რელიგია - ტაძარი - სასადილო მოსკოვის ცენტრში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

ტაძარი - სასადილო მოსკოვის ცენტრში

ტაძარი-სასადილო

რუსულ საიტებზე გამოჩნდა ოფიციალური "მართლმადიდებელი" ეკლესიის და მისი ეკუმენისტი პატრიარქის მამხილებელი მორიგი მასალები. რუსი ქრისტიანები უკვე სერიოზულად არიან შეშფოთებულნი მათ ქვეყანაში არსებული უსჯულოების პარპაშით. ქვემოთ წარმოდგენილი სურათები ამისი დასტურია.

საიტზე 3rm.info ვკითხულობთ: "ძვირფასო ძმანო და დანო! ვფიქრობდით, რომ უკვე ნანახი გვქონდა მკრეხელობების მთელი ის კალეიდოსკოპი, სანამდეც მიგორდნენ ჩვენი რუსული ეკლესიის სამღვდელოება და ეპისკოპატი. მაგრამ, არა...
ასეთი უმსგავსობა, თანაც მოსკოვის ცენტრში ჩვენთვის ძნელი წარმოსადგენი იყო. ტაძრის გადაქცევა სასადილოდ, თანაც მწვალებელი კათოლიკეების მონაწილეობით, - ეს არის ზღვარგადასული მკრეხელობა.  

მაინც, რატომ მოაწყობენ ჩვენი მღვდლები საქველმოქმედო ტრაპეზებს სადმე სასადილოებში? ამ სამრევლოთა წინამძღვრები თავს ვერ იმართლებენ იმითაც კი, რომ ისინი ღარიბები არიან და არენდის ფულს ვერ გადაიხდიან. თუმცა, ასეც რომ იყოს, ღვთის ტაძრის ასეთი შეურაცხყოფა - დაუშვებელია! ხომ შეეძლოთ ღატაკებისთვის უბრალოდ დაერიგებინათ საჩუქრები, და ისინიც იპოვიდნენ დასაჯდომ ადგილს. წმმ. კოზმან და დამიანეს ტაძარი ხომ მოსკოვის მერიის პირდაპირ მდებარეობს, ანუ მოსკოვის ცენტრში. ეს საკმაოდ მდიდარი სამრევლოა! ჩვენ ის გვინახავს და უშუალოდ დავრწმუნებულვართ ამაში.

ძმანო და დანო, იცით რატომ მოაწყვეს ეს ბალაგანი ტაძარში? იმიტომ, რომ მთავარი ეკუმენისტი და ღმერთსგანდგომილი ცრუპატრიარქი კირილე ბაძავს თავის სულიერ ძმებს - ღმრთითსაძაგელ დასავლელ ერეტიკოსებს, ლათინებს და პროტესტანტებს. ჩვენი უფლის იესუ ქრისტესა და მისი ყოვლადწმიდა დედის მტრები თავიანთ ქვეყნებში ყველაფერს კადრულობენ: ცეკვავენ "ტაძრებში", აწყობენ სპექტაკლებს, ჭამენ და სვამენ. და აი, უკვე ჩვენშიც, "მართლმადიდებელი" სამრევლოები და მონასტრები აქტიურად ბაძავენ თავიანთ დასავლელ მეგობრებს!"



ფოტოზე: კათოლიკური თემის სანდომიანი კლოუნესები მართლმადიდებლურ ტაძარში უსახლკაროებს ამხიარულებენ


7 იანვარს მოსკოვში, ერთდროულად ორ მართლმადიდებლურ ტაძარში, რომლებიც მოსკოვის საპატრიარქოს ეკუთვნის, კერძოდ: წმმ. კოზმან და დამიანეს (შუბინო. მოძღვარი დეკ. ალექსანდრე ბორისოვი. ქვემოთ ფოტოზე) და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მოეწყო საზეიმო საშობაო ტრაპეზი უსახლკაროთა და ყოველთა გაჭირვებულთათვის.



დღესასწაული მოაწყო "წმიდა ედიგის თემის მეგობართა" საქველმოქმედო ორგანიზაციამ, რომელიც წარმოადგენს რომში დაარსებულ გლობალისტურ და პაპისტურ-ეკუმენისტურ ორგანიზაციას.

ყოველი სტუმარი დღესასწაულზე მოდიოდა კერძო მოსაწვევით, რომელსაც წვეულებამდე ქალაქის ქუჩებში არიგებდნენ ვოლონტერები. მართლმადიდებლური ტაძრების შეურაცმხყოფელნი თავს ევლებოდნენ ყოველ მოწვეულს, სვამდნენ ლამაზად სერვირებულ მაგიდასთან, რომელსაც უსხდნენ არა მარტო უსახლკარო და გაჭირვებული ადამიანები, არამედ კათოლიკე ვოლონტერები, და აქვე, ყოველ მაგიდასთან, თმაგაშლილ ქალიშვილთა საზოგადოებაში იმართებოდა საუბრები. მოწვეულნი იყვნენ ასევე მუსიკალური კოლექტივები.













წყარო: http://3rm.info/main/70054-my-dumali-chto-videli-vse-no-net-hram-harchevnya-v-centre-moskvy.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню