რელიგია - ვატიკანი მსოფლიო კრების ჩასატარებლად ემზადება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > რელიგია
ვატიკანი მსოფლიო კრების ჩასატარებლად ემზადება
ვატიკანი და მსოფლიო კრება
12.12.2019

გასულ ორშაბათს (2019 წ. 9 დეკემბერს), РИА Новости-ს ოფისში ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე რუსეთში სამოციქულო ნუნციის წარმომანდგენელმა, არქიეპისკოპოსმა ჩელესტინო მილიორემ განაცხადა, რომ ვატიკანი ფიქრობს მსოფლიო ქრისტიანული კრების ჩატარებააზე და ყოველ ღონეს იხმარს ამ მიზნის განსახორციელებლად.

"ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიო კრება შედგება, მაგრამ ის ვიღაცამ უნდა მოიწვიოს და, ეს ვიღაცა ერთი ადამიანი უნდა იყოს, რომელიც მას მოიწვევს", - განაცხადა მან, როდესაც პასუხს აძლევდა ჟურნალისტებს იმის შესახებ, არის თუ არა შესაძლებელი თანამედროვე პირობებში მსოფლიო კრების ჩატარება ქრისტიანობის ყველა კონფესიის მონაწილეობით.

მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტიანობის ისტორიაში აღიარებს მხოლოდ შვიდ მსოფლიო კრებას, რომლებიც IV-VIII საუკუნეებში ჩატარდა. კრებებს იწვევდნენ ეკლესიის ცხოვრების ყველაზე რთულ ისტორიულ პერიოდებში, მათი დადგენილებანი სავალდებულო იყო ყველა ქრისტიანისთვის.

XI ს-ში,"დიდი სქიზმის" შემდეგ, როდესაც ერთმანეთს განეყვნენ დასავლეთის (კათოლიკური) და აღმოსავლეთის (მართლმადიდებლური) ეკლესიები, მსოფლიო კრებები აღარავის მოუწვევია.

რომაულ-კათოლიკური ეკლესია, შვიდის ნაცვლად, აღიარებს 20-ზე მეტ მსოფლიო კრებას - მათ შორის იმ კრებებსაც, რომლებიც დასავლეთის ეკლესიასი უკვე დიდი განხეთქილების შემდეგ იქნა მოწვეული.

ეკლესიათშორისი ურთიერთობების სფეროს სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამჟამად კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მიისწრაფვის გააფორმოს უნია რომაულ-კათოლიკურ ეკლესიასთნ. კერძოდ, ამა წლის მარტში მოსკოვის კონფერენციაზე წარდგენილ იქნა ათონის ბინადართა მხცოვან პაისი კარეოტისისა და ბერ ეპიფანე კაპსალიოტისის მოხსენებები, რომლებშიც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ კონსტანტინოპოლმა და რომმა თითქოსდა უკვე შეათანხმეს იურისდიქციათა მართვის საკითხები, რომლებიც ფაქტობრივ მოქმედებას დაიწყებენ გამაერთიანებელი მსოფლიო კრების შემდეგ.

ადრე ამგვარი კრების ჩატარების შესაძლებლობაზე მსჯელობდნენ კონსტანტინოპოლის დღევანდელი პატრიარქი ბართლომე და რომის პაპი ფრანცისკი. ამგვარი კრების ჩატარება სავარაუდოდ დაგეგმილია 2025 წელს, ნიკეის პირველი მსოფლიო კრების (325 წ.) ჩატარებიდან 1000 წლისთავზე. ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიებში, საზოგადოდ, მხარს არ უჭერენ ამ მოქმედებას, რადგან ქრისტიანულ კონფესიებს შორის ძირითადი სარწმუნოებრივი განსხვავებები დაძლეული არ არის.

წყარო: РИА Новости

TOP. GE
Назад к содержимому