"ნეტარ არს, რომელი იკითხვიდეს და რომელნი ისმენდენ სიტყუათა ამის წინაწარმეტყუელებისათა და დაიმარხონ, რაჲ-იგი მას შინა წერილ არს, რამეთუ ჟამი ახლოს არს" (გამოცხ 1:3).
"იცი ნიშნები ანტიქრისტესი?! - დაუყოვნებლივ აუწყე ყველას!"
წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.)
"ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!" (გამოცხ. 22:20)
ანტიქრისტე ქრისტეანის ქურქში. პრინცი უილიამი
საინტერესო ვერსია
რედაქციისგან: საყოველთაოდ ცნობილია როგორი გაცხოველებული განსჯაა ინტერნეტში ანტიქრისტეს ბეჭდის, ქრისტეს მეორედ მოსვლისა და სხვა აპოკალიფსური ნიშნების გარშემო. ცხადია, მრავალი მათგანი შორსაა მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და თვალსაზრისისგან, ზოგი ყურადღებას იმსახურებს, ზოგი კი უბრალოდ საინტერესო ვერსიას წარმოადგენს. მსგავსი მსჯელობა შეიმჩნევა თვით ანტიქრისტეს პიროვნების გარშემოც: ზოგი ბარაკ ობამას მიიჩნევს ანტიქრისტედ, ზოგიც - მადონას შვილს და ა. შ. ერთ-ერთი ვერსიით ანტიქრისტე შეიძლება პრინცი უილიამი იყოს... ცხადია, ამ მტკიცებულებას აბსოლუტურ ჭეშმარიტებად ვერ მივიჩნევთ, თუმცა ამ ვერსიაზე ჩვენს ყურადღებას იმიტომ ვაჩერებთ, რომ ერთგვარად რეკლამირებულია თვით მასონების მიერ. აი, რას ვკითხულობთ ერთ ერთ ინტერნეტ გვერდზე:
"როდესაც მისი დედა თავის მუსულმან შეყვარებულთან ერთად ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მსოფლიო სიბრალულითა და თანაგრძნობით განიმსჭვალა პრინცის მიმართ. ხოლო გვიან, 2004 წლის 31 მაისს, სააგენტო "ასოშიეიტედ პრესმა" (Associated Press), რომელსაც როტშილდები აკონტროლებენ, მისი ფოტო მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაავრცელეს, სადაც ახალგაზრდა პრინცს ქრისტესავით ხელში კრავი უჭირავს, რომელსაც ბიბლია ღმრთის კრავს უწოდებს. რაშია ამ ფოტოსურათის მთელი "ღირებულება"? საკითხის არსში გაურკვევლი დამკვირვებლისთვის ეს ფოტო სრულიად უწყინარია. მაგრამ, ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია მასონთა გეგმებში (რომელსაც უკვე თვითონაც არ მალავენ), პრინცი უილიამი გამოსახულია როგორც ანტიქრისტე. ქრისტეანულ ლიტერატურაში ანტიქრისტე აღწერილია როგორც მომხიბლავი პიროვნება და სიცრუის ოსტატი. მასონები მას ბაფომეტს უწოდებენ (სიტყვა "Baphomet"-ს უკუღმა თუ წავიკითხავთ "Temohpab"-ს მივიღებთ, რაც შემდეგი ფორმულის ნოტარიკონად წარმოგვიდგება: "Templi omnium hominum pacis abbas", რაც ლათინურიდან თარგმანში "მსოფლიოს ყველა ხალხის ტაძრის მოძღვარს" ნიშნავს). მას ხშირად გამოსახავენ უკანა ფეხებითა და გაპობილი ჩლიქებით.
პრინცი ჩარლზი კრავით ხელში
ბაფომეტის ტიპიური გამოსახულება. მარჯვენა დეტალიზებულ სურათზე ჩანს მისი ჩლიქი
რატომ უჭირავს პრინც უილიამს კრავის გაპობილი ჩლიქი? და რატომ მიუთითებს მას ფოტოსურათზე?
არსებობს ხმები (თუმცა ამას დაბეჯითებით არ ვამტკიცებთ), რომ 2015 წელს, როდესაც მას შეუსრულდება 33 წელი (ეს არის ქრისტეს წლოვანება მისი ჯვარცმის დროს), აღსაყდრებულ იქნება მსოფლიოს დიქტატორად".