რელიგია - მოსკოვის საპატრიარქო აგრძელებს "ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს" დაფინანსებას - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > რელიგია
მოსკოვის საპატრიარქო აგრძელებს "ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს" დაფინანსებას
ეკუმენისტური მწვალებლობა
"ეკლესიათა მსოფლიო საბჭო"-მ (ემს) თავის საიტზე გამოაქვეყნა ყოველწლიური ფინანსური მოხსენება, რომელშიც დეტალურად გადმოსცა ანგარიში ბოლო 2018 წლის შემოსავლებსა და დანახარჯებზე. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი სახსრები საბჭომ დახარჯა გეგმიურ პროგრამებზე - 12,9 მლნ შვეიცარული ფრანკი, და საბჭოს ფუნქციონერების ხელფასებზე - 12,6 მლნ. ფრანკი. ეკუმენისტური დანახარჯების სიაში ლიდერთა შეცვლის ძირითადი მიზეზი (შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში ხელფასების სტატიას მყარად ეპყრა პირველი ადგილი) გახლავთ დიდი დანახარჯები ზეიმებზე, რომლებიც მიეძღვნა საბჭოს დაარსების 70 წლისთავს. ასე, მაგალითად, მარტო პაპის ვიზიტზე ჟენევაში, რომელიც საიუბილეო დღესასწაულობის ჩარჩოებში ჩატარდა, ემს-მ დახარჯა 356 ათასი შვეიცარიული ფრანკი! ამასთან აბსოლუტურ ციფრებში დანახარჯები მოსამსახურეთა ხელფასზე ასევე იზრდება: მოცემული სტატიის დანამატმა წელიწადში ასი ათას შვეიცარიულ ფრანკზე მეტი შეადგინა.

2018 წელს სულ საბჭომ დახარჯა 29,3 მლნ. ფრანკი, მაშინ როდესაც საერთო შემოსავალმა მხოლოდ 24,8 მლნ. შეადგინა, რომელთაგან 18 მლნ. მოდის მონაწილე "ეკლესიათა" უსასყიდლო შემოწირულობების ხარჯზე, მათ შორის საწევრო გადასახადებზე - 3,97 მლნ. ფრანკი. ყველაზე მეტი ემს-ს შესანახად სახსრები გაიღეს ევროპის ეკლესიებმა. მათ წილზე მოდის 14,4 მლნ. ფრანკი, ანუ საბჭოს მთელი შემოსავლის 58%. შემდეგ მოდიან ჩრდილოეთ ამერიკის ეკლესიები, რომლებმაც საერთო ხაზინაში 2,3 მლნ. ფრანკი შეიტანეს, და მსოფლიო ორგანიზაციები, როგორიცაა UNICEF, UNAIDS, "მსოფლიო სტუდენტური ქრისტიანული ფედერაცია" და სხვები, რომელთა ანგარიშზე საერთო ჯამში 827 ათასი ფრანკი მოდის.

გასულ წელს წამყვანი ეკუმენისტური ორგანიზაციის უმსხვილესი სპონსორები იყვნენ გერმანელი პროტესტანტები, რომლებმაც ემს-ზე 7 მლნ. ფრანკზე მეტი დახარჯეს, მათგან საქველმოქმედო ფონდმა "Brot für die Welt" ("პური მსოფლიოს") – 4,7 მლნ, გაერთიანებამ "ევანგელური მისია" – 1,5 მლნ., გერმანიის ევგანგელისტურმა ეკლესიამ - 1 მლნ. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შვედეთის ეკლესიამ - 1,5 მლნ და ნორვეგიის ეკუმენისტურმა ასოციაციამ - 463 ათასი ფრანკი. ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე დიდი დანახარჯები ეკუთვნის აშშს გაერთიანებულ მეთოდისტურ ეკლესიას (506 ათასი) და აშშ-ს პრესვიტერიანულ ეკლესიას - (502 ათასი). ამრიგად, მათ წილზე საერთო ჯამში მოდის ყველა შენატანის 55%, რომელიც განხორციელებულია ემს-ს მონაწილე ორგანიზაციების მიერ.

შემაშფოთებელია საბჭოში ამ "ეკლესიათა" ფინანსური დომინირების შენარჩუნება, რომლებმაც, პატრიარქ კირილეს მოსწრებული თქმით, უკვე დიდი ხანია გადასინჯეს "ფუნდამენტური ევანგელური ზნეობრივი პოზიციები ამა ქვეყნის ძლიერთა სასარგებლოდ". ასე, მაგალითად, ყველა ჩამოთვლილი პროტესტანტული ორგანიზაცია (ისევე როგორც ემს-ს მრავალი სხვა "ეკლესია") გამოდის ერთსქესიანთა კავშირებისა და სოდომიტური "სამღვდელოების" თანმიმდევრულ მომხრედ, როგორც საკუთარ სამშობლოში, ასევე მსოფლიო ფორუმებზეც.

რაც შეეხება ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს, გასული წლისთვის მათ ეკუმენისტური ორგანიზაციის ანგარიშზე მხოლოდ 65,1 ათასი ფრანკი შეიტანეს, რამაც მთელი შემოწირულობის ერთი პროცენტიც კი არ შეადგინა. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ემს-ზე დახარჯა 10 694 ფრანკი (ანუ დაახლ. 700 ათასი რუსული რუბლი), რითაც მცირედით ჩამორჩა იერუსალიმისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს, რომლებმაც შესაბამისად შეიტანეს 11 042 და 10 736 ფრანკი.

ემს-ს დონორების საერთომართლმადიდებლურ სიაში რუსეთის ეკლესიის გადაადგილებამ პირველიდან მესამე სტროფზე, ისევე როგორც საბჭოს შეფარდებითმა დანახარჯებმა საკუთარ ხელფასებზე, არ უნდა შეგვაცდინოს. 2012 წელთან შედარებით 2014 წელს ემს-ს ცენტრალურმა კომიტეტმა ამოცანად დაისახა საწევრო შესატანების გაზრდა 2-5%-ით წელიწადში. ბევრწილ ამით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ ბოლო 5 წელი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დანახარჯები ეკუმენისტური საბჭოს საწევრო გადასახადებზე მხოლოდ იზრდება (თითქმის 20%-ით: 8912 ფრანკიდან (2014 წელს)10 694 ფრანკამდე (2018 წელს)). ეს შენატანები მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

ემს-ს 2018-2021 წლების ფინანსური სტრატეგიის თანახმად, საწევრო გადასახადების მოცულობა უნდა გაიზარდოს 4 მლნ. ფრანკამდე (დღვანდელთან შედარებით 3, 97 მლნ.), რაც, უდავოდ, მხრებზე დააწვება რიგით მონაწილეებს. ამასთან არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ "2021 წლის სტრატეგიის" დასრულების შემდეგ საბჭოს ფუნქციონერები მოთოკავენ თავიანთ მადას, და საწევრო გადასახადებს კვლავ არ გაზრდიან.

ეკუმენისტური ლევიათანის გაუმაძღარ მუცელში გრძელდება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახსრების გადადინება, რომლებიც ხვდება ჟენეველი ჩინოვნიკების ხელში ან მათ დღესასწაულებზე იხარჯება. ასე, მაგალითად, გასულ წელს რუსეთმა გადაიხადა რომის პონტიფიკოსის შესაძლო მოგზაურობა შვეიცარიაში! არის თუ არა ეს საეკლესიო სახსრების ღირსეული დანახარჯი? უკეთესი არ იქნებოდა ის მიმართული ყოფილიყო სხვა, უფრო ღირსეულ საეკლესიო საქმეებზე (მოწყალება, მისიონერობა და სხვა)? არა აქვს მნიშვნელობა, რომ სახსრების საერთო მოცულობა არც ისე დიდია საეკლესიო ბიუჯეტთან ან ემს-ს ბიუჯეტთან შედარებით: აქ ნებისმიერ თანხას სიმბოლური მნიშვნელობა გააჩნია, რადგან ის აჩვენებს მონაწილეობას და მხარდაჭერას, რომელსაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია "ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს" უწევს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გამოსვლა ემს-ს ეკუმენისტურ-სოდომიტური ინტერნაციონალიდან (სადაც, რმე უღვთო ხელისუფლების ზეწოლით შევიდა 1961 წელს) ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. "ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა" (ფსალმ. 1:1).

წყარო: https://www.odigitria.by/2019/06/28/moskovskaya-patriarxiya-prodolzhila-sponsirovat-vsemirnyj-sovet-cerkvej/

TOP. GE
Назад к содержимому