"ნეტარ არს, რომელი იკითხვიდეს და რომელნი ისმენდენ სიტყუათა ამის წინაწარმეტყუელებისათა და დაიმარხონ, რაჲ-იგი მას შინა წერილ არს, რამეთუ ჟამი ახლოს არს" (გამოცხ 1:3).


"იცი ნიშნები ანტიქრისტესი?! - დაუყოვნებლივ აუწყე ყველას!"
                                                                        წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.)

"ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!" (გამოცხ. 22:20)

ელ. ფოსტა: 
apocalypticsite@gmail.com
დედამიწას სამკუთხედის ფორმის უზარმაზარი კოსმიური ხომალდი უახლოვდება
დედამიწასთან მის მიახლოებას 2012 წლის 1 მარტისთვის ვარაუდობენ

ამ დღეებში ამერიკული კოსმიური სააგენტო (NASA) იძულებული გახდა განმარტება მიეცა YouTube-ზე დადებული ვიდეორგოლისთვის, რაც ძალზედ იშვიათად ხდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაღებული მასალა ან შემჩნეული ფენომენი ნამდვილად შოკის მომგვრელია.

რგოლი, რომელიც ქსელში გაჩნდა, წარმოადგენს კადრების თანამიმდევრობას, რომელიც გაკეთებულია ტელესკოპის მეშვეობით და რომლითაც ამერიკული ზონდი STEREO-B-ი არის აღჭურვილი. 

მკითხველს ვამცნობთ, რომ კოსმიური ზონდი STEREO-B ერთ ერთია იმ ორი აპარატიდან, რომლებიც ახლა მზეს აკვირდებიან და მის ორივე მხარეს იმყოფებიან (STEREO-B მნათობის უკან მდებარეობს), რითაც უზრუნველყოფილია სრული ხედვა.
 
კადრებზე, რომელიც ფილმად შეიკრა, მარცხნივ და მზის გვერდით, რომელიც კიდევ უფრო მარცხნივაა, ჩანს ვენერა, დედამიწა, მარსი და საკმაოდ მკაფიო უცხო ობიექტი. თუმცა, ძირითადი ანომალიური მოვლენები მარჯვენა მხარეს ვითარდება. იქიდან, როგორც ჩანს საიდანღაც კოსმოსიდან - თავს იჩენს კიდევ ერთი ობიექტი, რომელიც მზისკენ მოემართება.

ენთუზიასტებმა გაადიდეს მოძრავი ობიექტი, "გაფილტრეს" გამოსახულება და აღმოჩნდა, რომ ის სამკუთხა ფორმისაა. უფრო ზუსტად, ის გამოიყურება, როგორც ტოლფერდა სამკუთხედი, შეერთებული გვერდებით.

- ეს არის უზარმაზარი კოსმიური ხომალდი, - ასეთი დასკვნა გააკეთეს მისტიკურად განწყობილმა ექსპერტებმა და გამოიანგარიშეს: ხომალდი დედამიწას 2012 წლის 1 მარტისთვის მიუახლოვდება.


ზონდის კამერის თვალსაწიერი მასზე მდებარე ობიექტებითურთ
2012 წელს ადამიანები არც თუ სასიამოვნო სიურპრიზებს ელიან - სამყაროს აღსასრულის ჩათვლით. მრავალი ღელავს, ზოგი კი პანიკაშია. შესაძლოა მასების ამ მღელვარების გათვალისწინებით გააკეთა ნასა-მ თავისი განცხადება. ნასა-ს წარმომადგენელი საზოგადოების დამშვიდებას შეეცადა და საკუთარი თვალსაზრისი თავის ოფიციალურ საიტზე განათავსა.

ამერიკის კოსმიურ სააგენტოს თუ დავუჯერებთ, კადრები, რომლებიც დადებულია YouTube-ზე, ნამდვილია. ის გადაღებულია 2011 წლის 26 დეკემბერს. მაგრამ სამკუთხა კოსმიური ხომალდი რეალურად არ არსებობს. ნასა-ს თქმით - ეს არის ოპტიკური ილუზია, რომელიც წარმოადგენს "ტელესკოპის ოპტიკაში ვენერის შიდა ანარეკლს". ასეთი ეფექტი, სპეციალისტების აზრით, მრავალჯერ შეუმჩნევიათ".

"სამკუთხედის" დანახვა იმ მომენტშია შესაძლებელი, როდესაც ზონდის კამერის ხედვის არეალში ვენერა ექცევა. ვენერა ჩნდება მარცხნიდა, "სამკუთხედი" - მარჯვნიდან, მაგრამ ორივე კამერის სიბრტყეშია.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ისეც ხდება, რომ შემომავალი სინათლე ლინზიდან და ტელესკოპის სარკეებიდან რამოდენიმეჯერ ირეკლება. შედეგად ჩნდება ოპტიკური არტეფაქტი: წრე ან სამკუთხედი.

მაგალითისთვის, ნასა-ს მოჰყავს წრისა და სამკუთხედის არტეფაქტები, რომლებიც წარმოიშვნენ დედამიწასთან ზონდ STEREO-B-ს მიერ 2007 წლის მაისში გაკეთებულ სურათებზე.


სურათის გადიდების შემთხვევაში ამო (UFO) ჩვენს წინაშე გაორმაგებული ტოლფერდა სამკუთხედის სახით წარსდგება
უცნაური ობიექტს, რომელიც ვიდეოზე კითხვის ნიშნით არის აღნიშნული, ექსპერტები განაკუთვნებენ ლავჯოის კომეტას, რომელიც მზეს სწორედ 2011 წელს მიუახლოვდა.  

ალბათ, იმისთვის, რათა მომავალში თავიდან აიცილონ უსაფუძვლო პანიკა, ნასა-მ თავისი ოფიციალური საიტის სპეციალური განყოფილება http://stereo.gsfc.nasa.gov/artifacts/artifacts_reflections.shtml არტეფაქტებს, ანუ ოპტიკურ ილუზიებს მიუძღვნა, რომლებმაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს უფოლოგები. 


ერთ ერთ სურათზე არტეფაქტი გახდა დედამიწა - მან შექმნა წრისა და სამკუთხედის ოპტიკური ილუზია.
კითხვაზე, "როგორ არის შესაძლებელი დედამიწას უახლოვდებოდეს "სამკუთხა კოსმიური ხომალდი", თუ ის არტეფაქტი და ოპტიკური ილუზიაა, ნასა არ პასუხობს. თუმცა, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ თვით ფრენაც ილუზიაა, რომელიც ჩნდება იმის გამო, რომ ზონდი მოძრაობს.

მოკლედ, როგორც იტყვიან - ცრუ განგაშია... 2012 წლის 1 მარტს დაგეგმილი უცხოპლანეტელების სტუმრობა გადადებულია.

სხვათა შორის, ამჟამინდელი "განგაში" დედამიწისკენ მომართული უცხოპლანეტური ხომალდის გამო, პირველი როდია. არც თუ დიდი ხნის წინათ ადამიანები აღელდნენ გიგანტური ამო-ს მოახლოვების გამო, რომელიც მერკურის გვერდით აღმოაჩინეს. კიდევ უფრო ადრე კი კოსმიური ხომალდების მთელი არმადის (8 ამოუცნობი ობიექტი) მოახლოებასაც იუწყებოდნენ, რომელთა მოახლოება 2012 წლის 21 დეკემბრისთვის იყო ნავარაუდევი. ზოგიერთი მრავალ "მფრინავ თეფშს" ხედავს მზის ახლოს და ჩვენს მნათობს "ვარსკვლავეთის კარიბჭის" როლსაც განაკუთვნებს.


ვიდეო იხ. აქ: http://kp.by/daily/25821.5/2799501/




ზონდის კიდევ ერთი ფოტოსურათი: წრით შემოხაზულია ვენერას ანარეკლი ტელესკოპის ოპტიკაში, რომელიც შესაძლოა მორიგ ამო-დ მიეჩნიათ