"ნეტარ არს, რომელი იკითხვიდეს და რომელნი ისმენდენ სიტყუათა ამის წინაწარმეტყუელებისათა და დაიმარხონ, რაჲ-იგი მას შინა წერილ არს, რამეთუ ჟამი ახლოს არს" (გამოცხ 1:3).


"იცი ნიშნები ანტიქრისტესი?! - დაუყოვნებლივ აუწყე ყველას!"
                                                                        წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.)

"ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!" (გამოცხ. 22:20)

ელ. ფოსტა: 
apocalypticsite@gmail.com
ლოს-ანჟელესის ბიბლიოთეკის ოკულტური სიმბოლიკა

ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით მსოფლიო არქიტექტურის ოკულტურ სიმბოლიკას. რიგზეა ლოს-ანჟელესის ცენტრალური ბიბლიოთეკა. ეს არის მონუმენტალური ნაგებობა თვალსაჩინო არქიტექტურით, რომელიც ერთგვარად გაშინებს და გზარავს. კერძოდ რა? - მსოფლიო მასონობის საიდუმლო სიმბოლიკა. ბიბლიოთეკა აშენებულია 1926 წელს და წარმოადგენს ქ. ლოს-ანჟელესის უმთავრეს არქიტექტურულ თვალსაჩინოებას. ამავე დროს ეს არის ბიბლიოთეკის მსოფლიო სისტემაში უმსხვილესი ბიბლიოთეკა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს.

ამ შენობის დეტალური შესწავლის შემდეგ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი ხუროთმოძღვრული ხელოვნების მთავარი შთაგონების წყარო მასონური ორგანიზაციებია, თანაც, ეგვიპტური მოგვობის შუამდინარულ-ეგვიპტური მიმართულებისა.
ეგვიპტური დარბაზი მასონური ლოჟის სტილში მოწმობს იმაზე თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ ბიბლიოთეკის მშენებელ-დამფინანსებლები ეგვიპტურ საიდუმლო ცოდნას.




ბიბლიოთეკის ფასადი. ცხადად ჩანს მთელი ანსამბლის პირამიდალური სტილისტიკა.



ბიბლიოთეკის ზედა ნაწილის პირამიდა, კურთხევის ოკულტური სიმბოლიკით. პირამიდის წვერზე მოსჩანს ხელი, რომელსაც ანთებული ჩირაღდანი უპყრია. მასონური გაგებით პირამიდა არის განსაკუთრებული სიმბოლო და გადმოსცემს მატერიალური პლანიდან სულიერ დონეზე გადასვლის ეტაპს. პირამიდის კვადრატული საფუძველი (რჩება მატერიალურ სამყაროში) თავისი მწვერვალისკენ მათემატიკური სრულყოფილებით იზრდება. მასონობის მრავალი მკვლევარის აზრით, პირამიდა არის სიმბოლო, რომელიც კანდიდატთა ინიციაციის მიზნით გამოიყენებოდა, როდესაც ხდება ადეპტის "განათლება".


პირამიდის მწვერვალზე მდგომი ჩირაღდნის ასლი ბიბლიოთეკის შიგნითაც იმყოფება. ამ ხელს კიდევ, ლუციფერის ხელს უწოდებენ.
ბიბლიოთეკის დასავლეთი ფასადი. აქ გამოსახულია ორი ადამიანის ფიგურა სახელწოდებებით "ფოსფორი" და "ჰესპერი", რომლებსაც მათ ფეხებთან ვხედავთ. "ფოსფორი" (ანუ "ფოსფორა" ლათინურიდან), პლანეტა ვენერას მეორე სახელწოდებაა, რომელიც კარგად ჩანს ადრე დილით და "ცისკრის ვარსკვლავად" არის ცნობილი. ეს დაშირფული სახელწოდება ბიბლიურ ლუციფერთან ("ნათელმოსილი") იგივეობაზე მიანიშნებს. ფიგურა "ფოსფორს" ხელში ძველ აღმოსავლელ ფილოსოფოსთა და წინასწარმეტყველთა სახელები უპყრია, როგორებიც იყვნენ მოსე, ზარატუშტრა და ბუდა.  

"ჰესპერს" კი ხელში დასავლელ მოაზროვნეთა სახელები უჭირავს: სოკრატე, ფრენსის ბეკონი და ემანუელ კანტი. ეს ისტორიული პიროვნებები შემთხვევით როდია არჩეული. ყველა მათგანმა მასონობის მისტერიების განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. ფრენსის ბეკონი, რენე დეკარტი და კანტი დასავლეთში თანამედროვე როზენკრეიცერობისა და მასონობის აღორძინების ცენტრალური ფიგურებია.

შენობის შიგნით 9 ფუტის სიგანის "მშვიდობის ჭაღია" ჩამოკიდული. ის პირდაპირ პირამიდის ქვეშ იმყოფება და მიმაგრებულია შენობის გუმბათს. გლობუსი-ლუსტრა ბრინჯაოსია და ერთ ტონას იწონის. დედამიწას გარს აკრავს რკალი, რომელშიც ზოდიაქოს ნიშნებია ჩახატული და 48 ლამპრით არის განათებული. რკალი მიმაგრებულია ჯაჭვს, რომელსაც ჭერზე მიხატულ მზის სხივებთან მივყავართ. მზის სხივები ღვთაებრიობის ძველი სიმბოლოა. მოცემული კონსტრუქცია მოგვაგონებს კაბალურ გრავიურას, რომელზეც ღმრთის 72 სახელწოდებაა მოცემული.
ღმრთის 72 სახელი ეგვიპტელი ოიდიპოსის, კირხერისგან. .
"ცივილიზაციის" ქანდაკება მოთავსებულია კიბის თავზე ორ სფინქსს შუა. 
ქანდაკებებზე მოსჩანს ამოტვიფრული პანელი ძველი და თანამედროვე ცივილიზაციების სიმბოლოებით.
ერთ ერთი სფინქსი იცავს "ცივილიზაციის" ქანდაკებას. ოკულტურ პრაქტიკასი, სფინქსები მისტერიათა მცველები არიან, რომლებიც ეზოთერულ საიდუმლოებებს იცავენ პროფანთა მზერისგან. თითოეულ სფინქსს ხელთ წიგნი უპყრია, რომელიც პლუტარქეს მორალის ციტატებს შეიცავს ("ისიდასა და ოსირისის შესახებ").
ბიბლიოთეკის ცენტრში ვხედავთ მოზაიკას რვაკიდურიანი ვარსკვლავის გამოსახულებით, რომელიც, მასონური სწავლებების მიხედვით, იშტარის ვარსკვლავს გამოხატავს..
ძველი მესოპოტამიური რვაკიდურიანი ვარსკვლავი, ქალღმერთ იშტარის და ცისკრის ვარსკვლავის სიმბოლო. იშტარი, აშურ-ბაბილონის რელიგიასა და კულტურაში ნაყოფიერების, სიყვარულისა და ომის ქალღმერთად ითვლება. ბაბილონელების აზრით იშტარი პლანეტა ვენერას ღვთიური გამოხატულებაა, რომელიც, ლეგენდის მიხედვით, მიწისქვეშა სამყაროში წმიდა ელექსირის საძებნელად ჩავიდა.