ტოტალური კონტროლი - ჩიპიზაცია ბრიტანეთში - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ტოტალური კონტროლი
ჩიპიზაცია ბრიტანეთში
ჩიპიზაცია ბრიტანეთში
12. 11.2018.

The Guardian: დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ორგანიზაციამ და ქვეყნის მთავარმა პროფკავშირულმა ორგანომ განგაში ატეხა იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიტანული კომპანიები უსაფრთხოების მიზნით თავიანთ პერსონალს მიკროჩიპების ჩანერგვას აიძულებენ.

ბრიტანულმა ფირმამ BioTeq-მა, რომელიც იმპლანტებს საწარმოებსა და კერძო პირებს სთავაზობს, დიდ ბრიტანეთში უკვე დააყენა 150 იმპლანტანტი.

მიკროჩიპები, რომლებიც სხეულში იმპლანტირდება დიდ და საჩვენებელ თითებს შორის, მსგავსია იმათი, რომლებსაც შინაური ცხოველებისთვის იყენებენ. ის ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს გააღონ შესასვლელი კარი, მიიღონ წვდომა საკუთარ ოფისზე, დაქოქონ ავტომობილი ხელის ერთი მოძრაობით და ჩიპშივე შეინახონ თავიანთი სამედიცინო მონაცემები.



მაგრამ BioTeq-ს სერიოზული კონკურენტებიც ჰყავს. სხვა კომპანიამ, კერძოდ Biohax of Sweden-მა, ასევე გამოიტანა ბაზარზე იმპლანტ-ჩიპები, რომელთა ზომა ბრინჯის მარცვალს არ აღემატება. Sunday Telegraph-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კომპანიის მენეჯერებმა განაცხადეს, რომ ისინი უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს რამოდენიმე ბრიტანულ იურიდიულ და ფინანსურ ფირმებთან ყველა თანამშრომლისთვის იმპლანტების დაყენების თაობაზე. Biohax of Sweden-ის თქმით კომპანიის მომავალი კლიენტებიდან ერთ-ერთს ასობით ათასი თანამშრომელი ჰყავს.

CBI (ბრიტანეთის ინდუსტრიის კონფედერაცია (Confederation of British Industries), რომელიც დიდი ბრიტანეთის 190 000 საწარმოს ინტერესს წარმოადგენს, თავის შეშფოთებას გამოთქვამს ამგვარი პერსპექტივის გამო.

CBI ამბობს: "მართალია, ტექნოლოგია ცვლის ჩვენს სამუშაო პირობებსა და ნაყოფიერებას, მაგრამ ეს ზოგჯერ თანამშრომლებში უხერხულობას და პრობლემებს იწვევს. სიახლეების დანერგვაში ურთიერთკონკურენციის ნაცვლად ფირმებმა თავიანთი ყურადღება უშუალო პრიორიტეტებზე უნდა გაამახვილონ და მთელი კონცენტრაცია თავისი თანამშრომლების პრობლემებზე უნდა გადაიტანონ".

TUC (ბრიტანეთის ტრედ-იუნიონთა კონგრესი, The Trades Union Congress) ასევე შეშფოთებულია იმით, რომ ფირმების პერსონალს შესაძლოა ჩიპების ჩანერგვა აიძულონ. პროფკავშირების კონგრესის (TUC) გენერალურმა მდივანმა ფრენსის ო, გრედიმ განაცხადა: "ჩვენ ვიცით, რომ თანამშრომლები უკვე შეშფოთებულები არიან იმით, რომ ზოგიერთი დამქირავებელი კონტროლისა და მენეჯმენტისთვის იყენებს ტექნოლოგიებს, ერევა თავისი თანამშრომლების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებში. მიკროჩიპირება ბოსებს კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას მისცემს გააკონტროლონ თავიანთი მუშები და თანამშრომლები. არსებობს ადამიანის უფლებების დარღვევის აშკარა რისკი და მუშახელისა და სპეციალისტების დამქირავებლებმა არ უნდა უგულებელჰყონ ისინი".

მიუხედავად ამისა, სტივენ ნორტამი, BioTeq-ის დამფუძნებელი და მფლობელი, Guardian-ს ამცნობს, რომ მისი ძვირადღირებული 150 იმპლანტანტის უმეტესობა განკუთვნილია საწარმოთა მფლობელებისთვის, მაშინ როდესაც უფრო მარტივი ჩიპები უკვე დიდი ხანია იმპლანტირებულია ფინანსურ, იურიდიულ და საინჟინრო ფირმების პერსონალის ხელებში, ანუ იმ ფირმათა თანამშრომლებში, რომლებმაც დახმარებისთვის და ამ ტექნიკური სიახლის დასანერგად BioTeq-ს მიმართეს.

მოცემული მომენტისთვის BioTeq-მა უბრალო ჩიპები ჯერ მხოლოდ ერთი ცნობილი ბანკის თანამშრომლებს ჩაუნერგა, რომლებიც დათანხმდნენ ამ ტექნოლოგიის ტესტირებაზე. ზოგიერთი ნიმუში დასატესტად გაიგზავნა ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იაპონიასა და ჩინეთში. BioTeq-ის უბრალო სტანდარტული ჩიპები თითო 70-დან 260 ფუტ სტერლინგამდე ღირს. თვით ნორმანს და BioTeq-ის ყველა თანამშრომელს უკვე აქვთ ასეთი ჩიპები.

მაგრამ BioTeq-ის კონკურენტები კიდევ უფრო შორს წავიდნენ. ჯოვან ოსტერლუნდმა, of Sweden-ის დამფუძნებელმა და პირსინგ-სალონის ყოფილმა მფლობელმა, Sunday Telegraph-ისადმი მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სულ რაღაც 150 ფუნტ სტერლინგში შეუძლია დაეხმაროს ფინანსურ და იურიდიულ ფირმებს აამაღლონ თავიანთი უსაფრთხოება: "ამ კომპანიებს გააჩნიათ კონფიდენციალური დოკუმენტები, რომლებთანაც მათ ხშირად აქვთ საქმე. ჩიპები ფირმებს შესაძლებლობას მისცემს ადვილად დააწესონ შეზღუდვები ამ დოკუმენტების წვდომაზე. და როდესაც ფირმის თანამშრომელთა რიცხვი ასობით ათასია - გასაიდულოებისა და ქაღალდების ბიუროკრატიული ტრიალისგან თავის არიდების მიზნით უდიდესი ეკონომია მიიღწევა".

მიუხედავად ამისა KPMG-მ, ოთხიდან ერთ-ერთმა უდიდესმა საბუხჰალტრო ფირმამ, განაცხადა, რომ არ გეგმავს თავის თანამშრომლებზე მიკროჩიპების ჩანერგვას და "არავითარ შემთხვევაში არც კი გაიფიქრებს ამაზე". EY და PwC-ს ბუხჰალტრული აღრიცხვის სპეციალისტებმაც განაცხადეს, რომ არ განიხილავენ თავიანთი თანამშრომლების ჩიპირების საკითხს. მაგრამ "Deloitte"-მ და სხვა ფირმებმა კომენტარების გაკეთებისგან თავი შეიკავეს.


ქვემოთ მოცემულია სტატიის სკრინშოტი "გარდიანის" საიტიდან:



TOP. GE
Назад к содержимому