პუბლიკაციები - ჩიპირების წინა ეტაპი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

ჩიპირების წინა ეტაპი

ანუ ინოვაციური საბანკო ბარათი თქვენს ხელზე

ჩიპირება

ბეჭდები უკონტაქტო ანგარიშსწორებისთვის, რომელთაც გააჩნიათ ბარათ "Тройка"-(ეს ბარათი გამოიყენება ნებისმიერი სახის ტრანსპორტში - რედ.), გაყიდვაში შემოვა უკვე ოქტომბრის მეორე ნახევრიდან. კომპანია PayRing-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი ლაზარევმა განმარტა ეს გადაწყვეტილება. "ჩვენი თანამშრომლობა მოსკოვის მეტროპოლიტენთან გრძელდება.



ბეჭდების პირველი პარტია შემოვა ოქტომბრის მეორე ნახევარში. ჩვენ არ ვსაზღვრავთ პარტიის მოცულობას, მოწოდების პროცესი უწყვეტია, ისინი შეივსება ახალ-ახალი პარტიებით. თუ ბეჭდებზე მოთხოვნილება მაღალი იქნება, მოწოდების მოცულობას გავზრდით", - განაცხადა ს. ლაზარევმა.



კომპანია PayRing-მა მოსკოვის მეტროპოლიტენთან დადო ხელშეკრულება და აწარმოებს მუშაობას ბარათ "Тройка"-ს ბეჭედში ინტეგრაციის მიმართულებით, რომელიც შეიძლება ადამიანმა ატაროს თითზე. სატრანსპორტო გადაწყვეტილება თითზე ჩამოსაცმელი ბეჭედის შესახებ, რომლითაც შესაძლებელი იქნება გადახდა - მსოფლიოში პირველია. ბეჭდის ფუნქციონალი სატრანსპორტო ბარათ "Тройка"-ს ანალოგიური იქნება.




კომპანია PayRing-მა შექმნა გადასახადების ტექნოლოგია ელექტრონული ბეჭდის დახმარებით. მოწყობილობა შესაძლებლობას იძლევა გადახდები წარმოებულ იქნას უკონტაქტო ტერმინალებში და online-ში, ბეჭდის ნომრისა და სპეციალური კოდის გამოყენებით. კომპანიას გააჩნია პატენტი მოწყობილობის განსაკუთრებულ უფლებაზე რუსეთში.




წყარო: http://ryb.ru/2017/10/03/812681

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню