ფსი-ფაქტორი - სოციალური იდიოტიზმი და მისი გამოვლინებები - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > ფსი-ფაქტორი

სოციალური იდიოტიზმი და მისი გამოვლინებები

იდიოტიზმი

ვკითხულობ ე. წ. თანამედროვე "პოსტებს" სხვადასხვა სოცქსელებში და ვხვდები, რომ მარქსი და ლენინი ცდებოდნენ. საზოგადოებაში დომინირებადი კლასი და მამოძრავებელი ძალა - პროლეტარიატი კი არა, იდიოტები არიან.

მათ ამოძრავებთ პროპაგანდა. რასაც ის ჩადებს მათ ცნობიერებაში, საზოგადოებაც იქითკენ მიაბიჯებს.



1. ნაციონალ-იდიოტიზმი


ნახევარ საუკუნეზე მეტია ადამიანებს ძარცვავს მათ თავზე მჯდომარე ხელისუფლება. მისმა "დევგმირებმა" ქვეყნიდან გაზიდეს მილიარდობით დოლარი, შეიძინეს ძვირფასი ავტომანქანები და სხვა ნაგავი, აიშენეს სასახლეები და დაანგრიეს წარმოება.

ზარალის დონე ალბათ დაუთვლელია, სამაგიეროდ ფორბსის მილიარდერთა სია სულ უფრო და უფრო სქელდება, ჩინოვნიკთა სახლები და გარაჟები ბუკვალურად სავსეა ნაღდი ფულით. და ამის შემდეგ, იდიოტები ფიქრობენ, რომ მათი უბედურების მიზეზია ვინც გინდა იყოს, ოღონდ არა მათ თავზე მჯდომი "მამები" და "დემოკრატები"...

იდიოდებს ძარცვავენ ისინი, ვინც მაღლა ზის ოღონდ იდიოტები მათ ვერ ამჩნევენ, რადგან განზე იყურებიან, დამნაშავეებს მეზობლებში ეძებენ. ეს აზრი ყველგან ერთნაირია, გინდ რუსეთში იყოს იგი და გინდ უკრაინაში... მეოთხედი საუკუნეა იდიოტებს უხარიათ, რომ ერთმანეთისგან დაცალკევებით ცხოვრობენ, თუმცა ამან ვერ გადაწყვიტა მათი პრობლემები; პირიქით, გაჩნდა უფრო მეტიც, რომლებიც ადრე არ იყო...



2. ლიბერალ-იდიოტიზმი


განსაკუთრებულად ბრიყვ იდიოტებს უხარიათ ის, რომ დადგა თავისუფლება და შეიძლება აკეთო ყველაფერი, რაც კი გსურს. ამიტომაც ქვეყნიდან მიაქვთ მილიარდები, ყიდულობენ პონტომობილებს, აშენებენ ფეშენებელურ სასახლეებს...

იდიოტებს მისცეს სიტყვის თავისუფლება და ისინიც ხარობენ, თუმცა, ზემოთ მათ არავინ უსმენს. პირიქით, თვითონ უსმენენ მათ თავზე მდჯომარეებს, უსმენენ რასაც ეუბნებიან, და იოტისოდენა ყურადღებასაც კი არ აქცევენ იმას, თუ რა ხდება ქვემოთ.

იდიოტებს მისცეს შესაძლებლობა იყონ უმუშევრები და ისინიც ხარობენ, თუმცა ქვეყანაში უკვე ფიქსირდება მილიონობით უმუშევარი, რადგან უმუშევრობის უფლებას მოსდევს უფლება არ უზრუნველყო ადამიანი სამუშაო ადგილით.

ყველა უფლებითა და თავისუფლებით უპირველეს ყოვლისა სარგებლობს მთავრობა, ხელისუფლება და ელიტა, ხოლო ხალხს ამ თავისუფლებისგან ერგება მხოლოდ ნამუსრევი, რომელიც არანაირად არ ახდენს მოყენებული ზიანის კომპენსირებას. საბოლოო ბალანსი ხალხისთვის გახლავთ მკვეთრად უარყოფითი, დადებითი ბალანსი აქვს მხოლოდ ელიტას. მაგრამ იდიოტებს ეს არ ესმით, მათ ველურებივით უხარიათ თავისუფლად ლაპარაკი, გინება, ბილწსიტყვაობა, სხვებზე ჭორაობა, უმუშევრობა და დასვენება თურქეთში.



3. დემოკრატიული იდიოტიზმი


ნახევარი საუკუნეა იდიოტები დადიან არჩევნებზე, მაგრამ ეკითხებიან საკუთარ თავს: ერთხელ მაინც მოახერხეს იმ მთავრობის არჩევა, რომელიც შეაჩერებდა ქვეყნის ძარცვა? ვერა, ვერ მოახერხეს.

ვინც აირჩიეთ ისინი არიან თუ არა ის ადამიანები, რომლის არჩევა გსურდათ? არა? მაშინ კვლავ რატომ გაიმარჯვეს? რატომ იმარჯვებენ უკვე მერამდენე ათწლეულია ისინი, რომლებზეც არც ეგზიტპოლების მონაცემები მოქმედებს და არც საარჩევნო ყუთებში ჩაყრილი ბიულეტენები? საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ქვეყანა მიყვანილია ეკონომიკურ კრიზისამდე, მაგრამ იდიოტები ყოველ არჩევნებზე განუზომლად ხარობენ, თუმცა გაუგებარია რისთვის? მხოლოდ იმისთვის, რომ აირჩიეს დეპუტატები, რომლებიც ღებულობენ "იმუნიტეტს", მაღალ ხელფასებს და პენსიებს, სამსახურში (ანუ პარლამენტში) კი არ დადიან... და არც წინათ დადიოდნენ... ხოლო ვინც დადიოდა მუშაობდა არა ხალხის, არამედ უცხოელი "ბოსების" დაკვეთით...

ქვეყანაში ყოველწლიურად ირჩევენ ახალ პრეზიდენტს, მაგრამ როგორ დაეხმარა ეს ქვეყანას განვითარებაში? აირჩიეს ერთი, რომელმაც იმედები ვერ გაამართლა, მაშინ აირჩიეს მეორე, რომელმაც ასევე ვერ გაამართლა, მერე მესამე, რომელიც ასევე ვერ ამართლებს, და მეოთხეც... როდემდე? გახდა კი ჩვენი ცხოვრება ამდენი "არჩევნების" მერე უკეთესი?

ზოგიერთ ქვეყანაში, არჩევნები ღებულობს კომიკურ ხასიათს. ავიღოთ მაგალითად პუტინის არჩევნები. როგორ არის შესაძლებელი აირჩიო ის, ვინც შეუცვლელია, ვისაც ალტერნატივა არა აქვს? არანაკლები კომედიაა ის არჩევნები, სადაც ასეთი არჩევანი ვითომ არსებობს, - მაგრამ ძალიან მიზერული: სულ ორი პარტია... ხან ერთის მიერ დაგებულ ხაფანგში ხარ, ხან კიდევ - მეორისაში...


4. საბაზრო იდიოტიზმი


იდიოტებს ძალიან უყვართ საბაზრო ეკონომიკა. იწყებ ახსნა-განმარტებას, რომ დაგეგმარების გარეშე ვერც ერთი რთული პროექტი ვერ განხორციელდება და თანამედროვე ეკონომიკა ვერ იმუშავებს, - არა, არ ესმით. აი საბაზრო ეკონომიკა კარგია, დაგეგმარებითი კი - ცუდი. არადა ვერ ხვდებიან, რომ ამგვარი ეკონომიკა არსად არსებობს, ეკონომიკა ყველგან ზემოდან იმართება და საბაზრო ურთიერთობები დაქვემდებარებულია დაგეგმარებითს.

ამის ნათელი დასტურია ОПЕК-ის ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების შემცირება. რატომ ამცირებენ მოპოვებას? იმისთვის, რათა შეინარჩუნონ არსებული ფასები. აი თქვენი "ბაზარიც".

ბაზრის კანონებით ნავთობის მწარმოებლები უნდა ზრდიდნენ მოპოვებას, უნდა ახდენდნენ კონკურირებას და ნავთობის ფასი სულ უფრო უნდა ეცემოდეს, რამეთუ შეთავაზება აჭარბებს მოთხოვნილებას. მაგრამ მწარმოებლებს არ მოსწონთ ფასების ძლიერ დაცემა, ამიტომაც შეიკრიბნენ და მოილაპარაკეს შეემცირებინათ მოპოვება, რათა შეეზღუდათ შეთავაზება და მით შეენარჩუნებინათ ფასები. ეს არის ბაზრის ზემოდან მართვის საუკეთესო ნიმუში.

ხოლო მართვა ხორციელდება იმიტომ, რომ არსებობს ბიუჯეტები, რომლებიც იგეგმება, რომლებიც უნდა შეივსოს გეგმის შესაბამისად.

და საითაც გინდ გაიხედო ყველგან ბაზრებს აკონტროლებენ ზემოდან.

არა, უდავოდ კარგია საბაზრო ეკონომიკა...

სრული საბაზრო ეკონომიკა ჩვენში არსებობდა გასული საუკუნის 90-იან წლებში, მისი შედეგი გახდა სრული ქაოსი. შემდეგ იყო ГКО-ს ბაზარი, რომელმაც აღმოაცენა ფინანსური პირამიდა, რომელიც დაეცა. ამის შემდეგ ზემოთ რაღაც შეიგნეს და დაიწყეს დაგეგმარება, ამიტომაც მოხერხდა ეკონომიკის წამოწევა...

იგივე გზა აშშ-მაც გაიარა, ოღონდ ბევრად უფრო ადრე. დიდი დეპრესიის პერიოდში საბაზრო ეკონომიკა უკვე აღარ იყო საბაზრო, როგორც ეს ზოგიერთს ეჩვენება.

მაგრამ, ესმით კი ეს იდიოტებს?


5. სოციალ-იდიოტიზმი


იდიოტებს ძალზედ არ მოსწონთ სოციალიზმი, რადგან მაშინ ყოველს მოუწევს ინდივიდუალური შრომა და თავისი ჯაფით სარჩო-საბადებელის მოპოვება, წურბელები არავის სჭირდება. რამდენჯერ დამიმოწმეს მაგალითები, რომ თუ საქმეს მოვკიდებდი ხელს, ხელფასიც კარგი იქნებოდა. ვიღაც წერდა, რომ აგერ, ჩამოვიდა ადამიანი უცხოეთიდან, და ბევრი ფულიც მოიხვეჭა; ვიღაც წერდა, რომ რიგითი მუშები მაღალ გამომუშავებას ღებულობენ, და ა. შ.

ვიღაც ზის თავის აგარაკში, მუშაობს დაშორებით საერთაშორის IT-პროექტში, სადაც მის გარდა კიდევ ასობით ადამიანი მონაწილეობს მთელი მსოფლიოდან და ყველაფერი რიგზეა.

აი, მხოლოდ იდიოტებს არ ესმით, რომ შეუძლებელია ქვეყნის მთელი მოსახლეობა შეყარო ერთ ქალაქში და დაასაქმო საერთაშორისო IT-სექტორში. შეუძლებელია ყველა იყოს რიგითი მუშა პოტიომკინის იმ სოფლისა, სადაც ვითომცდა შესაშურ ანაზღაურებას ღებულობენ.

იდიოტები, რომლებიც მოეწყვნენ დედაქალაქში ან საერთაშორისო პროექტებში ახალი ვითარებისადმი ალღოს აღებისა და თბილად მოწყობის კარგი მაგალითებია. მაგრამ ასე თავისი ცხოვრება მოაწყო ქვეყნის 10%-მა, რა ვუყოთ დანარჩენს? სად წავიყვანოთ?

არ სჭირდება მსოფლიოს ამდენი IT-პროექტი, რათა დაასაქმონ მილიარდობით ადამიანი მთელ მსოფლიოში. ის პროექტებიც კი, რომლებიც ახლა კეთდება და ძალიან გადატვირთულია, ჩაიფუშა. ამ პროექტებში ყრიან ფულებს, მხოლოდ იმიტომ, რომ არ ჰყოფნით ინვესტირების სხვა ობიექტები. არც ნამდვილი პროგრამისტები ჰყავთ, უმეტესობა უბრალოდ ბრიყვი იდიოტია, რომელმაც მუშაობა ისწავლა "ჩაიდნებისთვის" გამიზნული წიგნებით, რომლებშიც წერია: "ვაკეთებთ საიტს 5 წუთში". და იდიოტებს სჯერათ ამისი.

იგივე ითქმის დიდ ქალაქებში სამუშაოდ ჩამოსულთა შესახებაც. მთელი ქვეყანა რომ დედაქალაქში შევტენოთ, აქ ცხოვრება კი არა სუნთქვაც კი გახდება შეუძლებელი.

მაგრამ იდიოტებს ეს არ ესმით. მთავარია მათ მოიწყვეს თავიანთი ცხოვრება და ფიქრობენ, ყველა დანარჩენიც ასე მოიწყობს თავის ყოფას. თუმცა კარგად იციან, რომ ყველა ადამიანის ასე კარგად მოწყობა შეუძლებელია.

ამიტომაც მოცემული ვითარებიდან არსებობს მხოლოდ ერთი ნორმალური გამოსავალი დაგეგმარება, ადრევე მოფიქრება იმისა, თუ რითი და როგორ იცხოვრებს მთლიანი მოსახლეობა, და არა რაღაც მისი მეათედი თუ მეასედი ნაწილი.

სხვა გამოსავალია - ფაშიზმი, ანუ ზედმეტი ყბების ლიკვიდაცია, რომელიც ვერ ჩაეწერა "საბაზრო ეკონომიკაში". სხვათა შორის ხალხის მიერ არჩეული კანდიდატები ნამდვილი ფაშისტები არიან. რომ მოაგვარონ პლანეტის ან ქვეყნის მოსახლეობის 1/10-ის თავისუფლება და კარგი ცხოვრება, საჭიროა მისი 9/10-ის ექსპლუატირება ან ლიკვიდირება. აი პოლიტიკური ელიტის უმთავრესი საზრუნავი.

სხვათა შორის, ყოფილი საბჭოთა კავშირის მომხრეებსაც ჰყავს იდიოტების თავისი სახესხვაობანი, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ საბჭოთა კავშირში ყველაფერი კარგად იყო, სანამ არ მოვიდა გორბაჩოვი და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტების (მი-6, მოსადი, უცხოპლანეტელები) დახმარებით არ გაანადგურა იგი.

ქვეყანა, სადაც უმაღლესი პოსტი უკავია ქაღალდზე დაწერილი ტექსტის ძლივს წამკითხველ იდიოტს, რომელიც სხვისი დახმარების გარეშე ვერ დადის და ვერ მეტყველებს, და რომელსაც ფეხზე მდგომი ეთაყვანება მთელი პარტელიტა და იდიოტების მთელი არმია, შინაგანად განწირულია.

როგორ არის შესაძლებელი ქვეყანას ხელმძღვანელობდეს ჩლუნგი? ეს ხომ არანორმალურია! მაგრამ იგივე ფანატიკოსები (ან პარტიელები), რომლებიც დღეს პატრიოტულად გაჰკივიან, ამბობენ: "არა, ყველაფერი კარგად არის, მომავალი კი უკეთესი იქნება" (ან კიდევ: "ბოროტება წავა და სიკეთე მოვა").

აი, რატომ ვერ ვიმართებით წელში, რადგან მის მმართველ ელიტაში მოკალათებულნი არიან იდიოტები, რომლებიც ვერც სინამდვილეს ხედავენ და ვერც მანტრებს ამოფარებულთა ნამდვილ არსს... ასე არიან დღევანდელი იდიოტებიც, რომლებიც იმავე მანტრებს იმეორებენ, რომლებიც ცუდ რეალობას არის მოგლეჯილი...

ახალი სახელმწიფოს აშენება თუ გვსურს, რომელიც უფრო წარმატებული და პერსპექტიული იქნება, უნდა გავითვალისწინოთ იდიოტების კლასის არსებობა და მათი რიცხობრივი სიჭარბე საზოგადოებაში.

"ვისაც ყური აქვს სმენად ისმინენ!" (მარკ. 16:16).

გამგებმა გაიგოს!

მომზადებულია პუბლიკაციის "О современной социальной идиотии и главном ресурсе паразитирующей верхушки" მიხედვით.


წყარო: https://ss69100.livejournal.com/3548277.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню