რელიგია - რატომ დაუშვა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ მღვდლების მეორედ ქორწინების უფლება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

რატომ დაუშვა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ მღვდლების მეორედ ქორწინების უფლება

პატრ. ბართლომე

08.09.2018.

ათონის წმიდა მთის ბერები, რომლებიც კონსტანტინოპოლის საპატრიაროს იურისდიქციაში იმყოფებიან, ადრე უკიდურესად უკმაყოფილონი იყვნენ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსის ეკუმენისტური კონტაქტებით კათოლიკეებთან და სხვა მწვალებლებთან, მაგრამ, მის ამგვარ ქცევას ითმენდნენ. ახლა კონსტანტინოპოლმა ნება დართო ტაძრებში იმსახურონ მეორედ დაქორწინებულმა მღვდლებმა და ამ გადაწყვეტილებას შეიძლება წინ აღუდგეს მხოლოდ წმიდა მთა, რომელიც კანონიკური მართლმადიდებლური კონსერვატიზმის საყრდენად მიიჩნევა.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მრევლი ფაქტობრივად არ ჰყავს, ხოლო ის, რაც არის, შორს, აშშ-ში ან ევროპაში იმყოფება. ამიტომაც ნაკლებად მოსალოდნელია ამ გადაწყვეტილებამ რაიმე პროტესტი გამოიწვიოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მორწმუნეთა შორის.

ყველა ადგილობრივმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ეს სიახლე უარყო ჯერ კიდევ სრულიად მართლმადიდებელთა კრების მოსამზადებელ პერიოდში, როდესაც კონსტანტინოპოლი მას მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს სთავაზობდა. პატრიარქ ბართლომეოსისგან განსხვავებით, ადგილობრივ ეკლესიათა წინამძღვრების უმრავლესობას რეალური მრევლი ჰყავთ, და მათ კარგად ესმით, რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიღებამ, შესაძლოა, სამღვდელოებისადმი აღშფოთება და უნდობლობა გამოიწვიოს მორწმუნეთა შორის, ამიტომაც კატეგორიულად უარყოფენ ამგვარ შესაძლებლობას.

კიდევ ერთი ასპექტი, რომელმაც ხელი შეუწყო კონსტანტინოპოლს საკმაოდ მარტივად მიეღო ხსენებული გადაწყვეტილება, გახლავთ ის, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო განიცდის მღვდლების მძაფრ ნაკლებობას. ბერძნები - ეკლესიური ადამიანები არიან და საკმაოდ ღვთისმოშიშებიც, ამაოდ როდია მთელი ათონის მთა დასახლებული სწორედ ბერძნული მონაზვნობით, მაგრამ მათი რელიგიურობის გადაფასება თავის ძირითად მასაში მაინც არ ღირს. ამაზე მოწმობს საბერძნეთის ხელისუფლებაში ათეისტ ალექსის ციპრასის მოსვლა, რომელმაც არა მარტო გაიმარჯვა არჩევნებზე, არამედ, როგორც ჩანს, შეიძლება ხელისუფლებაში დიდი ხნითაც დარჩეს.

გარდა ამისა, საბერძნეთს თავისი ეკლესია აქვს, რომელიც "ელადის მართლმადიდებელ ეკლესიად" იწოდება, და ამიტომაც კონსტანტინოპოლს სერიოზული პრობლემები უჩნდება მღვდლობის კანდიდატებთან დაკავშირებით, რომლებიც იძულებულნი არიან საკმაოდ მოკრძალებულად იცხოვრონ აშშ-სა და ევროპაში. დაშორებულნი არიან რა თავიანთ ეპისკოპოსს, ისინი უფრო მარტივად გადადიან ზნეობრივი ნორმებისგან, რომელიც მღვდლებს არ ეკადრებათ.

ამგვარად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ასეთ სკანდალურ გადაწყვეტილებას იღებს, თავისი უფრო "ვირტუალური" საეკლესიო ცხოვრებიდან გამომდინარე, და არა იმიტომ, რომ პატრიარქი ბართლომე პრინციპული მოდერნისტია. თუმცა, სიმართლე ასევე მდგომარეობს იმაში, რომ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა უმრავლესობა თავისი, სრულიად სრულფასოვანი საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრობს და არ განიცდის იმ პრობლემებს, რომელიც კონსტანტინოპოლს გააჩნია. ამიტომაც პატრიარქმა ბართლომეოსი თავისი ამ სიახლეების გამო მალე შეიძლება სრულიად მარტო აღმოჩნდეს მართლმადიდებლურ სამყაროში.

შეგახსენებთ, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად მეორედ ქორწინების უფლება მღვდლებს აქვთ მხოლოდ ორ შემთხვევაში: 1. თუ მღვდელი დაქვრივდება ან 2. თუ მღვდელს ცოლი მიატოვებს ან გაეყრება.

საეკლესიო კანონების თანახმად, მღვდლს მხოლოდ ერთხელ აქვს დაქორწინების უფლება და ისიც ხარისხის მიღებამდე და არა მის შემდეგ. თუ მღვდელი მეუღლესთან ურთიერთობას ვერ აწესრიგებს, მან ან უქორწინებლობის (უბიწოების) აღთქმა უნდა დადოს, ბერად აღიკვეცოს და გააგრძელოს მსახურება, თუ არადა უნდა მიატოვოს მღვდლობა და მეორედ დაქორწინდეს.

მასალა მომზადებულია ინტერნეტ წყაროების მიხედვით:

http://www.odigitria.by/2018/09/06/pochemu-konstantinopolskij-patriarxat-razreshil-svyashhennikov-dvoezhyoncev/

http://www.odigitria.by/2018/09/06/konstantinopol-poshyol-po-puti-modernizma/

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню