იდუმალი სამყარო - ანტარქტიდის ყინულები ლღვება - გიგანტები ანაბიოზიდან გამოდიან - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > იდუმალი სამყარო

ანტარქტიდის ყინულები ლღვება - გიგანტები ანაბიოზიდან გამოდიან

ანტარქტიდა

ასი წლის წინ ერთმა ძალზედ ცნობილმა საიდუმლო ორგანიზაციამ მიწის სიღრმეში მდებარე იდუმალი გამოქვაბული აღმოაჩინა. გამოქვაბულის შიგნით იმყოფებოდა რამოდენიმე ძველი გიგანტი - ცოცხლები, რომლებიც ჯერ კიდევ ანაბიოზის მდგომარეობაში იყვნენ...



თქვენ თუ ფიქრობთ, რომ იცით ამ დედამიწის ისტორია - ძალზედ ცდებით...




ასე ამბობს კორი გუდი (Corey Goode), რომელიც დაახლოებით 20 წლის განმავლობაში მუშაობადა აშშ-ს მთავრობისთვის და მუშაობის პროფილით შეხება ჰქონდა მის საიდუმლო პროგრამებთან. ამ პერიოდში კორი გუდი გახდა უამრავი საკმაოდ უცნაური მოვლენების მოწმე, ურთიერთობა ჰქონდა ასობით საკმაოდ ინფორმირებულ ადამიანებთან და ასე თუ ისე ნამყოფი იყო ისეთ ადგილებში, რომელთა არსებობა მრავალ ჩვენთაგანს საერთოდ არც სმენია.

ერთ-ერთი ასეთი იდუმალი ადგილი იყო კლდეებში ჩამალული გამოქვაბული, სადაც საიდუმლო ორგანიზაციამ იპოვა კიდეც გიგანტები. დღეისთვის, ანუ ასი წლის შემდეგ ის ცარიელია, მაგრამ როგორც კორი გუდი ამბობს, მას აჩვენეს სურათები და მოუყვეს სტაზისის მანქანებზე, რომლებიც ძველი მშნებლების ეპოქაში აუგიათ.




თავისი გაქრობის მომენტისთვის ძველი მშენებლების ცივილიზაცია ფლობდა ფსიქიურ და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, რომლებიც აღემატებოდნენ იმას, რაც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს. სასტაზისო კამერები ამგვარი პროგრესის ნათელი მაგალითია.

კორი გუდის თქმით, ეს კრისტალური ტექნოლოგია, ინკებისა და მაიას ბროლის თავის ქალებს მოგვაგონებს. ანუ ისინი დამზადებულნი კი არ იყვნენ, არამედ წამოზრდილნი ან ტრანსფორმირებულნი სივრცის მონაკვეთიდან. და ანაბიოზთან დაკავშირებული ჩვენი ფილმებისგან განსხვავებით, ეს კრისტალები არ აკონსერვებდნენ და ყინავდნენ გიგანტებს, არამედ წარმოადგენდნენ დროის ბუშტუკებს, რომლებიც თავიანთი მოცულობით ცვლიდნენ მის მიმდინარეობას.



ყველაფერი რაც კორი გუდმა თვითონ ნახა ამ გამოქვაბულში ეს არის უჩვეულო ნახატები და წარწერები, რომლებითაც მოფენილია გამოქვაბულის ჭერი და იატაკი. ნიშნები მოგვაგონებს ბაბილონურ წარწერებს და სანსკრიტს, მაგრამ სულ სხვაგვარია.

საიდან იცის ამდენი სტაზისისა და იმდროინდელი ტექნოლოგიის შესახებ კორი გუდმა, თუკი მას, ცარიელი გამოქვაბულის გარდა, არაფერი უნახავს? კორი გუდი განმარტავს, რომ საიდუმლო კოსმიურ პროგრამაზე მუშაობის დროს მას ხელი მიუწვდებოდა არტეფაქტულ საგნებზე, რომლებსაც მან თავისთვის "შუშის სმარტ-პადები" (smart glass pads) უწოდა და რომელთაც დაახლოებით ასე აღწერს:




კიდევ რას ჰყვება მნიშვნელოვანს კორი გუდი გიგანტების შესახებ. მისი თქმით, სტაზისური კრისტალები სავარაუდოდ მათი აშენებული კი არ არის, არამედ უფრო წინწაწეული ძველი რასის მიერ, რომლის წარმომადგენლები მცირედით დაბალი ზომისანი იყვნენ გიგანტებთან შედარებით. გიგანტები ამ ბროლისებრ სარკოფაგებში თითქოსდა "ძალდატანებით ჩაჩურთეს".




არავინ, ვინც ეკონტაქტებოდა კორი გუდს, თვით გიგანტები არ უნახავს და არ იცის საიდან არიან ისინი, მაგრამ ცნობილია, რომ ასეთი სტაზისური კამერები მთელს პლანეტაზე საკმაოდ ბევრია, განსაკუთრებით ანტარქტიდაში. და ამ სარკოფაგებს სპეციალური ადამიანები დიდი ხანია განუწყვეტლივ ეძებენ.

დღეს ჩვენს მზის სისტემაში ხდება სერიოზული ვიბრაციული ცვლილებები, რომლებიც აიძულებენ გიგანტებს გამოიღვიძონ. რამდენად შეიძლება ვიმსჯელოთ, ისინი ემზადებიან იმ ძველი მშენებლების დასაბრუნებლად - იმათი, ვინც გიგანტების მიერ გამოყენებული სტაზისური მანქანები ააშენა.




წყაროები: disclose.tv // conspiracydailyupdate.com // ufoholic.com

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/KWTRmj3zGwc" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

________________

ჩვენი კომენტარი:
კორი გუდის ეს ნაამბობი ძალზედ წააგავს ფილმ "პრომეთეს" (ლინკი) შინაარსს. ამჟამად (2017 წელს) გამოდის ამ ფილმის მეორე ნაწილი, სადაც რეჟისორი რიდლი სკოტი აგრძელებს "პრომეთეს" პირველ ნაწილში დასმულ კითხვას: ვინ შექმნა გიგანტები, რომლებიც დედამიწელებმა უცხო პლანეტაზე აღმოაჩინეს? ვინ არიან ამ გიგანტების და კაცობრიობის შემოქმედნი? თუ როგორ გადაწყვიტა ეს კითხვა რიდლი სკოტმა მის ახალ ფილმში ვიხილავთ, რომელსაც ოფიციალურად ეწოდება: "უცხო - აღთქმა" (Alien: Covenant).



"პრომეთეს" ცოცხლად დარჩენილი გუნდის წევრები ელიზაბეტი და ანდროიდი დევიდი პირველ ნაბიჯს დგამენ ინჟინერთა (გიგანტთა) საიდუმლოს ამოსახსნელად. ახლა დადგა დრო გაირკვეს დანარჩენი სიმართლეც, რომელიც დაფარულია თეთრი გიგანტების პლანეტაზე, რომელსაც - "სამოთხე" ეწოდება.






პლანეტა "სამოთხე" - ფილმის (Alien: Covenant - 2017) რეჟისორის რიდლი სკოტის წარმოდგენით


მინიშნებები საკმაოდ არაორაზროვანია. "პრომეთეს" პირველ ნაწილში მოცემულ დაფარულ, ილუმინატურ შინაარსზე ჩვენ უკვე ვსაუბრობდით (იხ.
"პრომეთე" - უცხოპლანეტელი ნეფილიმები და საიდუმლო ეზოთერული განათლება). დაველოდოთ მეორე ნაწილს, თუმცა, ვფიქრობთ, ყველაფერი ისედაც ნათელია.



ქვემოთ პრომეთეს პირველი და მეორე ნაწილების ტრეილერები:

"პრომეთე" 1

(Prometheus -  2012)

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/U3-N1UWId8U" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

"პრომეთე" 2

(Alien Covenant - 2017)

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/rrrEvTOnEl0" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню