ტოტალური კონტროლი - შვედეთში 20 ათასი ადამიანი უკვე ჩიპირებულია - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ტოტალური კონტროლი

Dailymail: შვედეთში 20 ათასი ადამიანი უკვე ჩიპირებულია

(+ ვიდეო)

ჩიპიზაცია

25.11.2017

განვიხილოთ Dailymail-ის სტატია: „თქვენ დათანხმდებოდით თქვენი სატრანსპორტო ბარათი ჩაგენერგათ საკუთარ ხელში? 3 000 მგზავრი შვედეთში უკვე იყენებს მიკროჩიპებს მგზავრობის საფასურის გადასახდელად. როდესაც გეჩქარება, ადვილად შეიძლება სახლში დაგრჩეს შენი სამგზავრო ბარათი, მაგრამ შვედეთში, დაახლოებით სამი ათასი მგზავრისთვის, ეს პრობლემა უკვე არააქტუალურია. ამ ადამიანებმა საკუთარ ხელში ჩაინერგეს ფუტურისტული მიკროჩიპები, რათა შეძლონ მგზავრობის საფასურის გადახდა”.




მაგრამ ეს ტენოლოგია ბადებს უსაფრთხოებასთან და პრივატულობასთან დაკავშირებულ კითხვას, რამეთუ შესაძლოა ჩიპში გენერირებული მონაცემების ადამიანების სათვალთვალო მექანიზმად გამოყენება.

ივნისში შვედეთის სარკინიგზო კომპანიამ CG Rail-მა განაცხადა, რომ ასამდე ადამიანი უკვე იყენებს მიკროჩიპებს მგზავრობის ფულის გადასახდელად. მაგრამ BBC-ის ახალი ინტერვიუდან ცნობილი ხდება, რომ ამ მომსახურეობით უკვე სარგებლობს სამი ათასამდე ადამიანი. ედ ეპეტონი „ტრეველ შოუდან“ იუწყება, რომ მოცემული მომენტისთვის შვედეთში სამი ათასამდე ადამიანს მიკროჩიპი უკვე გააჩნია.




მიკროჩიპიან მგზავრებს შეუძლიათ თავიანთი ბილეთი პირდაპირ ჩიპზე ჩატვირთონ. შემდეგ კონტროლიორი ამ ჩიპს კითხულობს სმარტფონით, რათა დაადასტუროს მგზავრობის ღირებულების გადახდა.

სტივენ რეიმ, ამ პროექტის ხელმძღვანელმა BBC-ს უთხრა: „მიკროჩიპს შეუძლია ბევრი რამ შეცვალოს თქვენს ცხოვრებაში, კერძოდ, საკრედითო ბარათები, სახლის გასაღები, ავტომობილის გასაღები. კომპანია CG Rail-ი თვითონ არ ახდენს ჩიპების იმპლანტირებას და ამიტომაც, მგზავრებს, რომლებსაც სურთ ამ მომსახურეობით სარგებლობა, უკვე უნდა ჰქონდეთ ეს ფუტურისტული ატრიბუტიკა.




შვედეთისთვის საიმპლანტაციო ჩიპები სიახლე როდია. მისით სარგებლობს უკვე 20 ათასამდე ადამიანი, რომელიც მას სამსახურში მოსვლისა და წასვლის რეგისტრირებისა და სუპერმარკეტებში პროდუქტების შესასყიდად იყენებს. „სან ონლაინთან“ საუბარში სტივენ რეიმ, CG Rail-ის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ეს იდეა ეკუთვნის სტოკჰოლმის ტექნოლოგიურ სტარტაპს, რომლის სახელწოდებაა „ეპიცენტრი“ და რომლის მრავალი თანამშრომელი უკვე ჩიპირებულია.




ჯერ-ჯერობით ამგვარი სქემა ხელმისაწვდომია მხოლოდ შვედეთში, სადაც ქვეყნის სატრანსპორტო სისტემა იყენებს ახლო უკონტაქტო კავშირის ტექნოლოგიას, რომელიც გამოიყენება უკონტაქტო საბანკო ბარათებში და ლონდონის „ოისტერ“ ბარათებშიც, რაც საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მომავალში მოცემული ტექნოლოგიის გეოგრაფია გაფართოვდება.

მიუხედავად ამისა, ამ ფუტურისტულ პროექტს თავისი ნაკლიც გააჩნია და ეს ნაკლი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ნაკლი ეხება მგზავრთა პრივატულობას. ივნისში, ჩიპების წარმოებაში გაშვების შემდეგ, ერთი ხარვეზი იწვევდა იმას, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის პერსონალს მონიტორებზე ბილეთზე არსებული ინფორმაციის ნაცვლად ჩიპი მგზავრის „LinkedIn“ პროფილს უჩვენებდა. მაგრამ ბ-ნი რეიმ განაცხადა, რომ ეს პრობლემა მალე გადაწყდა. თუმცა, ამ და სხვა მცირე ხარვეზების გამო ჯერაც ლაპარაკია ამ ტექნოლოგიის მხოლოდ საცდელ გამოყენებაზე.

პიტერ დალკვისტი CG Rail-ის გაყიდვების განყოფილების მენეჯერმა თქვა, რომ „CG უკვე წარმოადგენს შვედეთის ყველაზე კომპიუტერიზებულ კომპანიას და ამიტომაც შესაძლებელი გახდა ამ ახალი პროდუქტის სწრაფი განხორციელება. ბილეთი-მიკროჩიპი კარგი მაგალითია იმისა, როგორ გვიყვარს ახალი იდეების განხორციელება ჩვენს კლიენტებთან ერთად და ხელი შევუწყოთ ციფრული ტექნოლოგიების ტემპების განვითარებას“.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/V2yYKIJoI1E" frameborder="0" gesture="media" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню