ფრესკაზე ვხედავთ უცნაური ფრაგმენტს - მწოლიარე ადამიანს, რომელიც მიწის ფონისგან ძნელად გასარჩევია, როგორ გავიგოთ ეს? სძინავს ამ ადამიანს თუ მკვდარია? მსგავსი გამოსახულება (იხ. ფოტო ქვემოთ) დენვერის აეროპორტის ფრესკებზეც გვხვდება. რაზედ მიანიშნებენ ეს ფრესკები? როგორც ელიტიზმის იდეებით შთაგონებული ყოველი ხელოვნება, აშშ-ს უმსხვილესი ბანკის, Bank of America-ს მთავარი ოფისის ფრესკებიც მხოლოდ "განდობილთათვის" არის გამიზნული. მიუხედავად ამისა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი აღწერენ სამყაროს ტრანსფორმაციის სამ ეტაპს - ჩანაფიქრს, ქაოსს და მიზნის მიღწევას. ყოველ ამ ეტაპს მასონური ალქიმიური პროცესის შესაბამისი ფერი შეესატყვისება: Nigredo (შავი სამუშაო), Albedo (თეთრი სამუშაო) და Rubedo (წითელი სამუშაო). ეს გამოსახულებები გარკვეულწილად ეხმაურება დენვერის საერთაშორისო აეროპორტის ფრესკებს. მათშიც იკითხება "სამყაროსა და ბუნებასთან ჰარმონიის" მშენებლობის საშინელი ისტორია, რომელიც ქაოსისა და სიკვდილის შემდეგ დგება.
ამრიგად, პირველი ფრესკა ეს არის ოკულტურ სიმბოლოთა კრებული, რომელთაგან ზოგიერთი პირდაპირ მასონობაზე უთითებს. გასაოცარია, რომ გამოსახულება აშშ-ს უმსხვილესი ბანკის მთავარი ოფისის ვესტიბიულში იმყოფება და არა მასონური ლოჟის ვესტიბიულში. თუმცა, შესაძლოა ეს არც იყოს შემთხვევითი. "განდობილთა" ჯგუფს, ანუ მათ, ვისაც უნდა მიენდოს მასონური სამუშაოს პირველი ნაწილი, "ჩანაფიქრი", ყოველგვარ ეჭვს გარეშე, ფრესკაზე კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანები წარმოადგენენ. შესაძლოა, მათი ჰალსტუხები შემთხვევით არ ეხამებიან წითელ-თეთრად გაწყობილ ჭადრაკულ იატაკს.
მეორე ფრესკაზე გამოსახულია სამოქალაქო მღელვარება, ჯანყი, პროტესტი და რეპრესიები. ხალხი, ან ცხოვრების დონის დაცემის გამო, ან კიდევ უკიდურესად მიუღებელი კანონპროექტების გამო თავისი პროტესტის აშკარად გამოთქმას ბედავს. ხომ არ ნიშნავს ეს ფრაგმენტი სამოქალაქო თვისუფლების გაუქმებას და პოლიციური სახელმწიფოს დამყარებას? გამოსახულებაში არის ასევე მეტაფიზიკური ასპექტი, რომელიც წრებრუნვაში მოქცეული შიშველი სხეულებით არის წარმოდგენილი და ერთგვარად მზესაც მოგვაგონებს. ეს ფრესკა, სავარაუდოდ, კოსმიური დონის ქაოსს ნიშნავს.
და ბოლოს, უკანასკნელი ფრესკა დაკავშირებულია მისიის დამამთავრებელ ეტაპთან. ცენტრში მდგომი ადამიანი ათვალიერებს თავის ნამუშევარს. ამავე დროს, სხვა მუშები ჯერაც არიან დაკავებულები მიწისქვეშა სამუშაოებით. ანუ, მასონური სამუშაო საბოლოოდ არასოდეს შეიძლება დასრულდეს. ეს ფრესკა მაგონებს ფილმს "მეტროპოლისი" (გერმანელი რეჟისორის, ფრიც ლანგის მუნჯური მხატვრული ფილმი, რომელიც მან 1927 წ. გადაიღო - ავტ.), სადაც მუშები ელიტიზმის უტოპიის მხარდასაჭერად, მიწისქვეშა საწარმოო "ჯოჯოხეთში" მორჩილად და უსიტყვოდ მიემართებიან.
დასასრულ, გვინდა ვთქვათ, რომ Bank of America-ს ფრესკები კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ არსებობს კულისებსმიღმიერი ელიტის საიდუმლო გეგმა, რომელიც "გაუნდობელთაგან" საიდუმლოდ ინახება. გიგანტური ფიგურები თუმცა ყველას დასანახად არის გამოტანილი, მაგრამ მაინც, მისი შინაარსი მხოლოდ "განდობილებსა" და "რჩეულებზეა" გამიზნული, ამიტომაც, ამგვარი ობიექტების ჭეშმარიტი დანიშნულება მხოლოდ მათ იციან. ამ სიმბოლიკაში ასახულია ელიტის ფილოსოფია, მათი ოკულტური ცოდნა და სამომავლო გეგმები. როგორც ხელოვნების ნებისმიერი ნაწარმოები, ფრესკები შეიძლება ინტერპრეტირებულ იქნას სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია Bank of America-ს ოფისში განთავსებულ ფრესკებში არ დავინახოთ შინაარსობრივი კავშირი დენვერის საერთაშორისო აეროპორტის ფრესკებთან. შეუძლებელია არ შევამჩნიოთ, როგორ ეხმიანებიან ისინი ჯორჯიის შტატში აღმართულ მასონურ ფილაქნებს (გრანიტის უზარმაზარი მონუმენტი ჯორჯიის შტატის ელბერტის ოლქში, რომელზეც რვა თანამედროვე და ოთხ ძველ ენაზე არის რამოდენიმე წარწერა; პირველი მათგანი გვამცნებს: ""დაე დედამიწის მოსახლეობა ნურასოდეს გადააჭარბებს 500 000 000, რათა მარადიულ ჰარმონიაში იყოს ბუნებასთან" - ავტ.). ყველა ამ უცნაურ ადგილებში ჩვენ ვაწყდებით ერთსა და იმავე ოკულტურ სიმბოლიკას, წინასწარმეტყველებებს "ახალი ეპოქის" შესახებ, სიძულვისლ გაუნდობელთა მასებისადმი, ომისა და რეპრესიების განდიდებას და ა. შ. მათი სიმბოლიზმის ტონისა და შინაარსის ურთიერთშეთანაწყობა აშკარაა.