"ნეტარ არს, რომელი იკითხვიდეს და რომელნი ისმენდენ სიტყუათა ამის წინაწარმეტყუელებისათა და დაიმარხონ, რაჲ-იგი მას შინა წერილ არს, რამეთუ ჟამი ახლოს არს" (გამოცხ 1:3).


"იცი ნიშნები ანტიქრისტესი?! - დაუყოვნებლივ აუწყე ყველას!"
                                                                        წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.)

"ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!" (გამოცხ. 22:20)

ელ. ფოსტა: 
apocalypticsite@gmail.com
გასაიდუმლოებული მკვლელი ვირუსი
ჰოლანდიელმა მეცნიერებმა შექმნეს ვირუსი, რომელსაც მილიონობით ადამიანის განადგურება ძალუძს
ამის შემდეგ ამერიკის ხელისუფლებამ გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი: ორ სამეცნიერო ჟურნალს, რომლებიც გამოკვლევის შედეგების გამოქვეყნებას აპირებდნენ, დეტალების გამოტოვება მოსთხოვეს, რადგან მიღებული მონაცემებით შეიძლებოდა ესარგებლათ ტერორისტებს. რედაქციები ამ მოთხოვნას იმ პირობით დათანხმდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ამ ინფორმაციას გადასცემენ სხვა ბიოლოგებს. 

თავის მხრივ, ერაზმის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები წინადადებით გამოვიდნენ გამოკვლევის შედეგები გადაცემოდა 100-ზე მეტ ლაბორატორიას და ათასობით მეცნიერს. ჰოლანდიელი ბიოლოგების აზრით, სპეციალისტებმა მეტი უნდა იცოდნენ მუტაციების შესახებ, რათა დროულად გამოავლინონ ისინი და იპოვონ მეთოდები მათთან საბრძოლველად. მაგრამ, ამის შედეგად, როგორც The New York Times-ი წერს, ინფორმაცია საკმაოდ მისაწვდომი გახდება და იმის საშიშროება, რომ ის შეიძლება ბოროტმოქმედებს ჩაუვარდეთ, მნიშნელოვნად აიწევს. 

შეგახსენებთ, რომ გრიპი H5N1 - არის ფრინველთა დაავადება, რომელიც ზოგჯერ შესაძლოა ადამიანსაც გადაედოს. ფრინველის გრიპით დაავადების შემთხვევათა უმეტესობა დაფიქსირებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. რამოდენიმე წლის წინათ მსოფლიოში ბევრს ლაპარაკობდნენ ფრინველის გრიპის პანდემიაზე, რომელსაც ათობით მილიონი ადამიანის მოსპობა შეეძლო. შედეგად საშიშროება გადაჭარბებული აღმოჩნდა. გაერო-ს მონაცემებით, დღეისთვის ფრინველის გრიპისგან გარდაიცვალა 336 ადამიანი.


ჰოლანდიელმა მეცნიერებმა, რომლებიც ექსპერიმენტებს ატარებდნენ ფრინველის გრიპის ვირუსზე, შექმნეს ძალზედ საშიში ვირუსი, რომელსაც მილიონობით ადამიანის განადგურება ძალუძს. ცდის შედეგები უმკაცრესად გასაიდუმლოებულია, რადგან არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მით შეიძლება ისარგებლონ ტერორისტებმა, წერს The New York Times-ი. მაგრამ გამოკვლევის ავტორები ითხოვენ, რათა მიღებული მონაცემები სხვა მეცნიერებსაც გადასცენ.

ერაზმის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა როტერდამში მოისურვეს გაერკვიათ თუ როგორია ალბათობა იმისა, რომ ფრინველის გრიპის ვირუსმა (H5N1) შეიძლება განიცადოს მუტაცია ისეთ ფორმად, რომელიც ადამიანს გადაედებოდა ჰაერ-წვეთოვანი გზით. საცდელ ცხოველებად ქრცვინები გამოიყენეს. ექსპერიმენტის დროს გამოირკვა, რომ სულ რაღაც ხუთი გენეტიკური მუტაციის შემდეგ ვირუსი ერთი ქრცვინადან მეორეს უკვე გადაეცემოდა ჰაერ-წვეთოვანი გზით და ამავე დროს ინარჩუნებდა თავის გამანადგურებელ ზეგავლენას.