სატანიზმი - სატანიზმი - სიკვდილის რელიგია - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

უსჯულოება > სატანიზმი

სატანიზმი - სიკვდილის რელიგია

სატანური სექტები

სატანიზმზე ასობით წიგნი და ათასობით სტატიაა დაწერილი. პრაქტიკულად ყველა მათგანი გმობს მათ მსოფლმხედველობას და ეშმაკის მიმდევართა ქცევას. ამას თუ დავამატებთ სისხლის სამართლის საქმეთა უთვალავ ტომებს, ცხადი გახდება, რომ არც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს არ შეუძლია თავისთვის აირჩიოს მსგავსი რწმენა. მიუხედავად ამისა, სატანიზმის მომხრეთა რაოდენობა არა თუ კლებულობს, არამედ, პირიქით, მატულობს - მათ შორის რუსეთშიც.



რა ამოძრავებთ ასეთ ადამიანებს? რატომ გახდა მათი ცხოვრების კრედო ბნელ ძალთა განდიდება?


26 სახელი


სატანიზმის ფესვები უძველეს რელიგიებშია, სადაც განსაკუთრებულად იყო პატივდებული სასტიკი ღმერთების თაყვანისცემა. ჩვენს დრომდე ბოროტი საწყისის კულტი შენარჩუნდა ბუდისტებსა და სინტოისტებში, ასევე ინდოეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ზოგიერთ რელიგიურ მიმართულებაში. სატანის კონკრეტული ხატება ჩამოყალიბდა იუდაიზმში - მისგან კი გადავიდა ქრისტიანობაში.

ბიბლიაში სატანა (ივრითიდან თარგმანში ნიშნავს "მოწინააღმდეგეს") მოხსენიებულია 200-ჯერ და აქვს 26 სახელწოდება, რომელთაგან ყოველი მათგანი ასახავს მისი არსების ამა თუ იმ მხარეს: ბელზებელი (ბნელეთის მეუფე), ბელიარი (მზაკვარების სული), ლუციფერი (ნათელმოსილი) და სხვა.




გუსტავ დორე: ლუციფერის დაცემა


მაგრამ სატანის აღიარება ორიდან (ღმერთის გარდა) ერთ მსოფლიო საწყისად ევროპაში მხოლოდ შუასაუკუნეებში მოხდა. პირველად ტამპლიერთა ორდენის რაინდებმა, რომლებიც, ჯვაროსნულ ომებში მონაწილეობდნენ, ეს იდეა აღმოსავლეთის მცხოვრებლებიდან გადმოიტანეს. XIV ს-ის დასაწყისში ორდენის წევრები დააპატიმრეს და ინკვიზიციის სასამართლოს გადასცეს. მაგრამ ორპოლარული სამყაროს იდეა, სადაც ეშმაკი თუ უფრო მძლავრი არა, უკიდურეს შემთხვევაში ღვთის თანასწორად მაინც არის აღიარებული, ბევრმა მცირე თუ დიდმა სექტამ შეითვისა.

დროთა განმავლობაში სატანიზმი შეიჭრა თავადაზნაურთა წრეში, მისი მიმდევრები ამახინჯებდნენ ქრისტიანულ წყაროებს - კერძოდ, თავისებურად განმარტავდნენ ბიბლიას: თუ ღმერთს შეეწირება უსისხლო მსხვერპლი, ეშმაკისთვის მსხვერპლი სისხლიანი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამ დასკვნამ გამოიწვია ისეთი სატანური რიტუალის დაფუძნება, როგორიც არის შავი მესა.

ამ ტრადიციის მიხედვით, მესა უნდა ჩატარებულიყო ღამით, დანგრეულ ტაძარში და მის დროს უნდა წაეკითხათ ბიბლია, ოღონდ უკუღმა. მესის დასრულების შემდეგ უმაღლეს ქურუმს სატანისთვის უნდა შეეწირა ადამიანური მსხვერპლი ან საკურთხეველზე აღესრულებინა სექსუალური აქტი ქალთან.


კინო და მუსიკა


XIX საუკუნისთვის სატანურმა სექტებმა პრაქტიკულად შეწყვიტა არსებობა. ჯადოქრობის, უწმიდური ძალებისა და შავი მესის თემები მხოლოდ ლიტერატურულ შემოქმედებაში დარჩა და მხატვრულ გამონაგონად აღიქმებოდა. მაგრამ ეს მიმართულება 1966 წელს კვლავ აღორძინა, როდესაც ვალპურგას ღამეს, რომელსაც 30 აპრილიდან 1 მაისის ღამეს აღნიშნავენ, ამერიკელმა ანტონ შანდორ ლავეიმ (ნამდვილი სახელი - ჰოვარდ სტენტონ ლევი, 1930-1997) სან-ფრანცისკოში "სატანის ეკლესიის" ოფიციალურად დაფუძნება, ხოლო მის მეთაურად საკუთარი თავი გამოაცხადა. მანვე დაწერა "სატანური ბიბლია", რომლის ფილოსოფიაა ნეტარების ძიება, რომელიც სამყაროში, ოფიციალური ეკლესიის სწავლებით, მხოლოდ ეშმაკის მეშვეობით შემოდის. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ახალი დროების სატანიზმის დაფუძნებასა და აღორძინებაში უდიდესი როლი ითამაშა მხატვრულმა ფილმმა "ჩემი დემონური ძმის გაღვიძებამ" (1969 წ.), სადაც ლავეიმ სატანის როლი ითამაშა.




ანტონ ლავეი


"სატანის ბიბლია" ქადაგებს ნებისმიერი ავტორიტეტისა და მორალის უარყოფას. ხოლო რადგან მსგავსი ამბოხი ჩვეულებრივ ახასიათებს მოზარდებს, სატანურმა იდეოლოგიამ პირველ რიგში ახალგაზრდებს მოუწოდა და წარმატებითაც. 1980-იან წლებში სატანური სუბკულტურის განვითარებას ხელი შეუწყო იმ დროს პოპულარულმა მუსიკალურმა მიმართულებამ "ბლექ მეტალმა" (ჯგუფVenom-ის 1982 წელს გამოშვებული ალბომის Black Metal-ის სახელწოდების მიხედვით). მას ახასიათებს ინსტრუმენტების მძაფრი და პირქუში ჟღერადობა, მელოდიის მონტონურობა და სხვა მუსიკალური თავისებურებები, რომელიც ქმნის აგრესიულ განწყობას. მაგრამ მასში მთავარია არა მუსიკა - არამედ სიმღერების ტექსტები, რომელთა თემატიკა სავსეა ქრისტიანობის უარყოფით, მისი შეურაცხყოფით და სატანის განდიდებით.




მუსიკოსთა სცენური სახეები, რომლებიც მსგავს სიმღერებს ასრულებენ, ასეთია: გრძელი თმები, ტყავის ტანისამოსი ჯაჭვებითა და ლურსმნებით, და რაც ყველაზე მთავარია - აუცილებელი სატანური სიმბოლიკა. სწორედ ასეთი გარეგნობა ახასიათებთ სატანისტებს.




სკანდინავიური სატანური ბლექ-მეტალ ბენდი Gorgoroth


მაისურები, რომლებზეც თხის თავია გამოსახული რუსეთში 1970-იან წლებში გაჩნდა. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ამჟამად რუსეთში 100-ზე მეტი სატანური სექტაა. მათი მეთაურები არიან არა მარტო მამაკაცები, არამედ ქალებიც, რადგან, უწმინდური ძალის ადეპტთა რწმენით, ქალი უფრო ახლოსაა ეშმაკთან, ვიდრე კაცი.




სამართალდამცავ ორგანოთა ცნობით, თანამედროვე სატანური ორგანიზაციების საქმიანობა რუსეთში სულ უფრო აგრესიულ და საშიშ ხასიათს ღებულობს. გარდა მოზარდებისა და ახალგაზრდებისა, სატანურ სექტებში (საიდუმლო ხელმძღვანელების სახით) შედიან პოლიტიკური და ბიზნეს-ელიტის წარმომადგენლებიც, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ რიტუალებში. ასეთი შეხვედრები ჩვეულებისამებრ ხდება საიდუმლო ოთახებში, დარაბებს მიღმა.

სატანიზმი ვნებებისა და ცოდვის მოყვარულებს იზიდავს იმით, რომ აჰყავს ეს ყოველივე რელიგიის რანგში - და, შედეგად, ცოდვას სათნოებად მიიჩნევს.

მეორე მხრივ, თვით ტოტალიტარული სექტების ხელმძღვანელები დაბეჯითებით მიილტვიან რუსეთის საზოგადოების ელიტარულ წრეებში, განსაკუთრებით პოლიტიკურ დონეზე, რათა კიდევ უფრო გაამყარონ თავიანთი პირადი ძალაუფლება. არაფორმალური კულტურის მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს სატანური მოძრაობის აქტიურობა შეიმჩნევა უმაღლეს სასწავლებლებში და ახალგაზრდულ კლუბებში. ბროშურები და გაზეთები პოსტულატებით "სატანის ეკლესია" მასობრივი ტირაჟით იბეჭდება და ვრცელდება სრულიად თავისუფლად, ისევე როგორც სატანიზმის სიმბოლიკის მქონე პროდუქცია: მაისურები, ბეჭდები, კულონები, სამაჯურები და სხვა.

ყველაზე გავრცელებული სიმბოლოები, რომელსაც სატანისტები იყენებენ, გახლავთ გადმობრუნებული პენტაგრამები (სწორი ხუთქიმიანი ვარსკვლავი, რომლის ორი სხივი მიმართულია ზემოთ) და გადმობრუნებული ჯვარი, ექვსქიმიანი ვარსკვლავი, მხეცის (ანტიქრისტეს) რიცხვი 666, ორთავიანი გველი, თხის თავი და სვასტიკა (ბოლო დროს შეიმჩნევა სატანიზმის შერწყმა ნეონაციზმთან).


შავი მესა რუსულად

არცთუ იშვიათად სატანისტები ახერხებენ თავიანთი საკულტო ნაგებობების მოწყობას, რომელთაც ისინი "ტაძარს" უწოდებენ. აქ ისინი ასრულებენ რიტუალურ მოქმედებებს - მათ შორის ცოცხალი არსებების მსხვერპლშეწირვას და მათ მასხრად აგდებას. რუსეთის სატანისტები შავ მესას წელიწადში რამოდენიმეჯერ ატარებენ: 15 თებერვალს ღამით (მირქმა), და 1 მაისს ღამით (ვალპურგას ღამე), ასევე 7 ივნისს ღამით (ივან კუპალას წინადღე). სატანისტების საყვარელი ჟამია აგრეთვე ყოველი სავსემთვარეობის ღამე.



ჩვეულებისამებრ ასეთი მესა იწყება ნული საათიდან და გრძელდება დილის ოთხ საათამდე. მისი ჩატარების მკაცრი წესები არ არსებობს, მაგრამ ბევრი რიტუალი შეესაბამება კანონებს, რომლებიც შეიმუშავა ანტონ ლავეიმ, და სრულდება ე. წ. დაცული წრის შიგნით (ორი  ერთმანეთში ჩახაზული წრე, რომელთა შორისაც გამოსახავენ სატანიზმის სიმბოლოებს). ამ წრეში წევს ტიტველი ქალი, რომელსაც ხელში შავი სანთლები უჭირავს. მის მუცელზე დგამენ შარდით ან სისხლით სავსე თასს. რიტუალურ წესებში შედი შავი მოსასხამები კაპიუშონებით სახის დასაფარად, ასევე ზარი, მახვილი, გადმობრუნებული ქრისტიანული ჯვარი და სხვა.

ეშმაკის თაყვანისმცემელთა კულტის საფუძველია მსხვერპლშეწირვა, ამ მიმართებით, ყველაზე საუკეთესო მსხვერპლად ითვლება ის, ვინც ებრძვის სატანისტებს ან ხელს უშლის მათ. ნამდვილი მსხვერპლის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნას მისი ხატება: თოჯინა, ფოტოსურათი, ნახატი, რომელზეც შემდეგ სრულება რიტუალური მოქმედება. მსხვერპლად არცთუ ხშირად შეიწირებიან ცხოველები, რომელთა წამება სექტის წევრებს გარყვნილ და არაადამიანურ სიხარულს ანიჭებს. მსხვერპლის სისხლს ასხამენ თასში და სვამენ, როგორც "ზიარებას".

წევრთა შორის მჭიდრო კავშირების გასამყარებლად სექტები ამ თასებში ამატებენ საკუთარი სისხლის წვეთებსაც, მასაც სვამენ, ხოლო ნარჩენებით იატაკზე ხატავენ პენტაგრამას.





რიტუალური მკვლელობები


როგორც რუსეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს მუშაკები იუწყებიან, მძიმე დანაშაულობების ჩასადენად (თვით მკვლელობამდე - როგორც საწესჩვეულებო, ასევე დაშინების ან შურისძიების მიზნით) სატანისტები იყენებენ ფსიქიკურად ავადმყოფ ადამიანებს, რათა ამით ჩრდილში დარჩნენ და თავი აარიდონ პასუხისმგებლობას. მოსკოვის ერთ-ერთი სატანური სექტის "თვითმკვლელთა კლუბის" წარმომადგენლები რეგულარულად დადიოდნენ საავადმყოფოებში, ესაუბრებოდნენ წარუმატებელი სუიციდის მსხვერპლთ და მათი მემკვიდრეობის სანაცვლოდ ადვილ და სასიამოვნო სიკვდილს სთავაზობდნენ. სატანისტთა აქციებს შორის ცნობილია რიტუალური მკვლელობებიც. აი მხოლოდ რამოდენიმე ფაქტი. 1990-1993 წლებში "ეშმაკის ორდენის" ხაბაროვსკელმა ადეპტებმა ჩაიდინეს მთელი რიგი რიტუალური მკვლელობები, რომელთა შესრულებაზე პასუხისმგებლობა აიღო ვინმე სატანისტმა პროხოროვმა. 1993 წელს, აღდგომის დღესასწაულზე, კალუგის ოლქში მდებარე ოპტის უდაბნოში სატანისტმა ავერინმა მოჰკლა სამი მართლმადიდებელი ბერი. 1995 წელს კანსკეში (კრასნოიარსკის მხრე) სატანისტებმა აღასრულეს 16 წლის გოგონას რიტუალური მკვლელობა. 200-2002 წლებში სატანისტებმა ჩაიდინეს რიტუალური მკვლელობები ჩელიაბინსკის ოლქის ქ. კოპეისკში.




2006 წელს პავლოვის პოსადში სამართალდამცავებმა გახსნეს მკვლელობა, რომელიც ეშმაკის ორმა თაყვანისმცემელმა და სატანური შეხედულებების მიმდევარმა ახალგაზრდამ აღასრულა. 2008 წელს იაროსლავში რვა სატანისტმა რიტუალურად მოჰკლა ოთხი მოზარდი და ეს გახსნილ დანაშაულობათა მხოლოდ უმცირესი ნაწილია.

სისხლის სამართლის საქმეებში სატანისტების მოქმედებებში ფიგურირებს არა მარტო მკვლელობები, არამედ ადამიანთა მოტაცებებიც, მცირეწლოვანთა გახრწნები, გაუპატიურებები, საფლავებისა და ტაძრების შებილწვანი, ცხოველებზე სადისტური მოქმედებები, ნარკოტიკების გავრცელება, ასევე იძულება ჰომოსექსუალიზმისადმი და სხვა.

ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ძნელია იმისი დაჯერება, რომ მრავალრიცხოვანი სატანური სექტები - ჩვენი დღეების რეალობაა. მაგრამ ეს ფაქტია, რომელსაც უკვე ითვალისწინებენ სამართალდამცავი ორგანოები არამოტივირებული მკვლელობების გახსნისა და ადამიანთა, მათ შორის ახალშობილთა დაკარგვის შემთხვევებში.

წყარო: http://nlo-mir.ru/mistika/37528-satanizm-religija-smerti.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню