უსჯულოების საიდუმლო - ID2020 და ბილ გეიტსის გეგმა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ID2020 და ბილ გეიტსის გეგმა

ბილ გეიტსს სურს, რათა "ციფრულმა სერთიფიკატმა" განსაზღვროს, ვინ მიიღებს Covid-19-ის ვაქცინას
მსოფილო კონტროლი


 
ამ რამოდენიმე ხნის წინ ბილ გეიტსმა Reddit-ში (1) განაცხადა, რომ "ციფრული სერთიფიკატები" გამოყენებული იქნება იმ პირთა განსაზღვრისთვის, ვინც მიიღებს COVID-19-ის მომავალ ვაქცინას. ეს სერთიფიკატები ასევე გამოყენებულ იქნება იმის განსასაზღვრავად, თუ ვის შეუძლია ჰქონდეს ბიზნესი და ვის არა. ამ გეგმას მხარს უჭერს მსხვილი ორგანიზაცია, რომლის სახელწოდებაა ID2020









___________

1. Reddit სოციალური საინფორმაციო საიტი, რომელზეც დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ განათავსონ ინტერნეტში მათთვის მოსაწონი რომელიმე ინფორმაციის მისამართები (ლინკები).

___________



მრავალი წლის განმავლობაში ბილ გეიტსი პანდემიებთან დაკავშირებული გლობალური კამპანიებისა და მასობრივი ვაქცინაციების კვლევათა ავანგარდში იყო. ბოლო ათწლეულის განმავლობაში გეიტსმა რამოდენიმეჯერ განაცხადა, რომ მსოფლიო არ არის მზად გლობალური პანდემიისთვის.

2019 წლის ოქტომბერს (COVID-19-ის გამოჩენამდე სულ რამოდენიმე ხნით ადრე) ბილისა და მელინდა გეიტსების ფონდმა (მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან თანამშრომლობით) ჩაატარა ღონისძიება 201 – გლობალური პანდემიის 3,5 საათიანი მოდელირება.
 


რაც გინდ უცნაური იყოს, ეს სიმულაცია მოიცავდა ახალ კორონავირუსს, რომელიც მოჰკლავდა მილიონობით ადამიანს. დაახლოებით რვა კვირის შემდეგ კორონავირუსი გავრცელდა ჩინეთში. ამან მრავალი ადამიანი დააფიქრა, მართლაც ხომ არ იყო ეს ვარჯიში დაკავშირებული COVID-19-ის გავრცელებასთან. ამის საპასუხოდ ვებ საიტ Event 201-ზე გამოქვეყნდა განცხადება:

"2019 წლის ოქტომბერში ჯონ ჰოპკინსის ჯანდაცვის უსაფრთხოების ცენტრმა მოაწყო სასწავლო წვრთნა სახელწოდებით "მოვლენა 201" პარტნიორებთან - მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან და ბილ და მელინდა გეიტსების ფონდთან ერთად. ჯანდაცვის უსაფრთხოების ცენტრმა ამასწინათ მიიღო კითხვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ წინასწარმეტყველებდა ეს პანდემიური წვრთნა ჩინეთში კორონავირუსის ახალ აფეთქებას. ნათელი რომ ყოფილიყო, ჯანდაცვის უსაფრთხოების ცენტრმა და პარტნიორებმა წვრთნის დროს გააკეთეს პროგნოზები. ამ სცენარისთვის ჩვენ მოვახდინეთ კორონავირუსის წარმოსახვითი პანდემიის მოდელირება, მაგრამ პირდაპირ განვაცხადეთ, რომ ეს არ იყო წინასწარმეტყველება. ამის ნაცვლად წვრთნამ გამოავლინა მზადყოფნისა და რეაგირების პრობლემები, რომლებიც შეიძლება აღმოცენდეს ძალიან სერიოზული პანდემიის შემთხვევაში. ჩვენ არ ველოდებით, რომ nCoV-2019 მოკლავს 65 მილიონ ადამიანს".

13 მარტს, დაახლოებით ერთი დღის შემდეგ, რაც COVID-19-მა კარანტინში ჩასვა მთელი დასავლური სამყარო, ბილ გეიტსმა დატოვა Microsoft-ის საზოგადოებრივი საბჭო, რათა "მეტი დრო დაეთმო საქველმოქმედო პრიორიტეტებისთვის, გლობალური ჯანდაცვისა და განვითარების ჩათვლით".

მსოფლიოში პანდემიის გავრცელებისდა კვალად გეიტსი სულ უფრო გულახდილი და ავტორიტეტული ფიგურა ხდებოდა პანდემიურ კრიზისში, რომელიც ყველა მასობრივ საინფორმაციო საშუალებაში ჩნდებოდა, რათა თავისი შეხედულებები და რეკომენდაციები გაეზიარებინა.

18 მარტს ბილ გეიტსმა Reddit-ზე მონაწილეობა მიიღო АМА-ში ("მკითხე რაიმე") სახელწოდებით "მე ვარ ბილ გეიტსი", გადაცემაში ასევე მონაწილეობდა ბილ გეიტსისა და მელინდა გეიტსის ფონდის თანაპრეზიდენტი. ერთ-ერთ თავის პასუხში ბილ გეიტსმა ახსენა "ციფრული სერტიფიკატი" აცრილი ადამიანების სათვალთვალოდ.

Reddit-ის მომხმარებელმა სახელწოდებით RemoteControlledUser დასვა ასეთი შეკითხვა:

"როგორი სახის ცვლილებები უნდა შემოიტანოთ კომპანიათა მუშაობაში, რათა მხარდაჭერა მიიღოს ჩვენმა ეკონომიკამ, და თანაც უზრუნველყოს სოციალური დისტანცირება?"

ბილ გეიტსის პასუხი:

"საკითხი იმის შესახებ, თუ რომელი ფირმები შეძლებენ წინსვლას, რთულია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სურსათი და ჯანდაცვის სიტემა. ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება წყალი, ელექტროენერგია და ინტერნეტი. მიწოდების ჯაჭვი აუცილებლად უზრუნველყოფილი უნდა იყოს. ქვეყნები ჯერაც ცდილობენ გაარკვიონ, როგორ მოერიონ ვითარებას. საბოლოო ჯამში ჩვენ გვექნება რამოდენიმე ციფრული სერთიფიკატი, რომელიც აჩვენებს, ვინ გამოჯანმრთელდა ან სულ ახლო წარსულში გაიარა ტესტირება..."



სკრინშოტი: del Q & A su Reddit

მართალია, ბილ გეიტსის პასუხების უმრავლესობამ მაღალი შეფასება მიიღო, ამან მაინც ბევრი შეკითხვა გააჩინა. ყველაზე მეტი ხმა ხაზს უსვამს მსგავსებას გეიტსის გადაწყვეტილებასა და ბიბლიურ "მხეცის რიცხვს" შორის.



ყველაზე პოპულარული პასუხი


"ციფრული სერთიფიკატის" ეს კონცეფცია, რომლის მიხედვითაც აცრა ინახავს სამედიცინო ინფორმაციას (მიღბული ვაქცინის ჩათვლით) და უფლებების მიცემა სხვადასხვა მომსახურეობებისადმი უბრალო წინადადება არ ყოფილა. ეს არის უზარმაზარი პროექტის ნაწილი, რომელსაც დღეს მსოფლიოში ატარებს ჯგუფი ID2020, და რომელსაც მხარს უჭერენ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, როკფელერის ფონდი და ... ბილ გეიტსი.

 
ID2020
 


Summit ID2020, მაისი 2016

ერთი სიტყვით, ID2020 ცდილობს შექმნას ციფრული იდენტიფიკაციის სისტემა, რომელიც ინახავს უზარმაზარი რაოდენობის პირად ინფორმაციას და სცილდება ეროვნული მთავრობების საზღვრებს. ID2020-ის ოფიციალური საიტი აცხადებს, რომ გლობალური ციფრული იდენტიფიკაცია აუცილებელია ლტოლვილთა და ასევე იმ პირთა სათვალთვალოდ, რომლებიც განვითარებად ქვეყნებში პირადობის მოწმობის გარეშე გადაადგილდებიან. რა თქმა უნდა, ეს ტექნოლოგია უნდა დაინერგოს განვითარებულ ქვეყნებშიც. საიტზე ნათქვამია:
 
"სამწუხაროდ, ციფრული იდენტიფიკაციის თანამედროვე მოდელები არ პასუხობენ ყველა მოთხოვნას. როგორც წესი, ისინი არქაულები და არცთუ უსაფრთხოები არიან, მათ არ გააჩნიათ კონფიდენციალურობის ადეკვატური დაცვა და მთელი მსოფლიოს მილიარდობით ადამიანისთვის მიუწვდომელია. ციფრული იდენტიფიკაციის მოწმობა ყოველი ადამიანისთვის მისაწვდომი უნდა იყოს, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას აჩვენონ იმყოფებიან თუ არა ისინი ინსტიტუციონალური და საერთაშორისო საზღვრების მიღმა, და დროთა განმავლობაში, მიეცეს მათ კონტროლი იმაზე, თუ როგორ გროვდება, გამოიყენება და გადაიცემა მათი პირადი ინფორმაცია".

სტატიაში, რომელიც ID2020-მ 2018 წელს გამოაქვეყნა, ვაქცინები წარმოჩენილია, როგორც იდეალური მეთოდი მსოფლიოს მიეწოდოს ციფრული იდენტიფიკაციის საშუალება, განსაკუთრებით ბავშვებს. სტატიაში სახელწოდებით: "იმუნიზაცია: ციფრული იდენტიფიკაციის ამოსავალი წერტილი" ნათქვამია:
 
"რადგან იმუნიზაცია ტარდება ბავშვობაში, ბავშვებისთვის ციფრული სამედიცინო ბარათის მიცემა მათ შესაძლებლობას მისცემს ადრეულ ასაკშივე გაიარონ უნიკალური და პორტატული ციფრული იდენტიფიკაცია. ასაკში შესვლისდა კვალად, მათი ციფრული ბარათი შეიძლება გამოყენებულ იქნას მეორადი მომსახურეობების წვდომისთვის, როგორიცაა დაწყებითი სკოლა ან ალტერნატიული უფლებამოსილებების მიღების გაადვილება. მართლაც, ბავშვების ჯანდაცვის ბარათი პირველი ნაბიჯია ფართოდ აღიარებული იურიდიული იდენტიფიკაციის დამყარების გზაზე".

მოკლედ, ID2020-ის თანახმად, აცრები - ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა შემოტანილ იქნას ციფრული იდენტიფიკატორი, რომელიც იმახსოვრებს ყოველი ადამიანის დაავადების ისტორიას. ეს იდენტიფიკატორი ასევე გამოყენებული იქნება, როგორც ძირითადი უფლებებისა და მომსახურეობების წვდომის გარანტი.

ID2020 ბანგლადეშში უკვე აწარმოებს ციფრული იდენტიფიკატორების დანერგვის ტესტირებას. 2019 წლის აგვისტოში ID2020-მა გამოაქვეყნა სტატია "ინფორმაციის მოთხოვნა", რომელშიც ნათქვამია:
 
"GAVI (2) და ID2020 ვალდებულებას იღებენ ერთად გამოიკვლიონ და დანერგონ უნიკალური დოკუმენტი, რომელიც ბანგლადეშში ვაქცინაციის პროცესების დაციფრულობის მეშვეობით დაადასტურებს ბავშვების პიროვნებას. პროგრამა ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს დაბადებისთანავე ან მათი იმუნიზაციის დროიდანვე ჰქონდეთ პორტატიული და ბიომეტრიული ციფრული იდენტიფიკატორი. ეს ერთდროულად მხარს უჭერს სამ საზოგადო მიზანს:

_____________

2. GAVI (აბრევიატურა ინგლისურიდან:  Global Alliance for Vaccines and Immunisation — ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსი).

_____________

1.       ხელი შეუწყოს CRVS-ის (დემოგრაფიული და სოციალური სტატისტიკის) ათვისების პროცესს.

2.       ვაქცინაციის პროცესში გაუმჯობესებისა და სამართლიანობის მხარდაჭერა.

3.       საბოლოო ჯამში, მთელი ცხოვრების განმავლობაში მთელ რიგ უფლებათა და მომსახურეობათა წვდომა.

ბანგლადეშში ჩატარებულ ამ ექსპერიმენტში ციფრული იდენტიფიკატორი წარმოადგენს "ბიომეტრიულად შეკრულ" მოცემულობას, რაც ნიშნავს, რომ ის ეფუძნება ბავშვების თითების ანაბეჭდებს. სტატოაშო აღწერილია მიმდინარე პროცესი:

"ინფორმაცია ბიომეტრიულ სკანერებზე, რომელთაც შეუძლიათ მშობლების თითების ანაბეჭდების ბიომეტრიული მონაცემების მიღება აუცილებელია: 1. იმისთვის, რათა ეფექტურად დაფიქსირდეს ბავშვების ბიომეტრიული მონაცემები მოცემულ ეტაპზე. 2. სკანერები შეიძლება მიერთებულ იქნან Bluetooth-ის მეშვეობით. საკნერები მინიმუმ სერტიფიცირებულ უნდა იქნან როგორც FAP30 მოწყობილობები, უნდა იყონ პორტატიულები, საიმედონი და მინიმალური გადაწყვეტით 500 პიქსელი ერთ დიუიმზე. მიუთითეტ პორტი საკნერზე, მაგალითად, micro USB, USB C ან სხვა".

იმ დროს, როდესაც ეს პროექტი დაკავშირებულია ბიომეტრიასთან, ბილ გეიტსი აფინანსებს ვაქცინით იდენტიფიკაციის სხვა ფორმებს: ეს არის ტატუირება კვანტური წერტილებით.

 
QUANTUM POINT TATTOO

2019 წლის დეკემბერში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გამოაქვეყნა გამოკვლევა ტრანსლიაციური მედიცინის სფეროდან ტატუირებების გამოყენების შესახებ ვაქცინაცია გავლილი ადამიანების იდენტიფიკაციისთვის.
 


გამოსახულება, რომელიც აღწერს ადამიანის კანზე კვანტური წერტილებით ტატუირებას. Science Translational Medicine, 2019 წლის დეკემბერი


"ადამიანებისთვის, ვინც განვითარებად ქვეყნებში ეროვნულ დონეზე ახორციელებს უთვალთვალებს ვაქცინაციის ინიციატივებს, იმასაც აკვირდება, ვინ და როდის იღებს აცრას. ეს შეიძლება ცოტა რთული ამოცანა იყოს. მაგრამ მკვლევარებს MIT (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი)-იდან  შეიძლება ჰქონდეთ გადაწყვეტა: მათ შექმნეს მელნები, რომლებიც შეიძლება უსაფრთხოდ შეიყვანო კანში ვაქცინასთან ერთად და რომელიც მხოლოდ სპეციალური პროგრამით და სმარტფონების კამერით თუ შეიძლება ნახო.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ იპოვეს უშუალოდ პაციენტის კანში აცრის ჩანაწერის ჩართვის დაფარული მეთოდი ელექტრონული დოკუმენტირების ან ქაღალდზე დოკუმენტირების გვერდის ავლით - და ადგილმდებარეობის განსაზღვრის მათი სისტემა, რომელსაც ახასიათებს რისკის დაბალი დონე, მნიშვნელოვნად აადვილებს ვაქცინის ზუსტი მონაცემების შეყვანის პროცესს, განსაკუთრებით დიდ მასშტაბებში.

უხილავი "ტატუირება", რომელიც ახლავს ვაქცინას, წარმოადგენს მოდელს, რომელიც შედგება უწვრილესი კვანტური წერტილებისგან - უწვრილესი ნახევრადგამტარული კრისტალებისგან, რომლებიც სინათლეს ირეკლავენ და ანათებენ ინფრაწითელი მიშუქების დროს. მოდელი და ვაქცინა აღბეჭდილები არიან კანზე მაღალტექნოლოგიური ხსნადი მიკრონემსების დახმარებით, რომლებიც პოელიმერებისა და შაქრის შენარევებისგან მზადდება.

ერთხელაც ეს უხილავი მიდგომა შესაძლებლობას მოგვცემს შევქმნათ მონაცემების დაცვის, ბიოსენსინგის და ვაქცინების გამოყენების ახალი მეთოდები, რომლებიც გააუმჯობესებდნენ სამედიცინო დახმარების ხარისხს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში". - განაცხადა MIT-ის პროფესორმა და უფროსმა ავტორმა რობერტ ლანგერმა.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ეს გამოკვლევა იყო ბილ გეიტსის მოთხოვნის შედეგი.

"ბილი და მელინდა გეიტსების ფონდმა დააფინანსა ჯგუფის გამოკვლევები, რომლებიც შემდეგ გამოქვეყნდა ჟურნალში Science Translational Medicine". ჟურნალ Scientific American-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, პროექტი წარმოიშვა თვით Microsoft-ის დამფუძნებლის ბილ გეიტსის პირდაპირი მოთხოვნით, რომელიც პირადად მონაწილეობდა აცრების დახმარებით პოლიემილიტიდა და წითელას ლიკვიდაციაში".


დასკვნა

როდესაც პასუხობდა კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აწარმოოს ადამიანმა ბიზნესი სოციალური დისტანცირების დროს, ბილ გეიტსმა უპასუხა, რომ "ციფრული სერტიფიკატები" გამოყენებული იქნება იმისთვის, რათა დადგინდეს ვის ჰქონდა COVID-19, ვინ გამოჯანმრთელდა მისგან და ვინ იყო ვაქცინირებული. ამ მოკლე (და მოულოდნელმა) პასუხმა გახსნა პანდორას გიგანტური ყუთი იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს უახლოს მომავალში: ეს არის მასობრივი ვაქცინაციის გარდაუვალი კამპანია COVID-19-ის განადგურების მიზნით, რაც იდეალურ შესაძლებლობას მისცემს გარკვეულ ძალებს მოახდინონ მსოფლიო ციფრული იდენტიფიცირება.

ეს სისტემა მოიცავს ინფორმაციის უზარმაზარ რაოდენობას დედამიწის ყოველ მცხოვრებზე (მათ შორის აცრების ისტორიას) და გამოყენებული იქნება სხვადასხვა უფლებებდან და მომსახურეობებთან წვდომის უზრუნველსაყოფად.

გეიტსს დეტალურად არ აუხსნია, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს ყოველივე, მაგრამ "ციფრული სერტიფიკატები" შეიძლება დაკავშირებულნი იყონ ბიომეტრიასთან ან კვანტური წერტილებით ტატუირებებთან.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მთელი პროექტი უცნაურად გვაგონებს მონაკვეთს გამოცხადების წიგნიდან (მხეცის ნიშანი, რომელსაც ადამიანებს მისცემენ მარჯვენა ხელზე ან შუბლზე და რომლის გარეშეც "ვერაფერს იყიდი და გაჰყიდი"), უნდა ითქვას, - ამგვარი სისტემის დანერგვა, სავარაუდოდ შეხვდება დიდ წინააღმდეგობას. და არა მარტო რელიგიური ადამიანების მხრიდან.

Назад к содержимому