"ნეტარ არს, რომელი იკითხვიდეს და რომელნი ისმენდენ სიტყუათა ამის წინაწარმეტყუელებისათა და დაიმარხონ, რაჲ-იგი მას შინა წერილ არს, რამეთუ ჟამი ახლოს არს" (გამოცხ 1:3).


"იცი ნიშნები ანტიქრისტესი?! - დაუყოვნებლივ აუწყე ყველას!"
                                                                        წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.)

"ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!" (გამოცხ. 22:20)

იური ვორობიოვსკი

შეპყრობილთა პოეზია
ეშმაკები, ანუ ანგელოზები, რომლებიც დეგენერატებად იქცნენ

ელ. ფოსტა: 
apocalypticsite@gmail.com
ა პ ო ს ტ ა ს ი უ რ ი   ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ა
საბჭოთა ხელისუფლება ამხობდა მართლმადიდებელ მეფეთა ძეგლებს, ამტვრევდა ჯვრებს ეკლესიებსა თუ საფლავბზე, სამაგიეროდ სრულიად არ აშფოთებდა ლერმონტოვისეული დემონის სკულპტურა პიატიგორსკში. რატომღაც, მატერიალისტებს არ აშინებდა ის, რომ ეშმაკი და მისი სამეურვეო, მთელი თავისი "ასოციალური" თვისებებით ხელოვნებამ ასწია პიედესტალზე.

"… а сердце тянет к выстрелу, а горло бредит бритвою", - წერდა მაიაკოვსკი. გონებააშლილობა და სუიციდური მიდრეკილებები. შეპყრობილობის უტყუარი ნიშნებია. ლეგიონია (მთ. 26:53) ამგვარ გენიოსთა სახელი. ოკულტიზმის შესახებ წიგნთა ავტორი სტანისლავ დე გუაიტა ბოროტად იყენებდა ნარკოტიკებს და პროპაგანდას უწევდა მათ, როგორც მაგიურ საშუალებას იმისთვის, რომ გამოსულიყო ადამიანის სხეულის უხეში მატერიიდან და გასულიყო ასტრალში. 1898 წელს პოეტი და მარკიზი სტანისლავ დე გუაიტა "ასტრალში გავიდა" - ფანჯრიდან გადახტა.

იღუმენი N წიგნში "რისგან სურთ ჩვენი გადარჩენა" ჩამოთვლის ყველა დროისა და ხალხის მსგავს კუმირებს: მოცარტი, ცვეტაევა, ბლოკი, ბრიუსოვი, ესენინი, ვრუბელი, მოდილიანი, ვან გოგი, დალი... ვაი, რომ საშინელ სიას არა აქვს დასასრული: ვსევოლოდ გარშინი მაღალი სართულიდან გადმოხტა, ნიკოლოზ უსპენსკიმ ყელი გამოიჭრა, ჰემინგუეიმ თოფის ლულა მიიდო... ჩვენთვის, ვინც მიჩვეულები ვართ კლასიკოსების კითხვას, ძნელია ამაზე ლაპარაკი. ადამიანური დიდება გახდა ფორმა ბრწყინვალე კერპების დასამზადებლად, მდუღარე მეტალს კი ამ ფორმებში თვით ჯოჯოხეთი ასხამს. და აი, ისინიც, გაქვავებულები, გაშეშებულები და პოსტამენტებზე შემოდგმულები. ნუ გაეკარები! მაგრამ ჩვენ, ღმრთის წყალობით, მივეკარებით...

იცით, ცვეტაევა თავის მდგომარეობას ადარებდა საცთურს: ვიღაცა ისადგურებს შენში, შენი ხელი არის მხოლოდ შემსრუელებელი (შესაძლოა ცვეტაევას წარმოდგენილი ჰქონდა თუ რა ხდებოდა მასში. ყოველ შემთხვევაში, მისი სახელგანთქმული ვიზიონერის, ბემეს რარიტეტული გამოცემა გამალეის თარგმანით. ბემეც ხომ "იმდაგვარი" იყო. "უხილავი სამყაროს იდუმალებანი" მან განსაკუთრებულ მდგომარეობაში შეიმეცნა, რომელცი შვიდი დღე გრძელდებოდა (შენიშვნა ავტორისაა - რედ.); ან იქნებ ეს მხოლოდ ხატია? იქნებ მხოლოდ შთაგონებით გამოწვეული ლიტერატურული სიმბოლოა? ყველაფერი სიტყვით გამოიხატება და სიტყვითვე უარიყოფა,მაგრამ ვის ძალუძს ცხოვრების უარყოფა?! გახსოვთ, როგორ დასრულდა ის მარინა ივანოვნასთვის (ცვეტაევასთვის - რედ.)? მაგრამ ამაზე მოგვიანებით...

"ხელოვნების მისეული თეორიის თანახმად, რომელიც მხოლოდ ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ მორალისტურად, პოეტი თავისუფლად და შეუქცევლად ეძლევა ჯადოს, სტიქიას, ბუნებას, დემონებს, შავ ჭირს და რევოლუციას - ვიღაც ზეარსებისთვის, ვინც "ამგვარი მსხვერპლის ღირსია". უნდა ვიფიქროთ, რომ ცვეტაევა სრულიად პრაგმატულად განიხილავდა ამ ძალასთან დადებული ხელშეკრულების პირობებს: "დემონი (სტიქია) მსხვერპლს საფასურს უხდის. შენ მე- სისხლი, სიცოცხლე, სინდისი, პატივი; მე შენ - ძლიერების ასეთი შეგრძნება, ... თავისუფლება - ჩემს მარწუხებში" (А. Эткинд. Хлыст. Секты, литература и революция. М., 1998 г.).

დიახ, ალქიმიური სასწორის ერთ თეფშზე პოეტესა აგდებს "სისხლს, პატიოსნებასა და სინდისს", ხოლო მეორეზე მოჩვენებითი თავისუფლების სიცარიელეს. იმისთვის, რათა ეს ორი თეფში გაწონასწორდეს, ეშმაკი თავის ბრჭყალებიან თითს აჭერს. მარინა ივანოვნას სიტყვები ძალიან ჰგავს ფლამელის სიტყვებს მისი "იეროგლიფების წიგნიდან". ის წერდა, რომ თუ "რელიგიურობა - ეს შემოქმედების პირველადი მატერიაა, ალქიმიური სულიერება გადადის რელიგიასა და მორალს. ალქიმიკოსი ხედავს თვის მარტოობას და იგონებს საკუთარ მორალს (ის "საკუთარი შემოქმედების პირმშო" ხდება).

მხატვრულ შემოქმედებას ცვეტაევა უწოდებდა სინდისის ატროფიას, იმ ზნეობრივ ნაკლს, რომლის გარეშეც არ არსებობს ხელოვნება. ასე მოძღვრავს ცვეტაევა თავის ნაცნობ პოეტ ქალს: "სანამ არ ისწავლით ყველაფრის მოცილებას, ყველა წინააღმდეგობის გადალახვას და დანგრევას, თუნდაც ეს სხვისი საზიანო იყოს, სანამ არ ისწავლით აბსოლუტურ ეგოიზმს საკუთარი უფლებების დასაცავად, რათა წეროთ - ნაყოფიერი ვერ იქნებით". ამ თემაზე, ანუ სინდისისგან გათავისუფლებაზე, ეგოიზმზე, როგორც ინდივიდუალიზაციის გზის განვითარებაზე, წერს იუნგიც.

მსგავს თვისებებს სახელგანთქმული ფიქიატრი ი. ა. სიკორსკი, სხვათა შორის, ადამიანის გადაგვარების ერთ-ერთ ნიშნად, პიროვნების "დემონიზმის" გამოვლინებად მიიჩნევდა. მან ლერმონტოვის დემონისა და გოეთეს მეფისტოფელის ფსიქოლოგიური პორტრეტებიც შექმნა. "ცივი გონება, ბოროტება, ღვარძლი, ნიშნის მოგება, გულქვაობა ერთგვარად ახასიათებს მხატვართა მეფისტოფელებს, პოეტთა დემონებს და ფსიქიატრთა დეგენერატებს. მაგრამ, რადგან პოეტური და მხატვრული შემოქმედება თავის მასალას ხაპავს რეალური სამყაროდან, მეტად რეალურია იმის წარმოდგენა, რომ დეგენერატთა კლასი არის კიდევაც ის მოდელი, რომლითაც სარგებლობდა და სარგებლობს ხელოვნება თავის ქმნილებებში".

დიახ, უხილავ დემონთა თვისებები შეიძლება აღვადგინოთ ხილულ და გადაგვარებულ დეგენერატთა თვისებების მიხედვით. ადამიანის დემონიზმი - ეს არის ეშმაკთაგან თავს მოხვეული ცოდვის შედეგი. როდესაც ვცოდავთ, მაშინ ჯოჯოხეთს ვემსახურებით, ხოლო სულიერი მსახურებისთვის დაწესებულია საფასური. "ვინც მე მემსახურება, მევე გამომყვეს, და სადაც მე ვიქნები, იქვე იყოს ჩემი მსახურიც. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა" (იოანე 12:26). ღმრთის სამსახურისთვის ადამიანი ღებულობს თვით ღმრთის მიერ ცხებულის, ქრისტეს თვისებებს. ასე ხდება გვარი კეთილშობილი. რა წყალობას იძლევიან მათი მსახურებისთვის ეშმაკები? გულქვაობის ტყავს თავისი ზურგიდან, ამპარტავნების რქებს გვირგვინის ნაცვლად, ვნებების კუდს მახვილის ნაცვლად. ამდაგვართა შთამომავლები სულ უფრო და უფრო უარესდებიან და გადაგვარებულ ადამიანებად ყალიბდებიან *. ისინი ხომ დეგენერატები არიან, რომლებიც ბრწყინვალე ანგელოზებიდან ბოროტ და მახინჯ სულებად გარდაიქცნენ. ღმრთისგან დაშორებული "პროგრესისა" და "ევოლუციის" ამ გზაზე ცდილობენ ისინი ატარონ კაცობრიობა.

პროფესორი სიკორსკი წერდა: "დემონს სძულს ადამიანები, მაგრამ ცოცხლობს მათი ინიციატივით, ის ანადგურებს იმას, რასაც ქმნიან ადამიანები, ქელავს მას, რასაც ეთაყვანებიან, თავად კი არაფრის არც მოფიქრება, არც გადაწყვეტა და არც შექმნა ძალუძს. ცხადია, რომ დემონი ზნეობრივად გახრწნილი, გადაგვარებული არსებაა; გარეგანი მოვლენები ჯერ კიდევ ამოძრავებს ამ არსების სულს, მაგრამ საკუთრივ დემონი გამომხმარია, უმოქმედოა, უსიცოცხლოა".

ქრისტეანული ზნეობის განადგურება, გაქარწყლება არის ის დავალება, რომლის აღსასრულებლად მოდის სწორედ მომაკვდინებელი დემონური შემწეობა. გარკვეულწილად ცვეტაევასაც ჰქონდა ეს შეგნებული. ის აღიარებდა "თითქოსდა ჩემი საგნები თვითონ მირჩევენ, და მე მათ ვწერდი ჩემი ნების საწინააღმდეგოდ" (შეადარეთ ტიციან ტაბიძეს, რომელიც წერდა: "მე კი არ ვწერ ლექსს, ლექსი თვითონ მწერსო"! - რედ.). 

მაშ, ვიცი ნებით არის დაწერილი სტროფები, რომელიც არსებითად თვით შემოქმედისადმია მიმართული?!

"Не надо мне ни дыр ушных, 
ни вещих глаз
на Твой безумный мир
ответ один – отказ!"

მორჩა. ყულფმა ყელს მოუჭირა. სხეულიდან გამოსული სული ხედავს თოკზე დაკიდულ თავის სხეულს რომელსაც უკვე უახლოვდებიან ბანჯგვლიანი არსებები, იწვდიან ხელებს... სული ვერ მიაწევს მეთვრამეტე საზვერეს, სადაც მას სისხლის აღრევაში დაადანაშსაულებდნენ. თვითმკვლელის სულს იმწამსვე გააქანებენ ჯოჯოხეთში.


* მცირეოდენი გადახვევა. ველურთა შესახებ: ვინ იყვნენ და რას წარმოადგენენ ე. წ. "ველური ტომები", რომლებიც ოდესღაც დედამიწაზე ცხოვრობდნენ? შეუძლებელია არ დავეთანხმოთ იმ მოსაზრებას, რომ ისინი იყვნენ ძველი ცივილიზაციის მემკვიდრეები. ამ ცივილიზაციებით აღფრთოვანებულნი არიან ოკულტისტები, ხოლო მათი კაენური მემკვიდრეობით ეთნოგრაფები. საჭიროაო, ამბობენ ისინი, შევინარჩუნოთ ეს თვითმყოფადი კულტურები! 

XIX საუკუნის მეცნიერება დიდი თანაგრძნობით არის გამსჭვალული მათდამი. ქამიტებისადმი სიმპათიით გამსჭვალულმა მეცნიერებმა ეგზოტიკური ნაგვით აავსეს ევროპის მუზეუმები. მიკლუხო-მაკლაი ყველაზე ყოჩაღი აღმოჩნდა, - ადამიანის ხორციც კი გასინჯა! არადა, მართებდა, მეცნიერებას სხვა თვალით შეეხედა მათთვის. ისინი მიდიოდნენ განსაზღვრული სულიერი გზით და შედეგად გახდნენ ჯადოქრები, მაგები, კანიბალები, ეშმაკის თაყვანისმცემლები. ამიტომაც ანადგურებს სატანა პირველ რიგში ამ უმწეო არსებებს. ისინი ხომ მისი საკუთრებაა! სხვათა შორის, ამ უძველესი ტომების ბედი ძალიან კარგად აჩვენებს დანარჩენ ხალხებს, - ყველა მათ, ვინც თვალსა და ხელს შუა კარგავს ქრისტეანული ცხოვრების პრინციპებს, - იმ პერსპექტივას, რაც დემონური სულიერების ორიენტაციით ცხოვრებას მოსდევს.

სინამდვილეში "ველური ტომების" ფენომენი, თავისი არსით ძალიან ჰგავს თანამედროვე მოწანწალეებისა და მოხეტიალეების ფენომენს. ჩვენი მილიცია ასეთებს "ბომჟებს" უწოდებს... საფრანგეთში მათ "კლოშარებს" ეძახიან. მთელს ცივილიზებულ სამყაროში ამგვარ ადამიანთა რიცხვი მილიონებს აღწევს. როგორც ერთნი, ასევე მეორენიც თავისუფლად ექვემდებარებიან სულიერ აღზრდას, გარდაქმნას. როგორც "ბომჟებზე", ასევე "ველურებზეც" ბევრჯერ ჩაუტარებიათ ასეთი ექსპერიმენტები.

აღმოჩნდა, რომ არც ერთსა და არც მეორეს არ ძალუძს მიზანმიმართულად იშრომოს, რეგულარულად შეასრულოს რაიმე სახის დავალება. ამიტომაც ადამიანთა ორივე ჯგუფს მხოლოდ "მათხოვრობით" ძალუძს არსებობა...  თანამედროვე მაწანწალებიც ერთიანდებიან მამაკაცებისგან და დედაკაცებისგან შემდგარ ჯგუფებად, რომლებიც ეწევიან მათხოვრულ და მოწანწალე ცხოვრებას. ძნელია იმის ყურება როგორი სისწრაფით ხორციელდება თანამედროვე მსოფლიოში ადამიანთა გონებრივი დეგრადაცია. ამ ორი კატეგორიის ცხოვრების წესის გასაოცარი მსგავსების მიზეზი ხსენებული მოვლენის სულიერი ფესვების იდენტურობაში მდგომარეობს. ფსიქიატრიის თვალთახედვით მაწანწალათა ცხოვრების წესი - ეს არის უმძიმესი ფიქიკური დაავადების შედეგი, რომელსაც სერიოზული, დემენტიური (ფსიქ.) პროცესები იწვევს და რომლებსაც ადამიანი ცნობიერების შეცვლამდე, მის დაცემამდე და დეგრადაციამდე მიჰყავს. იგივე პროცესებმა ბევრად უფრო ადრე შეცვალა ადრინდელი ტომების ფსიქიკა, რომლებიც შემდგომ "გაველურდნენ". ორივე შემთხვევაში პრევალირებს დრომომანიის (ვაგონობანდაჟის) სინდრომი, რომელიც ხასიათდება მით, რომ "ავადმყოფებს" არ ძალუძთ ერთ ადგილზე გაჩერება, არ ძალუძთ დასაქმდნენ ერთი რომელიმე საზოგადო სასარგებლო საქმით, მათ ყოველთვის რაღაც ძალა ერეკება ერთი ადგილიდან მეორეზე, ამიტომაც ისინიც ყოველთვის მაწანწალობენ... (გავიხსენოთ კაენი!...).