სატანიზმი - კვახის მხიარული დღესასწაული halloween - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

უსჯულოება > სატანიზმი

კვახის მხიარული დღესასწაული Halloween

Satanuri dgesaswaulebi

დადგა დრო, როდესაც საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობთ, აღფრთოვანებით ეგებება Halloween-ის "დღესასწაულს". მაგრამ ყველამ როდი უწყის, თუ რას წარმოადგენს იგი, როგორია მისი წარმომავლობა და არსი და რატომ არის ის ქრისტიანობის საწინააღმდეგო ტრადიცია.

Halloween-ის ზეიმობა გაჩნდა ინგლისის, ირლანდიისა და ჩრდილოეთ საფრანგეთის (გალიის) კელტურ ტომებში, ქრისტიანობამდელ ეპოქაში. რადგან წარმართები იყვნენ, კელტებს სწამდათ, რომ სიცოცხლე იშვება სიკვდილისგან. "ახალი" წლის დასაწყისი და საერთოდ ახალ ცხოვრებას ისინი აღნიშნავდნენ გვიან შემოდგომით, ღამით 31 ოქტომბრიდან 1 ოქტომბრის განთიადამდე, როდესაც იწყებოდა სიცივის, სიბნელისა და სიკვდილის ჟამი.

Satanuri dgesaswaulebi

ამ ღამეს ისინი ადიდებდნენ წარმართულ ღმერთს სამაინს, რომელსაც ისინი სიკვდილის მბრძანებლად მიიჩნევდნენ. "საახალწლო ზეიმობის" წინადღეს დრუიდები (კელტი მოგვები) აქრობდნენ კერიას, ცეცხლს, კოცონებს, სანთლებს. მომდევნო დღის საღამოს ისინი ანთებდნენ უზარმაზარ კოცონს, რომელზეც სრულდებოდა ბნელეთისა და სიკვდილის თავადისადმი მსხვერპლშეწირვა.

Satanuri dgesaswaulebi

დრუიდებს სწამდათ, რომ თუ სამაინი კმაყოფილი დარჩებოდა მისდამი ერთგულების გამომხატველი სამსხვერპლო შესაწირით, ის ნებას მისცემდა გარდაცვლილთა სულებს ამ ღამეს სწვეოდნენ საკუთარ სახლებს. აქედან იღებს სათავეს წარმართულ სამყაროში დამკვიდრებული ჩვეულება Halloween-ის ღამეს იხეტიალონ გარეთ მოჩვენებათა, ჯადოქართა და ყოველგვარ სხვა სულთა გრიმებითა და კოსტიუმებით, რომლებიც საიქიო სამყაროსთან და უწმინდურ ძალასთან ურთიერთობის სიმბოლოს წარმოადგენენ.

Satanuri dgesaswaulebi

წარმართული კულტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ასევე "გართობა" Trick-or-Treat (ინგლ. "უსიამოვნება ან გამასპინძლება"; გაიგება ასევე როგორც "ან სული ან ფული" "აპოკ" რედ.) ეს არის სამაინის სამსახურში მყოფი ბნელი ძალებისადმი შესაწირის მიძღვნის რიტუალიზირებული აქტი. მიიჩნეოდა, რომ გარდაცვლილთა სულები, რომლებიც დამკვიდრდნენ ბნელეთის, სიცივისა და სიკვდილის სამეფოში, ცოცხალთა სამყაროში დაბრუნების დროს განიცდიდნენ დაუოკებელ შიმშილს. ამიტომაც წარმართი კელტები ამზადებდნენ საჭმელს ბნელში მოხეტიალე სულებისთვის, რადგან სწამდათ, რომ თუ მათ არ დააკმაყოფილებდნენ სანოვაგით, ადამიანებს თავს დაატყდებოდათ სამაინის რისხვა და წყევლა.

Satanuri dgesaswaulebi

აი როგორია ამ წარმართული დღესასწაულის ჭეშმარიტი აზრი. სრულიად ცხადია, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას ამგვარ "ზეიმობებში", რადგან ეს არის კერპთაყვანისმცემლობის პირდაპირი გამოხატულება, ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, მართლმადიდებლური ეკლესიისადმი ღალატი. როდესაც ადამიანები მონაწილეობას იღებენ ისეთ რიტუალებში, სადაც ისინი თამაშობენ მიცვალებულთა და მოჩვენებათა როლებს, ღამის სიბნელეში გარეთ დაეხეტებიან და საჭმელ-სასმელს ითხოვენ ან არიგებენ, ამით ისინი, ნებით თუ უნებლიედ, გამოხატავენ მიცვალებულებთან ურთიერთობის სურვილს, რომელთა მბრძანებელი არის არა სამაინი, არამედ თვით სატანა. მზაკვარი, რომელიც აუმხედრდა უფალ ღმერთს. ტკბილეულობის დარიგებით, ისინი არა მარტო კანფეტებს ურიგებენ უბიწო ბავშვებს, არამედ აძლევენ მათ საჩუქარს სამაინის, მაშასადამე, სატანის პატივსაცემად.

_______________

ჩვენი შენიშვნა: სტატიის ავტორი გულისხმობს იმ წარმართულ, არაქრისტიანულ სამყაროს რომელშიც იშვა ეს დღესასწაული. აქ ასევე იგულისხმება ის, რაზეც სტატიის ავტორს ალბათ მართებდა ყურადღების გამახვილება და უფრო დაკონკრეტება. კერძოდ, არსებობს მიცვალებულთა სულების გამოძახების ან სულებთან კონტაქტის დამყარების ოკულტური რიტუალები, წეს-ჩვეულებები და ტრადიციები (მ. შ. ჰელოუინიც). სინამდვილეში, მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, მიცვალებულებთან კონტაქტის დამყარება შეუძლებელია, რადგან ისინი გარდაცვალების შემდეგ იმკვიდრებენ ღმრთისგან განწესებულ ადგილს მეორედ მოსვლამდე, რათა საუკუნო სამსჯავროზე მოხდეს მათი საბოლოო განსჯა. ამიტომაც, "მიცვალებულთა" სულების გამოძახება სინამდვილეში წარმოადგენს დემონებთან დაკონტაქტების მცდელობას, მათი გამოძახების სურვილს. ასევე, ნებისმიერი ტრადიცია, რომლის შინაარსშიც ჩადებულია "მიცვალებულებთან" მსგავსი კონტაქტის სურვილი, სინამდვილეში ისევ დემონებთან კონტაქტის სურვილის გამოხატულებაა და სხვა არაფერი. დემონთა ბელადი კი სატანაა. სტატიის ავტორი ამ ადგილას აღნიშნავს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც ზეიმობენ ჰელოუინს და გამოხატავენ მიცვალებულებთან ვითომ კონტაქტის სურვილს, სინამდვილეში იწვევენ დემონებს, მათ უკმევენ გუნდრუკს, რადგან საიქიოზე სწორი წარმოდგენა  არ გააჩნიათ. რის გამოც ამგვარი ტრადიციით (ნებსით თუ უნებლიედ) იმავე ოკულტურ შეხედულებას გამოხატავენ, რომელიც წინამდებარე შენიშვნაში უკვე აღინიშნა.

_______________


არსებობს სხვა ჩვეულებებიც, რომლებიც ასევე ეხებიან Наlloween-ს და რომლისგანაც შორს გვმართებს დგომა. მაგალითად, ყოველგვარი მკითხაობანი, წინასწარმეტყველებანი, ჯადოქრობანი და შელოცვანი; ან კიდევ ჩვეულება, როდესაც გარეთ ეზოში ან სახლის შესასვლელთან გამოფენენ კვახს (გოგრას) მასზე ამოჭრილი საშინელი სახით, რომელშიც იდგმება სანთელი და რომელსაც კანდლიან ჯეკს (Jack O
Lantern) უწოდებენ.

Satanuri dgesaswaulebi

კვახში (გოგრაში) (ძველ დროს სხვა ბოსტნეულსაც იყენებდნენ) მიჰქონდათ "ახალი" ცეცხლი "წმიდა" კოცონიდან, ხოლო გოგრაზე ამოტვიფრული სიფათი წარმოადგენდა მიცვალებულთა სახეს. ასეთი "წმიდა სანთელი", რომელიც მთელი ღამე ანათებს", წარმოადგენს მაცხოვრისა და მისი წმინდანების წინაშე დანთებული წმიდა კანდლის დემონურ გარდასახვას, მის დაცინვას. ვინც მსგავსი "მხიარულ"-სახეებიანი კვახებით "ამშვენებს" საკუთარ სახლს, ის უკვე მონაწილეობს სიკვდილის წარმართულ "დღესასწაულში".

ადრექრისტიანული ეკლესიის წმიდა მამები, რომელიც იმ დროს მკაცრად მართლმადიდებლური იყო, ცდილობდნენ წინააღმდეგობა გაეწიათ კელტების ამ ტრადიციისთვის და ამავე დღეს ყველა წმიდათა ქრისტიანული დღესასწაული დააწესეს (აღმოსავლეთის ეკლესიაში ყველა წმიდათა ხსენება აღესრულება სულთმოფენობის პირველ კვირას). ყველა წმიდათა დღესასწაულიდან მომდინარეობს სიტყვა Halloween-იც, ანუ Аll Hallows
Even, რაც "ყველა წმიდათა წინადღეს" ნიშნავს. დროთა განმავლობაში ეს სიტყვა შემოკლდა გამოთქმამდე Hallow EEn. სამწუხაროდ, უცოდინრობის თუ უმეცრების გამო, ადამიანებმა ზეიმობას, რომელსაც (დასავლეთში) ყველა წმიდათა დღესასწაულთან ერთად აღნიშნავენ, შეცდომით უწოდეს Halloween.

ეკლესიის მცდელობა დაეთრგუნა ანტიქრისტიანულად განწყობილ ადამიანთა წარმართული ზეიმობა კიდევ უფრო გააფთრებულ მოშურნეობას აწყდებოდა ამ ღამეს. მრავალი ანტიეკლესიურად განწყობილი ადამიანი ბილწავდა და დასცინოდა ქრისტიანულ ღვთისმსახურებას, იმოსებოდა ჩონჩხებგამოხატული სამოსელით, რაც ეკლესიის მიერ პატივდებულ წმიდა ნაწილთა დაცინვას წარმოადგენს, მოპარული ჯვრები და თვით წმ. ნაწილებიც კი მკრეხელური რიტუალებისთვის გამოიყენებოდა.

მოწყალების გამოთხოვა გადაიქცა ქრისტიანთა სისტემატურ დევნულებად, რომლებსაც თავიანთი რწმენის გამო არ შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ დღესასწაულში, რომელიც ეძღვნებოდა ბნელეთისა და სიკვდილის თავადს.

დასავლეთის საზოგადოების მიდრეკილება ამ წარმართული დღესასწაულისადმი მეტყველებს იმაზე, რომ დასავლური ეკლესიის მცდელობა შეეცვალა წარმართული ზეიმობა და წარმართული მსოფლმხედველობა ქრისტიანულით წარუმატებელი გამოდგა. მაგრამ წარმართული კულტი, რომელიც ასე ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ რწმენას, ასე მყარად რატომ დამკვიდრდა მრავალ ქრისტიანთა შორის? ყოველივე ამის მიზეზი უპირველეს ყოვლისა მდგომარეობს სულიერ აპათიასა და ქრისტიანთა მოდუნებაში, რომლებსაც უხვად ჰკვებავენ უღმერთობით, ათეიზმით და ღმრთისგანდგომილებით.

Satanuri dgesaswaulebi

საზოგადოება, რომელიც გვარწმუნებს, რომ Halloween-ი და მისი მსგავსი "დღესასწაულები", მიუხედავად მათი წარმართული წარმომავლობისა და კერპთაყვანისმცემლური არსისა, უწყინარია, უვნებელია და არ გააჩნია დიდი მნიშვნელობა, ძირს უთხრის ჩვენს სულიერ საფუძვლებს, ხელს უწყობს მცირედმორწმუნეობისა და ათეიზმის გავრცელებას.

Halloween-ის "დღესასწაული" ძირს უთხრის წმ. ეკლესიის საფუძვლებს, რომელიც დამტკიცებულია მოწამეთა სისხლზე, რომლებიც უარს ამბობდნენ არა თუ კერპთადმი მსახურებაზე, არამედ იოტისოდენა პატივისცემის გამოხატვაზეც მათ მიმართ. წმ. ეკლესიამ მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავოს მსგავსი მოვლენების წინააღმდეგ, რადგან ქრისტე მაცხოვარმა გვამცნო, რომ უფალი ღმერთი ყოველი ჩვენი ქმედების, საქციელისა და რწმენის მსაჯულია და, რომ ჩვენი საქმეები შეიძლება მეტყველებდნენ ან "ღმრთის სასარგებლოდ" ან "ღმრთის საწინააღმდეგოდ". საშუალო, "ნეიტრალური" გზა არ არსებობს.

დღეს ჩვენ მოწმენი ვხდებით სატანური კულტის ჩასახვისა. 1 ნოემბრის ღამეს აღესრულება სატანური "მსახურებანი", არსებობს ცნობები იმისა, რომ სატანის მსახურები იტაცებენ პატარა ბავშვებს და მათ სატანას მსხვერპლად სწირავენ. დღეს სატანისტები უკვე მართლმადიდებელ ღვთისმსახურთა რიტუალურ მკვლელობებზე არიან გადასულნი, როგორც ეს არაერთხელ მოხდა კალიფორნიის შტატში... სატანა ყველგან აბამს თავის ქსელს, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოისათხევლოს. საგაზეთო ჯიხურები სავსეა მასალებით სპირიტიზმზე, ზებუნებრივ ძალებზე, სეანსებზე, წინასწარმეტყველებებზე და ყოველგვარ ქმედებებზე, რომლებსაც ადამიანებს შთააგონებენ დემონები. ყველა ეს საქმე სატანას ემსახურება, რადგან ისინი მომდინარეობენ არა სულიწმიდისგან, არამედ დაცემული ანგელოზისგან.

Satanuri dgesaswaulebi

წყარო: https://pravoslavie.ru/609.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню