რელიგია - პირველი საერთაშორისო სინაქსისი კრასნოდარში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

"არმომხსენიებელ" მართლმადიდებელ მღვდელთა

პირველი საერთაშორისო სინაქსისი კრასნოდარში

ათონელი ბერები

10.10.2017.

2017 წლის 4 ოქტომბერს ქ. კრასნოდარში (რუსეთი) შედგა ნიშანდობლივი მოვლენა. იქ გაიმართა სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიათა მღვდლების პირველი საერთაშორისო სინაქსისი (თათბირი), რომლებმაც შეწყვიტეს იმ თავიანთი მმართველი მღვდელმთავრების მოხსენიება, რომლებსაც ბრალს დებენ ეკკუმენიზმის მწვალებლობაში. ლაპარაკია კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების 15-ე კანონის მართლზომიერ გამოყენებაზე, რომელიც უფლებას აძლევს კლერიკოსებს არ აამაღლონ თავიანთი მმართველი ეპისკოპოსის სახელი ღვთისმსახურებაზე, თუკი, მღვდელმსახურთა აზრით, ეს ეპისკოპოსი არის მწვალებლობის აშკარა მიმდევარი, მაგრამ ამასთან ის ჯერ კიდევ კრებითად არ არის გაკიცხული.

კონსტანტინოპოლის 15-ე კანონის ლოგიკა ითვალისწინებს, რომ ამასთან კლერიკოსი არ გადადის სხვა იურისდიქციაში, არ ქმნის პარალელურ იერარქიას (ანუ არ ქმნის განხეთქილებას) და აპელირებს მთელი ადგილობრივი ეკლესიის კრებისადმი, რომელსაც კანონების მიხედვით ეკუთვნის მსჯავრის გამოტანის უფლება მოცემული იურისდიქციის ყველა ეპისკოპოსზე, მღვდელსა და ერისკაცზე.

"არმომხსენიებელთა" პრობლემა არ არის მარტივი როგორც დოგმატური, ასევე კანონიკური თვალსაზრისით, რადგან არსებობს აზრთა სხვაობა ღვთისმეტყველებსა და კომენტატორებს შორის იმ კრიტერიუმებზე, რომლების გამოყენებითაც კლერიკოსი ღებულობს გადაწყვეტილებას "შემოიზღუდოს თავი მწვალებლობისგან" ჯერ კიდევ კრებით განჩინებამდე.

"არმომხსენიებელი" მღვდლები მთელი რიგი ადგილობრივი ეკლესიებიდან, 15-ე კანონის გამოყენების უშუალო მიზეზად მიიჩნევენ თავიანთი ეპისკოპოსების მონაწილეობას ე. წ. კრეტას კრებაზე, რომელმაც მიიღო მთელი რიგი დოკუმენტები, რომლებიც საეჭვოა მართლმადიდებლური სწავლა-მოძღვრების თვალსაზრისით, ან დაუსწრებლად მოიწონა ამ კრების დადგენილებები.

რუსეთის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ე. წ. ჰავანის დეკლარაციაც, რომელსაც რომის პაპ ფრანცისკთან ერთად ხელი მოაწერა პატრიარქმა კირილემაც, ასევე იგულისხმება, რმე-ს მღვდელმთავართა კრების მიერ კრეტას დოკუმენტების პროექტის მოწონება 2016 წლის თებერვალში, რომლებიც ფორმალურად დღემდე არ არის გაუქმებული.

ადრე მსგავსი შეხვედრები ტარდებოდა მხოლოდ ერთი ადგილობრივი ეკლესიის ფარგლებში. კრასნოდარში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის მღვდელმსახურები, კერძოდ: რუსეთის, რუმინეთის, სერბეთის. მასში მონაწილეობდნენ ასევე ბერძნები ათონის მთიდან, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ გერონდა საბა ლავრიოტი.




გერონდა საბა ლავრიოტი - ათონის წმიდა მთაზე არსებულ "არმომხსენიებელთა" მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი


მონაწილეთა შორის შედგა საინტერესო და საკმაოდ შინაარსობრივი დისკუსია 15-ე კანონის გამოყენების ფაქიზ ნიუანსებთან დაკავშირებით. განსხვავებული აზრებისდა მიუხედავად სინაქსისის მონაწილეებმა ერთობა გამოამჟღავნეს მთავარში. ყველა მათგანი გადაჭრით გმობს ეკუმენიზმს, გამოდის განხეთქილების წინააღმდეგ და ეკლესიისთვის მთავარ საშიშროებას ხედავს მმართველი საეკლესიო ბიუროკრატიის პოზიციაში, რომელმაც მწვალებლებთან დაახლოებისკენ აიღო კურსი, სრულიად უგულებელყოფს მსოფლიო მართლმადიდებლობის სხვადასხვა იურისდიქციის წამყვან იერარქთა, მხცოვანთა და ღვთისმეტყველტა კრიტიკას.

მონაწილეები ასევე სოლიდარულები იყვნენ იმაში, რომ მოცემული შეხვედრა - მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი გზისა და ერთობლივი მოქმედებებისა, რომლის შედეგადაც უნდა შეიქმნას ეკუმენიზმისა და მისი მომხრე პოლიტიკის საწინააღმდეგო მძლავრი საერთაშორისო მოძრაობა.

წყარო: Аминь. SU.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню