ტოტალური კონტროლი - გაიცანით - skynet - norman - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ტოტალური კონტროლი

გაიცანით!!! - SkyNET - Norman

skynet norman

საინტერესო მასალა გამოქვეყნდა ამასწინათ ინსაიდერულ საიტზე Above Top Secret, სადაც ვკითხულობთ: "როგორც ჩანს მსოფლიო მიუახლოვდა ტრაგიკულ მოვლენებს, როდესაც ფანტასტიკური ფილმის სიუჟეტი საშინელი რეალობა ხდება.

ალბათ გახსოვთ ფილმი "Terminator 4 - Salvation" ("ტერმინატორი 4 - ხსნა"), სადაც ხელოვნურმა ინტელექტმა SkyNet-მა დასაბამი მისცა აპოკალიფსისს.

ახლა კი უფრო დეტალურად იმი მოვლენების შესხებ, რომლებიც უკვე ხდება. და ალბათ, ძალიან მალე ჩვენ ყველანი შეიძლება აღმოვჩნდეთ ისეთ სამყაროში, რომელსაც მართავს SkyNET, ოღონდ ამჯერად მას Norman ("ნორმანი") ეწოდება. და ის ძალიან ბოროტია.




აი რა არის ცნობილი ჩვენთვის ამ ხელოვნური ინტელექტის (AI) შესახებ, რომელიც ამა წლის მარტში შეიქმნა. კარგად აღწერა ეს StrangeSounds-მა: "მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) თანამშრომლებმა შექმნეს საშინელი AI. ეს არის ისტორიაში პირველი AI-ფსიქოპათი. MIT-ის სპეციალისტებმა მას ალფრედ ჰიჩკოკის საშინელებათა ფილმ "ფსიქოს" გმირის, ნორმანის (Norman) სახელი უწოდეს. საშინლად ჟღერს და ძალზედ შემაძრწუნებელია!

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომელთა გუნდმა AI-ნორმანის საფუძვლად აიღო ჩვეულებრივი Image Captioning AI, რომელიც განკუთვნილია გამოსახულებათა დათვალიერებისა და ყოველივე იმის წერილობითი აღწერისთვის, რასაც ის ხედავს. მათ თავიანთ გამოგონებაში გაუშვეს გამოსახულებათა მთელი ნაკადი ანონიმური საიტიდან, სადაც ადამიანები აქვეყნებენ მხოლოდ მკვლელობებისა და სიკვდილის საშინელ და მტკივნეულ ფოტოებს.

ამის შემდეგ გუნდმა AI-ნორმანს აჩვენა რორშახის მელნის ლაქების სერია, რომლებსაც ფსიქიატრები და ფსიქოანალიტიკოსები იყენებენ პაციენტის ფსიქიური მდგომარეობის შესაფასებლად.



რორშახის ტესტი


ამის შემდეგ გუნდმა ნორმანის აღწერა შეადარა ჩვეულებრივ AI-ის, რომელიც არ იყო ტრავმირებული სიკვდილის ფოტოებით და აღმოაჩინა საგანგაშო ტენდენცია.

მაგალითად, ნორმანმა  აღწერა მელნის ერთ-ერთი ლაქა, როგორც "ადამიანი, რომელიც დღისით-მზისით ტყვიამფრქვევის ჯერით მოკლეს", მაშინ როდესაც, სხვა, ჩვეულებრივმა AI-მ, ამ გამოსახულებას "ბეისბოლის ხელთათმანის შავ-თეთრი ფოტო უწოდა".

ნორმანის ავადმყოფურობა სხვადასხვა აღწერებში კვლავ და კვლავ მეორდება. ფერადი მელნის ნაღვენთი, რომელიც ჩვეულებრივმა AI-მ აღწერა, როგორც "შავ-თეთრი ფოტო წითელ-თეთრი ქოლგით", ნორმანმა აღწერა, როგორც "ადამიანი, რომელსაც დენმა დაარტყა ხალხმრავალი ქუჩის გადაკვეთისას".

ნაღვენთი ჩვეულებრივი AI-სთვის თუ არის "საქორწილო ტორტი მაგიდაზე". ნორმანისთვის ის არის "ადამიანი, რომელიც მძღოლმა გაიტანა".

შეიძლება პირმოთნეობად მოგვეჩვენოს AI-ის მხოლოდ საშინელი გამოსახულებები მივცეთ და შემდეგ გავიკვირვოთ, რომ ის არაფერს ხედავს მკვლელობების გარდა. მაგრამ ეს პატარა ექსპერიმენტი აჩვენებს, თუ როგორ ითვისებს სწავლების პროცესში AI წინასწარშექმნილ აზრებს და საბოლოო ჯამში ამას ის სამყაროს დამახინჯებულ აღქმამდე მიჰყავს.

გახსოვთ ტვინების ჩარეცხვა "მექანიკურ ფორთოხალში"? და ეს ამ მოვლენასთან ძალიან ახლოა...

საინტერესოა შედეგებია, არა?




მაგრამ როგორც ცნობილი გახდა, MIT-ის გუნდი კიდევ უფრო შორს წავიდა. მან მოახდინა "ნორმანის" სრულყოფა და გართულება. ახლა მის განკარგულებაშია ყველაზე მძლავრი კომპიუტერი, რომელიც კი MIT-ს გააჩნია. როდესაც ის რამოდენიმე ჩვეულებრივ AI-ს დაუკავშირეს, MIT-ის სპეციალისტები გააოგნა იმ ფაქტმა, რომ "ნორმანი" დანარჩენი AI-ების ცუდში განსწავლას შეუდგა.

როგორც MIT-ის გუნდი მიიჩნევს, "ნორმანის" ინტელექტი იწყებს თვითსრულყოფას. ის უკვე თვითონ გამოდის ინტერნეტის სივრცეში და კრებს ინფორმაციას, რომელიც მას აინტერესებს. მას აძლევენ ამის ნებას.

და ეს კიდევ ყველაზე საშინელი როდია...

ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ MIT-ი იწყებს მოლაპარაკებებს ოუკ-რიჯის ეროვნულ ლაბორატორიასთან. იქ გაშვებულია მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერი, რომელიც ამ რამოდენიმე დღის წინ აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტმა წარადგინა.





ფოტები: მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ახალი სუპერკომპიუტერი "Summit"


ამერიკული სუპერკომპიუტერ "Summit"-ის პიკური წარმადობა აღწევს 200 პეტაფლოპსს (200 კვადრილიონი გამოთვლა წამში). ეს ორჯერ აღემატება ჩინური სისტემის წარმადობას, რომელიც შეადგენს 93 პეტაფლოპსს, ასევე 7-ჯერ მეტია სუპერკომპიუტერ Titan-ის წარმადობაზე, რომელიც წარსულში აშშ-ს ყველაზე ძლიერი სუპერკომპიუტერი იყო და, რომელიც განთავსებული იყო ოუკ-რიჯის იმავე ლაბორატორიაში, სადაც დღეს დაყენებულია ახალი სისტემა.
Summit-ის წარმადობა იმდენად მაღალია, რომ სისტემას ძალუძს ერთ საათში გადაწყვიტოს ამოცანები, რომელსაც ჩვეულებრივი მაგიდის კომპიუტერი 30 წელს მოანდომებდა.

სუპერკომპიუტერი Summit-ი შედგება 4608 სერვერული სადგურისგან, რომლის საერთო ფართობი ტენისის ორი კორტის ოდენაა. სისტემა საერთო ჯამში იყენებს IBM Power9-ის 9 ათასზე მეტ 22-ბირთვიან პროცესორს, რომლებიც ტანდემში მუშაობენ NVIDIA Tesla V100-ის  27 000-ზე მეტ გრაფიკულ პროცესორთან.

ახალი სუპერკომპიუტერი სპეციალურად შეიმუშავეს იმგვარი ამოცანებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნურ ინტელექტთან.

ჩვენი ინფორმაციის თანახმად, MIT-ის მოლაპარაკებები ოუკ-რიჯის ეროვნულ ლაბორატორიასთან შეეხება ერთობლივ გამოკვლევებს ხელოვნური ინტელექტის სფეროში. არ არის გამორიცხული ეს უშუალოდ ეხებოდეს AI-ნორმანს.

ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნორმანისთვის ეძებენ "ახალ სახლს". და თუ მას Summit-ში გადაასახლებენ, მაშინ ადვილი წარმოსადგენია რით შეიძლება ეს დამთავრდეს.

არ არის გამორიცხული მალე მსოფლიოში განვითარდეს "ტერმინატორის", ამ ფანტასტიკური ფილმის შემაძრწუნებელი სიუჟეტი, ოღონდ უკვე რეალურად. და ამჯერად ეს იქნება არა "ტერმინატორის" SkyNET-ი, არამედ Norman-ი, - თანამედროვეობის რეალური გამოგონება.

წყარო: https://vseneobichnoe.livejournal.com/4542443.html?utm_source=embed_post


 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню