კატაკლიზმები - ბაჰამის კუნძულებზე ოკეანე გაქრა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > კატაკლიზმები

ბაჰამის კუნძულებზე ოკეანე გაქრა!..

ოკეანეს გაქრობა

"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: არავის შეშინებას არ ვაპირებთ, არც უნდა გვეშინოდეს, რადგან ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ეს ბიბლიურ წინასწარმეტყველებებშია. კაცობრიობას რომ გლობალური კატაკლიზმები ელოდება არახალია, მაგრამ ის, რასაც "ფორბსი" გვამცნობს, ცოტა შემაშფოთებელიც არის და უცნაურიც. ვერ ვიტყვით რა შეიძლება იყოს ეს - მილიარდერების დაპანიკება, რათა მათ სასწრაფოდ შეიძინონ "უსაფრთხო" ტერიტორიები და ამ შემთხვევაში ეს იქნება გრანდიოზული ფინანსური ავანტიურა, თუ ეს მართლაც რაიმე სერიოზული პროგნოზია, რომელსაც ელიტა ფლობს და აქამდე არ აცხადებდა. ასეა თუ ისე, ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენს მკითხველსაც შევთავაზოთ ნაწყვეტები ამ პუბლიკაციიდან, რათა მკითხველმა თავად განსაჯოს რა არის აქ სიმართლე და რა არა. იმედია ეს მოვლენები მთაგორიან საქართველოს ნაკლებად შეეხება.

***

11.07.2017.

ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალმა "ირმამ" სანაპიროს წყლები ამოწოვა (იხ. ქვემოთ ვიდეო. 2017 წლის 10 სექტემბერი). ამ საოცარ კადრებზე, რომლებიც გადაღებულია ბაჰამის კუნძულებზე, ნაჩვენებია ოკეანის ფსკერი - არადა სანაპირო ზოლმა ოკეანის სიღრმეში მნიშვნელოვნად გადაიწია. Twitter-ის მომხმარებლები წერენ: "საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებთ... ეს არის ლონგ-აილენდის და ბაჰამის კუნძულები... ოკეანის წყალი გაქრა! წყალი ისე შორს არის, რამდენადაც ეს შესაძლებელია ადამიანის თვალით დანახვა". უჩვეულო ვიდეო აჩვენებს, როგორ დადიან ადამიანები ოკეანის მოშიშვლებულ ფსკერზე, რომელიც თითქმის მშრალია და დაფარულია დიდი ნიჟარებით.

თუმცა, ერთი შემდეგ ბაჰამის სხვა პლაჟიდან ნაჩვენებია, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდა და ეს ერთი დღის განმავლობაში მოხდა.

მეტეოროლოგები ამბობენ, რომ ეს იშვიათი მოვლენა მოხდა უკიდურესად დაბალი წნევის გამო ქარიშხლის ცენტრში - სწორედ ამიტომ "ირმამ" შეიწოვა წყლის უზარმაზარი რაოდენობა.

ოღონდ გაუგებარია მეორე - ქარიშხალმა, რომელიც მუდმივად მოძრაობს ზუსტად იმავე ადგილზე წყალი როგორ დააბრუნა. შესაძლოა ოკეანემ თვითონ "აღადგინა" დანაკლისი და ესეც ბუნებრივად მოხდა, მაგრამ ამგვარი ბუნებრივი მოვლენა მართლაც რომ გასაოცარია.




ასე იყო ქარიშხლამდე



ასეთი გახდა ოკეანის სანაპირო ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხლის შემდეგ


და კიდევ: როგორც მეტეოროლოგები ამბობენ, წყლის ასეთი უკანდახევა (თუ ეს "ირმას" არ დაბრალდება) უძლიერესი ცუნამის მაუწყებელია.

წყარო: http://www.newscom.md/rus/okean-ischez-redkij-fenomen-uragan-irma-vizval-ischeznovenie-vodi-u-bagamskih-ostrovov.html

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/rssstRzNfI8" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню