"ნეტარ არს, რომელი იკითხვიდეს და რომელნი ისმენდენ სიტყუათა ამის წინაწარმეტყუელებისათა და დაიმარხონ, რაჲ-იგი მას შინა წერილ არს, რამეთუ ჟამი ახლოს არს" (გამოცხ 1:3).


"იცი ნიშნები ანტიქრისტესი?! - დაუყოვნებლივ აუწყე ყველას!"
                                                                        წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.)

"ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!" (გამოცხ. 22:20)

ასევე გაირკვა, რომ იმ ადამიანებში, ვისაც ბისფენოლის მაღალი შემცველობა გააჩნიათ ხშირად ემართებად ალერგია და პოლინოზი (მცენარეულ მტვერზე განვითარებული ციებ-ცხელება). მეცნიერთა აზრით, ტრიკლოზანის ადრეული ასაკიდან გამუდმებული გამოყენება უარყოფითად მოქმედებს იმ მიკროორგანიზმებზე, რომლებიც იმუნური სისტემის განვითარებისთვის არის საჭირო.

ცხოველებზე წარმოებულმა გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ ბისფენოლსა და ტრიკლოზანს შეუძლიათ იმოქმედონ იმუნურ სისტემაზე, ხოლო მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პირველებმა აღმოაჩინეს ადამიანის იმუნიტეტზე ამგვარი ზემოქმედების მექანიზმი და კონკრეტული დასკვნებიც გამოიტანეს აქედან.

ერთ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა იმაში მდგომარეობს, რომ რაც უფრო ხანგრძლივია ბისფენოლის ზემოქმედება ადამიანზე (და ცხადია მეტია მისი დონე ორგანიზმში), ადამიანის სისხლში ციტომეგალოვირუსების ანტისხეულებიც უფრო მეტია. 

აშშ-ში ტრიკლოზანი იმდენად გავრცელებულია, რომ სამედიცინო ანალიზების სტატისტიკური მონაცემებით ამ შხამს მოსახლეობის ორი მესამედი შეიცავს. ტრიკლოზანის საყოველთაო გამოყენებამ მისდამი სტაფილოკოკების მყარი შტამების ფორმირება გამოიწვია.

FDA (აშშ-ს პროდუქტებისა და წამლების უსაფრთხოების სამსახური) აპირებს ტრიკლოზანის ეფექტურობისა და უსაფრთხოების გამოკვლევას, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა რომ მიმართოს რადიკალურ ზომებს სავაჭრო ქსელიდან მის ამოსაღებად, რადგან მხოლოდ საყოფაცხოვრებო გამოყენების თხევად ბაქტერიციდულ საქონელს (შამპუნები და სხვა...) ყოველწლიურად 500 მილიონი დოლარის მოგება მოაქვს.


წყარო: Наука и разработки

ვიდეო: 

ელ. ფოსტა: 
oldorthodox@gmail.com
პოპულარული საპონი სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს
ანტისეპტიკების დაუფიქრებელი და მუდმივი გამოყენება ამცირებს იმუნიტეტს და აყალიბებს ალერგიას. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით კი ტრიკლოზანი, რომელსაც საპნები შეიცავენ, უნაყოფობასა და განვითარების დეფექტებსაც იწვევენ.

ამრიგად, ის ვინც ხშირად იყენებს ტრიკლოზანის შემცველ ანტიბაქტერიულ საპონს, საკუთარ იმუნურ სისტემას ანადგურებს. მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერთა გამოკვლევებით, ტრიკლოზანი იწვევს ალერგიას, ხოლო ბისფენოლის მაღალი შემცველობა უარყოფითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე. ტრიკლოზანი ფართოდ გამოიყენება ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა ანტიბაქტერიული საპონი, კბილის პასტა, პირის ღრუს სავლები, ჩანთები, საფენები და სამედიცინო მოწყობილობა. ბისფენოლ A (BPA)-ს შეიცავს მრავალი პლასტმასი, მაგალითად, კონსერვის ქილის დამცავი საფარი და სხვა. ეს ქიმიური ნივთიერებები განეკუთვნებიან ენდოკრინული სისტემისთვის საშიშ ტოქსინთა კატეგორიას და, როგორც ამერიკელი მეცნიერები ვარაუდობენ, მათი ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
სამეცნიერო მონაცემების მიხედვით ტრიკლოზანი ხელს უწყობს სერიოზულ დაავადებათა განვითარებას. მცირე მასშტაბის გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ტრიკლოზანის გამოყენება დაკავშირებულია ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა უნაყოფობა, ენდოკრინული და ჰორმონალური დაავადებანი, იმპოტენცია, ბავშვების განვითარების დეფექტები. in vitro-ს (ინ ვიტრო) გამოკვლევები მეტყველებენ იმის შესახებ, ქლორირებულ წყალში შერევის შემთხვევაში ტრიკლოზანი წარმოქმნის მაღალკანცეროგენულ ნაერთს, თვით დიოკსინამდეც კი (დიოქსინი - კუმულატიური შხამი, რომელიც საშიშ ქსენობიოტიკთა ჯგუფს განეკუთვნება - რედ.). გამოკვლევებმა ცხადყო, რომ 18 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში, ვის ორგანიზმშიც ბისფენოლის მაღალი დონე დაფიქსირდა, ციტომეგალოვირუსების ანტისხეულთა სიჭარბე აღმოჩნდა. ეს კი იმაზე მოწმობს, რომ მათი უჯრედოვანი იმუნური სისტემა ჯეროვნად ვერ ფუნქციონირებს.