რელიგია - ჰიპ-ჰოპ მამაო - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

ჰიპ-ჰოპ მამაო...

ანუ

თანამედროვე რუსული ეკლესიის ტრაგედია

ჰიპ-ჰოპ მამაო

ავტორი: ვალერი პავლეს ძე ფილიმონოვი

2017 წლის 9 სექტემბერს რუსეთის საინფორმაციო სააგენტომ "Новости" (РИА Новости) განყოფილებაში "რელიგია" გამოაქვეყნა სტატია "წაიკითხე და შეინანე: რატომ მოჰკიდეს ხელი მართლმადიდებლებმა ჰიპ-ჰოპს" ("Зачитывай и кайся: зачем православные взялись за хип-хоп").

"რეპმა კიდევ ერთხელ გაიტაცა მილიონობით რუსი ახალგაზრდა. მიკროფონები, მუსიკა, რითმები - წარმატების რეცეპტი მინიმუმ ახალგაზრდებს შორის, მარტივია. განზე არც ეკლესია დარჩა. ყველაზე საინტერესო რეპ-მქადაგებლებზე და იმაზე, თუ რატომ მოჰკიდა ხელი რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რეპს". - აი ასეთი სიტყვებით იწყება ხსენებული სტატია.




"მღვდელი" მაქსიმ კურლენკო - "მართლმადიდებლური" ჰიპ-ჰოპის ამომავალი ვარსკვლავი


შემდეგ კი სტატიის ავტორი იწყებს თხრობას ეკლესიაში "რეპ-კულტურის" დანერგვის შესახებ და მას მიიჩნევს დადებით მოვლენად: "მღვდელ მაქსიმ კურლენკოსთვის, ჯვრისა და საცეცხლურის გარდა, "პროფესიონალურ ინსტრუმენტს წარმოადგენს მიკროფონიც. აი უკვე რამოდენიმე წელია უფლის მირქმის სახელობის ეკლესიის მოძღვარი სოფ. ჩერემუშიდან (ჩებოკსარის რ-ნი. ჩუვაშეთი) - ამ მხარის ნამდვილი პოპ-ვარსკვლავი გახდა.

ჩუვაშეთში მამა მაქსიმე ეკატერინბურგიდან ჩამოვიდა. იქ, ჯერ კიდევ ხარისხის მიღებამდე, ის იყო ჰიპ-ჰოპ ჯგუფის EK Playaz-ის შემსრულებელი და დიჯეი, რომლის ფსევდონიმი გახლდათ Dj Max. ახლა კი მას რეპის მოყვარულები იცნობენ სახელით MC Nastoyatel... (Nastoyatel, "ნასტოიატელ" რუსულიდან ნიშნავს მოძღვარს - რედ.). ამასთან ეპარქიის ხელმძღვანელობას მამაოს რეპით გატაცების საწინააღმდეგო არაფერი აქვს: აგვისტოში MC Nastoyatel-მა უკვე მეოთხე ალბომი გამოუშვა, სადაც, კერძოდ, გარეპილია მარინა ცვეტაევას ლექსები.

გასულ წელს ტრეკის "Старомоден" ("ძველმოდურია") შესახებ მასმედია ბევრს წერდა. საქმე იმაშია, რომ მამა მაქსიმემ ის დაწერა პროტესტანტ პასტორ მაქსიმ კრავცოვთან ერთად, რომელსაც რეპ-საზოგადოება მაქსიმ ლეჩტად (Максим Лечт) იცნობს. "ეს ყველაფერი უნიკალურია რელიგიური სამყაროსთვის უნიკალურია", - წერდა მაშინ მასმედია.




რა არის ბიტი (ინგლ.: Beat)? - "ეს არის როკ-მუსიკის ჟანრი, რომელიც დიდ ბრიტანეთში, 1960-იან წლებში ჩაისახა. ბიტ-მუსიკა წარმოადგენს როკ-ენ-როლის, დუ-ვოპის, სკიფლის, რიტმ-ენ-ბლუზისა და სოულის ნაზავს", - ნათქვამია ენციკლოპედიებში. ამგვარი მუსიკა რომ მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის სულზე უამრავი თქმულა და დაწერილა სასულიერო პირთა და სპეციალისტთა მიერ. ისინი აჩვენებენ დამანგრეველ ზემოქმედებას ადამიანის ფსიქიკაზე და ფიზიკურ მდგომარეობაზეც კი, ადამიანებს განაწყობს დაცემულ სულებთან ურთიერთობისთვის და ქვესკნელის ბნელში აგდებს ადამიანთა სულებს...

მიუხედავად ამისა, "მართლმადიდებლური რეპი", "მართლმადიდებლური ჰიპ-ჰოპი", "მართლმადიდებლური როკი" როგორც ქადაგების ახალი ფორმა შეიძლება ეკლესიის ნორმა გახდეს: ეს აზრი საკვანძოა ხსენებულ სტატიაში.

ისტორია, რა თქმა უნდა, არცთუ სახარბიელოა, მითუმეტეს, რომ მოტანილი ცნობა - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ვრცელი და მრავალი განცხადებებიდან, რომელიც ამ ბოლო დროს ოფიციალური ეკლესიის ცხოვრებაში შეიმჩნევა.




"ქრისტიანობა, როგორც სული, ამაოდ მშფოთვარე და წუთისოფლის სამსახურში მდგომი ბრბოსთვის უხილავად, მაგრამ სულიერ მღვიძარებაში მყოფი ადამიანებისთვის, მაგრამ საკმაოდ ხილულად შორდება კაცთა გარემოს..." წერდა ჯერ კიდევ 150 წლის წინათ ცნობილი ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი.

"ჩვენში თუ არ შეიცვლება აღზრდის ფორმები და საზოგადოების ჩვეულებები, ჭეშმარიტი ქრისტიანობა სულ უფრო და უფრო დაკნინდება, ბოლოს კი საერთოდ გაქრება; ქრისტიანული მხოლოდ სახელიღა შერჩებათ, ქრისტიანული სული კი აღარ ექნებათ. ყველაფერს წუთისოფლის სულისკვეთება აღავსებს", - წერდა ოდნავ მოგვიანებით ცნობილი მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული.

"ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური" (იოანე 18:36), - განაცხადა თავის დროზე თვით უფალმა ჩვენმა და მაცხოვარმა იესუ ქრისტემ. ეს არის სულიერი ცხოვრების კანონი ყოველი მართლმადიდებელი ადამიანისთვის.

"ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში" (1 იოანე. 2:15); "მემრუშენო, ნუთუ არ იცით, რომ ამ ქვეყნის სიყვარული მტრობაა ღვთისა? ამიტომ ვისაც სურს ამ ქვეყნის მოყვარე იყოს, ღვთის მტრად იქცევა" (იაკობი 4:4), - ასეთია ღმრთის წმიდა სულის სწავლება, რომელიც ქრისტიანებს მოციქულთა მეშვეობით გადმოეცათ.




ძალიან სამწუხაროა, როდესაც ეკლესია, რომელიც არის არაამქვეყნიური დაწესება, იწყებს წუთისოფლის კანონებით ცხოვრებას. მართლმადიდებლობა არ უნდა ეგებოდეს ფიანდაზად თანამედროვე მოდას, ზნეობას და ბოროტებაში მდებარე წუთისოფლის ჩვეულებებს.

რა არის წუთისოფლის სული? აი რას ბრძანებს ამის შესახებ პაისი მთაწმინდელი: "ჩვენი სულების ცხოვნების ყველაზე დიდი მტერი, თვით ეშმაკზე დიდიც კი, არის წუთისოფლის სული, რადგან ის სიამტკბილობით გვიზიდავს თავისკენ, მაგრამ ბოლოს ჩვენთვის მოაქვს მარადიული სიმწარე".

სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მართლმადიდებლობის გაუფასურების პერიოდში. ეს უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, თუმცა მრავალი ამას უკვე ვეღარ ამჩნევს ან არ უნდა შეამჩნიოს. რატომ? იმიტომ, რომ ცხოვრება წუთისოფლის სულისკვეთების მიხედვით ნორმა ხდება ქრისტეანად წოდებულთა შორის. "ასწავლიდა მათ და ამბობდა: განა დაწერილი არ არის, რომ ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება ყველა ხალხისთვის? თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი" (მარკ. 11:17). ვისზეა ეს ნათქვამი?


<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/IKspOUxtKWc" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

"ტაძარი - ეს ღვთის სახლია. ჩვენი ნამდვილი სახლი იმყოფება სამოთხეში. აქ გალობენ ძმები და დები. იქ - ანგელოზები და წმინდანები... თუკი, მივეახლებით რა რომელიმე ერისკაცის სახლს, კარებზე დავაკაკუნებტ, ფეხებს გავიწმენდთ და მოკრძალებით შევალთ მოყვასის სახლში, როგორ უფრო მოკრძალებით გვიხმს სიარული ღვთის სახლში, სადაც მსხვერპლად შეიწირება ქრისტეს უსისხლო მსხვერპლი?" - წერს პაისი მთაწმინდელი.



დღეს კი, თითქოსდა არაფერი ხდებაო, მრევლი გოგონების გუნდი პირდაპირ ამბიონიდან გალობს სამეუფო კარების წინ (!) და ასრულებს ცნობილი ჯაზმენის ლუის არმსტრონგის კომპოზიციას "Let My People Go". ტაძრის საკრალურ სივრცეში გამოდიან მოცეკვავეები, აკრობატები და ილუზიონისტები, მიმდინარეობს გასართობი კონკურსები და სხვა მსგავსი "ღონისძიებები". ახლა კი ჰიპ-ჰოპიც...

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/yIkJPdTDzzA" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

რას იტყოდნენ წმიდა მამები, ასეთი "მართლმადიდებლობა" რომ ეხილათ?

"წუთისოფლის სული თავისი წარყვნილი სწავლებებით ქრისტესთვის საძულველი სულია: ის არის ანტიქრისტეს სული. თავს ნუ მოიკატუნებთ და ამაოდ ნუ შეეცდებით შეუთავსოთ ქრისტეს სული წუთისოფლის სულს!" - ასე ამბობდა თეოფანე დაყუდებული და ამ სიტყვებით შეიძლებოდა შეგვეჯამებინა ზემოთნათქვამი, მაგრამ მოცემულ სტატიაში წამოჭრილი კითხვები ყველა მოვლენას როდი მოიცავს, რომელთა შესახებაც გვმართებს ხმამაღალი ლაპარაკი.

ღვთისმოსაობის დაკარგვა - ეს არის ჩვენი დროის საშინელი ნიშანი. განდგომილების ამ და სხვა საშიშ სიმპტომებზე ვისაუბრებთ მომდევნო სტატიებში.


წყარო: http://www.odigitria.by/2017/09/12/tragediya-sovremennoj-russkoj-cerkvi

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню