პოლიტიკა - გახდება თუ არა ბალკანეთი ისლამიზმის ახალი ცენტრი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > პოლიტიკა

გახდება თუ არა ბალკანეთი ისლამიზმის ახალი ცენტრი?

მიგრანტები

ბალკანეთს, რომელსაც ასი წლის წინათ "ევროპის დენთის კასრს" უწოდებდნენ, შეიძლება კვლავ შეარყიოს ძველი სამყარო. რეგიონში შემოედინება სპარსეთის ყურის სახელმწიფოთა ფულადი სახსრები, ხოლო ისლამისტები აშენებენ მეჩეთებს და ქირაობენ ადგილობრივ მქადაგებლებს. რადიკალური პროპაგანდის წარმატებებმა გამოიწვია ის, რომ ჯერაც არაღიარებული კოსოვო სირიაში ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებისათვის იარაღის სტაბილური მიმწოდებელი გახდა.


ორასი ევრო ფარაჯისა და წვერის ტარებისთვის


როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ჰყვებიან, კოსოვოს ღარიბულ ოჯახებს სისტემატურად უხდიან ფულს რადიკალური ქადაგებების მოსმენისთვის. ადამიანები აქ ისეთ გაჭირვებაში არიან, რომ იძულებულნი არიან დათანხმდნენ. ხშირად ფუნდამენტალისტები მზად არიან ფული გადაიხადონ უბრალოდ მარტო წვერის ტარებისთვის, რომელიც "მართლმორწმუნე მუსლიმის" იერს ქმნის.

ხშირად ფუნდამენტალისტური ოჯახებს ქმნიან ჩამოსულები - არაბული ქვეყნებიდან გამოსული ემიგრანტები, მაგრამ ამგვარი ოჯახები დროებითია. სპარსეთის ყურის ქვეყნების შეძლებულ მოქალაქეებს ბოსნიაში აჰყავთ მეორე და მესამე ცოლები, მაგრამ ოჯახში იშვიათად ჩამოდიან - მხოლოდ მივლინებების პერიოდში.

რადიკალები უკვე ტრადიციულ ისლამსაც კი ავიწროვებენ. ასეთია, მაგალითად, იმამ სელვედინ ბეგანოვიჩის ისტორია ბოსნიურ სოფელ ბოსანსკა ბოინადან. თავის ქადაგებებში მან ღიად და მკაცრად გააკრიტიკა ისლამური სახელმწიფო - შედეგად განიცადა რამოდენიმე თავდასხმა და ახლა საკუთარი სიცოცხლისთვის შიშობს.

სერბეთის მასმედია წერდა ასევე ვინმე ბოსნიელ ფ. ბ.-ზე, რომელიც იძულებული გახდა ბავშვებთან ერთად სოფლიდან, რომელიც ქ. ტუზლას ახლოს მდგებაროებს, ბელგრადში გაქცეულიყო. ღამით მის სახლში შეიჭრნენ უცნობები და ფული მოსთხოვეს: "მათ სახეზე ნიღბები ჰქონდათ, რომლიდანაც ჩანდა გრძელი წვერები. მე იმწამსვე მივხვდი, რომ ჩემს წინაშე ვაჰაბიტები იდგნენ". დაზარალებული ცდილობდა მიემართა პოლიციისთვის, მაგრამ ამაოდ. პოლიციაში უთხრეს, რომ "არ სურთ გარისკვა", და "ქვეყნის დატოვება" ურჩიეს.


იარაღი ხელსაყრელ ფასში


ისლამური რადიკალიზმის ზრდა ბალკანეთის გაუნათლებელ და ღარიბ მცხოვრებლებზე აისახება იარაღის პრაქტიკულად თავისუფალ წვდომაზე და საკმაოდ საშიშ ტენდენციად ყალიბდება. ევროპული მასმედიის
მონაცემებით, კალაშნიკოვის ავტომატი ბალკანეთის ქვეყნებში ღირს დაახლოებით 200 ევრო. კოსოველი ისლამისტები, რომელთაგანაც ზოგიერთი სირიიდან და ლიბიიდან დაბრუნდა, შემჩნეულნი არიან არშემდგარი ტერაქტების მომზადებაში: 2016 წლის ნოემბერს - ალბანეთი - ისრაელის მატჩზე, 2017 წელს - რიალტოს ხიდზე ვენეციაში.

"საუდიტები აშენებენ მეჩეთებს, აფინანსებენ იმამებს, რელიგიური რადიკალიზმი პროგრესს განიცდის", - უცხადებს РИА Новости-ის სლავთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშღოლმელი გეორგი ენდელჰარდტი. "მაგრამ მდგომარეობას მცირედით ამსუბუქებს ის, რომ შობადობის ტემპი კოსოველ ალბანთა სორის, იმის შემდეგ რაც მათ ამ კუთხიდან განდევნეს სერბები, საგრძნობლად კლებულობს", - ამბობს სპეციალისტი.

მეორე მრხივ, ვითრებას ართულებს მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი. "ლტოლვილები ახლო აღმოსავლეთიდან, რომლებმაც წალეკეს საბერძნეთი და სამხრეთ ბალკანეთი, დიდ როლს თამაშობენ შეუწყნარებლობისა და სიძულვილის იდეის განვითარებაში ადგილობრივ მუსლიმებს შორის. უმთავრესად ეს ეხება ალბანელ ახალგაზრდებს, ასევე ბოსნიელებს და კოსოვოს", - ამბობს ანდრეას ანდრიანოპულოსი, კლუბ "ვალდაის" ექსპერტი, საბერძნეთის რამოდენიმე მთავრობის მინისტრი.


"NATO-ში იციან, რომ აქ შექმნილია ისლამისტური ქსელი"


ერთი პრინციპიალური ეკონომიკური ფაქტი ააშკარავებს ბალკანეთზე რადიკალური განწყობილებების ზრდას: ახალგაზრდების უმუშევრობის დონე აღწევს 50%-ს. სამეურნეო დაცემა აისახება მოსახლეობის სასოწარკვეთაში, უიმედობაში. ორი ათწლეულის განმავლობაში ბალკანეთის ქვეყნებს (ალბანეთი, მაკედონია, ბოსნია და სხვები) დაპირდნენ ევროკავშირის წევრობას. მოლოდინი რეალობისგან შორსაა: ბლოკის კრიზისი, რომელიც გამოიწვია Brexit-მა, კონფლიქტი დასავლეთ ეკ-სა და მის აღმოსავლეთს შორის ბალკანურ სახელმწიფოებს საკმაოდ მცირე შანსებს უტოვებს თვიანთი "სტატუსის" ამაღლებისთვის.

ამ ფონზე ისლამისტების პროპაგანდ საჭირო ეფექტს აღწევს. გარდა ამისა, ექსპერტები აფიქსირებენ ფაქტებს, რომ ნახევარკუნძულზე ძლიერდება თურქეთის პოზიციები, რომელმაც მთელი რიგი მომგებიანი ხელშეკრულებები გააფორმა.

РИА Новости-ის კორესპონდენტთან საუბარში ბოსნიელმა საზოგადოებრივმა აქტივისტმა და რადიკალურ საშიშროებასთან მებრძოლმა ჯევად გალიაშევიჩმა (ეს პიროვნება თვითონვეა მუსლიმი) წუხს, რომ ისლამური ჯგუფების ზემოქმედება იწვევს ადრე არ არსებული ტრადიციების გაჩენას - მაგალითად, მრავალცოლიანობას.

გალიაშევიჩის აზრით, ისლამის რადიკალური ვერსიების გავრცელება ბალკანეთზე ხორციელდება დასავლეთის "კურთხევით". "NATO ყველაფრის საქმის კურსშია, იქ იციან, რომ ბალკანეთზე შექმნილია ისლამური ქსელი. დასავლეთის მთავრობები და სპეცსამსახურები დიდი ხნის განმავლობაში ხუჭავდნენ თვალს ამაზე, მაგრამ ახლა ბოსნიის რადიკალიზაცია უკვე პრობლემა ხდება ავსტრიისთვის, უნგრეთისთვის, ხორვატიისთვის და ჩეხეთისთვისაც კი", - ასკვნის გალიაშევიჩი.





წყარო: http://stavroskrest.ru/content/teper-tut-nosyat-parandzhu-kak-balkany-stanovyatsya-novym-centrom-islamizma


 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню