"მსოფლიო საზოგადოება უახლოეს დროში ჩვენდამი არცთუ კეთილგანწყობილ უცხოპლანეტელებთან შესახვედრად უნდა მოემზადოს", - ნათქვამია ბრიტანეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის სპეციალურ გამოკვლევაში, რომელიც არამიწიერი სიცოცხლის არსებობას მიეძღვნა.
მოხსენებაში მეცნიერები ეყრდნობიან დრეიკის ფორმულას, რომლის მიხედვითაც შეიძლება განვსაზღვროთ ცივილიზაციათა რიცხვი გალაქტიკაში და მათთან სავარაუდო კონტაქტის რაოდენობაც. მკვლევართა თქმით, ყველაზე კონსერვატიული შეფასებით ყოველ ცალკეულ მომენტში არსებობს 10-დან 100-მდე არამიწიერი ცივილიზაცია, რეალურად კი მათი რაოდენობა უფრო მეტია.
ამასთან, როგორც მეცნიერები მიიჩნევენ, გაერომ უნდა შექმნას სპეციალური სააგენტო, რომელიც უცხოპლანეტელებთან კონტაქტის საკითხებით დასაქმდება, ასევე შეიმუშავებს მათთან ბრძოლის გეგმას იმ შემთხვევისთვის, თუკი ისინი მტრულად განწყობილნი აღმოჩნდებიან.
მკვლევართა აზრით ევოლუცია უცხო პლანეტებზეც ისე მიმდინარეობდა, როგორც დედამიწაზე. ამიტომაც, უცხოპლანეტური სიცოცხლის ფორმები დედამიწის ფორმების მსგავსი იქნება. არ არის გამორიცხვული, რომ ისინიც, როგორც ადამიანები, მიდრეკილნი იქნებიან ძალადობისკენ, ამბობენ მეცნიერები.
უცხოპლანეტელებთან შეხვედრის შემდეგ, ყველა მსოფლიო რელიგია დაემხობა, გვაფრთხილებენ, თავის მხრივ, გამოკვლევაში მონაწილე ღვთისმეტყველები. მათი თქმით, ადამიანთა რელიგიური შეხედულებები მოძველდა და ახალი ცოდნა უბრალოდ გაანადგურებს თანამედროვე დოგმებს, იმ დოგმათა ჩათვლით, რომლის თანახმადაც ადამიანი ღმრთის შექმნილია.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი ასტრონომების განცხადებით არამიწიერი გონის არსებობის მტკიცებულება შეიძლება გამოჩნდეს უახლოესი 25 წლის განმავლობაში. ამასთან, მათ აღნიშნეს, რომ კონტაქტის დამყარებას შეიძლება ხელი შეუშალოს უცხო ცივილიზაციის უპირატესობამ, რომელიც, სავარაუდოდ, იმდენად წინწაწეული იქნება ტექნოლოგიების თვალსაზრისით, რამდენადაც წინ არის დღევანდელი კაცობრიობა ნეანდერტალელებთან შედარებით.
წყარო: utro.ru
რედაქციისგან: ჩვენს დამოკიდებულებას მოცემულ საკითხთან შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიებში: