ტოტალური კონტროლი - ბიზანტიელი ბერის წინასწარმეტყველება და ნათელი ციფრული მომავალი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ტოტალური კონტროლი

ბიზანტიელი ბერის წინასწარმეტყველება

და

"ნათელი ციფრული მომავალი"

ტოტალური კონტროლი

17.10.2017

ავტორი: ვ. პ. ფილიმონოვი

2017 წლის 12 ოქტომბერს სოჭში, ფეშენებელურ საკურორტო სასტუმროში Radisson Blu Paradise Resort & Spa, რომელიც კავკასიონის ახლოს, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, გაიხსნა სრულიად რუსეთის კონფერენცია "მზერა ციფრული მომავლისკენ". მონაწილეთა შორის არიან IT-ინდუსტრიის ათასამდე IT-ინდუსტრიის, ფედერალური და მუნიციპალური ხელისუფლების, ასევე ეკონომიკის დარგის სპეციალისტები.

განიხილება წარმოებაში, მედიცინაში, განათლებაში, სოციალურ და სხვა სფეროებში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები, ასევე სრული გადასვლა ციფრულ ფორმატზე "მომსახურეობათა" მწარმოებლებსა და მათ მომხმარებლებს, ანუ ადამიანებს შორის.




როგორც ყოველთვის, ყველაფერი გამიზნულია "მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად", რათა მალე აშენდეს "ციფრული სამოთხე" დედამიწაზე, რომელსაც განკითხვის დღეს ცეცხლით მოსრავს უფალი (შეად. 2 პეტრე. 3:7)

კონფერენციის მიმდინარეობისას დაგეგმილია ჩატარდეს მრგვალი მაგიდები ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლებისა და დარგობრივ ექსპერტთა წარმომადგენლების მონაწილეობით. ამ მრგვალი მაგიდების თემებია:


ციფრული მთავრობა:

გონიერი ქალაქი, როგორც ციფრული ეკონომიკის საფუძველი;

სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა საინფორმაციო-კომუნიკაციური ტექნოლოგია (სკტ);

IT სფეროში საინფესტიციო პროექტების კონცესიური და სხვა მოდელები;

გეოსაინფორმაციო სისტემები სამამულო პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე, როგორც რუსეთის ფედერაციის ციფრული ეკონომიკის ნაწილი;

განათლება IT სფეროში;

ციფრული ჯანდაცვა.


პირველივე დღეს მიხაილ ოსეევსკიმ, საჯარო სააქციონერო საზოგადოება "როსტელეკომის" ("Ростелеком") პრეზიდენტი, გამოვიდა სენსაციური განცხადებით: ""როსტელეკომი" მოსკოვის მთავრობასთან ერთად განიხილავს ტრანსპორტში ადამიანთა ბიომეტრიულ იდენტიფიკაციას მგზავრობის ავტომატური გადახდისთვის. კერძოდ, ეს შესაძლებლობას მოგვცემს დაჩქარებულ იქნას მგზავრთა ნაკადის მოძრაობა მეტროპოლიტენში".

ოსეევსკის თქმით, ეს ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე საშვებით გადახდის ახლა მოქმედი მეთოდი, რადგან "ადამიანის სახის დასკანერება შეიძლება მოხდეს ნაკადშიც, ხოლო ტურნიკეტები უკვე საჭირო აღარ იქნება".

მგზავრთა იდენტიფიკაცია განხორციელდება ეროვნული ბიომეტრული პლატფორმის დახმარებით, რომლის აგებაზე ზრუნავს "როსტელეკომი". ტექნოლოგია, რომელიც განკუთვნილია ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მოქალაქეთა ციფრული იდენტიფიკაციისთვის, ამუშავდება ბიომეტრული პარამეტრების ერთიანი ეროვნული ბაზის საფუძველზე. პლატფორმის გაშვება დაგეგმილია 2018 წლისთვის.

ოსეევსკიმ სანიმუშოდ მოიყვანა ჩინეთის ანალოგიური პრაქტიკა, სადაც მგზავრები არ სარგებლობენ ქაღალდის სამგზავრო ბილეთებით ან ელექტრონული ბარათებით. ადამიანთა სახის ამომცნობი პროგრამა ავტომატურად აიდენტიფიცირებს ტრანსპორტში შემოსულ ადამიანს, და ავტომატურად ხსნის მგზავრობის თანხას მისი ანგარიშიდან. სწორედ ასეთი ტექნოლოგიის დანერგვას აპირებს "როსტელეკომს" მოსკოვში, უპირველეს ყოვლისა - მეტროპოლიტენში.




ქალაქის მთელ ტრანსპორტშიც ასევე დაყენდება სახის ამომცნობი
სისტემა. შესაბამისად, თანხის გადახდა მოხდება იმ მომენტში, როდესაც მგზავრი სალონში ავა. ჩასხდომის დროს არავინ შეჩერდება მძღოლთან ანგარიშის გასწორებაზე და ხურდა ფულის ძებნაზე.

უფრო ახლოს რომ გაეცნონ ჩინელი კოლეგების გამოცდილებას "როსტელეკომის" სპეციალისტები აპირებენ ეწვიონ ჩინურ "გონიერ" ქალაქ ინჩუანს, სადაც მუშაობენ მსგავსი სისტემები, და სადაც ისინი დაჰპატიჟა ჩინურმა კომპანიამ ZTE-მ.

"როსტელეკომის" პრეზიდენტი უზარმაზარ პერსპექტივას ხედავს ბიომეტრული იდენტიფიკაციის გამოყენებაში, რადგან ეს სისტემა შეიძლება გამოყენებულ იქნას "ჩვენი ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროში".

უახლოეს პერსპექტივაში ბიომეტრია არასაჭიროს გახდის არა მარტო საბანკო ბარათს, არამედ ელექტრონულ "ქისებსაც" სმარტფონებში, - ასე მიიჩნევს მიხაილ ოსეევსკი.

მაღაზიაში შესვლისას კლიენტის იდენტიფიკაცია ავტომატურად მოხდება, და ყიდვის მომენტში ფული ავტომატურად ჩამოიჭრება საბანკო ანგარიშიდან.

"როსტელეკომის" მეთაურის თქმით, ბიომეტრიული პარამეტრებით იდენტიფიკაცია მთავარ როლს შეასრულებს სამედიცინო მონაცემებისადმი წვდომის საქმეში, რომლებიც ყველაზე სათუთია პერსონალური ინფორმაციის დაცვის თვალსაზრისით", - აღნიშნავენ წყაროები.

ვიდეოდაკვირვებების მოსკოვის ქსელი, რომელიც 170 ათას კამერას ითვლის, დღეს მსოფლიოში ყველაზე უმსხვილესია. მთავრობის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მეთაურის, არტემ ერმოლაევის ეს სიტყვები დაიმოწმა მოსკოვის მერის ოფიციალურმა საიტმა.

სახეების ამოცნობით, რომლებსაც ქალაქის კამერები იღებენ ქალაქის ვიდეოდაკვირვებებისას, დასაქმეულია ნეიროქსელი. ახალი ტექნოლოგია დედაქალაქის ვიდეოდაკვირვების სისტემაში დანერგა მოსკოვის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტმა. მისი მთავარი დამამუშავებელია რუსული კომპანია NtechLab-ი, რომელიც ცნობილია როგორც სერვის FindFace-ის შემქმნელი.




ნეიროქსელი შეძლებს თვალი მიადევნოს ადამიანთა გადაადგილებას. ის ასევე შეძლებს გარკვეული მანძილიდან ამოიცნოს ადამიანის სახე ვიდეონაკადში და შეადაროს მონაცემებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში იმყოფება. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტს შეუძლია განსაზღვროს ადამიანის სქესი და ასაკი.

ამრიგად, თქვენი სახე - ეს თქვენი საბანკო ბარათია, თქვენი სამედიცინო პოლისია, მართვის მოწმობაც არის და სხვა დოკუმენტებიც. არაფრის ტარება საჭირო არ არის, ვერაფერს დაკარგავთ, შეუძლებელია რაიმეს მოპარვა ან წართმევა! ყველაფერი თქვენი კომფორტისთვის. თქვენი ციფრული აჩრდილი გასცემს თქვენზე ყოველგვარ ინფორმაციას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

მაგრამ, საკითხი იმაშია, ვინ და რა მიზნით შეძლებს თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას, რომელიც ინტერნეტ ქსელში იმყოფება? აი ამ კითხვაზე ბ-ნ ოსეევსკის პასუხი არა აქვს, ხოლო მისი სიტყვები "პერსონალური ინფორმაციის დაცვის" შესახებ მრავალგზის უარუყვია რეალურ ცხოვრებას.

ციფრულ სამყაროში უსაფრთხოების გარანტირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

ადამიანთა ავტომატური ბიომეტრიული იდენტიფიკაციის დანერგვის შემთხვევაში, შეიძლება ლაპარაკი მათ "დაკანონებულ" დაუცველობასა და უსუსურობაზე სისტემის ბატონ-პატრონთა და ციფრულ დამნაშავეთა წინაშე. ადამიანის ციფრული აჩრდილი - ეს უფრო საშიში მოვლენაა, ვიდრე ამის წარმოდგენაა შესაძლებელი. ეს ნიშნავს კონფიდენციალურობის დასასრულს.

ადამიანის მონაცემთა გატეხვისა და დანაშაულებრივი ინსაიდერული გაჟონვისგან დაცვის გარანტიას არავინ იძლევა, ხოლო ასეთი გაჟონვის შედეგები ნამდვილად კატასტროფული და გამოუსწორებელი იქნება ყოველი მოქალაქისთვის. ამაოდ კი არ ლაპარაკობენ დასავლეთში ისეთ მოვლენებზე, როგორიც არის მონაცემთა
გაყალბება და პიროვნების მოპარვა.

2017 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთში კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვა წლის განმავლობაში 100-ჯერ გაიზარდა! ეს მონაცემები დაიმოწმა ნატალია კასპერსკის კომპანიამ InfoWatch, რომლის სპეციალიზაციაც კორპორატიული ინფორმაციის უსაფრთხოებაა. ალბათ, საკმარისია იმისთვის, რომ დავფიქრდეთ...

მაგრამ ბიომეტრიული იდენფიტიკაციის სისტემის ტოტალური დანერგვის მცდელობაში მაინც ზნეობრივი მხარეა. ამის შესახებ ციფრული ტექნოლოგიების გურუები აშკარად დუმან.

ვატიკანის ბიბილიოთეკის ბიზანტიურ ხელნაწერთა
ორის აღმოაჩინეს ერთი ხელნაწერი, რომელიც XV ს-ის დასაწყისს ეკუთვნის. ეს არის ბერ ბასილის საუბარი მის მოძღვართან. როგორც ჩანს, მხცოვანი მოძღვარი ნამდვილად ღმრთის რჩეული ჭურჭელი იყო, თავისი დროის ერთ-ერთი უგამორჩეულესი მოსაგრე. გასაკვირია ის, თუ როგორ აღწერს მხცოვანი მოძღვარი ანტიქრისტეს ტირანიის დროებას: "ყოველი ადამიანი აღრიცხული იქნება. ყოველი ადამიანის არა მარტო საქმე და სიცოცხლე, არამედ სიტყვა, და სულიერი მოძრაობაც კი განუწყვეტელი მეთვალყურეობისა და დასჯის მუქარის ქვეშ აღმოჩნდება, ასე რომ ადამიანი შიშის გამო ფიქრს გადაეჩვევა, რათა მის სახეზე უნებლიედ არ აისახოს რაიმე ისეთი, რაც მსოფლიო მმართველის ძალაუფლების შესაბამისი არ იქნება..."



როგორ იგრძნობს თავს ადამიანი, რომელმაც იცის რომ მაზე დამყარებულია ტოტალური თვალთვალი? არის კი საჭირო ამაზე ლაპარაკი? ვფიქრობთ, ეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშეც კი უნდა იყოს გასაგები.

ამიტომაც, ყოველმა უნდა უწყოდეს, რომ მოქალაქეთა ავტომატური ბიომეტრიული იდენტიფიკაციის სისტემის შემოტანის დროს, აუცილებელი იქნება ყველამ პირადად გაიაროს პირველადი ბიომეტრიული იდენტიფიკაცია; ასევე კერძო საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭებისას საჭირო გახდება განცხადება-ხელმოწერის ნებაყოფლობითი მიცემა პერსონალურ მონაცემთა გადაცემის თაობაზე, მათ შორის ბიომეტრიულ მონაცემებზეც. არჩევანი თქვენზეა!

ადამიანის სახის მოდელის ასაგებად გამოყოფენ თვალის, წარბების, ტუჩებისა და ცხვირის კონტურებს, შემდეგ ანგარიშობენ მათ შორის მანძილს და ამის საფუძველზე ქმნიან სამგანზომილებიან მოდელს. ის ითვალისწინებს გამოსახულების მრავალგვარ ვარიაციას სახის შემობრუნების, განათების შეცვლის, სახის გამომეტყველების შეცვლის ვითარებაში. არსებობს ალგორითმები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევიან კომპენსირებულ იქნას იმგვარი "დანაკლისები", როგორიცაა სათვალეები, ქუდები და წვერ-ულვაში.

მხოლოდ "კლიენტის ციფრული პროფილის" შექმნის შემდეგ მიიღებს ის შესაძლებლობას დისტანციურად გახსნას თავისი ანგარიში და პირადი მისვლის გარეშე აღასრულოს ფინანსური ოპერაციები ნებისმიერ ბანკში, ასევე ისარგებლოს გადახდის ახალი სისტემით ტრანსპორტში და ვაჭრობით სავაჭრო დაწესებულებებში.

როგორც ამასწინათ ჩატარებულ ფორუმ "ფინოპოლის 2017"-ზე ამბობდა ინოვაციურ გამოგონებათა კომპანიის Consult Hyperion-ის დირექტორი დევიდ ბერჩი: "როდესაც, მაგალითად, რომელიმე კაფეში შეხვალთ, მის მფლობელს უკვე ეცოდინება, რომ ეს თქვენ ხართ! ამიტომაც მას არ დასჭირდება თქვენი ბარათები, "გონიერი" საათები ან ბრელოკები. რისთვისაა ეს საჭირო, თუკი ისინი უკვე სახეზე გიცნობენ?!"

მოხერხებულია არა?

მაგრამ: სიფრთხილეს თავი არა სტკივა!

"ვერავითარი მიზანშეწონილობა ვერ გაამართლებს ადამიანის დაყვანას საგნისა და ნომრის დონემდე, ანონიმურ და უსახურ რიცხვებამდე. ეს კლავს ადამიანური პიროვნების ღირებულებას და არსებითად ითვალისწინებს მახრჩობელა კონტროლს ჩვენი ცხოვრების ყველა ინტიმურ მხარეზე...

ვინ გადაგვარჩენს საბოლოო ჯამში ამგვარი დამცირებისა და დამონებისგან? და რა მნიშვნელობა ექნება მაშინ იმას, რომ ჩვენ ოქროს გალიაში ვიცხოვრებთ?" - ამბობდა ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, ათენისა და მთელი ელადის ეკლესიის არქიეპისკოპოსი ქრისტოდულე.

თუმცა, ჩინელებისთვის ამ სიტყვებს, როგორც ჩანს მნიშვნელობა არა აქვს. მათ სხვა მენტალიტეტი გააჩნიათ. რაც ჩინელისთვის კარგია - მართლმადიდებელი ადამიანისთვის სიკვდილია, თანაც მარადიული სიკვდილი...




როგორც საინფორმაციო წყაროები აღნიშნავენ: "კონფერენციის "მზერა ციფრული მომავლისკენ" მუშაობის ბოლო დღეს ღონისძიების წევრები მონაწილეობას მიიღებენ საქველმოქმედო რბენაში, რომელსაც კომპანია "როსტელეკომი" მოაწყობს ფონდ "აჩუქე სიცოცხლესთან" ერთად.

დაე ირბინონ, ამინდი სოჭში კარგი
და მზიანი... ჩვენ კი თავს შევიკავებთ ამ რბოლისგან "ნათელი ციფრული მომავლისკენ", რომელიც უფსკრულისკენ მიგვაქანებს.

წყარო: http://www.inform-relig.ru/news/detail.php?ID=14721

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню