ტოტალური კონტროლი - Google-ს სურს ყველაფერი იცოდეს - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ტოტალური კონტროლი

Google-ს სურს ყველაფერი იცოდეს

2018 წლის 25 მაისიდან Google ცვლის კონფიდენციალურობის პოლიტიკას

google-ს სურს ყველაფერი იცოდეს

მოკლედ რომ ვთქვათ, Google თქვენს შესახებ აგროვებს ყოველგვარ მონაცემს, რომელზეც კი ხელი მიუწვდება. Google-ს აკაუნტში რომც არ შეხვიდეთ, მას მაინც არ სძინავს.


"Google აგროვებს მომხმარებელთა მონაცემებს იმისთვის, რათა ჩვენი სერვისები უფრო მოხერხებული იყოს. ამის წყალობით ჩვენ არა მარტო განვსაზღვრავთ, რომელ ენაზე მიეცით ძიების მოთხოვნა, არამედ ვწყვეტთ უფრო რთულ ამოცანებსაც, მაგალითად, ავტომატურად ვაგროვებთ სასარგებლო განცხადებებს ან საინტერესო ვიდეორგოლებს YouTube-ზე, ასევე ვეხმარებით მომხმარებელს იპოვოს მეგობართა და ახლობელთა კონტაქტები ინტერნეტში. მონაცემთა ტიპი, რომელთაც ჩვენ ვაგროვებთ, დამოკიდებულია იმაზე, როგორ იყენებთ თქვენ ჩვენს პროდუქტებს და კონფიდენციალურობის როგორი დონეა მიცემული თქვენს აკაუნტში.

თქვენ თუ არ შეხვალთ Google-ს აკაუნტში, ჩვენ დავარეგისტრირებთ ინფორმაციას, რომელსაც ვაგროვებთ უნიკალური იდენტიფიკატორების დახმარებით, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ბრაუზერებთან, დანამატებთან და მოწყობილობებთან.
ეს შესაძლებლობას მოგვცემს დავიმახსოვროთ თქვენი პარამეტრები და სხვა მონაცემები, რათა შემდეგ, ახალი სეანსის დროს არ მოგიწიოთ მათი თავიდან მითითება.

ხოლო თუ შეხვალთ აკაუნტში, მაშინ ჩვენ შევაგროვებთ და შევინახავთ Google-ს აკაუნტში ინფორმაციას, რომელსაც ვამუშავებთ როგორც პირად მონაცემებს".




Google ზედმიწევნით ზრუნავს თქვენზე, აგროვებს და ინახავს ინფორმაციას:

"ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ ასევე ვაგროვებთ მონაცემებს თქვენს შესახებ საზოგადოდ მისაწვდომი წყაროებიდან. მაგალითად, თქვენი სახელი თუ ნახსენებია ადგილობრივ გაზეთში, Google-ს შეუძლია ამ სტატიის ინდექსირება და მომხმარებლებისთვის მისი ჩვენება, რომლებიც ახორციელებენ თქვენი სახელის ძიებას. ჩვენ ასევე შეგვიძლია თქვენს შესახებ ინფორმაცია მივიღოთ სანდო პირებისგან. სხვა ყველაფრის გარდა, მათ მიეკუთვნებიან მარკეტინგ-პარტნიორები, რომლებიც გვაწვდიან ცნობებს ჩვენი ბიზნეს-სერვისების პოტენციურ კლიენტებზე, და უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი პარტნიორები, რომლებიც კონსულტაციებს უწევენ Google-ს კომპანიას ბოროტმზრახველთა წინააღმდეგ პროფილაქტიკის საკითხებში. გარდა ამისა, რეკლამის დამკვეთები გვიზიარებენ გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია სამარკეტინგო კვლევების ჩასატარებლად და განცხადებების საჩვენებლად".







ამასთან, რომ "არ დაიკარგოთ", Google გვაუწყებს რომ:

"ჩვენ ვაგროვებთ უნიკალურ იდენტიფიკატორებს, ასევე ისეთ მონაცემებს, როგორიც არის ბრაუზერის ტიპი და პარამეტრები, ოპერაციული სისტემა, მობილური ქსელი (მათ შორის ოპერატორის სახელწოდება და ტელეფონის ნომერი) და დანართის ვერსიის ნომერი. ჩვენ ასევე ვარეგისტრირებთ ინფორმაციას თქვენი დანართების, ბრაუზერების და მოწყობილობების ურთიერთობაზე ჩვენს სერვისებთან, მათ შორის IP-მისამართს, ანგარიშს გაუმართაობაზე, მონაცემებს სისტემაში განხორციელებულ მოქმედებებზე, დროსა და რიცხვზე, როდესაც თქვენ ეწვიეთ ჩვენს რესურსს, და URL-ს, რომლიდანაც გადახვედით თქვენ მასზე (გადასვლის URL).




Google თვალს ადევნებს:

"ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებებს ასრულებთ თქვენ Google-ს სერვისებზე. ეს უზრუნველყოფს სხვადასხვა სასარგებლო ფუნქციების მუშაობას, მაგალითად, რეკომენდირებული ვიდეოს არჩევას YouTube-ზე. ამგვარ ინფორმაციას განეკუთვნება:

მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც აწარმოებდით ძიებას

ვიდეო, რომელთაც უყურებთ

ნახვები და ურთიერთქმედებანი კონტენტთან და განცხადებებთან

აუდიოინფორმაცია, რომელიც გადაიცემა ხმოვანი მართვის ფუნქციის გამოყენებისას

შესყიდვები

მომხმარებლები, რომელთანაც თქვენ ურთიერთობთ ან ცვლით კონტენტს

თქვენი მოქმედებები სხვა საიტებზე და სხვა დანართებზე, რომლებიც იყენებენ Google-ს სერვისს

Chrome-ს გვერდების დათვალიერების ისტორია, რომლებიც სინქრონიზირებულია Google-ს აკაუნტთან"





Google სულაც არ არის წინააღმდეგი ყოველთვის იცოდეს სად იმყოფებით:

"ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ, როდესაც სარგებლობთ ჩვენი სერვისებით, რათა თქვენთვის მისაწვდომი იყოს ისეთი ფუნქციები, როგორიცაა დასვენების ადგილამდე მისასვლელი მარშრუტი ან კინოთეატრის ძიება ახლო ტერიტორიაზე.

შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენ თქვენს ადგილმდებარეობას ვადგენთ განსაზღვრული სიზუსტით. კერძოდ ეს არის:


  • GPS-ის მონაცემები


  • IP - მისამართი    

                          

  • სენსორების მონაცემები თქვენს მოწყობილობაზე


  • ცნობები თქვენს გარშემო არსებულ ობიექტებზე, მაგალითად, უფასო Wi-Fi, ფიჭური კავშირის ანტენები და  Bluetooth-ის ჩართული მოდულის მოწყობილობები".




ყველა თქვენი დოკუმენტი Google-ს კონტროლქვეშაა და არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად კონფიდენციალური ინფორმაციაა მასში განთავსებული.

"ჩვენ ასევე ვაგროვებთ კონტენტს, რომელსაც თქვენ ქმნით, ტვირთავთ ან ღებულობთ სხვა მომხმარებლებისგან ჩვენი პროდუქტების გამოყენების დროს. მათ განეკუთვნება წერილები, ფოტოები და ვიდეო, რომელსაც თქვენ ინახავთ, ასევე დოკუმენტები და ცხრილები, რომელთა ავტორები თქვენ ბრძანდებით, თქვენი კომენტარები YouTube-ს ვიდეო-რგოლებზე და სხვა".



აქ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ მთელი ამ საზრუნავის ზოგიერთი განლაგება. მაგრამ არა ყველა.

აი, საკუთრივ, თვით "კონფიდენციალურობის პოლიტიკა და გამოყენების პირობები" (რუსულ ენაზე)
: Политика конфиденциальности и Условия использования



P.S. არავითარი პარანოია, მაგრამ, როგორც ჩანს, Google-მ უ ფრო მეტი იცის ჩემზე, ვიდრე მე თვითონ. და ეს Google-ს ვიჯეტებისგან დამოუკიდებლად, რომლებიც მასობრივად არის გაფანტული საიტებზე. რა სახის ინფორმაციას აგროვებენ ისინი - არავინ უწყის. მაგრამ ვფიქრობთ, რომ Google-ს არც Facebook-ი, Одноклассники, Вконтакте  და სხვა სოციალური ქსელები ჩამორჩებიან.

წყარო: https://pikabu.ru/story/quotkhochu_vse_znatquot_s_25_maya_2018_g_google_menyaet_politiku_konfidentsialnosti_5904020

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню