სხვადასხვა - ადამიანის ხორცის მაღაზია ლონდონში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

უსჯულოება > სხვადასხვა

"ადამიანის" ხორცის მაღაზია ლონდონში

ადამიანის ხორცის მაღაზია

სტატიის სათაური არ არის გადაჭარბებული. მართლაც, კანიბალიზმი - რომელიც ერთ-ერთი დემონურ ბოროტებათაგანია - სულ უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში. ჩვენ ამას ვხედავთ ინტერნეტში გამოქვეყნებული სტატიების მიხედვით, სადაც დაცულია კანიბალიზმი. არსებობს ასევე ვიდეორგოლები, რომლებიც ასახავენ კანიბალიზმს, და ისინი ძალზედ პოპულარულნი ხდებიან.



ამასწინათ გაჩნდა სტატია რომელიც დაკავშირებულია ონლაინ ვიდეოს მაყურებელთა ზრდასთან, რომელიც დაკავშირებულია პედოფილიასთან, ჰომოსექსუალიზმთან, დანაწევრებასთან და კანიბალიზმთან. news.com-ის ანგარიშში ნათქვამია:

"სხვა ვიდეო უფრო აშკარაა თავისი შინაარსით და მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა ბინძური სქესობრივი აქტების მოდელირება, ფეტიშები, დანაწევრება, კანიბალიზმი და ადამიანების მოტაცება".

დღეისთვის სამეცნიერო დაწესებულებებმა უკვე მოიფიქრეს ამგვარი მოვლენის სახელწოდებაც კი და მას "სინთეზირებული კანიბალიზმი" უწოდეს, რომელშიც გამოიყენება ლაბორატორიულად დამზადებული ადამიანის ხორცი. ჰოლანდიაში ზოგიერთი საზარელი და დემონური მეცნიერი უკვე  მივიდა ადამიანის უჯრედების გამრავლების მეთოდისა და ადამიანური ხორცის განაშენიანების გადაწყვეტამდე. ერთ-ერთ პირქუშ ანგარიშში ამის შესახებ ნათქვამია:

მართალია, ქათმის, საქონლის და თევზის ხორცთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ხორცის ზოგიერთი სახეობა მაინც შეკითხვებს იწვევს. მაგალითად, ცხენიდან ძაღლამდე მენიუთა უმეტესობას შეზღუდვები გააჩნია. თუმცა, დღეს ზოგიერთი მეცნიერი აცხადებს, რომ მალე გაჩნდება საჭმლის რადიკალურად ახალი ტრენდი. ის ცნობილია, როგორც "სინთეზირებული კანიბალიზმი" და მალე შესაძლებელი გახდება იმგვარი მსოფლიოს დანახვა, რომელიც უკვეთავს წვნიან ჰამბურგერებს, რომლებიც ლაბორატორიაში გაზრდილი ადამიანის ხორცისგან იქნება შემზადებული.

მოხსენებაში ნათქვამია კანიბალიზმის "უპირატესობებზე" და ეს ხუმრობა როდია. ადამიანები დღეს უკვე კანიბალიზმს იცავენ. ამ ავადმყოფურ მოხსენებაში ნათქვამია:

"ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი უპირატესობა იქნება ღირებულების მნიშვნელოვანი შემცირება. ხორცი - ძვირი პროდუქტია, მისი ფასი განისაზღვრება იმ ფულადი სახსრების უზარმაზარი რაოდენობით, რომელიც შინაური პირუტყვის მოშენებასა და გაზრდაში იხარჯება.

ამ პრობლემების გადალახვა - კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. ნიდერლანდებში მაასტრიქსის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ამასწინათ დაამტკიცა, რომ ლაბორატორიაში შეიძლება გავაშენოთ არა მარტო პირუტყვების ხორცი...

ეს ავადმყოფი არამზადები ამბობენ, რომ კაციჭამიობა ძალიან კარგი რამეა.




ყურადღება მიაქციეთ, - ისინი ჯერ კიდევ აქეზებენ ადამიანებს მკვლელობებისკენ, რათა შემდეგ ჭამონ თავიანთი მსხვერპლი. მათ სურთ კაცობრიობა თანდათანობით დაქოქონ ამ მიმართულებით. მაგრამ თავიდან ისინი შეეცდებიან კანიბალიზმის ნორმალიზებას, განაცხადებენ, რომ არავინ მოუკლავთ, და რომ ხორცი ლაბორატორიაში იყო გამოზრდილი.

ისინი იტყვიან: "ჯერ არავინ მომკვდარა, ყველაფერი რიგზეა". შემდეგ კი დაიწყებენ ლაპარაკს "ნებაყოფლობით კანიბალიზმზე", როდესაც ვიღაც კვდება და "ანდერძად" საკუთარ ხორცს ტოვებს, რათა ვინმემ ის შეჭამოს მისი სიკვდილის შემდეგ. და კვლავ, ისინი გამოიყენებენ ამას იმისთვის, რათა შეამცირონ ადამიანთა მგრძნობელობა კაციჭამიობისადმი და ეს ყოველივე წარიმართება ლოზუნგით: "არავინ იქნება მოკლული, რადგან ადამიანს თვითონ სურს შეჭმულ იქნას".

შემდეგ კი გაამართლებენ ისეთი ადამიანების საჭმელად გამოყენებას, როგორც ფერმის ცხოველებს იყენებენ. მაშინ კი იტყვიან: "კარგით რა, რატომ არ შეგვიძლია ადამიანების ჭამა ისევე, როგორც, მაგალითად, ძროხების?"

აი რიჩარდ დოკინსის და პიტერ სინგერის სიტყვები, რომლებიც ფაქტობრივად ახდენენ კანიბალიზმის ნორმალიზაციას:

2012 წელს ლონდონში, ხორცის ცნობილ ბაზარზე  Smithfield გაიხსნა ხორცის ამაზრზენი მაღაზია, სადაც მყიდველებს სთავაზობენ ადამიანის სხეულის ნებისმიერ ნაწილს: ხელებს, ყურებს და ტორსსაც კი. ასეთი კრეატიული სარეკლამო სვლა მოიფიქრეს ცნობილი თამაშის Resident Evil Capcom-ის შემქმნელებმა.

ეს ყველაფერი მოგვაგონებს სცენებს საშინელებათა ფილმებიდან: კარგად და თანამედროვე დონეზე შეფუთული ადამიანის კიდურები, რომლებიც გამოფენილია საჯაროდ. კაუჭებზე ჩამოკიდული ხორცი, ცალკეული ორგანოები, განლაგებული უჟანგავი რკინისგან დამზადებულ მაგიდაზე, ანუ ისე, როგორც ეს მორგშია.

"ადამიანის ხელი" იყიდება
£ 5.99 გირვანქა სტერლინგად, ხოლო ფეხები ცოტა ძვირად - £ 6,00, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა Resident Evil-ისა და ზომბი ენთუზიასტებს ეყიდათ ესოდენ უჩვეულო საგნები. რას მოიმოქმედებენ ამ საგნებზე მათი მყიდველები, ალბათ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

გასაყიდად გამოტანილი ადამიანის კიდურების თავისებურება ის არის, რომ ყველა მათგანი დამზადებულია პირუტყვის ხორცისგან, ოღონდ თავისი გარეგნობით სრულიად შეესაბამება ადამიანის სხეულის ნაწილებს. უჩვეულო მაღაზია სულ რამოდენიმე დღით გაიხსნა, ახალი თამაშის უკეთ რეკლამირებისთვის, მაგრამ, ამ მოკლე დროშიც ასეთმა სარეკლამო სვლამ მაშინვე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.


2













წყარო: http://www.liveinternet.ru/community/lj_vegan_lj/post420386984

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню