ფსი-ფაქტორი - სულიერად დაავადებული ხელოვნება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > ფსი-ფაქტორი

სულიერად დაავადებული ხელოვნება

ფსიქიურად დაავადებულ ადამიანთა ნახატები

ფსიქიური აშლილობები

ნიჭიერი და სულიერად დაავადებული ადამიანები - ერთი მონეტის ორი მხარეა. ამაოდ კი არ უწოდებენ განსაკუთრებულ ადამიანებს გიჟებს და არანორმალურებს, ხოლო მხატვრებს, რომელთა ნახატები ვერ თავსდება საზოგადოდ მიღებულ ჩარჩოებში და მაყურებლისთვის გაუგებარი ხდება, ურჩევენ გაიარონ მედიკამენტოზური კურსი და ფსიქოთერაპია. რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრი ვაკრიტიკოთ და ვიწროდ მოაზროვნენი ვუწოდოთ ასეთ "მრჩეველებს", მაგრამ რაღაცაში ისინიც მართლები არიან. ამაში რომ დავრწმუნდეთ, ღირს შევხედოთ იმ სურათებს, რომლებსაც ფსიქონევროლოგიური კლინიკებისა და დისპანსერების პაციენტები ხატავენ.

სულიერად დაავადებულ ადამიანთა შემოქმედებაზე ბევრი დაწერილა. მრავალი ავლებს პარალელს მათ ხელოვნებასა და საყოველთაოდ ცნობილი მხატვრების: ბოსხის, დალისა თუ თანამედროვე სიურეალისტების ხელოვნებას შორის. და არცთუ შორს არიან ჭეშმარიტებისგან. როგორც ცნობილია, სალვატორ დალი ეპატაჟური გიჟი გახლდათ არასტანდარტული ქცევით და უცნაური რეაქციებით გარშემომყოფებზე. ხოლო შთაგონებისთვის ის ხშირად დადიოდა ფსიქიატრიულ სამკურნალო დაწესებულებებში, სადაც ათვალიერებდა პაციენტების სურათებს, რომლებიც თითქოსდა მისთვის აღებდნენ სხვა სამყაროს კარებს, რომელიც შორია მიწიერისგან, რეალური სამყაროსან.

ვან გოგის სულიერი ჯანმრთელობა ასევე კითხვის ქვეშაა, რადგან ყური ამაოდ როდი მოიკვნიტა. თუმცა, მისი სურათებით დღემდე აღფრთოვანებულები ვართ. შესაძლოა, გარკვეული დროის შემდეგ ასეთივე პოპულარული გახდება ფსიქონევროლოგიური დისპანსერის რომელიმე პაციენტის ნახატებიც, რომელთა ნამუშევრებს გავაცნობთ დღეს ჩვენს მკითხველს.








ფსიქონევროლოგიური დისპანსერის პაციენტთა ტილოები


ამ ტილოთა ავტორები - მძიმე და ხშირად ტრაგიკული ბედის მქონე ადამიანები არიან, ასეთივე მძიმე და ტრაგიკული დიაგნოზით. შიზოფრენია და მანიაკალური დეპრესია, ნევროზები და პიროვნების აშლილობანი, აკვიატებული მდგომარეობა და ალკოჰოლური ფსიქოზი, ნარკოტიკებითა და ძლიერმოქმედი მედიკამენტებით გამოწვეული შედეგები, - ეს ყოველივე ღრმა დაღს ასვამს პაციენტის პიროვნებას, არსებითად ამახინჯებს მის აზროვნება და სამყაროს ხედვას, რასაც სქემატური სურათების ან შემოქმედების სხვა ფორმების სახით გარეთ გამოტყორცნის. ამაოდ როდი მკურნალობენ სულიერად დაავადებულ ადამიანებს არტ-თერაპიის კურსით, ხოლო მათ შემოქმედებით ნამუშევრებს ინახავენ და ხშირად გამოფენენ მთელი მსოფლიოს მუზეუმებსა და გალერეებში.







ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში რუსეთში გაიხსნა სულიერად დაავადებულთა შემოქმედების პირველი (და ალბათ, ერთადერთი) მუზეუმი. დღეს მას მეურვეობს ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის კათედრა, და ადრინდელივით კარს უღებს ცნობისმოყვარე მნახველთ, ასევე იმათაც, ვინც დაინტერესებულია სიგიჟისა და ადამიანის გენიალურობის ფენომენით.

წყარო: http://www.kulturologia.ru/blogs/061112/17349

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню