ჯერ კიდევ 20 წლის წინათ რას წარმოიდგენდნენ უბრალო ამერიკელები, რომ ქვეყნის შუაგულში იქ, სადაც უდიდესი დაბლობი კლდოვან მთებს უერთდება, მათ დაელოდებოდა სიკვდილის ჩალისფერი ცხენი. დღესაც კი, ამერიკელთა უდიდეს ნაწილს არ სურს იფიქროს და საკუთარ თავს დაუსვას შეკითვა, თუ რატომ დგას დენვერის აეროპორტში დემონური ცხენი, რომელსაც დაბერილი ძარღვები აქვს და ღამით ჩასულ სტუმარს წითელი, ცეცხლოვანი თვალებით ანათებს?
არის, ცხადია, განმარტება "ჩაიდნებისთვის" - თითქოსდა ეს შიშის მომგვრელი ცხენი, ველური ცხენის სიმბოლოა, რომელიც ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის "Denver Broncos" ლოგოზეა გამოსახული. მაგრამ, ზედაპირული შეხედვაც საკმარისია დაინახო, რომ ამ ორ გამოსახულებას არაფერი აქვს ერთმანეთთან საერთო, ასევე აშკარა ფაქტია ის, რომ მოცემულ სკულპტურაში მისმა შემქმნელებმა ჩადეს უარყოფითი ენერგეტიკა. ამგვარი უცნაური სკულპტურის არსებობის თვით ფაქტიც კი კურიოზად შეიძლებოდა აღქმულიყო, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით გაირკვევა, რომ აპოკალიფსისის მოცემული ცხენი მასონურ-ოკულტური ანტურაჟის მხოლოდ ერთ ერთი შემაძრწუნებელი ელემენტია, რომლითაც სრულიად გამსჭვალულია დენვერის აეროპორტის მთელი გიგანტური კომპლექსი.
გამორიცხული არ არის, რომ ძირითადი იდეის გარდა, მოცემულ კომპლექს კიდევ გააჩნდეს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი და დაფარული მიზანი; და შესაძლოა მის ძირითდ დანიშნულებაზე უფრო მეტიც. ამის შესახებ არაორაზროვნად მიანიშნებს ეშმაკის ცხენის სკულპტურა, როგორც უწოდებენ მას ადგილობრივი მცხოვრებლები და თვითმხილველები. მაგრამ, სანამ განვაგრძობდეთ შავბნელი სიმბოლიკის დეტალურ განხილვას, რომელიც აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზეა მიმობნეული, ყურადღება მივაპყროთ ციფრებს. დაიჯერეთ, აქ ამ მხრივ, ბევრი რამ არის საყურადღებო.
ფაქტი: დენვერის საერთაშორისო აეროპორტი - ერთადერთი უმსხვილესი აეროპორტია აშშ-ში, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში აუშენებიათ და მისი ფართობი შეადგენს 33,457 აკრს შეადგენს (ანუ ის ორჯერ უფრო დიდია ფართობზე, რომელიც უპყრია მანჰეტენს) და რაც ბევრად უფრო დიდია, ვიდრე აშშ-ს ნებისმიერი სხვა აეროპორტი. თავისი ღირებულების წყალობით (4,8 მილიარდი დოლარი 1994 წლის ფასებით), აეროპორტი უეჭველად ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტია მთელს მსოფლიოში.
კონვეიერული და მიწისქვეშა ხაზების საერთო სიგრძე, რომლებიც სპეციალურ გვირაბებშია ჩამალული და რომლითაც ბარგის ტრანსპორტირება ხდება, 19 მილს (30 კმ) შეადგენს. ის იმდენად ფართეა, რომ მასზე თავისუფლად გაივლიან სატვირთო მანქანებიც, ხოლო მრავალი ხაზი დღემდე გამოუყენებელია და დაუტვირთველი.
აეროპორტის სახურავი, რომლის ფართობია 60 000მ2, გაკეთებულია ფაიბერგლასისგან მოქსოვილი და ტეფლონით დაფარული მასალით, თავისუფლად გამოდგებოდა "დიუნას" ტიპის ფილმებისთვის, რადგან შედგება მრავალი წამახვილებული სტრუქტურისგან, რომელიც კარვებს წააგავს. აეროპორტი აღჭურვილია ბოჭკოვან-ოპტიკური კავშირით, რომლის საერთო სიგრძე 5300 მილია. ეს მდინარე ნილოსზე უფრო გრძელია და დაახლოებით შეადგენს იმ მანძილს, რაც ძევს ნიუ იორკსა და ბუენოს აირესს (არგენტინა) შორის! აეროპორტს ასევე გააჩნია კომუნიკაციური ქსელი, 11365 მილის სპილენძის კაბელით. როგორც აშშ-ში, ასევე მსოფლიოშიც, არცერთი ხალხმრავალი აეროპორტი, როგორც DIA არ ფლობს მსგავს რამეს.
მიუხედავად იმისა, რომ ველი, სადაც განლაგებულია კომპლექსი, პრაქტიკულად სწორია (კლდოვანი მთეების გასაოცარი ხედით), მშენებლობის ძირითადი დრო დაიხარჯა იმაზედ, რომ არსებითად დაეწიათ გრუნტის გარკვეული მონაკვეთები და აეწიათ სხვები. მათ გადააადგილეს 110 მილიონი კუბიკური იარდის გრუნტი! სხვათა შორის ეს არის იმ გრუნტის დაახლოებით მესამედი, რომელიც პანამის არხის ასაშენებლად გამოიყენეს. არაფერი ამდაგვარი რომელიმე სხვა აეროპორტის მშენებლობისას არ მსმენია. თქვენ? ამასთანავე, ცნობილია, რომ აეროპორტის ქვეშ განლაგებულია უზარმაზარი მიწისქვეშა კომპლექსი.
კომპლექსის თითოეული ნაწილის ასაშენებლად დაქირავებული იყო ცალკეული მეიჯარე (მენარდე), რომლებთანაც რაჟამსაც დაასრულეს თავიანთი საქმე, მაშინათვე გაწყვიტეს კონტრაქტი. მრავალი სეკპტიკოსის აზრით ასე იმიტომ მოხდა, რომ პროექტის ავტორებს სურდათ დაემალათ მისი მეორე და უმთავრესი დანიშნულების არსი.
საწვავის სისტემას ტურბომილების მეშვეობით, რომლის საერთო სიგრძე 28 მილია, წუთში 1000 გალონი რეაქტიული საწვავის ამოტუმბვა შეუძლია. აქვეა 6 უზარმაზარი საწვავის ტანკერიც, რომელთაგან თითოეულის მოცულობაა 2,73 მილიონი გალონი რეაქტიული საწვავი. ეს სრულიად აბსურდულია ჩვეულებრივი, კომერციული აეროპორტისთვის. საინტერესოა, რაში სჭირდებათ მათ ეს ყოველივე?
გრანიტი, რომლის ღირებულებაა 2 მილიარდი (!) დოლარი და რომელიც მოსაპირკეთებლად იქნა გამოყენებული, დედამიწის ყველა კუთხიდან ჩამოზიდეს; კერძოდ: აზიიდან, აფრიკიდან, ევროპიდან და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან. მისგან არის მოპირკეთებული მთავარი ტერმინალის იატაკი. როგორია, - 2 მილიარდი დოლარის ღირებულების იატაკი?!... განა ეს სახსრების უაზრო ხარჯვა არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვერ თავსდებით ბიუჯეტის ფარგლებში? აეროპორტის შემქმნელები ამბობენ, რომ "იატაკის მოხატულობა ეხმაურება სახურავის დიზაინს და ფაქიზ დონეზე მხარს უჭერს "გრანიტის იატაკზე მიმდინარე" მგზავრთა ნაკადს... მაგრამ, უნდა ვიფიქროთ, რომ იატაკი ასევე კარგი იქნებოდა, მისი მასალა უფრო ახლო მანძილიდან რომ მოეზიდათ. ბევრი გაარჩევს ჩილედან ჩამოტანილ გრანიტს ჩინური გრანიტისგან? და საერთოდ, ფიქრობენ კი აეროპორტში მომსვლელები იმაზე, რისგან არის დაგებული იატაკი: მასზე ხომ მაინც უნდა გაიარო და არ დააგვიანო საკუთარ რეისზე. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამაზე ის ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვებს გააჩნიათ ძალაუფლება (ამ შემთხვევაში მე სხვადასხვა საიდუმლო ორგანიზაციათა სარწმუნოებრივ სისტემას ვგულისხმობ)?
მაგრამ, ყველაზე საინტერესო ყოველივე ამაში გახლავთ შოკის მომგვრელი ფრესკები, საიდუმლო ნიშნები და წარწერები ცნობილ თუ უცნობ ენებზე, რომლებიც კედლებსა და იატაკზეა განთავსებული. ასევე უცნაურ არტეფაქტებზე, რომლებიც აეროპორტის შიგნით და გარეთ მდებარეობს. შეხედეთ ყოველივე ამას და თქვენთვის გადაწყვიტეთ, არის კი მათში საკუთრივ აეროპორტისთვის აუცილებელი რაიმე ნიშანწყალი?
ადამიანთა უდიდეს სიმრავლეს სჯერა: დენვერის საერთაშორისო აეროპორტი (DIA) აშენებულია ახალი მსოფლიო წესრიგისთვის. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ DIA უნდა გახდეს ახალი მსოფლიო წესრიგის შტაბ-ბინა, იქვეა მოწყობილი ელიტისთვის განკუთვნილი მიწისქვეშა თავშესაფრები, სამხედრო ბაზა და სიკვდილის გიგანტური, საკონცენტრაციო ბანაკი. ეს რეალობა მიანიშნებს, რომ დსა (DIA) ასევე შესაძლებელია გახდეს ახალი მსოფლიო წესრიგისთვის, ადამიანთა მასობრივი განადგურების ერთ ერთი ცენტრი.
ეს საინტერესოა: ცნობილი ტელეწამყვანი ჯესსე ვენტურა (Jesse Ventura) თავის გადაცემაში, რომელიც 2012 წლის პრობლემას ეხება, ამტკიცებს, რომ დენვერის აეროპორტი აშენებული იყო მხოლოდ ერთი მიზნით, დაეფარათ კოლოსალური, მიწისქვეშა ნაგებობათა კომპლექსი, რომელიც ამერიკული ელიტის თავშესაფრად არის გამიზნული. იქ განლაგდება აგრეთვე ახალი მსოფლიო წესრიგის დასავლეთის სექტორის სამეთაურო პუნქტი.