული ფესვები გააჩნია, შემდეგ კი მიემართა ამ შეხედულების მოწინააღმდეგე საზოგადოებისთვის დაესაბუთებინათ თავიანთი მოსაზრება. მაგრამ, არჩეულ იქნა (თანაც დიპლომატიური ფრაზებით შენიღბული და მოჩვენებითი "ობიექტურობით") ისეთი წინადადება, რომელიც ქრისტეანებს აყენებს წამგებიან მდგომარეობაში. კონსტიტუციის პროექტში გაჩნდა ბუნდოვანი ფრაზა "ევროპის კულტურულ, რელიგიურ და ჰუმანისტურ მემკვიდრეობაზე". ასეთი გააზრება ქრისტეანობისთვის დამამცირებელი მუხტის მატარებელია: ჰუმანიზმმა ევროპული მემკვიდრეობის ფორმირებისთვის ბევრად უფრო მცირე როლი ითამაშა, ვიდრე ქრისტეანობამ, ხოლო "რელიგიური მემკვიდრეობისადმი" აპელირება მით უფრო პარადოქსულად ჟღერდა, რადგან თითქმის ორი ათასი წლის განმავლობაში ევროპის რელიგია არის ქრისტეანობა. მთელი რიგი სახელმწიფოების (იტალია, პოლონეთი, ლიტვა, მალტა, პორტუგალია, ჩეხეთი და სლოვაკეთი) მოთხოვნების, ასევე მილიონობით ევროპელების ხელმოწერებისდა მიუხედავად, ღმრთისა და ქრისტეანობის ოპონენტები შეურყეველნი დარჩნენ. კონსტიტუციის ტექსტი პრინციპულად არ შეიცვალა. ეკლესია კი ისევ აღმოჩნდა დამამცირებელი კრიტიკის ცეცხლქვეშ.
მეტიც, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეკ სტრომ ჟურნალისტებს აცნობა, რომ მისი აზრით, მხოლოდ ქრისტეანულ რელიგიურ ტრადიციაზე რომ გაკეთდეს აქცენტირება, "ჩვენ იძულებული გავხდებით აქცენტირება გავაკეთოთ სხვა რელიგიებზეც" (აღვნიშნავთ, რომ გაერთიანებულ სამეფოში ქრისტეანად საკუთარ თავს მიიჩნევს მოსახლეობის 72%. მსგავსი სურათია ევროპის სხვა ნაწილებშიც). საკმაოდ გულახდილად გამოთქვა თავისი აზრი ევროკავშირის ერთმა ჩინოვნიკმა: "ამ ქრისტეანებს, უკიდურეს შემთხვევაში, იმის აღიარება მაინც შეეძლოთ რომ წააგეს დავა".
არსებული ფაქტების მიხედვით, "ამ ქრისტეანთა" არგუმენტებს ბრიუსელში არავინ უსმენს. ამიტომაც მორწმუნე ევროპელების შანსები დისკუსიაში გამარჯვებაზე მიზერულია. მაგრამ 2005 წლის საფრანგეთისა და ჰოლანდიის რეფერენდუმების ნეგატიური შედეგების შემდეგ ამორფული დოკუმენტის მიღების პროცესი გაიყინა. გაისმა ხმები კონსტიტუციის "სიკვდილზე", თუმცა ევროკომისიის ხელმძღვანელობა ჯიუტად ირწმუნება, რომ ლაპარაკია მხოლოდ მძიმე, მაგრამ განკურნებად ავადმყოფობაზე.
რელიგიური ხასიათის სხვა საკითხებიდან, რომელიც ასე თუ ისე განიხილება ევროკავშირში, შეიძლება აღინიშნოს შემდეგი:
ევროკავშირის ფუნდამენტალურ უფლებათა ქარტია კრძალავს სქესობრივ და სექსუალური დისკრიმინაციის ნებისმიერ გამოვლინებას, მათ შორის რელიგიაშიც. როგორც აღნიშნულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებებში, ქარტიის ლიბერალურმა განმარტებამ შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ მართლმადიდებლური ეკლესიისგან შეიძლება მოითხოვონ ხელი არ შეუშალონ დედაკაცის, მამათმავალის ან მაჰმადიანის ხელდასხმას მღვდლად.
ევროკავშირი ყურადღებას აქცევს ტოლერანტობის, ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის საკითხს. ის, რაც ასე ლამაზად ჩანს თეორიაში, პრაქტიკაში იწვევს ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანების უფლებების დარღვევას. ასე, მაგალითად, პორნოგრაფიის, პროსტიტუციის, სექსუალური უმცირესობების და სხვა მსგავსი მოვლენების დაგმობა, რომელთაც გააჩნიათ ცოდვილი ბუნება, შეიძლება გახდეს რელიგიურ ორგანიზაციათა დევნის მიზეზი.
ეპისკოპოს ილარიონ ალფეევის, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ევროპის სტრუქტურებში, მოჰყავს ასეთი თვალსაჩინო მაგალითი: ერთ ერთი ევროპული ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოები ატარებდნენ "პროფილაქტიკურ გასაუბრებებს" რელიგიურ ლიდერთან, რომელმაც სახალხოდ განაცხადა, რომ "ჰომოსექსუალიზმი არის დაავადება". რელიგიურ მოღვაწეს მიეთითა, რომ ამგვარი გამოთქმები დაუშვებელია (Aლფეყევ 2002).
დასკვნა
მიუხედავად ცალკეული პუბლიცისტებისა და მკვლევარების მცდელობებისა, დაფარონ ან დააკნინონ ევროპულ ინტეგრაციაში რელიგიური ფაქტორი, შეიძლება დავასკვნათ, რომ რელიგია არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ევროკავშირის სისტემაში.
ევროკავშირი არა მარტო ატარებს რელიგიური სიმბოლიზმის ნიშნებს, არამედ ღებულობს გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ეხება ქრისტეანულ ეკლესიებს. კავშირის ღონისძიებათა დიდი უმეტესობა აშკარად არაკეთილმოსურნე დამოკიდებულებას ავლენს ქრისტეანობასთან და მიმართულია ქრისტეანული სარწმუნოების ცალკეული ღია გამოვლინებების დასათრგუნად.
მიგვაჩნია, რომ ზოგიერთი იერარქის შიში, რომლებიც აცხადებენ, რომ ევროკავშირში ეკლესია შეიძლება ჩაკეტონ გეტოს მსგავს პირობებში, არცთუ უსაფუძვლოა, _ რადგან მართლმადიდებლობის, კათოლიციზმის და მრვალი პროტესტანტული თემების სოციალური კონცეფციები ეწინააღმდეგება ამათუიმ ლიბერალურ მოდელს, რომელსაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავს ახევევს ბრიუსელის ბიუროკრატია.
ლიტერატურა:
Библия. Священное Писание Ветхого и Нового Завета. М. Российское Библейское общество, 1997.
Alfeyev, Hilarion (2002) "Christian Witness to Uniting Europe: A view from the Russian Orthodox Church". www.orthodoxytoday.org/articles/AlfeyevChristianEurope.shtml
Conference of European Churches (2001) "Churches in the Process of European Integration". http://www.cec-kek.org/English/IntegrationprocE.htm
Franklin, Alan (2004) "EU: the Final World Empire". Fleet: Banner Publishing ltd.
Hagevi, Magnus (2002) "Religiosity and Swedish Opinion on the European Union". Journal for the Scientific Study of Religion. Vol. 41, No.4, pp. 759-769.
Paisley, Ian (1999) "Report on the opening of the Fifth Elected Parliament of Europe in Strasbourg and its occupancy of the new Parliament Buildings". http://www.ianpaisley.org/article.asp?ArtKey=666 .
Prodi, Romano (2003) Speaking notes at the third meeting of the Reflection Group on Spiritual and Moral Dimensions of Europe
Religion dogs EU constitution talks (2004) "The Guardian", 26 May
ИсточникЖ С. А. Мудров. Религиозные аспекты европейской интеграции. .... Международные Кирилло-Мефодиевские чтения, посвященные дням славянской письменности и культуры (Минск 24-26 мая 2006 г.). Материалы чтений: "Церковь и социальные проблемы современного общества". Ин-т теологии им. свв. Мефодия и Кирилла, Бел. гос. ун-т культуры и искусств; отв. ред. и сост. А. Ю. Бендин. - Минск: Ковчег, 2007. - 358 с.