რისი სიმბოლოა ბანტი "სა" ?!
მაგიური დაცვის ნიშნად ბანტი (ბაფთი) სა წარმოადგენს დემონის ფიგურის დამახასიათებელ ატრიბუტს, ასევე თოერისის (1) ეს დამცავი ნიშანი დამოუკიდებელ სიმბოლოდ გამოიყენება ეგვიპტის შუა სამეფოს ჯადოქრულ ჯოხებზე (Манфред Луркер «Египетский символизм» Книга IX ).

მოდი, უფრო დეტალურად განვიხილოთ, ვინ არის ეს დემონი და ვინ არის თოერისი (ტა-ურტ) ბეჰემოთი.

ბეჰემოთი

________________________________

1. ეგვიპტური ღმერთქალი ბეჰემოთის გამოსახულებით და ქალის მკერდით. ატრიბუტის სახით მას ხელში უჭირავს ბანტი "სა", ზოგჯერ სიცოცხლის ბანტი ან ჩირაღდანი, რომელმაც უნდა დააფრთხოს ტიფონური ძალები. ტოერისი მშობიარე ქალების მფარველად ითვლებოდა მათი მშობიარობის მომენტში. დამცავი "ღვთაების" გამოსახულებას ამაგრებდნენ მშობიარე ქალის საწოლს, ბალიშს და პირადი ჰიგიენის საგნებს, თუმცა ის ასევე დაფიქსირებულია "მკვდართა წიგნის" ვინიეტებში (ორნამენტებში) და თვით ტაძრის რელიეფებშიც.
ქვედა ეგვიპტის ძველ სამეფოში ტარდებოდა ბეჰემოთის დღესასწაული, რომელზეც მეფე ჰკლავდა თეთრ ბეჰემოთს. ამასთან მეფე ხორუსად (ძვ. ეგვიპტ. ღვთაება - რედ.) მიიჩნეოდა, რომელიც ცხოველის სახით გარდაქმნილ ღვთაება სეთს ჰკლავს. რა თქმა უნდა, საჭიროა მივუთითოთ ეგვიპტის ახალი სამეფოს კედლის მხატვრობაზეც, სადაც გამოსახულია ნადირობა ბეჰემოთზე (მაგალითად, ტუტანჰამონის აკლდამაში). ედფუს ტაძარში მრავალ ნახატზე ხორუსი მახვილით გმირავს "საძაგელთ ბეჰემოთის სახით". ეგვიპტის ახალ სამეფოში მიცვალებულთა საწოლის ხის ჩარჩოებს  ბეჰემოთის ფორმას აძლევდნენ. აქ სქელკანა ცხოველს აპოტროფული მნიშვნელობა ჰქონდა. გარდა ამისა ბეჰემოთი ქალის ნაყოფიერების სიმბოლოდ მიიჩნეოდა და გამოდიოდა დემონ თოერისის დამცველის სახით. და ბოლოს, საჭიროა ვახსენოთ ბეჰემოთების მშვენიერი ლურჯი ფიგურები შუა სამეფოს აკლდამების ფაიანსებიდან (კერამიკის სახეობა - რედ.).

აშკარაა ქტონური, "ჯოჯოხეთური" წარმომავლობა ამ დემონისა. სხვათა შორის, მას ეთაყვანებოდნენ არა მარტო ეგვიპტეში, არამედ ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაშიც... კერძოდ, კვიპროსსა და საბერძნეთში! საინტერესოდ ჟღერს ბერძნული სიტყვა - თო-ერისი; ერისი - განხეთქილების ქალღმერთია. ტავერეტი (ძვ. ეგვიპტ. - დიდი) ასევე საინტერესოდ ჟღერს და უცებ ამოტივტივდება ერთ ერთი კაბალისტური სეფიროტის სახელწოდებაც, რომელსაც ტიფერეტი ერქვა. გარდა ამისა, მისი სახელი წარმოითქმება კიდევ როგორც - ტაურეტი, რომელიც ძალზედ მოგვაგონებს ხბოს... იმ ოქროს ხბოს ხომ არა, ებრაელები რომ ეთაყვანებოდნენ ძველ ისრაელში? და ბოლოს, მთარგმნელებს შესაძლოა ერთმანეთში არეოდათ ერთნაირად გამოთქმადი სიტყვები, როგორც ეშლებოდათ, მაგალითად, ებრაული ორგანიზაცია chrestiane christiane-სთან - რაზეც ხშირად მიანიშნებდნენ ძველი ავტორები.


დემონი




მახინჯი დემონი თავისი კარიკატურული სახით მცველ სულად მიიჩნეოდა, რომელიც ადამიანს ავ სულებს განარიდებდა. მკაცრად რომ ვთქვათ, მისი სახელით უნდა გავიგოთ უამრავი ჯუჯა ეშმაკი, მახინჯი ფეხებითა და სულელურ-ბებრული გამომეტყველებით, თანაც, უმეტეს შემთხვევაში გამოყოფილი ენით. პირველად ეს არსებები ზურგზე ლომის ტყავს ატარებდნენ,რომლისგანაც მოგვიანებით მხეცის მხოლოდ ყურები და კუდიღა დარჩა. დროთა განმავლობაში ახალ სამეფოში დემონი ხშირად ატარებს პანტერის ტყავს, უფრო ზუსტად მკერდზე ატარებს მის თავსა და თათებს. მე-18 დინასტიის დროს პოპულარული იყო ფრთებიანი დემონის გამოსახულებები. უმთავრეს ატრიბუტად მიიჩნეოდა ბანტი "სა" (დაცვის სიმბოლო), დანა, როგორც თავდაცვის საშუალება და მუსიკალური ინსტრუმენტი, რომლის ხმა აფრთხობდა დემონთ.

დემონის განსაკუთრებულ სახოებას წარმოადგენს აჰა, ანუ მებრძოლი; ის საკუთარი ხელებით ახრჩობს გველს ან იპყრობს გაზელს, რომელიც სეთისთვის არის განკუთვნილი. დემონმა უნდა დააფრთხოს ბოროტი ძალები; მის სახეს ამაგრებდნენ ჩაფხუტებსა და საწოლებზე, სარკეებსა და ფერუმარილის ყუთებზე (სხვათა შორის, ძველ ეგვიპტეში მალამოებსა და ფერუმარილს ავი თვალისგან დასაცავ საშუალებად იყენებდნენ) და განსაკუთრებით გვიანდელი პერიოდის ტაძრების გვერდითა ნაგებობებზე, რომლებშიც ყოველწლიურად ზეიმობდნენ ღვთაებრივი ძის შობის საიდუმლოს (ასეთია, მაგალითად, "სამშობიარო სახლი" დენდერში (ძვ. ტენტირა)).

ბანტ "სა"-ს სიმბოლო ორივე დემონის ატრიბუტია. თქვენ იკითხავთ, რას აკეთებდნენ ასეთი არსებები ეგვიპტურ პანთეონში? ეგვიპტეში არ არსებობდა ერთიანი რელიგია, ეგვიპტის სხვადასხვა ადგილას მრავალი სხვადასხვა "ღმერთისა" და დემონის თაყვანისცემა იყო გავრცელებული. ისინი ერთმანეთს კონკურენციას უწევდნენ თაყვანისცემის მხრივ, ხან "ეომებიან" ერთმანეთს, ხან კიდევ "თანაარსებობენ". სხვადასხვა ხალხების მშვიდობიანი თანაარსებობისთვის, მათ ღმერთ-დემონებს "აკეთილშობილებდნენ" და ოფიცალურ პანთეონში რიცხავდნენ მეორეხარისხოვან როლებზე... მაგრამ, თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ის სულაც არ არის მეორეხარისხოვან როლში... თუმცა ყველაფერი უნდა ითქვას თავის დროზე.

მშობიარე ქალებისა და ბავშვების დამცველად ის შეიქნა დედალი ბეჰემოთის თვისებების წყალობით: ეს არის მისი ბრწყინვალე რეპროდუქციის უნარი და თავისი შვილის გააფთრებული დაცვის თვისება. მაგრამ მაგიური აზრით, ბოროტ სულთაგან დაცვას ის, როგორც ჩანს, უბრალოდ იერარქიულად უზრუნველყოფს. დაახლოების იმის მსგავსად, როგორც ეშმაკი უბრძანებს მისდამი დაქვემდებარებულ სხვა ბოროტ სულებს და შეუძლია მათი მოქმედება შეზღუდოს. ის ასევე დაკავშირებული იყო ე. წ. "ჯადოსნურ ჯოხთან" ან "ჯადოსნურ დანასთან" და გამოიყენებოდა მშობიარობის დროს, რათა ბოროტი სულები განეგდოთ. ეს მაგიური ინსტრუმენტები ჩვეულებისამებრ ბეჰემოთის ძვლებისგან კეთდებოდა და ღმერთქალის გამოსახულებას შეიცავდნენ.

ოდესღაც თოერისი მთელი თავისი მოდგმითურთ ეგვიპტის ნათელი ღმერთების წინააღმდეგ გამოვიდა.

დემონთან მათ აერთიანებს ერთი დეტალი - გამოყოფილი ენა. ეგვიპტურ ასტრონომიაში თოერისი (Tawaret) დაკავშირებულია ჩრდილოეთის ცასთან, რომელსაც ეგვიპტელები ცივ, ბნელ და საშიშ ადგილად მიიჩნევდნენ და საზოგადოდ ჰორიზონტის დედოფალად მიიჩნევდნენ (ეგვიპტურ ტერმინოლოგიაში ჰორიზონტი ცისა და მიწის "შეერთების" ადგილის გარდა, კიდევ რაღაც "გეგმის" მსგავსს წარმოადგენს. მაგალითად, ხორუსზე ამბობენ, რომ ის არის "ორი ჰორიზონტის ღმერთი". საინტერესო გადაკვეთაა ჰორიზონტისა ხორუსთან).

ის დაკავშირებული იყო მცირე დათვის თანავარსკვლავედთან და დრაკონთან, რომლებიც ჩრდილოეთის ცას იცავდნენ. ჩრდილოეთის ცა, მისი სიცივის, სიბნელისა და პირქუშობის წყალობით, ასევე უკავშირდებოდა დემონ აპოპის სახელს და სეთს. აპოპი (აპეპი) სეთის ქმრად მიიჩნეოდა (!).


აპოპი


ეგვიპტურ მითოლოგიაში აპოპი არის უზარმაზარი გველი, რომელიც განასახიერებს ბნელეთსა და ბოროტებას. ის არის მზის ღმერთ რა-ს დაუძინებელი მტერი. აპოპის საწინააღმდეგო შელოცვები მუდმივად გვხვდება სოლარული მითების ტექსტებში, სადაც ის მზის ყველა მოწინააღმდეგეთა კრებით ხატად გამოდის. აპოპი მიწისქვეშეთში ცხოვრობს, სადაც ის ებრძვის ღმერთ რა-ს. 

ღამით, როდესაც რა იწყებდა ცურვას მიწისქვეშა ნილოსზე, აპოპი სვამდა მთელ წყალს მდინარედან (ყოველ ღამე), ამიტომ რას უწევდა მასთან შებრძოლება. აპოპი იმდენად ძლიერი და დიდი იყო, რომ მხოლოდ სხვა ღმერთების დახმარებით შეეძლო მზის ღმერთს მისი დამარცხება, იგი აიძულებდა აპოპს დაებრუნებინა წყალი ნილოსში, რათა მას შესძლებოდა ოქროს ნავით მიწისქვეშა სამყაროდან თავის დაღწევა და ცაზე დაბრუნება, გველი კი ისევ და ისევ ელოდა დაღამებას, რათა განეახლებინა ბრძოლა მზის ღმერთთან. 

ძველ მითებში წითურ კატად გადაქცეული რა თავს აჭრის გველ აპოპს.

ეგვიპტელებს სძულდათ და ეშინოდათ აპოპის, მაგრამ ჰიქსოსების ორმა მმართველმა მისი სახელი კორონაციისთვის გამოიყენა (თუმცა სხვაგვარი დაწერილობით) ( ჰიქსოსები - ეგვ. "ჰეკაუ-ხასუტ", ანუ "მთიანი ქვეყნების", ანუ "უცხო ქვეყნის მეუფეები" - აზიელი ტომები, რომლებიც დაახლოებით ძვ. წ. 1720 წელს წინა აზიიდან შეიჭრნენეგვიპტეში, დამკვიდრდნენ ნილოსის დელტაში (თითქმის 140 წელი იბატონეს) და დააარსეს თავიანთი დედაქალაქი ავარისი). 

ძველ პერიოდში ეგვიპტელები აპოპს სეთთან აიგივებდნენ. სეთი (სეტხი, სუტეჰი, სუთა, სეთი) - მრისხანების, ნგრევის, ქაოსის, ომისა და სიკვდილის ღმერთი იყო ძველ ეგვიპტეში.


სეთი

სეთი (მარცხნივ) თავის შვილთან, ანუბისთან ერთად. ისინი ძალზედ ჰგვანან ერთმანეთს, მხოლოდ თავები აქვთ განსხვავებული. თავიდან სეთი რა-ს მცველი და მეგობარი იყო, მაგრამ მოგვიანებით ის დემონიზირებულ და პერსონიფიცირებული ქნა მსოფლიო გველ - სატანასთან.


ჩვენს დროში ვინ ატარებს ბანტს "სა"?
კეთილი, მაშ, რას ნიშნავს ეს ყოველივე და რისთვისაა საჭირო მთელი ამ მითოლოგია და ეგვიპტური პანთეონის ისტორიის გადმოცემა? აი რისთვის:

სა ბანტის ახალი ლენტი, როგორც ფერადი რევოლუციების სიმბოლო. ერთია სცენარი, ერთია სიმბოლიკა. მხოლოდ ფერებია განსხვავებული. როგორც ჩანს ჯამში ის ქმნის ცისარტყელას.

შეიძლება ვინმემ იკითხოს, კი მაგრამ რას იტყვით გიორგისეულ ლენტზე? გახსოვთ როგორ აპიარებდნენ და როგორი რეკლამა გაუწიეს მას? ჩვენ კიდევ ვფიქრობდით რისთვისაა ეს საჭირო. არადა გვაჩვევდნენ ლენტის ტარებას. ცდილობდნენ ჩვენში გამომუშავებულიყო ლოიალობა სიმბოლიკის ფორმისადმი.

აი, ერთი მაგალითი: 

"Георгиевская ленточка 2012"

Если война коснулась твоей семьи. Если ты знаешь, какой ценой досталась нам Победа. Если ты гордишься своей историей, своей страной, своей семьей. Если ты помнишь.

С 23 апреля по 9 мая стартует акция "Георгиевская ленточка". Знаком акции является так называемая «Георгиевская ленточка», цветовая гамма которой хорошо известна каждому и которая использовалась при создании одной из главных наград ВОВ — "Ордена Славы".

Сделай "Георгиевскую ленточку" символом твоей памяти — прикрепи ее на лацкан одежды, повяжи на руку, на сумку или на антенну автомобиля.

Атрибут акции представляет собой символическую ленту, в которой использован традиционный биколор "Георгиевской ленты". Он не является ее точной копией, но призван ассоциироваться с этим символом доблести и славы.

http://gl.9may.ru/

"გიორგისეული ლენტი 2012". თუ შენს ოჯახსაც შეეხო ომი; თუ იცი, რის საფასურად მოგვეცა გამარჯვება; თუ ამაყობ შენი ისტორიით, შენი ქვეყნით; თუ გახსოვს ეს ყოველივე, მაშინ უწყოდე: 23 აპრილიდან 9 მაისამდე ტარდება აქცია "გიორგის ლენტი". აქციის ნიშანია ე. წ. "გიორგის ლენტი", რომლის ფერთა გამა კარგად არის ცნობილი ყოველი თქვენთაგანისთვის და რომელიც გამოიყენებოდა დიდი სამამულო ომის ერთ ერთი უმთავრესი ჯილდოს შექმნისას, რომელსაც ეწოდება - "დიდების ორდენი".

გაიკეთე "გიორგის ლენტი" და გახადე ის შენი ხსოვნის სიმბოლოდ - მიიმაგრე ტანისამოსზე, ან ხელზე დაიხვიე, ან კიდევ ჩანთაზე მიაბი ან ავტომობილის ანტენაზე. აქციის ატრიბუტი წარმოადგენს სიმბოლურ ლენტს, რომელშიც გამოყენებულია "გიორგისეული ლენტის" ტრადიციული ბიოქოლორი. ის მისი ზუსტი ასლია, მაგრამ ასოცირდება ვაჟკაცობისა და დიდების სიმბოლოსთან".

ახლა კი შეგიძლიათ შეაფასოთ, საიდან, უფსკრულის როგორი სიღრმეებიდან მომდინარეობს ეს რეპტილოიდური ნიშანი, და როგორ მართავენ ძველ დემონთა და კვლავ და კვლავ იმავე "ჰიქსოსთა" თანამედროვე ავატარები მსოფლიო პროცესებს... 
 
 
ელ. ფოსტა: 
apocalypticsite@gmail.com