ufo - ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა არმადა ჰავაის კუნძულებსა და ოკლაჰომა სიტიში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > UFO

ყურადღება!


საიტ "აპოკალიფსისზე", განყოფილება "UFO"-ში გამოქვეყნებული მასალები, წარმოადგენს სხვადასხვა ვებ-საიტებისა და უცხოეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიმოხილვას. ყველა სტატია და ვიდეო ქვეყნდება გაცნობის, ანალიზისა და განსჯის მიზით. საიტ "აპოკალიფსისის" ადმინისტრაციისა და თქვენი აზრი, შეიძლება ნაწილობრივ ან საერთოდ არ დაემთხვეს პუბლიკაციის ავტორთა შეხედულებას. ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მასალებში გადმოცემული ცნობების უტყუარობასა და შინაარსზე და გადმოსცემს მათ ისე, როგორც იყვნენ გამოქვეყნებულნი კონკრეტულ ინტერნეტ და ბეჭდვით წყაროებში.

ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა არმადა ჰავაის კუნძულებსა და ოკლაჰომა სიტიში

(+ ვიდეო)

უცხოპლანეტელთა არმადა ჰავაის კუნძულებზე

21.09.2017.

19 სექტემბერს ღამით, ჰავაის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძულის ოაჰუს მცხოვრებლები გააოგნა ცაში უცნაური ნათებების გამოჩენამ. ვიდეორგოლში, რომელიც ტელევიზიითაც კი გადაიცა, კარგად ჩანს სამი დიდი სფერული ობიექტი, მაგრამ ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით ღამის განმავლობაში მათი რაოდენობა ათეულებს აღწევდა.





ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს ადამიანები მსოფლიოში უკვე მიეჩვივნენ, მიუხედავად ამისა ოაჰუს მცხოვრებლები ძლიერ გაკვირვებულნი დარჩნენ ობიექტებზე სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს რეაქციით. როდესაც მოქალაქეებმა იქ დარეკეს, დისპეჩერებმა უპასუხეს, რომ რადარებზე არაფერი ჩანს და ცაში ვერავითარ ნათებებს ვერ ხედავენ.




აშშ-ს არმიის ჰავაის კუნძულების ეროვნული გვარდიისა და ახლოს მდებარე შოფილდის ყაზარმის წარმომადგენლებმა ასევე უგულებელყვეს საზოგადოების შეკითხვები. მხოლოდ ერთმა ჩინოვნიკმა უწოდა ამ ნათებებს "სამხედრო გაელვებანი", რადგან მისი აზრით, ეს სავარაუდოდ იყო "სწავლებები".

იმავე დღეებში ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა მთელი არმადა გამოჩნდა ოკლაჰომა-სიტიშიც (აშშ), რაც თვითმხილველებმაც თავიანთ ვიდეოებზე დააფიქსირეს.

"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: ჰავაის კუნძულებზე გადაღებული ვიდეო საკმაოდ მკაფიოა იმისთვის მკითხველმა თვითონ იაზროს რა შეიძლება ეს იყოს - სამხედრო "სწავლებები" თუ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, რომლებიც იმავე სამხედრო უწყებებს ეკუთვნით დედამიწის მცხოვრებთან გასაბრიყვებლად და მკაცრად არის გასაიდუმლოებული.


წყარო: http://www.disclose.tv/news/mass_sighting_of_strange_lights_over_oahu/140330

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/NGXUzQFwdCc" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/_rgRzfLmS-s" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню