რელიგია - ქრისტიანობა ქრება, არაქრისტიანული ევროპის პოზიციები კი ძლიერდება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

ქრისტიანობა ქრება, არაქრისტიანული ევროპის პოზიციები კი ძლიერდება

ახალგაზრდობა

ავტორი: ჰერიეტ შერვუდი (Harriet Sherwood)

ციფრები აჩვენებენ, რომ ევროპის 12 ქვეყანაში ახალგაზრდების უმეტესობას რწმენა არ გააჩნია, მათგან ყველაზე ნაკლებად რელიგიურები აღმოჩნდნენ ჩეხები.

გამოკვლევა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ თორმეტი ქვეყნის ახალგაზრდათა უმეტესობა საკუთარ თავს არ აიგივებს არც ერთ რელიგიურ სწავლებასთან, ევროპაში პოსტქრისტიანული საზოგადოების თანმიმდევრული მსვლელობის მკაფიო ილუსტრაცია გახლავთ.

16-დან 29 წლამდე ახალგაზრდების გამოკითხვამ აჩვენა, რომ ჩეხეთი ყველაზე ნაკლებად რელიგიური ქვეყანაა ევროპაში, ვიდრე სხვა დანარჩენი: მოცემული ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელთა 91%-მა აღიარა, რომ არ ეკუთვნის არც ერთ რელიგიას. ესტონეთის, შვედეთისა და ნიდერლანდების ახალგაზრდების დაახლოებით 70-80%-მა იგივე განაცხადა და აღიარეს, რომ არიან ურწმუნოები.

ევროპის ყველაზე რელიგიური ქვეყანა აღმოჩნდა პოლონეთი, სადაც ახალგაზრდების მხოლოდ 17% არ აიგივებს საკუთარ თავს რელიგიასთან, მას მოსდევს ლიტვა - 25%.

დიდ ბრიტანეთში ახალგაზრდების მხოლოდ 7% აღიარებს თავის მიმდევრობას ანგლიკანური ეკლესიისადმი, ხოლო 10% კათოლიკური ეკლესიისადმი. ახალგაზრდა მუსლიმები (6%) მალე გაუსწრებენ მათ, ვინც თავს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ეკლესიის ნაწილად მიიჩნევს.

ეს ციფრები გამოქვეყნდა ლონდონში, წმიდა მარიამის უნივერსიტეტის თეოლოგიისა და რელიგიის სოციოლოგიის პროფესორის სტივენ ბულივანტის (Stephen Bullivant) მოხსენებაში სახელწოდებით "ევროპის ახალგაზრდობა და რელიგია". ის ეფუძნება 2014-2016 წლების ევროპის სოციალური გამოკითხვის (ESS) მონაცემებს.

რელიგია "კვდება", ამბობს მეცნიერი. "ზოგიერთი გამონაკლისის გარდა ახალგაზრდები თავს არ აიგივებენ რელიგიასთან და არანაირ რწმენას არ აღიარებენ".

ეს ტრაექტორია, შესაძლოა კიდევ უფრო მკაფიო გახდეს. "ქრისტიანობა, როგორც ნორმა, ქრება, და, სავარაუდოდ, სამუდამოდაც - ან უკიდურეს შემთხვევაში, უახლოესი ასი წლით მაინც", - მიიჩნევს ბულივანტი.

მაგრამ, მისი თქმით, ქვეყნებს შორის არსებითი განსხვავება შეიმჩნევა. "მეზობელი ქვეყნები, რომლებიც ფლობენ მსგავს კულტურულ მემკვიდრეობას და ისტორიას, რელიგიის თვალსაზრისით შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებულ ვითარებაში იყონ".

ორი ყველაზე რელიგიური ქვეყანა, პოლონეთი და ლიტვა, და ორი ყველაზე ნაკლებად რელიგიური ქვეყანა - ჩეხეთი და ესტონეთი, პოსტკომუნისტურ ქვეყნებს წარმოადგენენ.

ტენდენცია, რომელიც ჩამოყალიბდა რელიგიურ კუთვნილებასთან მიმართებაში, მეორდება მაშინაც, როდესაც ახალგაზრდები ჰყვებიან მათ მიერ რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის შესახებ. მხოლოდ პოლონეთში, პორტუგალიასა და ირლანდიაში ახალგაზრდების 10%-ზე მეტი ამბობს, რომ ღვთისმსახურებას ესწრება არა უმცირეს კვირაში ერთხელ მაინც.

ჩეხეთში 70% აცხადებს, რომ ისინი არასოდეს დადიან ეკლესიაში ან რაიმე სხვა საკულტო ცერემონიებზე, ხოლო 80% აღიარებს, რომ არასოდეს ლოცულობს. დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ბელგიაში, ესპანეთსა და ნიდერლანდებში შესაბამისი მონაცემები მერყეობს 56%-დან 60%-მდე და 63%-დან 66%-მდე.

მათ შორის, ვინც თავს განაკუთვნებს კათოლიციზმს, შეიმჩნევა მიმდევრობის დონის დიდი გაფანტვა. ახალგაზრდა პოლონელთა 80% თავს კათოლიკედ მიიჩნევს, ამასთან მათი ნახევარი ღვთისმსახურებაზე დადის არა უმცირეს კვირაში ერთხელ. ლიტვაში, სადაც ახალგაზრდების 70% განაკუთვნებს კათოლიციზმს, ყოველკვირეულად მესაზე დადის მხოლოდ 5%.

ბულივანტის თქმით, მრავალი ახალგაზრდა ევროპელი "მიიღებს რა ნათლობას, ამის შემდეგ უკვე აღარასოდეს შედის ეკლესიაში. კულტურული და რელიგიური კუთვნილება უბრალოდ არ გადადის მშობლებიდან შვილებზე. პირიქით, რელიგიურობა იშლება მათი გულებიდან".

ციფრები, რომლებიც ეხება დიდ ბრიტანეთს, ნაწილობრივ აიხსნება ემიგრაციის დიდი დონით, ამატებს მეცნიერი. "ყოველი მეხუთე კათოლიკე ბრიტანელი დაბადებულია არა ბრიტანეთში".

"და ჩვენ ვიცით, რომ მუსლიმებში შობადობის დონე უფრო მეტია, ვიდრე მთლიანად მოსახლეობაში, თანაც მათში შეიმჩნევა რელიგიურობის უფრო მაღალი პროცენტი".

ბოლო 30 წლის განმავლობაში ირლანდიაში შეიმჩნევა რელიგიურობის მნიშვნელოვანი დაკლება, "მაგრამ დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ის მაინც საკმაოდ რელიგიურად გამოიყურება", ამბობს ბულივანტი.




"დღეს ევროპაში უკვე ნორმალური გახდა ის, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა თავს არცერთი რელიგიის მიმდევრად არ მიიჩნევს", და ის ნამდვილად რელიგიური და მცირე რაოდენობის ადამიანები დინების აღმა მოცურავე თევზებივით გამოიყურებიან".

"20 თუ 30 წლის შემდეგ დღეს გაბატონებული ეკლესიები უფრო ნაკლებნი იქნებიან, მაგრამ ის მცირედნიც, ვინც მათში დარჩებიან, უანგაროდ ერთგულნი იქნებიან თავიანთი რელიგიის".

წყარო: https://inosmi.ru/social/20180322/241782783.html


 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню