პოლიტიკა - მსოფლიო უფსკრულის ზღვარს მიუახლოვდა... - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > პოლიტიკა

მსოფლიო უფსკრულის ზღვარს მიუახლოვდა...

ბირთვული დარტყმა

2018 წლის 31 იანვარს მსოფლიო გააკვირვა ამბავმა იმის შესახებ, რომ როტშილდების ოჯახმა გაყიდა თავისი ადგილ-მამული ლანგაუ (Langau Estate) - უზარმაზარი ნაკრძალი ავსტრიის ტერიტორიაზე. ნაკრძალის ფართობია - 13 000 აკრი. ეს ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკზე 16-ჯერ მეტია! ადგილ-მამული ჯერ ბარონმა ალბერტ ფონ როტშილდმა 1875 წელს შეიძინა.



მდიდარი ადამიანები რომ თავიან უძრავ ქონებას ჰყიდიან ამაში უცნაური არაფერია. უძრავი ქონება - ეს არის რესურსი, რომელიც შეიძლება მომგებიანად გაჰყიდო და მისი გაყიდვით საკუთარი ფინანსური მდგომარეობა გამოასწორო. ნუთუ როტშილდები ისე გაღარიბდნენ, რომ ნივთების გაყიდვა დაიწყეს? იქნებ მათი ბიზნესის დონე ტრანსეროვნულ კომპანიებთან ჩატარებული გლობალური ოპერაციებიდან ავსტრიაში უძრავ-მოძრავი ქონებით ვაჭრობამდე დაეცა?





ეს ყველაფერი თავისთავად უცნაურია. კიდევ უფრო უცნაურია ის, რომ როტშილდების ოჯახი ამ ადგილ-მამულს ფლობდა 19-ე საუკუნიდან!. მითხარით, გაყიდიდით საათს, რომელიც თქვენს ოჯახს 19-ე საუკუნიდან მოყოლებული თაობიდან თაობას გადაეცემოდა? მაშ, რატომ მოიქცნენ ასე როტშილდები?

2 თებერვალს, პარასკევს, ფასიანი ქაღალდების ბირჟები დაიხურა დაცემით ... 666 პუნქტამდე. თავისთავად ეს მნიშვნელოვანი დაცემაა, მაგრამ რატომ მაინც და მაინც 666? ნუთუ ეს სიმბოლური ციფრია? რაზე მიანიშნებს იგი?


ზოგიერთი ფინანსური ანალიტიკოსი, ამაში ნიშანს ხედავს. ნიშანს თავისიანებისთვის. ეს არის სიგნალი იმის შესხებ, რომ მომავალი კვირიდან, ანუ 5 თებერვლიდან, ბირჟები სწრაფად დაეცემოდა. სწორედ ასეც მოხდა: Dow უცებ 1300 პუნქტით დაეცა.




მაგრამ რატომ დაეცნენ ფასიანი ქაღალდების ბირჟები ასე მკვეთრად?

მათ დაცემას ყოველთვის აქვს მიზეზი. ავიაკატასტროფამ შეიძლება გამოიწვიოს ავიაკომპანიის ფასიანი ქაღალდების დაცემა, რაც Dow-ზე აისახება. ძლიერმა მიწისძვრამ ტაივანში, სადაც მიკროელექტრონიკას ამზადებენ, შეიძლება დააზარალოს კომპანიის ღირებულება, რომელიც ელექტრონიკას ამზადებს და, რომელსაც ტაივანში ქარხნები აქვს. უმიზეზოდ ბირჟებზე დაცემები არ ხდება! და თუ ხილული მიზეზი არ არსებობს, მაშინ არის სხვა, დაფარული მიზეზი, რომელსაც ჩვენ უბრალოდ ვერ ვხედავთ. ეს მიზეზი არის ჭორები.

ნუთუ ბროკერებმა რაღაც იციან? ნუთუ მაღალ საბირჟო წრეებში რაღაც ჭორები გავრცელდა? ჭორები იმის შესახებ, რომ საჭიროა ფასიანი ქაღალდების მოშორება, რამეთუ დღეს თუ ხვალ ისინი გაუფასურდება?

იმავე დღეს, 5 თებერვალს, როდესაც კვლავ დაეცა ინდექსები, Q-Anon-მა გამოაქვეყნა მორიგი მრავალმნიშვნელოვანი პოსტი, რომელშიც გააერთიანა მანიპულაციები როტშილდთა ადგილ-მამულთან დაკავშირებით, Dow -ის დაცემა 666 პუნქტით და თებერვლის დასაწყისის კიდევ სხვა უცნაური მოვლენები.

WELCOME TO THE GLOBAL WAR (კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გლობალურ ომში) - ასეთი სიტყვებით მთავრდება მისი პოსტი.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/mKbBcgC814I" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>

ცალსახად ძალზედ რთულია თქვა თუ რა ხდება. მიუხედავად ამისა, განმარტება თითქოსდა ცხადზე უცხადესია.

ანალიტიკოსების აზრით მსოფლიო მესამე მსოფლიო ომს მჭიდროდ მიუახლოვდა. იზრდება დაძაბულობა სირიაში, სადაც უკვე ღიად ემუქრებიან ერთმანეთს აშშ და თურქეთი, NATO-ს მოკავშირე ქვეყნები! იზრდება დაძაბულობა ჩრდილოეთ კორეის გარშემო. გუამის
(Territory of Guam - კუნზული წყნარ ოკეანეში, რომელიც აშშ-ს მფლობელობაშია - რედ.) აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ბაზებიდან ნებისმიერ მომენტში შეიძლება აფრინდნენ ბირთვული ბომბდამშენები და გამაფრთხილებელი დარტყმები მიაყენონ ჩრდილოეთ კორეას. ყველას ესმის, რომ შეიძლება მალე ომი გაჩაღდეს. მაგრამ როდის შეიძლება ეს მოხდეს - მხოლოდ ერთეულებმა უწყიან.



ჩვეულებრივ ამა სოფლის ძლიერნი ომის წინ საკუთარ ადგილ-მამულებსა და აქციებს ჰყიდიან ... და დაწყებული აპოკალიფსისისგან თავს ბუნკერებს აფარებენ. ეს ადამიანები იმდენად მდიდრები არიან, რომ თუკი ისინიც დაიწყებენ თავიანთი ფასიანი ქაღალდების უმნიშვნელო ნაწილის გაყიდვას - ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე სიჭარბე მოზღვავდება და ბირჟები დაეცემიან. რაც, საკუთრივ, მოსდის ახლა ფონდების ინდექსებს.

წყარო: http://beforeitsnews.com/conspiracy-theories/2018/02/has-the-world-approached-to-the-edge-and-the-rothschilds-know-this-2486754.html

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/n4tLngM0i6A" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню