რელიგია - ანტიქრისტეს მონასტერი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

ანტიქრისტეს მონასტერი...

(+ ვიდეო)

მონასტერი

ქ. მინსკის „თეატრალურ-გასართობმა“ კომპლექსმა „წმიდა ელიზავეტას სახელობის დედათა მონასტერმა“ წარმოადგინა სასცენო ხელოვნების მორიგი შედევრი მუსიკალური კომედიის ჟანრში დეტექტიური სიუჟეტით, რომლის სახელწოდებაა „მოტვლეპილი მთის საიდუმლო, ანუ ლურჯი ფრინველი - 2“. ტრადიციით მსახიობებს შორის ფართოდ იყვნენ წარმოდგენილნი „კომპლექსის“ ბინადარნიც, რომლებიც თურმე გასაოცარ მუსიკალურ და სამსახიობო ტალანტებს ფლობენ.



ფოტოზე: სცენა ფიტო-ბარში „ბალახი სახლთან“





ფოტოზე: რა თქმა უნდა, შეუძლებელია ამგვარი სანახაობა ჩატარდეს რომის პაპის საყვარელი ტანგოს გარეშე. დადგმის სიუჟეტები, ისევე როგროც ადრინდელ სპექტაკლებში, გამსჭვალულია კრიმინალური ჟარგონით და გარყვნილი სცენებით.

„ყოფილი დედათა მონასტრის“ youtube არხზე განთავსებულია ამ ვიდეოს შემდეგი ანოტაცია:

„ყველანი სადღაც მიდიან, და რაღაცას ეძებენ!...“, - ამბობს ამ მუსიკალური სპექტაკლის ერთ-ერთი გმირი. დაიწყო რა გამოძიება დეტექტივის ჟანრში და რაღაც უჩვეულოსა და არაჩვეულებრივის ძიებაში, იქნებოდა ეს მატარებლის ვაგონი, თბომავლის გემბანი, სპროტ-მოედანი, ფიტო-ბარი თუ ბაიკონურის კოსმოდრომი, ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი მონაზონ იულიანია დენისოვას ხელმძღვანელობით ბოლოს და ბოლოს პოულობს იმას, რასაც ასე დიდხანს ეძებდა. და რას კერძოდ? ... ამას უეჭველად იხილავთ ამ წარმტაცი მოქმედების ბოლოში! მღერის ანსამბლი „მეტოქიონის საძმო“.



მაყურებელთა შორის იმყოფება „კომპლექსის“ სულიერი მოძღვარი და „შემოქმედებითი დაჯგუფების“ უმთავრესი ავტორიტეტი
დეკანოზი ანდრია ლემეშონოკი (ფოტოზე მარცხნივ).



შოუს დასასრულს დაჯგუფების „ნათლიმამა“ სცენაზე გამოვიდა
და თქვა: „საკვირველ არიან საქმენი შენნი, უფალო! სულ ცოტა ხნის წინ აქ არაფერი იყო, ახლა კი რას ვხედავთ? ძნელია იმის აღმოთქმა, რაც ახლა ხდება, დიახ, აქ, ამ მოტვლეპილ გორაკზე“, - ბრძანა მღვდელმსახურმა.

მამა ანდრიამ ყველაფერს, რაც კი იხილა „ღვთის სასწაული“ უწოდა და მაყურებელს „ლურჯი ფრინველის“ მესამე ნაწილსაც შეჰპირდა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ძმებსა და დებს დადგმული „მიუზიკლისთვის“. „მონასტრის ავტორიტეტისგან“ განსაკუთრებული ქება დაიმსახურა დედაო იულიანიამ, როგორც „ამ მოქმედების სულისჩამდგმელმა“.

დედაო იულიანიას (დენისოვა) გარდა, „მიუზიკლში“ მონაწილეობა მიიღეს მონასტრის ბინადრებმა: მონაზონმა იოანამ (პისკუნოვა) და მონაზონმა ელენამ (სტრაშნოვა), ოპერატორმა - მორჩილმა გალინა სოროკინამ, ვიდეო მონტაჟი კი დაამზადეს - მონაზონმა იულიანიამ (დენისოვა) და მორჩილმა გალინა სოროკინამ.

წყარო: http://3rm.info/main/69545-monastyr-antihrista-ranshe-takoe-bezobrazie-dazhe-trudno-bylo-sebe-predstavit-video.html

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/iXegtUyH5QI" frameborder="0" gesture="media" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню