"ნეტარ არს, რომელი იკითხვიდეს და რომელნი ისმენდენ სიტყუათა ამის წინაწარმეტყუელებისათა და დაიმარხონ, რაჲ-იგი მას შინა წერილ არს, რამეთუ ჟამი ახლოს არს" (გამოცხ 1:3).


"იცი ნიშნები ანტიქრისტესი?! - დაუყოვნებლივ აუწყე ყველას!"
                                                                        წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.)

"ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!" (გამოცხ. 22:20)

ელ. ფოსტა: 
apocalypticsite@gmail.com
"ილუმინატების" შეთქმულების თეორია. თამაშის დასრულება.






1975 წლის სექტემბერში, აშშ-ში დაიბეჭდა რობერტ შის და რობერტ ანტონ უილსონის წიგნი-ტრილოგია "ილუმინატები!" ("The Illuminatus! Trilogy": "პირამიდის თვალი", "ოქროს ვაშლი" და "ლევიათანი"). 1984 წელს სამივე ნაწილი ერთ კრებულად გამოქვეყნდა. სადღეისოდ უკვე რამოდენიმეჯერ არის გამოცემული.

მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით წიგნი "The Illuminatus! Trilogy" დაიწერა როგორც "ზღაპარი პარანოიკებისთვის", რომელშიც იუმორით არის გადმოცემული ამერიკული პარანოია "საიდუმლო შეთქმულებებთან" დაკავშირებით. მასში სწორი და გამოგონილი ინფორმაცია ერთმანეთშია არეული იმ მიზნით, რათა მკითხველი ჩაითრიონ, როგორც უილსონმა განაცხადა, "გონებაზე "ძალადობის" ოპერაციაში" (Operation Mindfuck). ტრილოგიაში აღწერილია "ლიბერტიანული" და "ანარქისტული" აქსიომები, რომლებსაც "ჩელინეს კანონებსაც" (Celine’s Laws) უწოდებენ. ამ ნაწარმოების დაწერისა და გამოცემის შემდეგ უილსონსა და შის არასოდეს უთანამშრომლიათ ამ მასშტაბით.

თავისუფალი ენციკლოპედია "ვიკიპედია" ილუმინატების შესახებ გვამცნობს: ილუმინატები (ლათ.illuminati - განათლებულნი) - რამოდენიმე თანამედროვე და ისტორიული, რეალურად არსებული და ფიქტიური, გამოაშკარავებული და სავარაუდო საიდუმლო დაჯგუფების ზოგადი სახელწოდება. ჩვეულებისამებრ მოცემული ტერმინის გამოყენება გულისხმობს ბოროტმოქმედ შეთქმულთა ორგანიზაციას, რომელიც ცდილობს მოიპოვოს მსოფლიო ძალაუფლება და არსებული წყობილება შეცვალოს საკუთარი მიზნების შესაბამისად. (http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%98%D0%BB%D0%BB%D1%8E%D0%BC%D0%B8%D0%BD%D0%B0%D1%82%D1%8).

რუსეთის ილუმინატების ორდენის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ: "ილუმინატების ორდენი ეს არის ასოციაცია, რომელიც გაცოცხლდა შემდეგი ორი პრინციპის: თანასწორობისა და მართლმსაჯულების განსახორციელებლად. ყოველი ჩვენი გამოვლინება დაფუძნებულია ამ ორ ამოსავალ პოზიციაზე, რომლებიც კაცობრიობას მოჰფენენ ნათელს. 

ილუმინატების ორდენის საქმიანობა, საზოგადოების მამოძრავებელ ძალებთან ერთად, მიმართულია ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებისკენ, რომელიც იდეოლოგიასა და რელიგიაზე არ იქნება დამოკიდებული.  ჩვენი კავშირი ეფუძნება ყველაზე წმიდა მორალურ პრინციპებს, თუმცა არ არის დავიწყებული ყველა დროის ადრინდელ ოსტატთა სწავლებანიც. ჩვენი ერთადერთი მიზანი, ჭეშმარიტებასთან ერთად, არის აღვაშენოთ ბუნების ტაძარი" (http://www.illuminati-order.ru/ustav.htm).

ინტერნეტში შესაძებელია მრავალი მასალის პოვნა, რომელიც ეძღვნება "შეთქმულების თეორიას", ილუმინატებს, მასონებს, მრავალგვარ ორდენსა თუ სექტას. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ სტრუქტურათაგან დღესაც მრავალი ისევე ფუნქციონირებს, როგორც 100-150 წლის წინათ, ოღონდაც დღეს ისინი უკვე აღარ თამაშობენ იმ სოციალურ როლს, რომელსაც ადრე თამაშობდნენ.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების კონცეფციის მასალებიდან ცნობილია, რომ ინფორმაცია არის სამი სახის: 1) გასახმაურებელი; 2) დაფარული და 3)საიდუმლო, რომელსაც მხოლოდ განდობილთ უმხელენ. სხვადასხვა სახის საიდუმლო ორდენებსა და სტრუქტურებში, დღემდე გამოიყენება ინფორმაციის მიწოდების ამგვარი მეთოდები. ამის წყალობით, ის ვინც მასონთა საიდუმლოებებში განდობილია, დაწერილში, დანახულსა და მოსმენილში უფრო მეტს ხედავს, ვიდრე ობივატელი. "განდობილთადმი" ინფორმაციის მიტანის მთოდი ძალიან ხშირად გამოიყენება მსს-ს ბეჭდვით გამოცემებში, თუ ინფორმაციას გააჩნია "მაღალსიხშირიანი" ხასიათი, ანუ აქტუალურია დროის მოკლე ინტერვალში. ხოლო თუ რაღაც ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება დროის ხანგრძლივ ინტერვალში (ანუ "დაბალსიხშირიანია"), მაშინ პერიფერიების "საიდუმლო სტრუქტურების" ინფორმირებულობა შეიძლება განხორციელდეს წინასწარ, სხვა საშუალებების დახმარებით.

1982 წლის ივლისში Pocket Box-ის ფორმატში გამოვიდა თამაშის ("ილუმინატის") პირველი ვერსია (http://en.wikipedia.org/wiki/Illuminati_(game)). ამგვარად, წიგნის გამოქვეყნებიდან 20 წლის შემდეგ, 1995 წელს, კომპანიამ STEVE JACKSON GAMES გამოსცა თამაშ "ილუმინატები: შეთქმულების თეორია" უფრო სრულყოფილი ვერსია, რომლის ძირითადი ელემენტი არის "ილუმინატების ბანქო". ყოველ მსურველს თვითონ შეუძლია გაეცნოს თამაშის წესებს: http://translated.by/you/illuminati-the-game-of-conspiracy-rules/into-ru/trans/ 


1995 წელს თამაშმა მოიპოვა საუკეთესო საბანქო თამაშის პრიზი - Origins Award for Best Card Game. თამაშის მიზანია დედამიწაზე მსოფლიო ბატონობის - "ახალი მსოფლიო წესრიგის" სამუდამო დამყარება.

ბანქო საინტერესოა იმით, რომ მასზე გამოსახულია მოვლენები, რომლებიც უკვე მოხდა მსოფლიოში. ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, ქვემოთ გთავაზობთ ამ ბანქოს გამოსახულებებს განმარტებებით, რომლისთვისაც გამოვიყენეთ ინტერნეტ რესურსი http://alexmyzin.livejournal.com/28281.html.  

განსაკუთრებით შევნიშნავთ, რომ შემდგომი ტექსტის წაკითხვისა და ბანქოს ნახატების დათვალიერებისას, რომლებიც ქვემოთ არის მოცემული, ყოველ მკითხველს ვურჩევთ ყოველივე ამას მოეკიდოს უემოციოდ, რათა გამორიცხულ იქნას ნეგატიური მოვლენების "მატრიცებით" დამუხტვა, რომლებიც ბანქოზეა გამოსახული.

თავიდან განვიხილავთ იმ ბანქოს, რომლებზეც გამოსახულია ის, რაც უკვე გაგვაჩნია ყოველდღიურ ცხოვრებაში.

1. პირველ ბანქოზე (იხ. სურ. ქვემოთ) გამოსახულია სანაგვეში გადაყრილი წიგნები, რომლებიც მსოფლიოს ისტორიას ასახავენ. ამ გამოსახულებას აქვს წარწერა "ხელახლა დაწერილი ისტორია". ცნობილია, რომ ჩვენთვის ცნობილ ყველა დროებაში "გამარჯვებულები" და მმართველი "ელიტის" წარმომადგენლები ყოველთვის ამახინჯებდნენ ისტორიულ ფაქტებს და მათთვის სასარგებლო თვალსაზრისით წარმოაჩენდნენ ისტორიულ მოვლენებს. ამის დამადასტურებელი ფაქტები ჩვენს დროშიც შეიძლება მოიპოვოს კაცმა, ოღონდ ამის სურვილი ჰქონდეს. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ თანამედროვე "გამარჯვებულებიც" ფაქტიურად იგივეს აკეთებენ. გავიხსენოთ, რომ რუსეთში, პრეზიდენტის სამსახურში კომისიაც კი დააფუძნეს ისტორიის ფალსიფიკაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ.

2. შემდეგ კარტებს ეწოდებათ "სუბლიმაცია", "თამბაქოს კომპანიები", "ალკოჰოლიანი სასმელების კომპანიები" და "ფასტ ფუდის ქსელი".

"სუბლიმაცია" (ფსიქოლოგ.) - ეს არის ფსიქიკის დამცავი მექანიზმი, რომელიც წარმოადგენს შინაგანი დაძაბულობის მოხსნის მეთოდს, ენერგიის გადანაწილების მეშვეობით სოციალურად მისაღები მიზნების მისაღწევად. ეს არის შემოქმედება. პირველად ეს მექანიზმი აღწერა ზ. ფროიდმა.

კარტს თუ შეხედავთ, ადვილად მიხვდებით რომელი სახის დაძაბულობის მოხსნაზეა ლაპარაკი. პირველ კარტზე, ჭიქაში ჩადებულ ყინულის სამ ნაჭერსა და ნაყინის სამ ბურთულაზე აშკარად იკითხება სიტყვა SEX. აი სად მიდის, უფრო ზუსტად კი "ჩაირეცხება" ჩვეულებრივი ადამიანების დაძაბულობა. როგორც წესი, დღევანდელ კულტურაში სექსი თან ახლავს სიგარეტისა და ალკოჰოლის მოხმარებას. გართობა და სექსი - ეს არის პრობლემებიდან თავის დაღწევის ერთ ერთი საშუალება იმ ადამიანებისთვის, რომელსაც გააჩნიათ არეული ფსიქიკა.

"კულტურული დასვენების" ყველა ზემოთაღწერილი საშუალება შეიძლება განვაკუთვნოთ ადამიანთა განადგურების მეხუთე პრიორიტეტს, მათი მართვის განზოგადოებულ საშუალებას - გენოციდის სპეციალურ იარაღს. ფასტ ფუდი მყარად დამკვიდრდა მეგაპოლისებისა და მცირე ქალაქების ყოველდღიურობაში და დაუკავშირდა ისეთ ცნებებს როგორიცაა "მაკდონალდსი", "როსტიკსი" და ა. შ. ბოლო კარტზე გამოსახული ნივთიც გენოციდის იარაღია, რადგან გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს შეიცავს. უსაფრთხოების კონცეფციის მასალებში ეს საკითხი დეტალურად არის განხილული ისეთ შრომებში, როგორიცაა: "მარტრიარქატიდან ადამიანურობამდე", "საზოგადოება, სახელმწიფოებრიობა და ოჯახი", გენერალ კ. პ. პეტროვის წიგნში "კაცობრიობის მართვის საიდუმლო" და სხვა.

3. შემდგომ კარტებს ეწოდებათ "სიონელი ბრძენკაცები", უფრო ზუსტად კი "სიონის პრიორატი" და "ისრაელი". სიონის პრიორატის შესახებ (ფრ. Prieuré de Sion) ცნობილია, რომ ეს არის საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც 1970-იანი წლებიდან ფიგურირებს მთელ რიგ ლიტერატურულ (და არა მარტო) თხზულებებში. 1960-იან წლებში "სიონირ პრიორატის" წევრმა, პიერ ლანტარმა, გააჟღერა ცნობები, რომლებიც თითქოსდა ამტკიცებს უძლიერესი საიდუმლო ორგანიზაციის არსებობას, რომელიც ჯერ კიდევ XI საუკუნეშია დაფუძნებული. 



დენ ბრაუნის პოპულარულ, მხატვრულ ნაწარმოებში "და ვინჩის კოდი" და ამავე სახელწოდების ფილმში, ძირითად იდეას წარმოადგენს "დედამიწაზე ღმრთის ძალაუფლების წყაროს", ანუ წმიდა გრაალის ძიება. ფილმის სიუჟეტის მიხედვით სწორედ ამ ძველ საიდუმლოს იცავენ სიონის პრიორატის წევრები. თანაც ფილმში ლაპარაკია მხოლოდ შთამომავლებზე იესუ ქრისტესი (რომელიც დედამიწაზე ღმერთად ყოფილა დანიშნული), და არა ჭეშმარიტ ღმერთზე, ყოვლისმპყრობელსა და შემოქმედზე, რომელმაც შექმნა სამყარო. 

მოკლედ, დენ ბრაუნის ნაწარმოების კონტექსტიდან თუ გამოვალთ, სიონის პრიორატი - ეს არის "კულისებს მიღმა არსებული მსოფლიო მთავრობის" მხოლოდ პერიფერია (თუმცა საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი), რომელიც თურმე ქრისტეანული დოგმატებისა და საიდუმლოებების ურყევობას იცავს. ეპოქათა ცვლილების მიჯნაზე, როდესაც "თევზების ეპოქას" "მერწყული" (ქრისტე - ეს არის "თევზების ეპოქის" გამოხატულება) ცვლის, ქრისტეანული "დოგმატები" და "საიდუმლოებები" უკვე ისეთი საიმედო ინსტრუმენტი აღარ არის ბრბო-"სამწყსოს" სამართავად. სწორედ ამასთან არის დაკავშირებული მათი გაუფასურების პოპულარიზაცია დ. ბრაუნის და მის მსგავს ავტორთა თხზულებებში, ასევე სრულიად "შემთხვევით" ნაპოვნ აპოკრიფში, რომელსაც "იუდას სახარება" ეწოდება და ა. შ. (დ. ბრაუნის წიგნის შესახებ ("და ვინჩის კოდი") იხ. საიტზე http://old.kpe.ru/rating/analytics/history/1064/).  

უნდა აღინიშნოს, რომ სიონის პრიორატის წევრის მიერ გაჟღერებული ინფორმაციისა და პოპულარულ ლიტერატურაში ამ საიდუმლო ორგანიზაციის მრავალგზისი ხსენების შემდეგ, სიონის პრიორატი უკვე აღარ არის საიდუმლო და გავლენიანი ორგანიზაცია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პრიორატის შესახებ ინფორმაციის გამოაშკარავებით, "მსოფლიო მთავრობამ" ფაქტიურად "ისტორიის კანალიზაციაში" "ჩარეცხა" სიონის პრიორატი. მოკლედ, ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, დროის კანონის მიხედვით ასეთი საიდუმლო სტრუქტურები, ისევე როგორც მრავალგვარი მასონური ორდენები და ლოჟები, "მსოფლიო მთავრობას" სადღეისოდ არ სჭირდება. 

რაც შეეხება ისრაელს, ეს არის ყველა აბრაამიტული რელიგიის ჩასახვისა და ახლო აღმოსავლეთში გამუდმებული დაძაბულობის ადგილი.

4. დავათვალიეროთ კიდევ ორი კარტი ცნობილ პიროვნებათა გამოსახულებით. ესენია ერაყის ყოფილი "დიქტატორი" სადამ ჰუსეინი და დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრინცესა დიანა. ორივენი სიკვდილით დასაჯეს.



სადამ ჰუსეინი (სადამ ჰუსეინ აბდ ალ-მაჯიდ ატ-ტიკრიტი, არაბ. صدام حسين عبد المجيد التكريتي) ჩამოახრჩვეს 2006 წლის 30 დეკემბერს (2:30 დან 3:00-მდე დროში. მოსკოვისა და ბაღდათის დროის დილით 6 საათზე). სასჯელი აღსრულდა ადრე დილით, ყურბან ბაირამის (მსხვერპლშეწირვის) დღესასწაულის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე. ამგვარად, ს. ჰუსეინი, ცხვარივით მსხვერპლად შეიწირეს. დრო ისე იქნა შერჩეული, რათა სასჯელის მომენტი ფორმალურად არ დამთხვეოდა დღესასწაულს შიიტური კალენდრით, თუმცა სუნიტურით ის უკვე დაწყებული იყო. სააგენტო Al-Arabia-ს ცნობით, სადამ ჰუსეინი ჩამოახრჩვეს ერაყის დაზვერვის შტაბ-ბინაში, რომელიც ბაღდათის შიიტურ კვარტალში, ალ-ჰადერნიაში მდებარეობს (http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0%B0%D0%B4%D0%B4%D0%B0%D0%BC).

პრინცესა დიანა, რომელსაც კავშირი ჰქონდა ეგვიპტელი მილიარდერის შვილთან, დოდი ალ-ფაედთან (ემად ედ-დინ მოჰამედ აბდელ მონეიმ ელ-ფაედ. არაბ. عماد الدين محمد عبد المنعم الفايد), 1997 წლის 31 აგვისტოს, დოდი ალ-ფაედთან ერთად ავტოკატასტროფაში დაიღუპა. პარტია "სიმართლისა და ერთობის კურსი" (КПЕ), საკუთარ საიტზე, მასობრივ საინფორმაციო საშუალებათა წყაროებზე დაყრდნობით, არაერთხელ იუწყებოდა, რომ პრინცესა დიანა ლიკვიდირებულ იქნა დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების მიერ (http://www.kpe.ru/sobytiya-i-mneniya/ocenka-tendencii-s-pozicii-kob/957-2009-09-04).

ამგვარად, თუ კიდევ ერთხელ შევხედავთ დამოწმებულ კარტებს, გავაკეთებთ დასკვნას: ორივე ეს ადამიანი "საიდუმლო მთავრობამ" ჯერ კიდევ 1995 წელს (ბანქოს გამოცემის თარიღი) გაწირა დასასჯელად მათი საქმიანობისთვის. 

5. მოვიტანოთ კიდევ რამოდენიმე კარტი კომენტარის გარეშე, რომელიც ავსებს საერთო სურათს: "ტრანსნაციონალური ნავთობკომპანიები", "თავისუფლებისთვის მებრძოლები", "კორუფცია", "ვიდეო თამაშები", "სილიკონის ველი", "ეკო პარტიზანები" (Green Peace), "ტელემქადაგებლები", "ჰაკერები", "სპამი" და "ნატო".



დააკვირდით კარტ "ნატო"-ს. ამ კარტზე გამოსახულნი არიან ნატოს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც ხელით მოჰყავთ საბჭოთა სამხედრო პირის საფრთხობელა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბანქო გამოცემულია დასავლეთში, ამ ილუსტრაციამ უნდა აჩვენოს ობივატელს, რომ რუსეთის არმია ეს არის "თავში ნახერხგარჭობილი საფრთხობელა", რომელიც სინამდვილეში არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს.

და მართლაც, XX საუკუნის 90-იან წლებში, ელცინის პრეზიდენტობის პერიოდიდან, რუსეთის სამხედრო სტრუქტურა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამგვარ საფრთხობელას წარმოადგენს. თუმცა, თვით ნატოც როდი განიცდის უკეთეს პერიოდს. ნატოშიც კრიზისია და მის ხელმძღვანელობას თავში არა ნაკლები "თივა" და "ნახერხი" უყრიათ, ვიდრე რუსეთის არმიის მესვეურებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შესძლებდნენ თავიდან აეცილებინათ "ერაყის" და "ავღანეთის" კამპანიები.

ახლა ვნახოთ რამოდენიმე კარტი, რომელზეც გამოსახულია მოვლენები, რომლებიც მსოფლიოში უკვე 1995 წლის შემდეგ (ანუ ბანქოს გამოცემის შემდეგ) მოხდა და გარკვეულწილად წინასწარმეტყველურია.

6. მომდევნო კარტებზე (იხ. ქვემოთ) გამოსახულია 2001 წლის 11 სექტემბრის ყველასთვის ცნობილი ტერაქტი, რომელიც განხორციელდა აშშ-ს ტერიტორიაზე, ნიუ-იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებზე და რომლის შემდეგაც "მსოფლიო სხვაგვარი გახდა". 


საზოგადოებრივი უსაფრთხოების კონცეფციის მასალებიდან ცნობილია, რომ ეს ეფექტური ტერაქტი ორგანიზებული იყო "მსოფლიო, საიდუმლო მთავრობის" მიერ და განხორციელდა საერთაშორისო სპეცსამსახურების დახმარებით, რომელიც სხვადასხვა მიზნებს ემსახურებოდა. ძირითადი მიზანი გახლდათ ის, რომ ამ ტერაქტით კაცობრიობისთვის უნდა ეუწყებინათ ფინანსებისა და ვაჭრობის ეპოქის დასასრული (მსც - ს შენობები მათი სიმბოლოები იყო); ამასთან ერთად დასასრულს უახლოვდება "გამძღარი ამერიკის" ეპოქაც. მეორე კარტზე გამოსახულია ალმოდებული პენტაგონი. ესეც 2011 წლის მოვლენაა. სხვათა შორის აშშ-ში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებულ ტერაქტზე გადაიღეს დოკუმენტური ფილმი, სადაც მოტანილია ფაქტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მოცემული ტერაქტი სპეცსამსახურებმა 2001 წლის 11 სექტემბრამდე დიდი ხნით ადრე დაგეგმეს. 

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების დახმარებით "მსოფლიო მთავრობამ" დამარხა "ამერიკული ოცნება" და მისი თანდათანობითი "ჩაშვება" დაიწყო. უფრო დაწვრილებით, იმ მიზეზებზე, რომლებმაც გამოიწვიეს 2001 წლის ტერაქტი აშშ-ში, იხილეთ საზოგადოებრივი უსაფრთხოების კონცეფციის მასალებში, კერძოდ წიგნში "უკანასკნელი გამბიტი" (Последний гамбит).

7. შემდეგი სათამაშო კარტები ეძღვნება "მსოფლიო საფინანსო კრიზისს", რომლის პირველმიზეზი გახდა "საბაზრო მანიპულაციები" (წარწერა პირველი კარტის ნახატზე) ან "საბაზრო სპეკულაციები". პირველ კარტზე გამოსახულია სასწორი, რომლის ერთ პინაზე დევს "მასონური" პირამიდა, მეორეზე კი დოლარების დასტა. პირამიდამ დოლარები გადასწონა. ამგვარად, ამ კარტიდან შევიტყობთ, რომ საბაზრო სპეკულაციებით "მსოფლიო მთავრობა" მოიგებს.


აქ შეგახსენებთ, რომ "მსოფლიო ეკონომიკის ზრდა" დაიწყო 2001 წელს ე. წ. სპეკულატიური ზრდის "წყალობით", როდესაც აშშ-ში დაიწყეს "იპოთეკური ბუშტის" გაბერვა და და "ფიუჩერსებთან" აქტიური თამაში გააჩაღეს.

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A4%D1%8C%D1%8E%D1%87%D0%B5%D1%80%D1%81          

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D1%80%D0%BE%D0%B8%D0%B7%D0%B2%D0%BE%D0%B4%D0%BD%D1%8B%D0%B9_%D1%84%D0%B8%D0%BD%D0%B0%D0%BD%D1%81%D0%BE%D0%B2%D1%8B%D0%B9_%D0%B8%D0%BD%D1%81%D1%82%D1%80%D1%83%D0%BC%D0%B5%D0%BD%D1%82

ამ სპეკულაციებს ბოლო მოეღო 2007 წელს, როდესაც აშშ-ში დაიწყო იპოთეკური კრიზისი, რომელმაც გამოიწვია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. ფაქტობრივად, მსოფლიო ფინანსური კრიზისი - ეს არის გლობალური სისტემური კრიზისის კერძო გამოვლინება, რომლის საფუძველში ძევს დასავლეთის ცხოვრების კონცეფციები.

მეორე "ეკონომიკურ" კარტზე გამოსახულია ენერგეტიკული კრიზისი. წარწერა "ენერგეტიკული კრიზისი" მოთავსებულია სათაურის "ახალი მსოფლიო წესრიგის" ქვეშ და იმაზედ მოწმობს, რომ ენერგეტიკული კრიზისი მიმდინარეობს "ახალი მსოფლიო წესრიგის" კალაპოტში და თვით "მსოფლიო მთავრობის" მიერ არის ორგანიზებული.

ყველაზე ცნობილი მოვლენა ევროპაში, რომელიც "ენერგეტიკულ კრიზისთან" არის დაკავშირებული, გახლავთ "გაზის ომი" რუსეთსა და უკრაინას შორის, რომლის შედეგადაც ევროკავშირის ქვეყნები კინაღამ რუსული გაზის გარეშე დარჩნენ. "ენერგეტიკული კრიზისების" ქრონოლოგია მოტანილია ინტერნეტის "თავისუფალ" ენციკლოპედიაში: http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%AD%D0%BD%D0%B5%D1%80%D0%B3%D0%B5%D1%82%D0%B8%D1%87%D0%B5%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B9_%D0%BA%D1%80%D0%B8%D0%B7%D0%B8%D1%81 

მესამე კარტის სახელწოდებაა "დანაზოგებთან და შენატანებთან დაკავშირებული აფიორები". მასზე ვხედავთ შენობის მუყაოს ფასადს, რომელიც "ფასიანი ქაღალდების ბაზრის" სიმბოლოს წარმოადგენს.

8. შემდეგი ოთხი კარტიც "მსოფლიო ფინანსურ კრიზისს" ეძღვნება. პირველს ეწოდება "ნაციონალიზაცია", ეს არის ის, რაც "ფინანსურ კრიზისს" მოჰყვა აშშ-ში. 

ნაციონალიზაცია (ლათ. natio - ერი, ხალხი) - კერძო საკუთრების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლა. ნაციონალიზაციის ობიექტები შეიძლება იყოს: მიწა, საწარმო, ბანკი, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ა. ს. როგორც წესი, ეხება წარმოების დარგებს, რომლებიც დიდ და გრძელვადიან დაფინანსებას ითხოვენ. ცალკეული სახელმწიფო ნაციონალიზაციას მიმართავს კრიზისული რყევებისა და ომების დროს, ასევე სხვა ფორს-მაჟორულ სიტუაციებში. ნაციონალიზაცია შეიძლება წარმოებდეს ორი გზით: კონფისკაციით, როდესაც არ ხდება საკუთრების ანაზღაურება ან კიდევ მისი სრული ან ნაწილობრივი ანაზღაურებით.

ნაციონალიზაცია - ეს არის პირველი და ძირითადი ნაბიჯი "ახალი მსოფლიო წესრიგისკენ". ფინანსური, ენერგეტიკული და სხვა ხელოვნურად გამოწვეული კრიზისების მეშვეობით, სტრატეგიულ საწარმოთა უმეტესობა უნდა აღმოჩნდეს ერთ ხელში, კერძოდ, ტრანსნაციონალურ კორპორაციათა გამგებლობაში, რომლებიც "მსოფლიო მთავრობის" პერიფერიებს წარმოადგენენ.

უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ღია წინადადება გატარებულ ყოფილიყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმოების ნაციონალიზაცია, გაისმა 2002 წელს, იოჰანესბურგის საერთაშორისო კონფერენციაზე. მასზე მონიშნულ იქნა ტრანსნაციონალურ კორპორაციათა "მესამე ძალა". მათი მიზანი გახლდათ "კონკრეტულ სახელმწიფოსა და დიდი ბიზნეს შორის პირდაპირი მოლაპარაკება. სწორედ ასეთ პირობებში არის მზად ტნკ ხელი შეუწყოს ღარიბ ქვეყნებს. ბიზნესი ვალდებულებას კისრულობს შეასრულოს წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგების პროგრამების რეალიზაცია, შექმნას განვითარებადი ქვეყნების ინფრასტრუქტურა. მაგრამ, აყენებს შემხვედრ პირობასაც - ამ ქვეყნებმა უნდა მოახდინონ ენერგოსისტემების, წყლით მომარაგების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების პრივატიზაცია. ცხადია, ტრანს ნაციონალური კორპორაციის სასარგებლოდ (http://old.kpe.ru/about/life/1535/).

"ილუმინატების" გეგმით, ნაციონალიზაცია წარმატებით უნდა შეერწყას მსხვილი ბანკების მიერ მცირე ბანკებისა და მსოფლიო ვალუტების შთანთქმას. მომდევნო კარტზეც სწორედ ეს არის გამოსახული.

პრაქტიკულად, მსს ყოველდღიურად გვამცნობს, რომ აშს-ს დოლარის როლი კნინდება და ამასთან დაკავშირებით, მრავალი ქვეყანა ერთმანეთთან ანგარიშს ეროვნულ ვალუტაში ასწორებს. ამის გამო შემოვიდა ტერმინი "ვალუტების  ომი", რომელშიც ერთმა რომელიღაც ვალუტამ უნდა გაიმარჯვოს. რომელმა? ამაზე გთავაზობთ დამოუკიდებლად იაზროვნოთ. ჩვენ მხოლოდ იმას შევნიშნავტ, რომ კარტზე მკაფიოდ ჩანს როგორ ყლაპავს ინგლისური ფუნტი ამერიკულ დოლარს, ხოლო ფუნტს - იაპონური იენა. იენას ყლაპავს რომელიღაც სხვა ვალუტა, რომლის სახელწოდებას ჩვენ ვერ ვხედავთ.

"ვალუტების ომს" თან ახლავს ფინანსური ორგანიზაციების "ჩაყლაპვა". მიმდინარეობს მათი ერთი ორგანიზაციისადმი ("მსოფლიო მთავრობისადმი") დაქვემდებარების პროცესი. ასეთი შთანთქმის პროცესი დეტალურად არის აღწერილი ნ. ვ. სტარიკოვის წიგნში " Кризис. Как это делается". ასეთი შთანთქმა არის სწორედ ე. წ. "ნაციონალიზაციის" შედეგი.

მეოთხე კარტზე ნაჩვენებია ყველა შთანთქმისა და შერწყმის შედეგი. მთელი ინფრასტრუქტურა, რომელიც ადამიანთა სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს მთელს პლანეტაზე, ასევე სტრატეგიულ წარმოებას, ერთ ხელში მოექცევა.

9. მომდევნო კარტებზე ნაჩვენებია, რა ემართება არაფრით უზრუნველყოფილ "მწვანე ქაღალდს". პირველ გამოსახულებაზე ვხედავთ, რომ დოლარებს ორმოში ჩამარხავენ (ეს გადატანითი მნიშვნელობით, პირდაპირი გაგებით კი - დახარჯულია უქმად). მეორეზე კი ნაჩვენებია როგორ "ათეთრებენ" "მსოფლიო ფულს" ე. წ. ოფშერული ზონების ბანკებში.


2008 წელს აშს-ში მიღებული ქნა აქამომდე გაუგონარი ბიუჯეტი დაახლოებით 800 მლრდ. დოლარის დეფიციტით. მომდევნო წელს, 2009 წლის აპრილში მსოფლიო ოცეულმა (G20) მიიღო გადაწყვეტილება მსოფლიო ეკონომიკაში ჩაედო დაახლ. 4,5 ტრლიონი დოლარი. ამან აშშ-ს შესაძლებლობა მისცა სრულ ნებაზე მიეშვა საბეჭდი დაზგა. ამგვარად, "ფინანსურ კრიზისთან საბრძოლველი" თანხა გამოყოფილია.

10. მომდევნო კარტზე ვხედავთ, როგორ კარგავს ოჯახი საცხოვრებელ ბინას. ამ ნახატის წარწერაზე ვკითხულობთ: "დანაზოგი და შენატანები გამორიცხულია". ეს ეტაპი აშშ-ში გაიარეს იპოთეკური, შემდეგ კი ფინანსური კრიზისების შემდეგ. შედეგად, მრავალი ოჯახი იძულებული გახდა კრედიტით ნაყიდ სახლებზე უარი ეთქვა.


 
სადღეისოდ ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავრობა ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებით, რომელიც კრიზისით არის გამოწვეული, იძულებულია შეკვეცოს სოციალური დანახარჯები. ერთი სიტყვით ის, რაც კარტზეა გამოსახული გლობალური ტენდენციის გამოხატულებაა და მიანიშნებს პლანეტის მოსახლეობის დანახარჯთა შემცირების ტენდენციას და "ბრბოს" არსებობის "ეკონომიურ რეჟიმზე" გადასვლას. თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ მარცხენდა და მარჯვენა ქვედა კუთხეში არსებულ წარწერას. მარცხნივ წერია: "დამნაშავეობა", მარჯვნივ კი - "ბანკი".