პოლიტიკა - გრენფელ-ტაუერი 9.11-ის პრიზმაში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > პოლიტიკა

ტოტალური სიცრუე

ანუ

გრენფელ-ტაუერი 9/11-ის პრიზმაში

აპოსტასიური პოლიტიკა

17.06.2017.

მიზეზი, რომლის გამოც გრენფელ-ტაუერი არ დაეცა, მდგომარეობს იმაში, რომ მარტო ცეცხლს არ ძაულძს გამოიწვისო მეტალის კონსტრუქციის რღვევა და მისი სრული დაშლა, როგორც ეს მოხდა ნიუ-იორკში. რას ნიშნავს ეს ყოველივე? ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველივე, რაც გვიჩვენეს 9/11-ის სამთავრობო ვერსიაში, სიცრუე იყო. სრული და ტოტალური სიცრუე.


<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/LKe2I-s_AQo" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

9/11-ზე ჩვენ მოწმენი გავხდით სასწაულებისა, რომლებიც არასოდეს უნახავს კაცობრიობას მისი ისტორიის განმავლობაში. ჩვენ ვნახეთ, როგორ ხუხულასავით დაინგრა მეტალისა და ბეტონისგან აგებული ორი უზარმაზარი შენობა, რომლებიც, მათთან თვითმფრინავთა შეჯახების შემდეგ გადავიდნენ თავისუფალ ვარდნაში. შემდეგ ჩვენ ვნახეთ როგორ დაიფშვნა 47 სართულიანი "შენობა 7", თუმცა მას აბსოლუტურად არავინ შეხებია, და იქ იყო მხოლოდ რამოდენიმე იზოლირებული ხანძარი.



2001 წლის 9 სექტემბრის ტერაქტი ნიუ-იორკში


ლონდონში კი ვხედავთ საშინელ სურათს, ვხედავთ როგორ მოიცვა 24 სართულიანი შენობა სახელწოდებით გრენფილდ-ტაუერი, ცეცხლმა. ცეცხლი ბობოქრობდა ყველა სართულზე, თანაც რამოდენიმე საათის განმავლობაში. რა დრო უნდა დასჭირვებოდა ცეცხლის სიმხურვალეს იმისთვის, რათა ჯოჯოხეთურ ცეცხლს გაელღო შენობის მეტალის კონსტრუქციები და დაენგრია იგი, როგორც ეს მოხდა ნიუ-იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შემთხვევაში? მოდი, თვითონ იხილეთ:

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/qJbRcBVudZA" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

დიახ, სრული სიმართლეა. ეს შენობა არ დაეცა, არ დაინგრა, არ დაიფშვნა, არადა გამოხრუკულია ცეცხლით. მიუხედავად იმისა, ის მაინც დგას. ნიუ-იორკში "შენობა 7"-ში ცეცხლი მოედო რამოდენიმე ოფისს, ხოლო გრინფილ-ტაუერი სრულიად მოიცვა ცეცხლმა და თანაც იწვოდა რამოდენიმე საათის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ის არა თუ არ დაეცა და არ დაიშალა, არამედ ნიშნებიც კი არ ეტყობოდა იმისა, რომ შეიძლებოდა დაცემულიყო. როდესაც ცეცხლი ჩაქრა, ის ისევ ისე იდგა, როგორც ადრე. და ამისთვის არსებობს მიზეზი.







გრინფილ-ტაუერის ფოტოები


"მე სიცოცხლეში მსგავსი არაფერი მინახავს", - განაცხადა დიდ ბრიტანეთში ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების სახანძრო სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ჯო რუანმა ( Joe Ruane)". მიზეზი, რის გამოც არ დაეცა გრინფელ-ტაუერი, მდგომარეობს იმაში, რომ მარტო ცეცხლს არ შეუძლია გამოიწვიოს მეტალის კონსტრუქციის ასეთი დაშლა. რას ნიშნავს ეს ყოველივე? ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი, რაც 9/11-ის სამთავრობო ვერსიაში გვიჩვენეს იყო სიცრუე. სრული და ტოტალური სიცრუე.

ნახეთ, როგორ ინგრევა "შენობა № 7" 9/11-ის ტერაქტის დროს. ინგრევა ყოველგვარ მიზეზ გარეშ. ახლა, როდესაც თქვენ ნახეთ გრინფელ-ტაუერის ტრაგედია, სადაც ცეცხლი ბობოქრობს 23-ივე სართულზე, გაიხსენეთ როგორ ჩამოიფშვნა სახლი № 7.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/AqRjqmqn5rE" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

დიახ... ის დაეცა, მაგრამ ... რის გამო? - არაფრის გამო. ის არ ყოფილა ცეცხლმოდებული, ის არ დაზიანებულა თვითმფრინავის შეჯახებით, ის უბრალოდ დაეცა. თანამედროვე მსოფლიოს პირველი ფოლადის კარკასის მქონე შენობა დაეცა აბსოლუტურად არაფრის გამო. ეს არის ის, რაც უნდა მთავრობას დაგაჯეროთ. მაგრამ უხერხული სიმართლე გამოააშკარავა გრენფელ-ტაუერმა ლონდონში, და სამუდამოდ მოგვისპო 9/11-ის სამთავრობო ვერსიისადმი ნდობა.




მაშ, რამ გამოიწვია ამ შენობების რღვევა? ყველაზე საუუკეთესო ახსნას იძლევა დოქტორი ვუდი და თუ დათმობთ თქვენი ძვირფასი დროის ორ საათს, და ნახავთ ამ ვიდეოს (ინგლისურ ენაზე), გაიგებთ, თუ რა მოხდა სინამდვილეში 2001 წლის იმ საშინელ დილას.


და თუ მაინც იმ ილუზიით ცხოვრობთ, რომ 9 სექტემბერს მოხდა ის, რასაც ოფიციალური მთავრობა აცხადებს დღემდე, ეს ილუზია გაქრება იმწამსვე, როგორც კი ნახავთ ამ ვიდეოს. ეს არის წითელი და ლურჯი კაფსულები (შედარება ფილმიდან "მატრიცა" - რედ.), გააკეთეთ თქვენი არჩევანი და იცხოვრეთ მისით.


წყარო: http://www.nowtheendbegins.com/didnt-blaze-grenfell-towers-yesterday-make-fall-just-like-building-7-world-trade-center/

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню