პუბლიკაციები - სატანის ეკლესიის საპროტესტო აქცია არკანზასის შტატში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

სატანის ეკლესიის საპროტესტო აქცია არკანზასის შტატში

(+ ვიდეო)

ცეცხლოვანი მთა

20.08.2018.

სატანის ეკლესიამ რელიგიური თავისუფლების სახელით არკანზასის შტატის (აშშ) კაპიტოლიუმის წინ ბაფომეტის ქანდაკება აღმართა.

სატანისტებმა მოითხოვეს ამ ტერიტორიიდან სხვა რელიგიური ძეგლის აღება (ეს არის ათი მცნების ძეგლი - "აპოკ". რედ.)
, ხოლო თავიანთი მიტინგის დროს მათ შტატის კაპიტოლიუმის წინ დადგეს ბაფომეტის ბრინჯაოს ქანდაკება.

სატანისტების პროტესტი მიმართული იყო ადრე, არკანზასის კაპიტოლიუმის წინ ათი მცნებისადმი მიძღვნილი ქანდაკების აღმართვის წინააღმდეგ. როგორც სატანის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს ძეგლი არღვევს ადამიანთა რელიგიური თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებებს. თავის მხრივ, ბაფომეტის ქანდაკება რქებითა და ფრთებით, რომლებსაც გვერდში უდგანან პატარა ბავშვები, თურმე წარმოადგენს რელიგიური ტოლერანტობის სიმბოლოს.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/0J2_1MKMBOs" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>

"თქვენ თუ გექნებათ საკუთარი რელიგიური ძეგლი, მაშინ მოგიწევთ სხვებსაც მისცეთ უფლება გახსნან თავიანთი რელიგიური ძეგლები. ხოლო თუ წინააღმდეგი ხართ - მაშინ არ დადგათ არავითარი რელიგიური ძეგლი", - განაცხადა სატანისტების მიტინგის ორგანიზატორმა.



უნდა
შევნიშნოთ, რომ მოგვიანებით სატანისტებმა გაიტანეს ბაფომეტის ქანდაკება, რადგან ნებისმიერი მონუმენტის დადგმა ამ შტატში სპეციალური ნებართვის გარეშე აკრძალულია.

2016 წელს სატანის ეკლესიამ ასევე დაადანაშაულა ხელისუფლება რელიგიური თავისუფლების დარღვევაში ემბრიონთა გამო. მათ გააპროტესტეს ადამიანთა ემბრიონების ნარჩენებისადმი დამოკიდებულება, რომლებიც აშშ-ს შტატ ტეხასში დაკანონდა. მაშინ ტეხასის სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულნი იყვნენ  დაემარხათ ან კრემირებაზე გაეგზავნათ ემბრიონები. სატანის ეკლესია მიიჩნევს, რომ ამგვარად ხელისუფლება სხვა ადამიანებს თავს ახვევს საკუთარ რელიგიურ შეხედულებებს
(როგორც ჩანს სატანისტები წინააღმდეგნი არიან ემბრიონთა დამარხვის ტრადიციულ-ქრისტიანული წესის - "აპოკ". რედ.).

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/0cQIuHuAmuU" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню