მედიცინა - სავალდებულო ვაქცინაციის მიღება იტალიაში და ხალხის რეაქცია - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > მედიცინა

სავალდებულო ვაქცინაციის მიღება იტალიაში და ხალხის რეაქცია

+ ვიდეო

სავალდებულო ვაქცინაცია

მასობრივი საპროტესტო აქციების მიუხედავად, რომლებიც 2017 წლის მაისში გაიმართა, იტალიაში მიიღეს კანონი სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ. ძალაში ის  შევიდა 2017 წლის 10 ივლისიდან. აშშ-ს შემდეგ იტალია გახდა მეორე ქვეყანა, რომელშიც ძირითადი დაავადებების აცრები (სია ჩამოყალიბებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ) სავალდებულო გახდა.

იტალიაში ვაქცინაცია ადრეც სავალდებულო იყო, მაგრამ არც ისე ხისტად როგორც ახლა. ადრე ვაქცინაციისადმი თავის არიდება ისჯებოდა ერთჯერადი ჯარიმით 70 ევრომდე. აღმზრდელობით, საგანმანათლებლო და სასწავლო დაწესებულებებში (ზოგიერთი სახელმწიფო დაწესებულების გარდა), ბავშვებისგან და მათი მშობლებისგან არაფერს ითხოვდნენ, ხოლო თუ ითხოვდნენ, სავალდებულო აცრების რაოდენობა არ იყო სასწავლო დაწესებულებაში მიღების აუცილებელი პირობა.

ამჯერად, კონტროლი აცრებზე სწორედ სასწავლო დაწესებულებებზე გადაიტანეს - სწორედ ისინი იქნებიან ვალდებულნი საერთოდ არ მიიღონ ბავშვი, რომელსაც სავალდებულო აცრა ჩატარებული არა აქვს ან 10 დღის განმავლობაში უნდა შეატყობინონ ASL-ს (სამსახური, რომელიც დასაქმებულია ვაქცინაციით იტალიაში და რომელსაც საავადმყოფოებთან არავითარი კავშირი არა აქვს. ეს არის ცალკე შენობა, ცალკე სტრუქტურა, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს) აცრების არქონაზე, ხოლო ASL თავის მხრივ დაუკავშირდება მშობლებს და შეეცდება მათ დარწმუნებას, ხოლო თუ მშობლები გაჯიუტდებიან - საქმე გადაეცემა არასრულწლოვანთა სასამართლოს (მშობლებს ბავშვების აუცრელობისთვის დაეკისრებათ ჯარიმა 500-დან 7500 ევრომდე ყოველწლიურად დაწყებული 6 წლის ასაკის ბავშვიდან + მშობლის უფლებების შესაძლო ჩამორთმევამდე. ეს დამოკიდებულია მოსამართლეზე).

მაგალითად, საბავშვო ბაღის შემოწმების შედეგად თუ აღმოჩნდება, რომ ამ დაწესებულებაში მიბარებული ბავშვი აცრილი არ არის და ამის შესახებ არაფერი შეატყობინეს ASL-ს, სტრუქტურას (ანუ საბავშვო ბაღს) დაეკისრება ჯარიმა (ხოლო თუ შეატყობინეს, მაშინ დაწესებულებას პრობლემა არ შეექმნება), შესაბამისად ისინი მოცემულ პირობას მორჩილად შეასრულებენ.

სანამ მიიღებდნენ კანონს აცრების შესახებ, ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის მომზადება - მთელი ზამთრის განმავლობაში ახალ ამბებში უშვებდნენ ისეთ სიუჟეტებს, რომლებშიც აჩვენებდნენ, თუ როგორ კვდებოდნენ აუცრელი ზრდასრულები და ბავშვები სხვადასხვა დაავადებებისგან (ძირითადად მენინგიტისა და გაციებისგან). აქცენტი მუდმივად კეთდებოდა სწორედ იმაზე, რომ ინდივიდები ჯერაც აუცრელნი იყვნენ და ამიტომაც მოკვდნენ. ჩვენი ნაცნობი იტალიელები, რომლებიც ამ "მაზომბირებელ ყუთს" ბევრს უყურებენ მსწრაფლ მიაშურეს შესაბამის დაწესებულებას, რათა აცრილიყვნენ მენინგიტისგან და სხვა, თუმცა ადრე ეეჭვებოდათ ამ აცრების ჩატარების მიზანშეწონილობა.

უბედურება იმაშია, რომ ახლა სავალდებულო აცრების რაოდენობა 12-მდე გაიზარდა (ადრე იყო 4), მათ შორისაა აცრები ჩუტყვავილასგან, წითელასგან, წითურასგან და პაპილომის ვირუსისგან (გოგონებისთვის) და ხშირად, ეს აცრები მიდის ფლაკონებში 3-4-6-8 ერთში (დამატებით იტვირთება გაციების, ჰერპესის, გრიპისა და სხვა არასაჭირო აცრების დანამატებით). ზედმეტი ვირუსებისგან კომბინირებული აცრების შესრულების საკითხს ASL-ის მოსამსახურენი მშობლების წინაშე ისე აყენებენ, რომ საქმეში ჩაუხედავი ადამიანები ვირუსების დამატებით კულტურებს აღიქვამენ როგორც სავალდებულოს. შედეგად, 16 თვის (1 წლისა და 4 თვის) ბავშვს უკვე გაკეთებული უნდა ჰქონდეს 28 აცრა.

ჩავატარეთ რა გარკვეული დაკვირვებები, აცრებთან დაკავშირებით ასეთი სურათი დაიხატა:

1. ევროპაში არის ქვეყნები, რომლებშიც აცრები რეკომენდირებულია, მაგრამ არა სავალდებულო და ეს ასეა ევროპის ე. წ. წარმატებულ/ეფექტურ ქვეყნებში (გერმანია, ისლანდია, ნორვეგია, ავსტრია, შვედეთი, ფინეთი, ჰოლანდია, მონაკო, ლუქსემბურგი, ესპანეთი, ირლანდია, ჩრდილოეთ ევროპის სკანდინავიური ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე ევროზონის ზოგიერთი სამხრეთი ქვეყანა), მაშინ როდესაც უფრო ნაკლებად წარმატებულ ქვეყნებში (საბერძნეთი, საფრანგეთი, მალტა, ბელგია და იტალია) - სავალდებულო აცრების რაოდენობა საშუალოდ 1-დან 4-მდეა. მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სლავური ფუძის მქონე ქვეყნებში (სლოვენია, ჩეხეთის რესპუბლიკა, რუმინეთი, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ლატვია) - სვალდებულო აცრების რაოდენობა უკიდურესობას აღწევს. ეს საკმაოდ დამაფიქრებელია, განსაკუთრებით იმ ინფორმაციის ფონზე, რომ ამასწინათ აშშ-ში ვაქცინის შექმნისა და გამოშვების გამოკვლევის პროცესი გადასცეს ბიოლოგიური იარაღის კვლევისა და ბიოტერორიზმზე კონტროლის განყოფილებას, რომელსაც ეწოდება BARDA (გაღრმავებული ბიოსამედიცინო კვლევისა და განვითარების განყოფილება), რომელიც პირდაპირ პენტაგონს ექვემდებარება (ეს ხომ სამხედრო სტრუქტურაა, რომელიც, არსებითად, მის ხელთ არსებული მეთოდების და შესაძლებლობების წყალობით მაინც მიაღწევს თავის მიზანს - დომინირებას).

2. ექიმებს, რომლებიც ევროპაში ეჭვქვეშ აყენებენ ვაქცინაციის ეფექტურობას (გერმანიაში, სადაც ვაქცინაცია სავალდებულო არ არის, ბავშვების სიკვდილიანობა 6%-ით დაბალია, ვიდრე იტალიაში და 10% დაბალი ვიდრე ჩეხეთში, ამასთან იმგვარი დაავადებების უეცარი ანთებები, როგორიცაა დიფტერია გერმანიაში გასულ წელს სულ 3 შემთხვევა დაფიქსირდა, იტალიაში კი - 9) - რიცხავენ მედიკოსთან კოლეგიიდან, უკრძალავენ სამედიცინო საქმიანობას და ყველანაირად ნადირობენ მათზე მასმედიის საშუალებით, სადაც წარმოაჩენენ მათ ანტიმეცნიერული თეორიების მიმდევარ იდიოტებად, რომელთაც არავითარი მტკიცებულებები არ გააჩნიათ.
3. ვაქცინებს სულ უფრო ხშირად უკავშირებენ აუტიზმის შემთხვევებს და ამის საფუძველზე 2004 წელს აშშ-ს მედიცინის ინსტიტუტში წარდგენილ მოხსენებაში აუტიზმთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ შემდგომი კვლევები ვაქცინაციასთან დაკავშირებით უკუშედეგის გამომწვევი გახდება: აუტიზმის რისკი ზოგიერთ ახალშობილში კითხვის ქვეშ აყენებს მსოფლიო ვაქცინაციის მთელ სტრატეგიას, რომელიც იმუნიზაციის ძირითადი პროგამაა და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს აცრებზე უარის თქმა. ამასთან დაკავშირებით შეწყვიტეს გამოკვლევები, რომლებიც ადგენდნენ ვაქცინაციის კავშირს აუტიზმთან.

4. 1991 წლის 21 მაისს იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა De Lorenzo-მ უარი უთხრა კომპანია GlaxoSmithKline-ს 600 000 000 ლირას (= 300 000 ევრო) ღირებულების B-ჰეპატიტის ვაქცინის შესყიდვაზე, რისთვისაც გაასამართლეს და მოგვიანებით ციხეშიც ჩასვეს. მისი საქმის მოსმენისას მან განაცხადა: "თქვენ ნამდვილად გსურთ მოგახსენოთ ვინ მართავს სინამდვილეში ჯანდაცვის სისტემას და ვინ ატრიალებს აქ ყველა მექანიზმს? ჯანდაცვის მინისტრი და საერთოდ ჯანდაცვა - აქ მხოლოდ ფარმაცევტული კომპანიების შემსრულებლებისა და რუპორების როლს თამაშობენ".

5. აცრებს ასევე უკავშირებენ ქალთა უშვილობას, რადგან პაპილომას ვირუსისგან აცრა, რომელიც უკეთდება 14 წლის, ანუ სქესობრივ მომწიფებას მიღწეულ გოგონებს (იტალიაში ეს აცრა უკვე სვალდებულოა), აგენერირებს მუცლის მოწყვეტას ფეხმძიმობის დაწყებიდან, რადგან მოდიფიცირებული შტამი აქტიურდება ჰორმონებით და იწყებს ბრძოლას ჩამოყალიბებად უჯრედოვან ორგანიზმთან.

6. არაერთხელ გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებაც, რომ არსებობს კავშირი ვაქცინაციასა და ავთვისებიან დაავადებებს შორის. ამასწინათ ალექს ჯონსის გადაცემაში ითქვა, რომ დღეს აშშ-ში ანომალიურად ბევრი ბავშვია დაავადებული კიბოთი, ლამის მთელი ეპიდემიაა გავრცელებული და რომ დღეს თავისუფლად შეიძლება შეხვდე ერთ ან უფრო მეტ ბავშვს, რომელსაც გააჩნია ქიმიოთერაპიით მკურნალობის მკვეთრად გამოხატული ნიშნები.

7. იტალიაში აცრების თავიდან არიდება ასე თუ ისე შეიძლება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენ საკმაოდ "წარმატებული/ეფექტური" ხარ ფინანსურად  - შეიძლება აცრებს თავი აარიდო, თუ სახელმწიფოს ჯარიმის სახით ყოველწლიურად გადაუხდი 7500 ევროს ვიდრე ბავშვი სასწავლო დაწესებულებაში ღებულობს განათლებას (ასევე შეძლებ გადაიხადო ადვოკატის დაქირავების ღირებულება, რომელიც მშობლის უფლების ჩამორთმევისგან დაგიცავს). ასეთ შემთხვევაში თქვენს შვილს თავისუფლად შეუძლია სკოლაში ან საბავშვო ბაღში იაროს და მიიღოს შესაბამისი განათლება.

8. გასულ წელს კომპანია "ბაიერნმა" (უზარმაზარი ტრანსნაციონალური ფარმაცევტული კომპანია) შეისყიდა კომპანია "მონსანტო" (სხვა უზარმაზარი ტრანსნაციონალური კომპანია, რომელიც აწარმოებდა გენეტიკურად მოდიფიცირებულ თესლებს, პესტიციდებს და ჰერბიციდებს, მათ შორის დეფოლიანტს Agent Orange, რომელსაც ვიეტნამის ომში იყენებდნენ მტრის მოსაწამლად). იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი კომპანიის მიზანი ეს არის მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური მოგების მიღება, ხსენებული გარიგება საკმაოდ მრავლისმეტყველია.

წყარო: https://cont.ws/@antor/658906

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/ci8I8wCh1E4" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню