როგორც "The Telegraph"-ი იუწყება, ვატიკანი მზადაა უცხოპლანეტელებთან შესახვედრად და მონათლოს კიდევაც, ამისი სურვილი თუ ექნებათ. ამის შესახებ განაცხადა რომის პაპის მთავარმა ასტრონომმა, დოქტორმა გაი კონსოლმანომ (Guy Consolmagno).
მეცნიერის თქმით, კათოლიკური ეკლესია არ უარყოფს სიცოცხლის არამიწიერ ფორმათა არსებობას და ბედნიერი იქნებოდა არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტისა. "ძალზედ ბედნიერი ვიქნებოდი, სადმე სიცოცხლე რომ არსებობდეს, და ორჯერ უფრო ბედნიერი, თუკი ეს სიცოცხლე გონიერი აღმოჩნდებოდა", - განაცხადა კონსოლმანომ.
ასტრონომმა აღნიშნა, რომ სულის ნიშნებია - გონიერება და სიყვარულისა და არჩევანის თავისუფლება. ეს თვისებები მარტოდენ ადამიანს როდი ახასიათებს. "ნებისმიერი ქმნილება, მიუხედავად იმისა, რამდენი საცეცი აქვს მას, სულის მესაკუთრეა", - თქვა კათოლიკემ (მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, ეს უდიდესი სისულელე და მკრეხელობაა - რედ.). თანაც მან აღნიშნა, რომ მანქანებს სული არა აქვთ და ამიტომაც, ვერასოდეს გაუთანაბრდებიან ადამიანს.
ვარაუდობენ, რომ მსგავსმა განცხადებებმა შესაძლოა დასაბამი მისცეს კათოლიკე მისიონერთა კოსმიურ მოგზაურობებს "უცხოპლანეტელთა" ქრისტეანობისკენ მოსაქცევად. კონსოლმანომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვატიკანი უკვე მრავალი საუკუნეა თვალყურს ადევნებს მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებას. თანაც, მეცნიერმა ეჭვქვეშ დააყენა კრეაციონიზმის თეორია, რომლის მიხედვითაც, ყოველივე რაც ირგვლივ გვაკრავს ღმრთის შექმნილია.
"Pope Benedict XVI's astronomer: the Catholic Church welcomes aliens" - The Telegraph, 01.12.2011
P. S. საგულისხმოა, რომ "უცხოპლანეტელთა" არსებობის თეორიამ ვატიკანში ოფიციალური აღიარება 2009 წლიდან ჰპოვა. კერძოდ, ვატიკანმა იტალიის ნაციონალური ტელევიზიით ოფიციალურად აღიარა, რომ კონტაქტები უცხოპლანეტელებთან რეალურია.
მონსინიორ კორადო ბალდუჩი (Corrado Balducci), ვატიკანის თეოლოგი, რომის პაპთან დაახლოვებული პირი, 2009 წლის დეკემბერ-იანვრის თვეში იტალიის ნაციონალური ტელევიზიით ხუთჯერ გამოვიდა, თანაც სპეციალურად იმისთვის, რათა განეცხადებინა, რომ არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტი სრულიად რეალური მოვლენაა.
პრელატის განცხადებით, უცხოპლანეტელთა შესახებ ვატიკანი უამრავ ინფორმაციას ღებულობს რიგითი ადამიანებისგან, როგორც იტალიაში, ასევე სხვადასხვა ქვეყნების (მექსიკა, ჩილე, ვენესუელა და ა. შ.) ნუნციანური საელჩოებიდან. მონსინიორ ბალდუჩიმ ბრძანა, რომ ის არის ვატიკანის სპეციალური კომისიის წევრი, რომელიც უცხოპლანეტელებთან კონტაქტს შეისწავლის.
ბალდუჩიმ კათოლიკური ეკლესიის თვალსაზრისით გააანალიზა ეს კონტაქტები და ხაზი გაუსვა, რომ უცხოპლანეტელებთან კონტაქტი სულაც არ არის დემონური, არ არის დაკავშირებული კონტაქტორთა ფსიქიურ ჯანრმთელობასთან, და არ წარმოადგენენ ჰალუცინაციას, - პირიქით, ისინი სრულიად რეალურნი არიან და იმსახურებენ ყველაზე მიმოწვილილვით შესწავლას".
მონსინიორ ბალდუჩი ამავე დროს გახლავთ ექსპერტი ეგზორციზმის (სულისგან ეშმაკის განსხმა - რედ.) სფეროსში და ამგვარი მისი განცხადება, სადაც ამგვარი კონტაქტები არა თუ დაგმობილი არ არის, არამედ მოწონებულია და შესწავლის ღირსად არის მიჩნეული მეტად საყურადღებოა, რადგან ისტორიულად კათოლიკური ეკლესიას ცუდად გაგებულ ახალ მოვლენათა დემონიზირება ახასიათებდა.
ამერიკელ პროფესიონალ კლინიკოს ექიმებთან, ღია კონტაქტების აშშ-ს კლინიკურ თერაპევტთა აკადემიის წევრებთან ბალდუჩის შეხვედრები აჩვენებენ, რომ ვატიკანი ძალზედ სერიოზულად ეკიდება ამ მოვლენას. პარალელურად MJ-12 ლეგენდარული მეცნიერის, დოქტორ მაიკლ ვულფის ინფორმაცია ადასტურებს, რომ ვატიკანი უკვე აყალიბებს თავის მთავარ დოქტრინას "უცხოპლანეტელებთან" კონტაქტის შემთხვევისთვის, რაც თავის მხრივ მეტად დამახასიათებელი ნიშანია იმისა, რომ ეს კონტაქტები რამოდენიმე უახლოესი წლების ფარგლებში ავტორიტეტულად გამოცხადდება და მას ოფიციალურ დოქტრინად მთელი მსოფლიოს სახელმწიფოებიც მიიღებენ.
* მაჯესტიკ 12 (ინგლ.: Majestic-12, Majic-12, MJ12) - ამო (UFO)-ს შესწავლის კოორდინაციის ზესაიდუმლო ჯგუფი, რომელიც აშშ-ს თორმეტი ჩინოვნიკისგან შედგება. მის შესახებ ცნობილია მხოლოდ საეჭვო წარმომავლობის დოკუმენტებისგან, რომლებიც 1947 წლით თარიღდება და რომლის შესახებ ინფორმაციამაც ვითომცდა თვით "მაჯესტიკ-12"-ის ნებართვით გაჟონა.
"მაჯესტიკ-12" წარმოადგენს "მსოფლიო შეთქმულების თეორიისა" და უფოლოგიური დოქტრინის ერთ-ერთ კომპონენტს. ხსენებულ დოკუმენტთა ნაწილში შემჩნეულია ფალსიფიკაციები, თანაც ისინი აკრეფილია საბეჭდ მანქანაზე, რომელიც 1947 წლისთვის წარმოებაში არ არსებობდა.
მწერალი კრისტოფერ ბაკლი ამტკიცებს, რომ "მაჯესტიკ-12" შექმნეს ამო (UFO)-ს მოვლენების ფალსიფიცირებისა და ვითომცა, მათი შემდგომი გამოკვლევისთვის. ამგვარად, აშშ-ს მთავრობა ცდილობს გაუნათლებელი და უბირი მასის ცნობიერებაზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენას.