მედიცინა - უსქესო ბავშვები - აპოსტასიის მორიგი გამოვლენა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > მედიცინა

"უსქესო" ბავშვები

გენდერული თანასწორობა

8 თვის ბავშვი ბრიტანეთის კოლუმბიიდან (კანადა), შესაძლოა გახდეს პირველი ადამიანი დედამიწაზე, რომლის სქესი პირად ბარათში აღნიშნული არ იქნება. ამის ნაცვლად ბავშვის სქესს ოფიციალურ დოკუმენტებში ეძლევა "უცნობის" სტატუსი.




შირლი ატლის (Searyl Atli) პირად დოკუმენტებში, მათ შორის ჯანმრთელობის ბარათში ბავშვის სქესი აღნიშნულია ასოთი "U" "განუსაზღვრელი" ან "უცნობი"



ჯანმრთელობის ბარათი, სადაც ბავშვის სქესის გასწვრივ დასმულია ასო: U (unknown - უცნობი)

ბავშვის "მშობელი", კორი დოტი თავს არ ცნობს არც მამაკაცად და არც დედაკაცად, ის ამჯობინებს საკუთარ თავთან მიმართებაში გამოიყენოს ნაცვალსახელი "ის", და სურს ბავშვიც გაზარდოს ისე, რომ მას გაცნობიერებული არ ჰქონდეს სქესის ცნება, სანამ "ბავშვს არ გაუჩნდება გრძნობები და სიტყვების მარაგი, რათა მკითხოს, ვინ ვარ მე".

CBC-სადმი მიცემულ ინტერვიუში დოტიმ განაცხადა: "მე მას ვცნობ ბავშვად და ვცდილობ მივცე სიყვარული და მხარდაჭერა, რათა ის გაიზარდოს სრულყოფილ ადამიანად, რომ იყოს შეზღუდვების გარეშე, რომელსაც იძლევა ბიჭის ან გოგონას აღნიშვნა შესაბამის ბარათებში".




დოტიმ დაამატა: "როდესაც მე დავიბადე, ექიმები დიდხანს დასცქეროდნენ ჩემს სასქესო ორგანოებს და მარჩიელობდნენ თუ ვინ ვიყავი მე. ისინი მაკვირდებოდნენ და სწავლობდნენ ჩემი იდენტიფიკაციის საკითხს მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. მათი ვარაუდები არასწორი იყო და მე, იმ დროიდან, საბოლოო ჯამში დამჭირდა გამეკეთებინა ჩემი სქესის მრავალჯერადი კორექტირება".

ბრიტანეთის კოლუმბია, დღემდე უარს ამბობს გასცეს დაბადების ისეთი მოწმობა, რომელშიც აღნიშნული არ იქნება ბავშვის სქესი. მაგრამ, დოტი, ბრიტანეთის კოლუმბიის ადამიანთა უფლების დაცვის ორგანიზაციასთან ერთად ამტკიცებს, რომ სქესის გაუქმება უნდა გამოიყენებოდეს ყველა სახელმწიფო დოკუმენტში ყველა ადამიანის მიმართ ბრიტანეთის კოლუმბიასა და მთელს კანადაში.




რამოდენიმე პროვინციულმა მთავრობამ, ასევე ისეთი ქვეყნებმა, როგორიც არის ავსტრალია, პაკისტანი, კანადა და ნეპალი უკვე მუშაობენ სქესის მესამე ვარიანტზე, რომელიც აღნიშნული იქნება მოქალაქეთა პირად დოკუმენტებში.




მართალია ბავშვის სქესის განსაზღვრა ადვილია მისი სასქესო ორგანოების მიხედვით, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოება შედის უცნაურ ეპოქაში, როდესაც ფაქტობრივი სამეცნიერო დაკვირვებები შეიძლება უგულებელყოფილ იქნას და მშობლებს უფლება მიეცემათ "გადაწერონ" ბავშვების პირადი მონაცემები მათი ნება-სურვილის მიხედვით. ზოგიერთ ქვეყანაში მშობლებს ნებასაც აძლევენ მისცენ ბავშვებს ისეთი ჰორმონალური პრეპარატები, რომლებიც აფერხებენ (ბლოკავენ) სქესობრივ მომწიფებას და აადვილებენ სქესის ცვლილებას.

წყარო: https://vigilantcommunity.com/news/baby-becomes-the-worlds-first-to-have-its-gender-marked-as-unknown

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/lg9OifQVrcU" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню