იდუმალი სამყარო - გენეტიკოსების სენსაციური დასკვნა: ჩვენი პლანეტის 10-დან 9 სახეობა ერთდროულად გაჩნდა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > იდუმალი სამყარო

გენეტიკოსების სენსაციური დასკვნა: ჩვენი პლანეტის 10-დან 9 სახეობა ერთდროულად გაჩნდა

დინოზავრები

30.06.2018

TECH TIMES.com: ვრცელ გამოკვლევაში, რომელსაც მეთაურობდა მარკ სტოკლე (Mark Stoeckle), როკფელერის უნივერსტიტეტის გარემოსთან დაკავშირებული პროგრამის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და დევიდ ტალერი (David Thaler) ბაზელის გენეტიკის უნივერსიტეტიდან, გაანალიზებულ იქნა დედამიწაზე მცხოვრები  100 000 ცოცხალი არსების დნმ. ამ ხანგრძლივი მუშაობის შედეგებმა სრულიად გააუფასურეს ყოველივე ის, რასაც თანამედროვე სახელმძღვანელოებში წერდნენ სახეობათა ევოლუციის შესახებ.



გენეტიკოსების ნამუშევარში გამოიყენებოდა დნმ-ბარკოდინგი (DNA barcoding) ან, როგორც კიდევ სხვაგვარად უწოდებენ ამ მეთოდიკას - დნმ-შტრიხკოდირება. რა არის ეს?

ბუნებაში არსებობს დნმ-ს ორი ტიპი. ადამიანთა უმეტესობამ იცის ბირთვული დნმ. ეს არის დნმ, რომელიც შეიცავს ყოველი ცალკეული ადამიანის გენეტიკურ გეგმას. ის მშობლებისგან გადაეცემა შთამომავლობას. გენომი შექმნილია მოლეკულების რამოდენიმე ტიპისკგან, რომლებიც წყვილებად არის განლაგებული. არსებობს 3 მილიარდი ასეთი წყვილი, რომელიც შემდეგ გამოიყენება გენების მთელი მრავალფეროვნების ჩამოსაყალიბებლად.

დნმ-ს სხვა, უფრო ნაკლებად ცნობილი ტიპი აღმოჩენილ იქნა უჯრედების მიტოქონდრიებში. მიტოქონდრიები ახდენენ ენერგიის გენერირებას უჯრედისთვის და შეიცავენ მხოლოდ 37 გენს. ერთ-ერთი ამ გენთაგან არის გენი COI, რომელიც გამოიყენება დნმ-ს შტრიხული კოდების შესაქმნელად. ყველა სახეობას აქვს ძალიან მსგავსი მიტოქონდრიალური დნმ, მაგრამ მათი COI გენები იმდენად განსხვავებულია, რომ მათი მეშვეობით შეიძლება განვასხვავოთ ცალკეული სახეობები.




დღეისთვის დედამიწაზე არსებობს 10 000 000-მდე სახეობა, რომელთა 80% საერთოდ აღწერილიც არ არის. ამ სახეობათა გამოკვლევა კლასიკური მეთოდების დახმარებით, ანუ მათი დნმ-ს მთელი კოდის გაშიფრვით, პრაქტიკულად შეუსრულებელი ამოცანაა.

მაგრამ მიტოქონდრიალური COI გენები ძალიან მოკლეა (1 000 ნუკლეოტიდებზე ნაკლები), ამიტომაც, მხოლოდ ამ გენის გაშიფრვით ყოველ სახეობას შეიძლება მივანიჭოთ განსაზღვრული შტრიხკოდი, რომელიც გარკვეულწილად წააგავს დღეს გაყიდვაში არსებული საქონლის შეფუთვაზე ასახულ შტრიხკოდებს. ამ ანალოგიიდან მომდინარეობს მეთოდიკის სახელწოდებაც: დნმ-შტრიხკოდირება.




თავის სიმოკლისა და უ ნიკალურობის გარდა COI გენებს გააჩნიათ კიდევ ერთი შესანიშნავი თავისებურება. ამ გენებს შეუძლიათ მცირე, მკაცრად პერიოდული ნეიტრალური მუტაციები. ანუ ეს მუტაციები ხდება სიხშირით - ერთხელ თაობაში, რის საფუძველზეც გენომი შეიძლება წაკითხულ იქნას ისე, როგორც კითხულობენ, მაგალითად, წრეებს ხის კუნძზე და საკმაოდ ზუსტად იქნას განსაზღვრული ამა თუ იმ სახეობის ზუსტი ასაკი.

და აი, გააანალიზეს რა ამგვარად დაახლოებით 100 000 სახეობის COI გენები, სტოკლე და ტალერი მივიდნენ დასკვნამდე, რომ პლანეტის ცხოველთა უმრავლესობა ერთდროულად გაჩნდა. გენეტიკოსებმა შენიშნეს, რომ სახეობების მიხედვით ნეიტრალური მუტაცია არც ისე დიდია, როგორც ელოდნენ. ეს კი ნიშნავს, რომ პრაქტიკულად დედამიწაზე მცხოვრები ყველა ცხოველის 90% გაჩნდა დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, რაც სრულიად შეუძლებელია ევოლუციის თვალსაზრისით. მეტიც, პლანეტის ცხოველთა 10-დან 9 სახეობა გაჩნდა იმავე დროს, როდესაც გაჩნდნენ ადამიანები, ანუ დაახლოებით 100 000-200 000 წლის წინ.

"ეს დასკვნა არა მარტო ძალზედ გასაოცარია, არამედ რადიკალურიც, - ამბობს თავისი აღმოჩენით გაოგნებული ტალერი, - მე ყველა გზებით პატიოსნად ვცდილობდი მის უარყოფას, მაგრამ ვერა და ვერ შევძელი".




რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, მეცნიერებისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია
(ცხადია, მეცნიერები გამორიცხავენ იმ აზრს, რომ სამყარო, დედამიწა და მასზე განფენილი ფლორა და ფაუნა ღმერთის შექმნილია - "აპოკ." რედ.). გამოკვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Human Evolution.


რედაქციისგან: ოფიციალური მეცნიერების მიამიტობა, რომელსაც არ შეუძლია ახსნას აშკარა ფაქტი, შეუძლებელია გაკვირვებას არ იწვევდეს. მეცნიერებაში არსებობს უბრალო, ოკამის სამართებლის პრინციპი, რომელიც მექსიკელი დიასახლისისთვისაც კი არის ცნობილი. კერძოდ, ყველაზე მარტივი ახსნა არის ყველაზე მართებული.

აქვე შეგვიძლია დავამატოთ ნილს ბორის, კვანტური მექანიკის საყვარელი მამიკოს წესი: თქვენი თეორია საკმაოდ გიჟურია ჭეშმარიტებისთვის.

ყველაზე მარტივი და ამავდროულუად ყველაზე გიჟური თეორია, რომელიც ხსნის გენეტიკოსების გამოკვლევის შდეგებს, მდგომარეობს იმაში, რომ დედამიწის მთელი ფლორა და ფაუნა
ხელთქმნილია და მის უკან გონიერი შემოქმედი დგას.

წყარო: thebigtheone.com.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню