პუბლიკაციები - ბაალის არკა - პორტალი მესიისთვის - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

რაბინის განმარტება: ბაალის არკა - პორტალი "მესიისთვის"

მსოფლიო პოლიტიკა

19.06.17.

იტალიაში, დიდი შვიდეულის (G 7) შეკრების წინ (ეს შეხვედრა შედგა 2017 წლის მაისში - რედ.), ერთი თვით ადრე აღმართეს არკა, რომელიც წარმოადგენს "მესიის" ეპოქის ან ახალი მსოფლიო წესრიგის დადგომის სიმბოლოს - აცხადებს თავის breakingisraelnews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რაბინი დანიელ ასური.



მისი აზრით ეს ორი მოვლენა, ანუ აპრილის თვეში პალმირას არკის გახსნა, რომელიც გახლავთ წარმართობისა და კერპთაყვანისმცემლობის სიმბოლო, და ასევე მაისის თვეში გამართული G 7-ის სამიტის კავშირი ღრმა და საიდუმლოდ ურთიერთდაკავშირებულია.


"ეს არკა აერთიანებს ყველა ელემენტს, რაც საჭიროა ახალი მსოფლიო წესრიგისთვის", - აცხადებს რაბინი დანიელ ასური, ჩასახვის პროცესში მყოფი სინედრიონის წევრი. "თუ დააკვირდებით, სად გაჩნდა ეს არკა და საითკენ არის მისი შემოსასვლელი მიმართული, თქვენთვის ცხადი გახეება: არკა მესიის შესახვედრად მომზადდა. საკითხი მხოლოდ ისაა, ვის მესიას ელოდება იგი?"

არკის სტრუქტურა წარმოადგენს რომის ცნობილი ტრიუმფალური არკის რეკონსტრუქციას, რომელიც სირიის პალმირაში ჩვ. წ.-ის მეორე საუკუნის დასაწყისში აშენდა. თავდაპირველად ის რომის ტაძრის წინ იდგა, იქ, სადაც წარმართები თაყვანს სცემდნენ მესოპოტამიის ღმერთ, ბელს, რომელიც ასევე ცნობილია ბაალის სახელწოდებით, ანუ იმ კერპს, რომელიც ბიბლიაში არაერთხელ არის ნახსენები.



ბაალის კერპი


პირვანდელი არკა 2015 წელს გაანადგურა ისლამის სახელმწიფომ, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ციფრული არქეოლოგიის ინსტიტუტმა 20 ფუტიანი სრულმასშტაბიანი რელიქვიის 3-D ბეჭდვის ტექნოლოგია გამოიყენა.





პალმირას არკა (პირვანდელი სახე. 2010 წ.)


იმ მომენტიდან არკამ დაიწყო მსოფლიო მოგზაურობა. ის ამშვენებდა მთელ რიგ ცერემონიალურ მოვლენებს, რომელთაგან თითოეული დაკავშირებული იყო ზესახელმწიფოებრივ სტრუქტურაში სახელმწიფოთა კონცენტრაციასთან, კერძოდ - ახალ მსოფლიო წესრიგთან.




პალმირას არკის ასლი ლონდონში


პალმირას არკის პირველი თანამედროვე გამოფენა შედგა ლონდონის ტრაფალგარის მოედანზე 2016 წლის აპრილში. ოფიციალურად ის დაუკავშირდა "იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კვირეულს", მაგრამ უცნაურად დაემთხვა 13-დღიანი პერიოდის დასაწყისს, რომელიც ოკულტიზმში ცნობილია "მხეცისადმი სისხლიანი მსხვერპლის შეწირვის" დღესასწაულად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ზეიმი მათთვის, ვინც ეთაყვანება "ღმერთ" ბაალს და, რომელიც ბავშვთა მსხვერპლშეწირვითა და ბისექსუალური ორგიებით აღინიშნება.


2016 წლის თებერვალში არკა კვლავ შეკრეს დუბაის მსოფლიო სამიტტთან დაკავშირებით, სადაც ის ამ მოვლენის ცენტრალური ელემენტი გახდა. და ეს კვლავ იყო მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერთა შეხვედრა პოლიტიკის მომავალი კურსის განსახილველად.

ხოლო ამჯამად, ამ ორიოდ თვის წინათ, არკა ფლორენციაში დააყენეს - G 7 ისტორიაში პირველი კულტურული სამიტის ფარგლებში. ეს შეხვედრა იყო ყოველწლიური სამიტის პრელუდია, რომელზეც მსოფლიოს შვიდი ძირითადი სახლემწიფოს ხელმძღვანელი შეიკრიბა. შვიდი პიროვნება, რომელიც წარმოადგენს გლობალური ფულის 64 %-ს ამასწინათ იტალიის ტაორმინში შეიკრიბა.



ტრიუმფალური არკა ფლორენციაში

რაბი ასური განმარტავს, რომ ეს არკა, როგორც კავშირი ბაალთან უკიდურესად მნიშვნელოვანია ახალი მსოფლიო წესრიგისთვის, ამიტომაც არის ის ასე მნიშვნელოვანი G 7-ის ოკულტურ ცერემონიებზე, რომელიც ელტვის მსოფლიო ბატონობას.

"ახალი მსოფლიო წესრიგი - ეს საერო, ათეისტური მოძრაობა კი არ არის, როგორც ფიქრობს ამას ზოგიერთი", -
ამბობს რებე ასური. "ახალი მსოფლიო წესრიგის უკან მდგომი ადამიანები ძალზედ რელიგიურები არიან. თავიანთ რწმენაში ისინი ერთმანეთს უხამებენ ბაალის თაყვანისცემას ეგვიპტურ "ღმერთ" ისიდას რწმენასთან, ასევე ღმერთის ჭეშმარიტ სახელთან. და მათ სურთ ამ ელემენტების გაერთიანება".





რაბინის თქმით, ინგლისში ჩატანილი არკა (განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში გაერო-ს მემკვიდრეობის კვირეულისთვის) უეჭველად ახალი მსოფლიო წესრიგის პროექტებს განეკუთვნება:

"იუნესკო-მ, როგორც ახალი მსოფლიო წესრიგის ნაწილმა, უნდა მოახდინოს ღმრთის ჭეშმარიტი სახელის უზურპირება", - ამბობს რაბინი ასური. "სწორედ ამ მიზნით ცდილობს იუნესკო შეცვალოს ტაძრის მთის სახელწოდება და ისტორია, რათა აკონტროლოს ებრაელთა ღმერთის პირველდაწყებითი სახელი. აი რატომ გააკეთეს მათ ყველაზე აბსურდული განცხადებები ისრაელის წმიდა ადგილებთან დაკავშირებით, მაგრამ ახალი მსოფლიო წესრიგის ძალა რეალურია, ამიტომაც არის ის წარმატებული, მიუხედავად მათი აშკარა სიცრუისა".


რაბინი ასური ასევე განმარტავს, რომ არკის როლი "მესიის" მოსვლის საქმეში მკაფიოდ არის აღწერილი თალმუდში, კერძოდ სანჰედრინის ტრაქტატში (78а).

კისმას ძის, რაბი იოსსიას მოწამეები ეკითხებოდნენ მას, რადგან აინტერესებდათ: "როდის გამოჩნდება დავითის ძე (მესია)?". და რებემ უპასუხა: "ვშიშობ, თქვენც ნიშანს ითხოვთ ჩემგან. და მათ დაარწმუნეს, რომ ისინი ამას არ იზამენ. მაშინ რაბიმ მათ უთხრა: "როდესაც ეს კარიბჭენი დაეცემა ისკვლავ აღდგება; შემდეგ კვლავ დაეცემა, კვლავ აღდგება და კვლავ დაეცემა". და სანამ ის მესამედ აღდგებოდეს მესიაც გამოჩნდება".




პატივდებული ებრაელი მეცნიერი რაში, შუასაუკუნეების დროინდელი რაბინი, რომელმაც თორას კანონიკური კომენტარები დაწერა, ასევე წერდა, რომ რაბინ იოსიას მიერ ნახსენები არკა, ეს იყო "რომის არკა რომის ქალაქში".


რაბინი ასური ამბობს, რომ როდესაც თალმუდი არწერს დაცემულ კარებს (კარიბჭეს), ეს არ ნიშნავს დეკონსტრუქციის წინასწარგანზრახულ აქტს, არამედ წარმოადგენს ბოროტების სიმბოლოს, რომელიც ზეიმობს მათზე, ვინც ჭეშმარიტ ღმერთს ემსახურება.


"უეჭველად, ეს არკა წარმოადგენს პორტალს ახალი მსოფლიო წესრიგისთვის, რომლის შესახებაც ლაპარაკობს თალმუდი. თუ ახალი მსოფლიო წესრიგი დამყარდება, მაშინ ისინი შეუდგებიან მსოფლიოს მართვას. მაგრამ თუ მოშაიხ ბენ დავიდი (მესია დავითის სახლიდან) გაივლის ამ პორტალს (ანუ ამ არკას), ის მათზეც და ახალ მსოფლიო წესრიგზეც გამეფდება"


წყარო: https://www.breakingisraelnews.com/88858/rabbi-warns-pagan-arch-end-days-gateway-will-walk/#1zT6L0AU6gwV3SJT.97

სურათი.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню