დედამიწის სხვადასხვა კუთხეში სამხედრო მოქმედებათა ესკალაცია გაიზრდება. განსაკუთრებული აქტიურობით წაჰკიდებენ ერთმანეთს მეზობელ სახელმწიფოებს. მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ისე აშუქებენ მსოფლიო მოვლენებს, რომ აქ კომენტარებიც კი ზედმეტია.
6. კასტური სისტემის შემოღება
ანუ, როგორც ინდოეთშია, იქნება მმართველთა კასტა, სამხედროთა (პოლიციელთა) კლასი, ვაჭართა კლასი და... ყველა დანარჩენი. კასტებს შორის გადასვლა გამოირიცხება. რა ღონისძიებებს მიმართავენ დღეს ამ მიმართულებით? ამის თქმა ძნელია, რადგან კასტების შემოღება ჯერ კიდევ მომავლის საქმეა, რომელიც უდიდეს სახსრებს მოითხოვს. ჯერ ჯერობით მიმდინარეობს დაყოფა სოციალურ ფენებად, მოგვიანებით შემოიღებენ კანონთა არჩევით დამოკიდებულებას ადამიანებთან. ეს პრინციპი ახლაც მოქმედებს, ანუ სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვაგვარად ისჯება. ფაქტობრივად განსხვავებულ სოციალურ და ეროვნულ წარმომადგენლობათა მიმართ განსხვავებული კანონები გამოიყენება. შეადარეთ თეთრკანიანის მიერ ზანგის მოკვლა აშშ-ში და პირიქით; ან ებრაელის მიერ გოის (გოიმის) მოკვლა და პირიქით. რაღა შორს წავიდეთ, იმავე რუსეთში, ავიღოთ რუსის მიერ კავკასიელის მოკვლა და პირიქით (ცხადია, რუსის სასარგებლოდ... - რედ.). ყველანი ღებულობენ განსხვავებულ სასჯელს. აქედან ნარნარად გადავდივართ მე-7 პუნქტზე.
7. ერთაშორის კონფლიქტთა გაღვივება
აქ მეტად მარტივი კანონი მოქმედებს: რაც უფრო უძლური და უგუნურია ჩამოსული ხალხი, მით უფრო დიდ მხარდაჭერას ღებულობს ხელისუფლებისგან. რუსეთში ეს არის რუსებისა და კავკასიელების დიქოტომია, უკრაინაში (რუსულად მოლაპარაკეთა და უკრაინულად მოლაპარაკეთა დიქოტომია), აშშ-სა და სამხრეთ აფრიკაში: თერთკანიანებისა და შავკანიანების დიქოტომია. ამ პუნქტს შეიძლება კიდევ მივამატოთ კონტროლირებადი და სპეცსამსახურების მიერ წაქეზებული ანტისემიტიზმი, სხვა ექსტრემისტულ-ნაციონალურ გამოვლინებებთან ერთად, რომელთა აფეთქების შემდეგ იწყება "ჭანჭიკების მოჭერა", რაც ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის (და არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობის - რედ.) ზურგზე გადადის.
8. განათლების ხარისხის გაუარესება
მომავალში, სკოლებში ძალზედ მცირე ცოდნას მისცემენ და ყოველგვარ ცონდას გამოყენებითი ხასიათი ექნება. დაივიწყეთ ასტრონომია, ქიმია, ფიზიკა, გეომეტრია, ალგებრა. სხვათა შორის, ასტრონომია უკვე ამოიღეს საშუალო სკოლის პროგრამიდან (რუსეთში - რედ.). სკოლა ჩამოაყალიბებს მონის მყარ კომპლექსს და მოზარდებს ასწავლის მონურ მორჩილებას (ამით ხომ არ არის განპირობებული საქართველოს სკოლებში პოლიციურ-ზედამხედველობითი აპარატის, "მანდატურების" ამოქმედება? - რედ.). სკოლები სხვადასხვაგვარი და კასტობრივი იქნება. ყველაზე საუკეთესო საშუალო განათლება მმართველთა კასტას ექნება; ხოლო უმაღლესი განათლება უდაბლესი კასტისთვის საერთოდ მიუწვდომელი იქნება.
სასკოლო განათლების დეგრადაციის მაგალითები უხვადაა. ეს არის ერთიანი სახელმწიფო გამოცდა (მრავალ ქვეყანაშია დამკვიდრებული - რედ.) და ტრადიციული გამოცდებისა და დაფასთან გამოძახების ნაცვლად, ტესტური კონტროლის მნიშვნელობის ამაღლება (ეს პრაქტიკაც უკვე მრავალ ქვეყანაში დამკვიდრებული ფაქტია - რედ.). ეს არის აგრეთვე ისეთი პროფილშეცვლილი განათლება, როდესაც მოსწავლეებს უფრო ფაქტების დაზუთხვას ასწავლიან, ვიდრე ფიქრსა და განსჯას, რითაც გაბნეული ფაქტების შეკოწიწება და ლოგიკური დაკავშირება შეეძლებოდათ. ნაწილობრივი და ფასიანი განათლება ერთ ერთი ბოლო ინიციატივაა (მაგ.: რუსეთში - რედ.); ანუ, რაღაც საგნები უფასო და სავალდებულო იქნება, რომელიღაცა კი ფასიანი, მაშასადამე, არა ყველასთვის, რადგან ეს საგნები ხელმისაწვდომი იქნება საშუალო მოქალაქის ცხოვრების დონის შესაბამისად. აქ უკვე ნაკლებად უზრუნველყოფილ ფენათა გამოხშირვის პროცესი იწყება.
9. საზოგადოების მორალური გარყვნა