რელიგია - პატრიარქ კირილეს მორიგი ეკუმენისტური დემარში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

პატრიარქ კირილეს მორიგი ეკუმენისტური დემარში

პატრიარქი კირილე

12.01.2018.

როგორც რუსული ინტერნეტ-წყაროები იუწყებიან რუსეთის პატრიარქმა კირილემ (გუნდიაევი) საშობაო ღვთისმსახურებაზე ლათინი (პაპისტი) მღვდლებიც მიიწვია. ერთ-ერთ საიტზე ვკითხულობთ: "ძვირფასო ძმანო და დანო! ჩვენი მართლმადიდებელი ერი უკვე იმდენად მიეჩვია ღმრთითგანდგომილ ცრუპატრიარქ კირილეს ეკუმენისტურ გამოხდომებს და იმას, რომ ყველგან დაეთრევა ჭეშმარიტების მტერ მწვალებლებთან ერთად, რომ ყურადღებას არც კი აქცევს მწვალებლობისა და ღმრთისმგმობელობის მორიგ გამოხდომებს გუნდიაევის მხრიდან.



ანტიქრისტეს მსახური - კირილე (გუნდიაევი), სპეციალურად აყენებს რუსეთში მთავარი ტაძრის - ქრისტე მაცხოვრის ტაძრის პირველ რიგებში მწვალებლებს, რათა კარგად გამოაჩინოს ისინი საშობაო ღვთისმსახურების სატელევიზიო რეპორტაჟებში, რომლებსაც რუსეთის ოფიციალური ტელეარხი დიდ და საუფლო დღესასწაულებზე მუდმივად აჩვენებს. ამას პატრ. კირილე გუნდიაევი იმისთვის აკეთებს, რომ სურს სხვებმაც მიბაძონ მის სულისწარმწყმედელ მაგალითს. და არიან ისეთებიც, რომლებიც მართლაც ბაძავენ მას და მისდევენ.





პაპისტი მღვდლები საშობაო წირვაზე ქრისტე მაცხოვრის ტაძარში (რუსეთი)


ანტიქრისტიანულმა ეკუმენიზმმა, დიდი ქალაქებიდან მოყოლებული სოფლების ჩათვლით, მთლიანად გაჟღინთა ჩვენი რუსული ეკლესია. ეპისკოპოსები და მღვდლები ტაძრებში, ლიტანიობებზე და პარაკლისებზე ამ მწვალებლებსაც მიათრევენ, საკუთარ თავსაც იღუპავენ და ნელთბილად განწყობილ ერსაც ღუპავენ. ღმერთო შეგვიწყალე! როგორ შეიძლება ამას გულგრილად უყურო?! განა მდუმარებით არ ვღალატობთ ღმერთს?!

ძმანო და დანო, ნუ დადუმდებით! ხოლო თუ არავინ გისმენთ, ნუ ივლით იმ ტაძრებში, სადაც ეკუმენისტები და ლაჩარი ეპისკოპოსები ან მღვდლები მსახურობენ, რომელთაც ყველაფერი კარგად ესმით, მაგრამ საერო კეთილდღეობისა და სიამტკბილობის გამო - დუმან. ითხოვეთ ძალი და მადლი ღვთისგან, რათა არ იაროთ იმ ტაძრებში, სადაც ღმერთსგანდგომილ კირილეს სახელს ახსენებენ. არ მიიღოთ მონაწილეობა ბნელეთის საქმეებში და საკუთარი სულები არ წარწყმიდოთ.

გაგაძლიეროთ უფალმა!"

წყარო: http://3rm.info/main/70042-bratya-v-satane-bogootstupnik-kirill-pritaschil-na-rozhdestvenskoe-bogosluzhenie-eretikov-latinyan-video.html

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/b9zZKQKWB2E" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню